ნაირა კალანდია “სიმართლის დროში”


ნაირა კალანდია

ნაირა კალანდია, 62 წლის დევნილი სოხუმიდან, პროფესიით მედდა, ამჟამად უმუშევარია, ჰყავს ერთი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი…

გადაცემის დასაწყისშივე განაცხადა, რომ მხოლოდ სიმართლის სათქმელად მივიდა და ფულის ინტერესი არ ჰქონია. მისი მძიმე წარსული არაერთხელ მომისმენია, დღესაც ისეთივე რთული მოსასმენი იყო როგორც ყოველთვის. ქალბატონი ნაირა სასტიკად აწამეს.
მას გარდაცვლილი ვაჟი უფროს ქალიშვილზე მეტად უყვარდა, ამბობს რომ ეს მშობლის ყველაზე დიდი დანაშაულია, თავს დამნაშავედ გრძნობს. ამიტომაც ფიქრობს, რომ ღმერთმა საყვარელი ვაჟი, შვილების გადარჩევის გამო წაართვა.

1. აფხაზეთის ომი პოლიტიკოსების წაგებულია?
პასუხი – კი

2. ადანაშაულებთ მეუღლეს იმაში, რომ თქვენმა ოჯახმა სოხუმი უფრო ადრე არ დატოვა?
პასუხი – კი

3. თვლით, რომ დედის მიერ ერთერთი შვილის გამორჩეულად სიყვარული დიდი შეცდომაა?
პასუხი – კი

4. თქვენი შვილი წინასწარ გრძნობდა, რომ ვერ გადარჩებოდა?
პასუხი – კი

5. გერჩივნათ თქვენი შვილის ადგილას თქვენი მეუღლე ყოფილიყო?
პასუხი – კი

6. ნამდვილად ცდილობდა რუსი ჟურნალისტი თქვენგან გამწარებული აფხაზი დედა გამოეყვანა?
პასუხი – კი

7. დევნილის სტატუსით ცხოვრება თქვენთვის უფრო ძნელი აღმოჩნდა ვიდრე სოხუმიდან თბილისამდე გავლილი გზა?
პასუხი – არა

8. ძვირფასეულობა და ფული ,,მხედრიონელებს” გადაუმალეთ?
პასუხი – კი

9. სოხუმში დაბრუნების შემთხევავაში შეძლებთ აფხაზებთან თანაცხოვრებას?
პასუხი – კი

10. თქვენს გადარჩენას ახალგაზრდა უცნობ აფხაზს უნდა უმადლოდეთ?
პასუხი – კი

11. კაზაკები და რუსები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ?
პასუხი – კი

მან მოიგო 4 000 ლარი, თამაში შეწყვიტა

გადაცემის ხელმეორედ ნახვა შესაძლებელია ამ ბმულის საშუალებით

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

7 Responses to ნაირა კალანდია “სიმართლის დროში”

  1. არ მიყურებია გადაცემისთვის.. ჩემთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია აფხაზეთის ომზე და საერთოდ იმ პერიოდზე მოსმენაც და ლაპარაკიც…😐

  2. siyvarulovna says:

    რა არის იცი? აფხაზეთის ტრაგედია და ყველა იქ მყოფი თუ დევნილის ისტორია ერთნაიერად საშინელი მოსასმენია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველაგნ სადაც თითს დაგიტკაცუნებენ უნდა მიხვიდე ა უკვე თითქმის დაზეპირებული ისტორია იმეორო. სიმართლის დრო არის სხვანაირი ტიპის გადაცემა. ის რა კიტხვებიც დასვეს შეესაბამებოდა პროფილის ან ნანუკას შოუს კითხვებს და ამიტომ ძალიან უაზრო გადაცემა გამოვიდე. ასევე, თუ ფულისთვის არ იყო მოსული და მხოლოდ სიმართლის ტქმა უნდოდა რატომ არ გააგრძელა ბოლომდე? ბოლომდე არ აგრძელებს ის ვისაც 1.არ უნდა ფულის დაკარგვა 2. არ უნდა სიმართლის თქმა. ამ ქალბატონმა განაცხადა რომ 1.ფული არ უნდოდა, 2. სიმართლისთვის მოვიდა, მაშინ ჩემთვის გაუგებარია რატომ შეწყვიტა თამაში

    • lex tempus says:

      ასეც ნუ იტყვი, რომ ეს ქალი გაზეპირებული ტექსტით ლაპარაკობს…
      მე მგონია, რომ მას, უბრალოდ, არ შეუძლია სხვა თემაზე ლაპარაკი, რადგან მისი ცხოვრება იქ და ამით დამთავრდა…
      ბოლოს და ბოლოს, 62 წლისას კი არა, 82 წლისას ჰგავს, ნატანჯი ადამიანის ნერვებმა კი შეიძლება, ვეღარ გაუძლო თუნდაც ასე პირდაპირ დასმულ კითხვებს; სხვა ინტერვიუებში ხომ იგი უბრალოდ, ყვებოდა, აქ კი ყველაზე ცუდი ფორმით გამოჰკითხეს, რისი გამოკითხვაც კი შეიძლებოდა…

      პ.ს. ადო, ვიცოდი, რომ ამ თემაზე პოსტი დამხვდებოდა:):)

      • siyvarulovna says:

        მაშინ სულ ნუ მივიდოდა. მესმის ამ ქალბატონის. მეც მტკივა გული აფხაზეთზე, მაგრამ ”სიმართლის დრო”- ეს ის გადაემაა სადაც მსგავსი წარსულის თუ აწმყოს ადამიანები არ უნდა იყვნენ.

  3. moiashi says:

    ღმრთმა დამიფაროს ეგეთი ტრაგედიისგან მაგრამ ასე საჯაროდ მე ვერ გავიდოდი და ვერ მოვყვებოდი. ეს იმდენად პირადია, ბევრმა დაკარგა შვილი და საერთოდ ყველაფრის გარეშე დარჩა. საქართველოში ბევრია ვისაც არც სახლი აქვს, არც შვილიშვილები ჰყავთ და შეიძელბა უფრო მეტად უჭირთ. არ იყო ეს ამ გადაცემაში სალაპარაკო, სხვა ფორმატისაა…

    • ადო says:

      გეთანხმები, პროფილს უფრო შეეფერებოდა და იყო კიდეც უკვე გადაცემაში… მაგრამ ეხლა რისი თქმა უნდოდა ვერ გავიგე, თუ ფულს მნიშვნელობას არ ანიჭებდა მაშინ დამჯდარიყო სახლში და თავის შვილს მოფერებოდა, თუ სითბო და სიყვარული მოაკლო განვლილ წლებში…

  4. Anonymous says:

    saidan gadmoviwero naira kalandias simartlis dro???????

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s