ორი სამყარო III


ორი სამყარო (ნაწილი I)

ორი სამყარო (ნაწილი II)

***
კოცონი ტკაცუნებს, ნაპერწკლებს ისვრის… თავს იკლავს რომ მეგობრები გაათბოს…
ფეხის ხმა გაისმა… სტუმარი ღვთისაა, ვერაფერს იტყვი…
– … შენ გეშინია მეგობრის შეძენა იმიტომ, რომ ბევრჯერ დაკარგე, და არ გინდა, იგივე განმეორდეს… გეშინია ტკივილის…
იმედგაცრუების… აღარ გაქვს ნდობა…
უსმენდა სტუმარს… და ფიქრობდა… დაუფიქრებლად არ უყვარდა პასუხის გაცემა, მართლაც რომ სჯობს იფიქრო და ისე თქვა, ვიდრე თქვა და ამაზე შემდეგ იფიქრო…
– ეს მოხდა, მეც ვიცი რომ შეიძლება კიდევ განმეორდეს ან არ განმეორდეს… მე ისიც ვიცი, რომ ყველას ერთი საზომით ვერ აზომავ და ერთ სასწორზე ვერ დააყენებ… უბრალოდ მე ვარ უფრო ფრთხილი, ვიდრე ვიყავი აქამდე… ან კი ვიყავი? ხშირად გვგონია, ყველაფერს ვაკონტროლებთ და ამ ფიქრებით ისე ვერთობით რომ მართლაც ვერთობით…საქმე ის კი არაა რამდენად ფრთხილი და დაკვირვებული იყავი.. საქმე ისაა, რამდენ ხანს იყავი… დროს სასრული არ გააჩნია… მუდმივად იქნება… მუდმივად იქნება წარსული და მომავალი… ის უსასრულოა და თავად უსასრულობის ისტორიაა დრო…
შენ შეგიძლია გახდე ჩემი თანამგზავრი, და დრო გვიჩვენებს რა იქნება შემდეგ…

***
ქალი და კაცი ერთმანეთს შეხვდნენ… კაცმა ხელი გადაწია და ვარდი მოწყვიტა… მიართვა… ქალმა მორცხვად დახარა თავი და გამოართვა…. შენიშნა, სისხლის წვეთები ძირს ეცემოდა… რომელიც კაცს სდიოდია ხელიდან… დაიხარა, სათითაოდ აკრიფა და გულზე მიიბნია… ხელი ვარდის ფურცლებით გადაუხვია… ამას რომ აკეთებდა, შენიშნა, ლურჯი წვეთები ძირს ეცემოდა… ის კაცის გულიდან წამოსული ცრემლები იყო… ხელი შეუშვირა და თმებში შეიპკურა…

ბილიკს გაუყვნენ… ვარდის ფურცლების ბილიკს, რომელიც ზეცაში ადიოდა… სულ მაღლა რომ ავიდნენ, ქვეყანას გადმოჰხედეს. ყველაფერი ხელსიგულივით ჩანდა. ჩიორა შვილს ეფერებოდა, ფოთლები ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ… წყარო კენჭებზე ისწორებდა თმებს…
შენიშნეს, სარკმელთან პაწაწა იდგა და ხელს უქნევდათ…
მათ კოცნა გაუგზავნეს, რომელმაც ფრთები გამოისხა და სარკმელთან მიფრინდა… ფრთების ყოველ ფარფატზე ვარდისფერი ფიფქები ცვიოდა, კოცნა ჯერ მარჯვენა მხარზე დააჯდა… შემდეგ – მარცხენაზე… ისე, რომ პატარა ვარდისფერი შარავანდედით შეიმოსა… შემდეგ, თმებზე დაასკუპდა და სითბო, სიყვარული გადასცა მათგან…
კაცმა ღრუბელს უხმო, რომელიც შორიახლო დაფრინავდა… ორივენი ზედ გადასხდნენ… მაშინ კაცმა ინატრა დაღამდესო და დაღამდა…
ვარსკვლავების მატერიაში აღმოჩნდნენ.. კაცმა ვარსკვლავი ჩამოხსნა და ქალს თმებზე დააბნია… ქალმა გულზე მიადო თავი… ,,მიყვარხარო”… ,,მეცო”…
გულმა მელოდია ამოიკვნესა და მათ ცეკვა მოუნდათ… ფიქრები ერთმანეთს ემთხვეოდნენ და… აცეკვდნენ…
მან გრძნობდა აჩუქა, კაცმა გულის სიღრმეში შეინახა და თბილი ცეცხლი შეუნთო… გათბებაო… ხელზე ეამბორა… მაგრად მიიხუტა მკერდზე…
მაშინ ინატრა და ირგვლივ ქნარის ხმა გაისმა…. თბილმა და ნეტარმა გრძნობამ ვარდისფრად გაანათა… სახე გაუბრწყინდათ… მთვარეზე ჩამოსხდნენ…. დაიღლებოდიო, კაცმა…
მთვარემ გაიგო მათი გულების ფეთქვა და აროკდა… შეირხა.. რწევა დაიწყო რიტმში….
სიო სახეს ელამუნებოდა, მათ გულებში გადადიოდა და ერთმანეთის გრძნობებს მაჭანკლობდა…
გცივაო? – ჰკითხა კაცმა.
არაო, შენ მათბობო მიუგო და ეს ყოველივე უკლებლივ მიუტანა ნიავმა მის გულს…
უკან ვარდის ფურცლების გზით წაგიყვან… მხოლოდ თეთრ რაშზე ამხედრებულს… ეს რომ თქვა, მართლაც გამოჩნდა თეთრი მერანი….
მალე დავბრუნდებითო მთვარეს დაუბარეს და სახსოვრად თმის კულულები დაუტოვეს…

