პირველი Guest პოსტი და ჩემი მისტიკური ციებ-ცხელება :))


ჩემი სამყარო : )

პირველ რიგში მოგესალმებით მე ქეით ალუკარდი ვარ სტუმრად ადოლის ბლოგზე : ) ეს ჩემი პირველი გუესტ პოსტია და მართალი რომ გითხრათ ძალიან ვნერვიულობ : ))) თემა რომელზეც დღეს უნდა მესაუბრა დიდი ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ არასათანადოდ მივიჩნიე და უკუვაგდე.. ცოდვა გამხელილი ჯობია და წინასწარ ისიც არ ვიცი რას დავწერ თუმცა მინდოდა რამე ჩემებური დამეწერა, ჩემი მისტიკური მუზას კი ცეცხლი უკიდია : ( ველოდები როდის ჩაქრება რომ ფენიქსივით ისევ აღსდგეს საკუთარი ფერფლისგან და მიტოვებულ პატრონს ყურადღება მიაქციოს..
გუშინ, კიდევ ერთი გათენებული ღამის ჟამს მე და ბუტო (ჩემი მეგობარი რომელიც პირველი ადამიანია ქუჩაში რომ მიცნო) როგორც ყოველთვის სკაიპში ვლაპარაკობდით ამ მთისას და იმ ბარისას განვიხილავდით, მერე ბუტიემ თავისი ლექსები გამომიგზავნა მეც ფრიად მოხიბლულმა განვუცხადე რომ იყო მასში რაღაც პოეტურ მისტიკური : )) ბუტომ მისი მისტიკასთან დაკავშირება ფრიად გაიკვირვა და მითხრა რომ ამ ჩემს ტერმინებში და ეგეთებში ვერ ერკვეოდა მისტიკური ერთადერთი რაც იცოდა ეს მთვარე იყო : ) დიახ მთვარე ჩემი საყვარელი პლანეტა! ჩემი პლანეტაზე უფრო მეტი! პოეტების, მხატვრების მუზა, გაღმერთებული აღმოსავლეთ რელიგიებში… ამ ლაპარაკში ვიყავით და უცხო სიტყვათა ლექსიკონში მისტიკა მოვიძიე, ასჯერ წაკითხულ სიტყვებს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი:

მისტიციზმი (ბერძნ. μυστικός მისტიკოს — დაფარული) — ფილოსოფიური და თეოლოგიური სწავლება, რომელიც მიმართულია არაამქვეყნიურ ძალებთან კავშირის დამყარებისკენ; სწრაფვა აბსოლუტურ რეალობასთან, ღვთაებრივთან, სულიერ ჭეშმარიტებასთან ან ღმერთთან ერთიანობის მიღწევისადმი უშუალო გამოცდილების, ინტუიციის ან შთაგონების გზით; რწმენა, რომ ამგვარი გამოცდილება ცოდნის და შემეცნების მნიშვნელოვანი წყაროა.

თეოლოგია/თეოსოფია – თავის მხრივ რელიგიურ მისტიკური მოძღვრებაა, რომლის მიხედვითაც თითქოს შესაძლებელია ზეშთაგონების გზით ღვთის შემეცნება და ე.წ. “მიღმა სამყაროსთან” ურთიერთობა.
ოკულტიზმი კი მისტიკური მოძღვრების საერთო სახელწოდებაა რისი მიხედვითაც თითქოს და ბუნებაში არსებობენ ზებუნებრივი ძალები რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებებით და ჯადოქრობით.

