ორი სამყარო II


<<< დ ა ს ა წ ყ ი ს ი

***
ისევ შფოთვამ შეიპყრო…
– შენ ალბათ ძალიან დაგღალე ,,მო”…
ადამიანები ბევრს ფიქრობენ საკუთარ თავზე და ცოტას – სხვებზე… თუ სხვაზეც ისევე იზრუნებ, როგორც საკუთარ თავზე, აღარ იქნებოდა ,,სხვები”, იქნებოდა – ,,ჩვენ”…
ხელი ფაფარზე გადაუსვა და კისერზე აკოცა…
ქვებზე ფლოქვების ხმა… ერთადერთია ახლა რაც მის ყურამდე აღწევს…

***
ერთი, ორი… ერთი, ორი… ფლოქვები ფილაქანზე დგაფუნებს… ბეწვი მზეზე ბზიალებს ლამაზი ქალის ლამაზი თმებივით…
ის ჩემში ძალას ხედავდა, ძალას, რომელიც ვინ იცის, მქონდა თუ მას სურდა რომ მქონოდა, სურვილები მოჩვენებებს იწვევენ ხშირად… და მათით შეპყრობილნი რეალობაში კი არა, ილუზიებში ვცხოვრობთ… მე არ ვიცი ამ ძალის არსებობის შესახებ, მართლაც ვფლობდი თუ არა მას, მაგრამ ფაქტია, როდესაც ადამიანი ირწმუნებს, თუ ვერ შეძლებს, ეჩვენება მაინც რომ შეძლო… მეც სწორედ ასე ვიყავი… ჩემი ძალაუფლებით გართული…

...


***
ცხენი გაჩერდა და ფიქრებიც გაწყდნენ სიჩუმის ხმაზე…
– ,,მო” რა არის საჭირო ბედნიერებისთვის? სად უნდა ვეძებო ჩემი წილი ბედნიერება? სიძლიერეა? სიყვარულია? მეგობრობაა? თავისუფლებაა? თუ რა? თუ ჩემი ტკივილები გაქრება, დემონს დავამარცხებ, ეს საკმარისია რომ ბედნიერი გახდე? თუ ამის შემდეგ საჭიროა მეტი? დავამარცხო და მოვიპოვო… ალბათ… მოვიპოვი ის,რაც ბედნიერს გამხდის… ყველას ხომ თავისი ბედნიერება აქვს, და მისკენ მიდის, ხანდახან ჰგონიათ, რომ ვერასოდეს იპოვიან მას…ხანდახან იმას ვეძებთ გარეთ, რაც უკვე ჩვენშია შიგნით… ხანდახან ვერ ვცნობთ მას, ხანდახან იმაზე მეტი წარმოგვიდგენია, ვიდრე არის… ხანდახან მოვუტყუვებივართ… მე ვყოფილვარ წამიერად ბედნიერიც და გაგრძელებულა რამდენიმე დღეც, კვირაც, თვეც… მაგრამ, იცი, ის, რაც მანამდეც მაწუხებდა, არ გამქრალა, ყველაფერი არსებობდა, უბრალოდ ბედნიერი ვიყავი და სხვა დანარჩენი თითქოს გამჭვირვალე ფიგურებად ეკიდნენ კლდის ნაპრალებზე… ისინი ჩემთვის არაფერს ნიშნავდნენ, მე უბრალოდ ბედნიერი ვიყავი…
ორი მეგობარი ნელ-ნელა იკარგებოდა სიბნელის მატერიაში… ღამდებოდა და შესაბამისად, აღარ იყო ნათელი…
იყო, მაგრამ არა მათთან…

