ორი სამყარო


ავტ:თეო ჯინჯიხაძე

უდაბნოში ქარავანი მიიზლაზნება, ვხედავ აქლემებს და ვხედავ ხალხს, ფეხით მიჰყვებიან მათ…
ერთი აქლემზე ზის, ცხოველის მოძრაობებს აყოლილი, მაგრამ მაინც ზანტი…
ქვიშა როგორც არასდროს, ისეთი ოქროსფერი და ცხელია…
აკიდებული ხურჯინები ზებრასავით დაზოლილან, ისმის ფრუტუნი და ველური წამოძახილები…
წინ მირაჟი, უკან – უდაბნო…
ირგვლივ უდაბნო და წინ-მირაჟი
ნაკვალევი ნელ-ნელა იშლება…
მაინც უკიდეგანო სიჩუმე, სიჩუმე და მოლოდინი…
არ ილევა გზა გრძელი, მზე – მწველი, სიცხე – აუტანელი, მტვერი ქვიშისა და ხმა სიჩუმისა…
ისევ ფრუტუნი და ველური წამოძახილები
მაინც უკიდეგანო სიჩუმე… და მოლოდინი…
ვხედავ, როგორ ორთქლდება ჰაერი… იკლაკნება… მათარაში უკანასკნელი წვეთი და აქლემის სუნი…
რას ნიშნავს ეს ხილვა…
ირგვლივ ისევ სიჩუმე და მოლოდინი…

...


***
თვალები რომ გაახილა, სულაც არ მოეჩვენა რომ მზე უცინოდა, ან ნიავი ეფერებოდა.
ქვიშით სავსე ქუთუთოები ეწოდა. ,,მეგობარო, წასვლის დროა” – გადახედა თავის მუსტანგს. ,,მო” – ასე ეძახდა მოფერებით. წინ დიდი გზა იყო, დროც ბევრი ჰქონდა, ასე რომ…

***
ლურჯი ფიქრებით დაისერა გრძნობები… ჩვენ ერთად… არა, არ ვიქნებით…
ლოდი დაგორდა, ახლაც მტკივა მხრები და ტირის… მხრები, როლითაც ჩემს გოლგოთაზე ავიტანე… და ის დაგორდა..
ჩემი ფიქრები ჩემს მუსტანგთან ერთად გარბოდა ..
და ამ რბოლაში გაიცვითა მათი სხეული…
გრძნეული…
მომდევს… შავი თმები დაჰყრია მხრებზე… ლოდს სულს უბერავს… ნაიარევი ატყვია ხელზე…
მე ის დავჭერი…

***
მთელი სხეულით ,,მოს” ზურგზე გადაწვა, ფიქრებს მოძრაობებს აყოლებდა… ხმა შემოესმათ… ის კლდის პატარა ნაპრალს შეზრდოდა, დაინახა თუ არა, ირონიულად გაუღიმა მათ…
ხანდახან მარტოობა გააგიჟებს ადამიანს… რეალობას მოცილებული, საკუთარ სამყაროს იქმნის, საგნებს ასულიერებს, თითქოს ის ღმერთია თავის სამყაროში… და არა – თავად იყოს სამყაროში, რომელიც ღმერთმა შექმნა…
– მე თქვენ გელოდით, თითქოს ათასი… წელი გავიდა… გზები იყრება და ერთდება, დედამიწა ბრუნავს და მრგვალია… შენი პრობლემა იცი რა არის? შენი პრობლემა შენი თავია… და თუ დამაბი, თვითონ მოდიხარ… ნაღველი მხოლოდ ბრძოლით გალიე… შენ ომს წააგებ…შენი ბრალია…
– შენ გრძნეული ხარ, წინ მეღობები… მივდივარ, ამბობ თითქოს ვბრუნდები… ომს ბრძოლები ქმნის, ბრძოლა ვალია…
შოლტმა ჰაერში გაიშხუილა… წივილი ზეცას და სისხლი მიწას მისწვდა ორივე! კამარა შეკრა ,,მომ”… მისი პატრონი და… მეგობარი, ის ხომ ქალია! ქერა თმა შუბლზე ჩამოწეწია, ლურჯ თვალებს – რისხვა, ის მხედარია და ის ქალია…
,,მე გაგიძღვები გიჟურ ბრძოლაში”…

***
ჩემი დემონი ისევ გაცოცხლდა…

განაგრძე კითხვა >>>

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to ორი სამყარო

  1. qilipa says:

    გააგრძელე კარგია!

  2. litterator says:

    მეც მომწონს განაგრზე გეთაყვა :* :* :*

  3. Pingback: ორი სამყარო II « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  4. Pingback: ორი სამყარო III « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  5. მიყვარს ესეთი მხატვრული გამოქვეყნებები.. სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე❤

  6. Pingback: ორი სამყარო IV « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  7. Pingback: Ado » Blog Archive » ორი სამყარო III

  8. Pingback: Ado » Blog Archive » ორი სამყარო II

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s