Mystique ♥♥♥

დავფიქრდი რა არის ჩემთვის მისტიკა. რამდენჯერ უნდა წავიკითხო ეს წინადადება რომ გავითავისო და ბოლომდე გავიგო რას მალავს ეს ქვე ტექტები… ხოდა რა არის მისტიკა? ზოგადად კი არა ჩემთვის : ))) მაგალითად კრის კლერმონისთვის და მხატვარ დეივ კოკრუმისთვის “მისტიკა” გამოგონილი კომიქესების გმირია. ჩემი საყვარელი გმირი სხვათაშორის. უზადო ტანის მუტანტი რომლის ფიზიკური მუტაცია მოიცავს ლურჯ კანსა და ყვითელ თვალებს, რომელსაც ძალუძს შეიცვალოს ფორმა და მიიღოს ნებისმიერი ადამიანის სახე, არის ზეადამიანურად მოქნილი, არ ბერდება, არაჩვეულებრივი მებრძოლია, ჭკვიანი  და შესწევს რეგენერაციის უნარი. მოკლედ ოცნებაა : ))
ბებიაჩემისთვის მისტიკა ღვთის გმობაა და მისი აზრით არ შეიძლება ჩემი მისით ასე გატაცება, თითქოს რიტუალებს ვატარებდე სახლში ან კროულის ბიბლია სამაგიდო წიგნად გამეხადოს : D ლოლ
ჩემთვის კი ზ.ხ. ჩემი განუყოფელი ნაწილია ჩემი თავშესაფარი! 12 წლის ვიყავი პირველად რომ მისით დავინტერესდი. როცა ინგლისელი მდარე მწერლის ბრემ სტოკერის “დრაკულა” წავიკითხე. რატომღაც პროტესტის გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ რატომ შეულახა სახელი ამ კაცმა რუმინეთის ეროვნულ გმირს. ავდექი და ხმამაღლა რომ ვთქვათ “წიგნის” წერა დავიწყე : D დროთა განმავლობაში წიგნმა დანიშნულების ადგილი შეიცვალა სხვა გზით წავიდა. დრაკულას გვარმაც ცვლილება განიცადა და ამოტრიალდა ალუკარდად : ))) აქედან მოდის ჩემი ნიკიც : )) ამასობაში მეც ნელ-ნელა დავინტერესდი მისტიკით წიგნის მასალების ძიებაში მივხვდი რომ მიყვარდა : ) ალქიმიკოსები, მაგები, მითოლოგიური ჩუვაკები, სულები, მოჩვენებები, ჯადოქრები, კუდიანები, ქირომანტები, ასტროლოგები, მისნები, მჩხიბავები, სიზმრის ამხსნელნი, სპირიტები, მკითხავები, გრძნეულები, ვამპირები, სონამბულები, მაქციები… : )))) ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს…  მოკლედ ეს ჩემი სამყაროა რომელშიც ვცხოვრობ.. არამგონია ოდესმე ისე დავინტერესდე მისტიკით რომ მართლა რიტუალების ჩატარება დავიწყო და სასაფლაოებზე საწყალი კატები დავხოცო მაგრამ ზ.ხ (ზემოთ ხსენებული ავტ.შენიშვნა) არის ის რაც მაძლიერებს როგორც ძალიან ცუდ ხასიათზე მყოფს საყვარელი ფილმისთვის გიყურებია ან საყვარელი წიგნი წაგიკითხავს. ბლოგის წარმოებაც მისთვის დავიწყე რომ ეს ჩემი ზებუნებრივი სამყარო გაფანტულად და ფურცლების ნაგლეჯების ნაცვლად ერთად ყოფილიყო და არასდროს დაკარგულიყო. ჩემი საყვარელი მიტიკური ნაწარმოები “ოსტატი და მარგარიტაა” რომელიც კიდევ ცალკე თემაა და რა თქმა უნდა თავის დროზე პოსტიც მაქვს მიძღვნილი და არ მეულება ადამიანი რომელმაც წაიკითხა ის და არ მოჯადოვდა : )
უჰ მგონი ისე ვიგრძენი უცებ თავი როგორც საკუთარ ბლოგზე : ))) ნუ დამძრახავთ. არის თემები რომელზეც შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო თვალებში გულებ ანთებულმა : ))) არის თემები რომლებას ვერასდროს ამოვწურავ : )))))  მაგრამ ბოროტად ვერ ვისარგებლებ ადოს სტუმართმოყვარეობით : )