***
არა, მე არა ვარ ანგელოზი, მაგრამ მე მინდა ფრთები…
მე არა ვარ ფრინველი, მაგრამე მე მინდა ფრენა…
მე არა ვარ ღირსი, მაგრამ მე მინდა შენთან…
გრძნობათ ჭიდილი, გულის ქვითინი, დარდის ღიღინი…
და რა სათუთი, ნაზი არის სხივი მის თვალში…
ვალში, ვერ ამოვალ მასთან… სახლში, მყუდროდ არის სახლში…
გული, თვალს კი მაინც რული… აღარ სტუმრობს… რული… სევდით სავსე ჭური. სადღაც ბღავის ფური…
თიხას გახეთქს, გამოჟონავს…
და მაინც გული, ცდილობს იყოს მასთან… ვინემ, ამოიღოს სული. ვერ ელევა, სურს მასთან… და იმ ფრთებსაც შეელევა… ფრენასაც… მაგრამ მას ვერა…
ამას ფიქრობს და მიიწევს უფსკრულისკენ ნელა….
ნელა!
მას სჭირდები! გეზი ცვალე! ესმის ხმები… ტირის მწარედ…
ირგვლივ ლურჯი ქაოსია, მაღლა ხედავს…
ილუზიებს უკავშირებს, ფიქრი იმედს ბედავს…
ამ ხილვების სასიკეთოდ, გულს გარჩევა ნებავს…
და ყინულის ცივ ნატეხებს სხივი მკაცრად ტეხავს…
ხედავს…..
მაღლა, ჭვარტლით დახატულა… თითქოს კვამლი გაბანტულა…
ხედავს, ვეფხვის ნაკვალევი მაღლა მიდის ცაში…
მაშინ…
როცა წეროს ორი შვილი გაქცევია… რაში, არ ჩანს
მაგრამ ორი სხვა პატარა წერო მიქრის მათკენ…
და აქ აზრი, იმდები გადრკნენ…
ცუდს უქადის ბედისწერა?
ფიქრობს
და სახეზე თეთრი ფერის აჩრდილები გაკრთნენ…
ნაფეხური თავადაა… წერო მისი ბედი… და შვილები პატარები, მისი ვნების გერბი…
ზოგი მაღლა, ზოგი დაბლა, მიისწრაფვის… ხედავს
და სიმხდალე მის სხეულში შემოჭვრეტას ბედავს…
დაინახა, ეს გზებია, მისი ბედის გზები… და არჩევა უკეთესის სულაც არ არს ძნელი…
მაგრამ, გრძნობას რაღა უყოს? დაუშინოს ქვები?
გულმა: ,,მეტი აღარ ძალმიძს, გამოისხი ფრთები!
შორით წადი, თუ რომ გინდა გადარჩენა ჩემი!”
სითბო იგრძნო… მკერდზე თურმე, დაუდვია ხელი…
სიო იყო საამური… უბერავდა ნელი…
აკვანს არწევს ფოთოლთცვენა…ფიქრის აკვანს…
ვმღერი…
,,მოდი ჩემთან!” – დაიკვნესა, და… გაშალა ფრთები…
მისი მზერა გულს განგმირავს, ამას გრძნობს და გარბის. უკან ხედვა აღარ ძალუძს, ეშინია დარდის…
მაგრამ მაინც: ,,შენთან მინდა!” – ისმის გულის კვნესა…
მაშინ, როცა ლურჯ ტაძარში, აღესრულა მესა…

განაგრძე კითხვა >>>

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , . Bookmark the permalink.

7 Responses to ორი სამყარო II

  1. Pingback: ორი სამყარო « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  2. moira says:

    როგორ მომინდა რაღაც დავწერო
    დედა ვატირე , პასტა დამშრალა
    ქვა მაინც მქონდეს , ამოვტეხავდი
    მაგრამ ქვებიც კი სადღაც გამქრალა

    ბრიტვას ვეძებდი სისხლით მეწერა..
    ფუ ბლიად , პარსვით ძაან დავმშვრალვარ
    დანა ავიღე, დავირტყა იქნებ
    მაგრამ ვაი რომ სისხლიც გამშრალა

    სხვა რაღა დამრჩა დავნაკუწდები
    ჩემი ხორცებით ხროვა დამდგარა
    მინდოდა ნაფლეთ ნაფლთ ამეწყო
    მაგრამ სიკვდილის ჟამი დამდგარა

    • ადო says:

      უკვე წაგიკითხავთ თეოს შემოქმედებანი, ფრიად სასიამოვნოა🙂

  3. Pingback: ორი სამყარო III « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  4. Pingback: ორი სამყარო IV « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  5. Pingback: Ado » Blog Archive » ორი სამყარო III

  6. Pingback: Ado » Blog Archive » ორი სამყარო

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s