კლასობანა, ბავშვობა და შეცდომის აღიარება



ფანჯარაში ვიხედებოდი და ეზოში მოთამაშე დისშვილები დავინახე, კლასობანას თამაშობდნენ… წერის ხასიათზე მოვედი, მაგრამ კომპიუტერი დაკავებული იყო. ფურცელი და კოხინორის ფანქარი (ხაზვაში მჭირდებოდა) ავიღე და ფანჯრის რაფაზე გადაფენილ ფურცელზე წერა დავიწყე, რათა არ დამვიწყებოდა იმ დროს გაელვებული ფიქრები და განცდილი ემოციები.
თვალწინ ჩემი ბავშვობის ბუნდოვანმა კადრებმა გაირბინა, კადრებმა რომელშიც ყიჟინით და სიმღერ სიმღერით ბავშვობა კიდევ ერთხელ გამახსენა… შაკო, ელენე, ანა, ცირა, დენისკა, ნინო, მე… პირველ მეორეს ძახილი და ხტუნვა ხტუნვით გასული წუთები, საათები, დღეები, წლები… ახალ-ახალი კლასობანას თამაშის დაფის ხატვა ასფალტზე და შეჯიბრი მეგობრებს შორის, თუ რომელი უფრო ლამაზად და სწორი ხაზებით დახატავდა ზ.ხ-ს (ზემოთ ხსენებულს) ბოლოში კი გალაჟვარდებულ და თვალებ პახულა მზეს დახატავდა. მეორე დღეს წვიმის მოსვლა და გასული დღის ნახაზ-ნახატის გადარეცხვა, როგორ მონდომებით და კონკურენციის მიზნით ვხატავდით, სათამაშოდ დღის შუქზე ერთი საათი გვრჩებოდა იმდენხანს ვწვალობდით და ვცარცაობდით. ნანგრევებში მოძიებულ ცარცებს საგულდაგულოდ ვმალავდით, დილით კი სველი გვხვდებოდა და ვეღარ ვიყენებდით დანიშნულებისთვის… ღამღამობით, ჩუმად მიცარცული, ბავშვური ლოგიკით არეული კალიგრაფიით წარწერები შაკო+ანა=შ და უამრავი მსგავსი… როგორც ყოველთვის, ამ ფიქრებში ნინოსთვისაც მეყო დრო… ნინო, ბავშვობაში რამდენი წუთი, საათი, წლები გვაქვს გატარებული, მართალია ძალიან ხშირად ვჩხუბობდით, მაგრამ მაინც მიყვარხარ… დღეს რომ ვიგონებ, თუ როგორი ლაღი და ხალისიანი ბავშვობა გვქონდა და დღეს რა ცხოვრება გაქვს, თავი მეც დამნაშავედ მიმაჩნია ხალხის ბრბოსთან ერთად… ასე რბილად თუ ვიტყვი მხოლოდ, დღეს უკვე ფსიქიკური აშლილობა გაქვს, ეს ჩემთვის ძალიან მტკინვეულია და ძალიან განვიცდი… მხოლოდ ბანალური სიტყვებია, ვერანაირად გეხმარები, არ შემიძლია… ბავშვობის დროინდელ ემოციურობას შემდეგში ნერვოზი დაემატა, შემდეგ პროფესიის არასწორი არჩევის და დედაშენის შეცდომის გამო არასრულფასოვნების კომპლექსი, შემდეგ ხანგრძლივი დეპრესია და ახლა… დროულად რომ ვინმეს შენთვის ხელი გამოეწოდებინა და დაგხმარებოდა ალბათ ასე ცუდათ არ იქნებოდი… მეც შემეძლო მოსვლა მაგრამ არ მოვედი, დამნაშავე ვარ, მაპატიე…

P.S მენატრებით, განვიცდი, თქვენ ყოველთვის ჩემს ფიქრებში იქნებით… შეიძლება შეიცვალეთ, ალბათ ბევრნი ვეღარ ვუგებთ ერთმანეთს, მაგრამ არაუშავს, ბავშვობის მოგონებები ყოველთვის თან მდევს…

ფურცელზე დაწერილს აღარასდროს გადმოვიტან ბლოგზე, დამეთხარა თვალები

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to კლასობანა, ბავშვობა და შეცდომის აღიარება

  1. ჰეჰ ზ.ხ-ს მე ვიყენებ ხოლმე😀
    კიდე ხაზვა მიყვარს…
    და არ მიყვარს ბავშვობის გახსენება

    • ადო says:

      რაც რამე საგანი მისწავლია, ხაზვა მეც ყველაზე მეტად მიყვარს. ზ.ხ შენგან გადმოვიღე🙂 :რა პატივია:

  2. siyvarulovna says:

    აუ კლასობანას თამაში და დაჭერობანა რასდროს მყვარებია :d

  3. bzuuk says:

    შენ ნამეტანი ნოსტალგიის გრძნობას შეუპყრიხარ. მეც კარგად ამხსენდება ბავშობა და ძალაინ კარგი წლებია, უდარდელი, მაგრამ არ შეილება მხოლოდ წარსულით იცხოვრო. იმ წლებმა გაიარა უკვე და ასე რომ მისტირო არაფერი გამოვა. ეხლაც კარგი წლები გაქვს ძალიან ალბათ უკეთესიც კი, უბრალოდ გაქ

  4. bzuuk says:

    შენ ნამეტანი ნოსტალგიის გრძნობას შეუპყრიხარ. მეც კარგად მახსენდება ბავშობა და ძალაინ კარგი წლებია, უდარდელი, მაგრამ არ შეილება მხოლოდ წარსულით იცხოვრო. იმ წლებმა გაიარა უკვე და ასე რომ მისტირო არაფერი გამოვა. ეხლაც კარგი წლები გაქვს ძალიან, ალბათ უკეთესიც კი, უბრალოდ გაქვს პრობლემები, რის გამოც ვერ ეგუები რელაობას და გინდა წარსულში დაბრუნება. შენც ხომ იცი რომ ეს შეუძლებელია? იმ წლებმა ჩაიარა უკვე ახლა დროა რეალობას დაუბრუნდე და ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ როგორმე ის პრობლემები მოაგვარო და ეს წლებიც ბავშვობის ნაირის მსგავსი გახადო. ხო ვიცი თქმა ადვილია და გაკეთება ძნელი, თანაც სხვა სხვის ომში ბრძენია, მაგრამ მე უბრალოდ ამას გეტყოდი.
    მეც არანაკლები პრობლემები მაქვს, მაგრამ ვცდილობ მოვაგვარო. არ ვიცი რამდენად გამომდის, მაგრამ ხო ვცდილობ მაინც…

  5. moiashi says:

    არ ვმალავ რომ სენტიმენტი ვარ, ბოლოსკენ გული ამიჩუყდა. სტუდენტობის დაწყებისას ვხვდებით რომ ბავშვობა ერთერთი, ალბათ ყველაზე კაშკაშა წერტილია ჩვენს ცხოვრებაში🙂

  6. Pingback: 2010 წლის საუკეთესო პოსტები «

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s