დიდი მადლობა მოწვევისთვის მეგონა თავს ისე ვიგრძნობდი როგორც გამოცდიდან გამოსული სტუდენტი : ))) ახლა მივხვდი რომ ისე გავერთე წერაში ისიც კი დამავიწყდა სად ვიყავი : ))))) მოკლედ ეს თავში უნდა მეთქვა მაგრამ ბოლოში მომიწია : )))) კეთილი იყოს ჩემი ფეხი შენს ბლოგზე smilies

About ქეით ალუკარდი

საყოველთაო ნორმირების კულტით გამთბარი –ბიუროკრატი ვარ! როცა მიმითითებენ ჭეშმარიტებაზე, მე თითს ვუყურებ
This entry was posted in სტუმრები and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to პირველი Guest პოსტი და ჩემი მისტიკური ციებ-ცხელება :))

  1. Qilipa says:

    მშვენიერი სტუმარი იყავი! ყოჩაღ!

    ე.ი. ის მუტანტი მაგრად მევასება ,,X-man”-ის მისტიკი :* ჩემი მუტანტური ოცნებაა ეგ ქალი🙂

    ხოდა კიდე კაი განმარტე ზ.ხ თორე დავიბენი, რადგან გუშინწინ ხ.ზ-ს განმარტება ვისწავლე თქვენგან და ხო არ არეია ასოები თქო ვიფიქრე😀

  2. ჩემი საყვარელი პერსონაჟია ეგ და კიდე გამბიტი ^_^
    ზ.ხ. არის – ზემოთ ხსენებული😀 ასე განიმარტება😀

  3. Pingback: ჩემი პირველი guest პოსტი ^_^ ♥♥♥♥♥ « სიგარეტის ბოლში გახვეული აზრები

  4. ადო says:

    საინტერესო იყო, როგორც ყველა შენი მაგიური პოსტი… აქედან სამი რამ გავიგე🙂

    1.ბებიაშენს, მისტიკა ღვთის გმობა, რომ ჰგონია და რიტუალების აღმსრულებელი ხარ :დ
    2. დრაკულა, შებრუნებულად ალუკარდ, რომელზეც შეკითხვა რატომღაც არ გამჩენია.
    3.მისტიკასთან დავახლოვდი და კიდევ უფრო დამაინტერესა.

  5. Clown says:

    kate alukard-ი ხარ რა ^_^

  6. Pingback: პირველი Guest პოსტი და ჩემი მისტიკური ციებ-ცხელება :)) (via FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი) « სიგარეტის ბოლში გახვეუ

  7. Pingback: პირველი Guest პოსტი და ჩემი მისტიკური ციებ-ცხელება :)) (via FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი) « სიგარეტის ბოლში გახვეუ

  8. Pingback: პირველი Guest პოსტი და ჩემი მისტიკური ციებ-ცხელება :)) (via FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი) « სიგარეტის ბოლში გახვეუ

  9. Lord Vader says:

    კიდევ არი მისტიკური პოეზია.
    თუმცა, მისტიკურობის დანახვა ყველგან შეიძლება. სულ იოლად.
    შუა საუკუნეების მენესტრელების სატრფიალო ლირიკაც კი მისტიკურადაა მონათლული.🙂
    შეიძლება, არის კიდეც.

    ჰოდა ფულის კეთების კაი საშუალებაცაა. როგორც ამას ტრანსილვანიაში აკეთებენ რუმინელები ან ჩეხები პრაღაში – რომლებმაც პრაღა ალქიმიკოსთა დედაქალაქად გამოაცხადეს და აგიჟებენ და აკოტრებენ მისტიკით გატაცებულ ტურისტებს.🙂

  10. zorbegi says:

    მთვარე პლანეტა არაა ქეთ –) >:)

  11. Pingback: გიწვევ ♥ «

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s