ინლავ ♥


Social Media Day-ის გაგრძელება 3 საათით ადრე დავიწყე გამზადება, ერთი სული მქონდა როდის გავიცნობდი ბლოგერუკებს. როგორც ყოველთვის ნაადრევად მომიწია მისვლა ვერის ბაღთან, ხის სკამზე ჩამოვჯექი და ალუკარდს ვათვალიერებდი (მხოლოდ, ქეითს ვიცნობდი), მანამდე არყის მოყვარული ბიძია მომიჯდა და სიგარეტზე ასანთის მოკიდება მთხოვა. შემდეგ ატამის ჭამა შემომთავაზა, უარი რომ მიიღო იმის გარკვევა სცადა ტყემალი უფრო მჟავე იყო თუ ტყემალი… 40 წუთის ლოდინის შემდეგ ორმა ფუმფულა ბლოგერმა მომჭრა თვალი, ლეონსიო და ალუკარდი იყვნენ, მივესალმე და დანარჩენებს შევუერთდით… შეხვედრა სულ სხვანაირი წარმომედგინა უფრო ცივი, უყურადღებო, მაგრამ … მოკლედ, რამოდენიმე წუთში ავტობუსში ამოვყავით თავი, ვიცინეთ, ვისაუბრეთ და მთაწმინდის ამფითეატრში პრეზენტაციებს დავესწარით. რამოდენიმემ დეისაძეს მიმამსგავსა, რამოდენიმემ რა დეისაძე ადოაო. სულ რაღაც სამმა ადამიანმა მიცნო, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე გულ მოიხვდა მალამოისავით.

მარცხუს

მიხარია რომ ჩემი ეჭვები არ გამართლდა და ყველა საყვარელი ადამიანი აღმოჩნდა ვისთანაც მომიწია სიახლოვე. ღონისძიების დამთავრების შემდეგ საყვარელი ბლოგერების ნაწილმა გადავწყვიტეთ ფეხით ჩასვლა მთაწმინდიდან. რამოდენიმე უარზე იყო. პაწის შევპირდი: წამოდი და თუ დაიღლები ხელით ჩაგიყვან მეთქი (წავიჯელტმენე, მაგრამ…) გზაში ზურიუსის მიერ შესრულებული არიები გვინათებდა ჩამობნელებული ტყის გზას. მამა დავითის ეკლესიასთან პაწის დაღლა შევატყე და შეპირებულის სისრულეში მოყვანა გადავწყვიტე ამაყი სახით. რამოდენიმეჯერ გაბომ გაგვაფრთხილა ლანდიშა და პიკოს გაიმეორებთ და ჯობია არ აიყვანო ხელშიო. მეც იმის დასამტკიცებლად რომ ამხელა კაცი ქათმის წონიან პაწის დავძრავდი, ხელი შემოვტაცე და დაღმართზე სირბილით დავეშვი, ჩემდაუნებურად ფეხმა ისე აასწრაფა გადაფრენა გარდაუალი იყო მთაწმინდიდან, ამიტომ წაქცევა ვამჯობინე, აი შედეგიც და ბლოგერული ფოტოების ჩხაკუნის სისხარტეც. შემდეგ ლესელიძეზე ბარში შევიარეთ, გამართლებული მიზეზის გამო ვერ დავრჩი იმისდამიუხედავად რომ მინდოდა მათთან ყოფნა. ზოგი ამბობს ერთი ნახვით ქალ-ვაჟური სიყვარული არსებობსო, ზოგიც ამბობს არაო, ეს რა შუაში იყო, მაგრამ მე ვამბობ ვინც გნახეთ გაგესაუბრეთ ან ჩემი 3 წამიანი მზერა მიიბყრეთ ყველა ძალიან შემიყვარდით ჩემებური ადამიანური სიყვარულით…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ინლავ ♥

  1. მეც მეც მიყვარხარ კი არადა მე მიყვარხარ😀 შენი არ ვიცი :DDD ძალიან კარგი დღე იყო :*:*:* და მიხარია რომ გაგიცანი :*

  2. kathrineLuv says:

    ar gavxar ekos : )))

  3. litterator says:

    მოსიარულე სითბო და სიყვარული ხარ რა❤ love u love u love u :* 😀

  4. LiLaC says:

    huh, me ar gamicvnixar, tumca shoridan “shegatvaliere” da ragac dzaan dadebiti adamiani shtabechdilebas toveb🙂

  5. lishtota says:

    გაიხარე და გაიფურჩქნე

  6. Qilipa says:

    სასიამოვნო იყო გაცნობა, ოღონდ მართლა🙂😉

  7. ადო says:

    საერთო კომენტარი! :დ
    @Kate_AlukaЯD ჩემსას რა ცოდნა უნდა, რომ მიყვარხარ… ყოველდღე ტვინს გიბურღავ მაგის თქმით :დ

    @kathrineLuv რავიცი, კი მიმამსგავსეს… ადო მირჩევნია ვიყო!

    @litterator ჩვენი გაცნობის დღიდან უფრო გამიმძაფრდა შენდამი სიყვარული.🙂

    @LiLaC ეხლა გნახე ფბ-ზე და მეც შემითვალიერებიხარ :პ

    @lishtota მხოლოდ ჩემი ფურჩქვნებით დევღალე :დ

    @Qilipa ჩემთვისაც

    დანარჩენი სიყვარულის ახსნები თქვენი მისამართით და არა მხოლოდ თქვენი, პოსტშიც ქე წერია🙂

  8. bzuuk says:

    es fexi rogor dagicurda a? 😀

  9. siyvarulovna says:

    ეეე მეეც ხო ეგრევე გიცანი? მაგრამ შენ ვერა😀 ი არა და სხვა გეგონა სიყვარულოვნა😛

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s