გუშინდელი Social Media Day


მთაწმინდის პარკის ამფითეატრში ასზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი, პრეზენტაცია ექვსმა ბლოგერმა წარმოადგინა. სანამ პრეზენტაციებს დაეთმობოდა დრო, ბევრი ბლოგერის გაცნობა მოვასწარი ზოგი ვიცანი, ზოგიც ვერა.

დამსწრე საზოგადოების მცირე ნაწილი

6 საათზე დაგეგმილი ღონისძიება, როგორც ქართველებს გვჩვევია დაგვიანებით დაიწყო. 15 წუთი გაბოს და ლანდიშას ძებნას დაეთმო, 20 წუთი “რატოომ?” შეძახილს და იმის გარკვევას ვის უფრო გრძელი აქვს, ხოლო დაპირებულ პრეზენტაციებს, რომელიც ჩემი აზრით უფრო სხვა მასაზე იყო გათვლილი 30 წუთი. ვაკრიტიკებ გუშინდელი დღის ორგანიზებულობას, დროის არასწორად განაწილებასა და უქმად გასვლას. განსაკუთრებით მარი ტალახაძის (sweet)-ის გამოსვლა მომეწონა, რომელმაც ისაუბრა ტვიტერის დანიშნულება, გამოყენებასა და მიზნებზე. ყველაზე მეტად რაც არ მომეწონა არის ის, რომ არ იყო საქმისადმი და სიტყვისადმი პატივისცემა, ყველაფერი სახუმაროდ და სასაცილოდ მიიღო აუდიტორიამ, არ უსმენდნენ პრეზენტატორებს და სიტყვის წარმოთქმის დროს “პრიკოლნი” რეპლიკებით აწყვეტინებდნენ სათქმელს და წინასწარ ჩამოყალიბებულ აზრს…

„ბოლო რამდენიმე წელია ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა სოციალური მედიით და მას ინფორმაციის გაცვლის საშუალებად იყენებს. მთავარია ამ ადამიანების რიცხვი გაიზარდოს. თუ აქ მოსულმა საზოგადოებამ მიიღო მეტი ინფორმაცია -ეს უკვე კარგი შედეგია”-ამბობს მარი ტალახაძე. _ მაგრამ მე ვერაფერი გავიგე ახალი და სასიამოვნო, გარდა საინტერესო ადამიანების გაცნობისა.

როგორც ჩანს, დამსწრე საზოგადოება პიცის უფასოდ მირთმევით უფრო მეტად კმაყოფილი იყო, ვიდრე “სოციალური მედიის დღე 2010-ით”

Social Media Day-ს საჩუქარი

პირველი სოც. მედიის თავშეყრა იყო, პირველი Social Media Day საქართველოში. მხოლოდ ამის გამო შეიძლება გამართლება…
და ბოლოს ყველაზე მოკლედ, ადვილად აღსაქმელი ფოტო, რომელიც ლიტერატორმა კარგად შეუსაბამა გუშინდელ დღეს.

Pete Cashmore-ის დაძალებული ვიდეო, თუ იქ ვერაფერი გაიგეთ აქ მაინც დატკბით, ისიამოვნეთ “უი რა სიმპატიური ბიჭია-ს” ცქერით…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to გუშინდელი Social Media Day

  1. litterator says:

    რა თანმიმდევრულად აღწერე ყველაფერი, კარგია ადო :* :* :*

    წუთობრივი გადანაწილება განსაკუთრებით მომეწონა, ვიხალისე :)))))))))) Thanks❤

  2. Bekako says:

    ორგანიზებულობა მართლა არ იკო სათანადო დონეზე… ყვავას შეძახილებში ვერაფერი გავიგეთ დამწყებებმა… მარის პრეზენტაცია საინტერესო იყო, პიცა არ ვარგოდა (ყოველ შემთხვევაში ჩემი ნაჭერი ცივი იყო)…

  3. Landish says:

    შენა და მარის გამოსვლა მოგეწონა თუ თვითონ მარი?😀😀😀

    • ადო says:

      გამოსვლა მირჩევნია… სვითობას თუ თავს მიანებებს სხვაც შეიძლება ვიფიქრო

  4. Katieé.Ge says:

    უი, პიცა როგორ არ ვარგოდა, ჩემი მთლად ცივი არ იყო, მაგრამ გემრიელი :)))

  5. BigCrow says:

    რა იყო ჩემს შეძახილებში გაუგებარი?

  6. მოსმენის კულტურა აშკარად არ გაგვაჩნია… სამწუხაროა ნამდვილად. იმედია მალე გამოსწორდება საზოგადოება, და სხვების პატივისცმას დავიწყებთ.

  7. supernatural says:

    ramxela yubebi aq am biWs😀

    xo amis dasawerad Semovedi ravi😀

  8. siyvarulovna says:

    ჰეჰ მალადეც ადო!
    მშვენიერი პოსტია, და შენი კრიტიკაც გასაგები და მართალია.
    თუმცა პრეზენტაციებიდან გაბოს პრეზენტაციაც საინტერესო იყომ კიდე კორპორატიული ბლოგები, და სოციალური მედიაც, თუმცა ხალხი, ჩვენ, უფრო წყნარები დ აკულტურულები რომ ვყოფილიყავით გაცილებით უკეთესი იქნებოდა პრეზენტაცია და მთლიანად ივენთიც.
    შეძახილ-შემოძახილები საზიზღრობები იყო. ვის დიდი და პატარა აქვს ნამდვილად არ გვაინტერესებდა. მაგრამ საბოლოოდ მაინ კმაყოფილი დავრჩი თქვენი გაცნობით (ვინც გავიცანი).
    პ.ს ეს ბიჭი მართლა სიმპატიურია და ჰა😛

  9. Agasfer says:

    არ ვყოფილვარ, მაგრამ წარმომიდგენია, რა სიველურეც იქნებოდა და როგორ განაწყენდებოდნენ ორგანიზატორები.
    ცუდია..

  10. LiLaC says:

    “ui, ra simpatiuri bichia” – es me wamovidzaxe😀

  11. Di@ says:

    loool😀😀😀

  12. Di@ says:

    loool😀😀

  13. Pingback: Social Media Day Tbilisi 2010 « Event-Lenta | ივენტ-ლენტა

  14. gabo says:

    მე ეგ პიცა არ შემხვდა 🙂

    • ადო says:

      მე საერთოდ დღეს გავიგე პიცაც რომ ყოფილა, პოპკორნს ვჭამდი გარეთ და თურმე საყვარელი საჭმელი “გამიმაზავს”

  15. Pingback: ინლავ ♥ « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  16. და ამ დროს მე რა ბედნიერად ვცხოვრობდი…

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s