***
ნუ მეტყვი, როგორია სამყარო, კარგი თუ ცუდი… მკითხე, მე როგორ აღვიქვამ მას…

***
ხის ფოთლებიდან ჩიტების ხმა ისე ისმოდა, თითქოს თავად ფოთლები გალობდნენ, ნელი სიო თმებზე ეთამაშებოდა, ბალახებს ჩახუტებული მაინც ვერ იცილებდა აბეზარ აზრებს… ,,მო” მოლზე ნებივრობდა…
– ,,მო”, შენ ფიქრობ რომ ეს დასაწყისი უკვე ნიშნავს დასასრულს? ძნელია წერტილის დასმა, მელანი გათხელებულა… მე დიდი ცინიკოსი ვარ, მაგრამ… ვიცი, რომ ცხოვრება იმ მასწავლებელს ჰგავს, ურჩ ბავშვს რომ სჯის… მე არ მეშინია მისი სასჯელის, მე მეშინია დანაშაულის… ახლა, როგორც არასდროს, იმდენი დრო მაქვს ფიქრისთვის, მაგრამ რა აზრი აქვს მას თუ შემდეგ დავივიწყებ? ჭეშმარიტი აზრი სინამდვილის სწორი აღქმაა, და რადგან ხშირად გავურბივართ რეალობას, ჩვენივე აზრები გვღუპავენ ჩვენ… წინ მთელი ცხოვრება მაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამხელაა ის… მართლაც და, მე ვიკითხავდი, ვინ განსაზღვრა ავ-კარგი, სწორ-მართალი, მაგრამ მე ვცხოვრობ ქრისტეს შობიდან… და ეს თარიღი უკვე პასუხია… უფალმა მოგვცა ის სანიშნები, რომლებიც გზას გვიჩვენებს….
არ ვიცი ,,მო”… ვხვდები, რომ ვჭირდები, მე იმის მიცემა შემიძლია მისთვის, რაც აკლია… და სხვას არაფერს აქვს მნიშვნელობა…
არც ჩემთვის…

***
ფიქრებს ვერ გავექეცი…
არა ვარ ერთი! შენ ჩემში ხარ… ჩემი ტკივილი და მონატრება!

***
,,რატომ?” – ამოიკვნესა დაღვრემილმა…
– მეტირება… სიკვდილი მინდა… მოვკვდები…
– მეორედ არ თქვა… – აღელდა…
– მაპატიე, მაგრამ ასეა… შენ ბევრს ნიშნავ ჩემთვის… ძალიან ბევრს… შენ რომ არა, არ ვიცი, რა მეშველებოდა… მაგრამ, მე მეტი აღარ შემიძლია… დავიღალე…
– შენ ძლიერი ხარ და მეორედ ეგ არ გამაგონო, გახსოვს რა გითხარი? გახსოვს? – ,,სხვა კუთხით შეხედე ამ ყველაფერს ოუვენ”.
– ეს ჩემი საყვარელი სიტყვებია…
– არ ვიცი… როდემდე გავუძლო? პრობლემები იმატებს მხოლოდ…
ვეღარ ვერევი…. კედელი დაბალია და მათი სიმაღლე აჭარბებს… გადამთელავს… წავიშლები… აღარ დავრჩები… – ამოიქვითინა, მტკივანი ხელი ცრემლმა დაალბო…
– მოდი ჩემთან! მოდი! ნუ გეშინია, მე აქ ვარ… არ მიგატოვებ, ერთად შევებრძოლებით, შენ მხოლოდ მითხარი – გულზე მარწუხმა მოუჭირა…
– ისედაც ბევრი შევაწუხე… ალბათ ჯობდა არ გავჩენილიყავი…
საერთოდ! დაისვენებდით…
გაიქცა…
დიდხანს ეძება…
იმედი ჰქონდა, დაბრუნდებოდა…
– მოხვედი? – იკითხა გახარებულმა.
– მოვედი – უპასუხა მონატრებით გათანგულმა … – მომენატრე…
დაღლამდე…
– რა გატირებს სულელო? – ჩაიღიმა სევდიანად და ლურჯი, ლურჯი თვალები შეანათა…
– ის, რომ ასეთი კარგი მყავხარ… ხომ არ დაგღალე? – იკითხა სევდიანად, შიშნარევი ხმით…
– არასოდეს! და შენ კიდევ მიმატოვებ?
– არასოდეს!

ის მართლაც დაბრუნდა… მაგრამ არა დიდი ხნით….
მეგობარი…

– გახსოვს ,,მო”? სწორედ ამიტომ მეშინოდა და ახლაც მეშინია… ყველა ისტორია რაღაცით ჰგავს ერთმანეთს… იმიტომ, რომ თავად ადამიანები ქმნიან ისტორიებს… ჩვენი მსგავსება ჩვენივე ბუნებიდან და ჩვენს მიერ დაწესებული ჩარჩოებიდან მოდის…
ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული… არაფერია მარადიული, თავად მარადისობის და სიყვარულის გარდა…
სიყვარული კი ღმერთია…

გაგრძელდება ხვალ…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to ორი სამყარო III

  1. Di@ says:

    “საქმე ისაა” +1 :)]

    საყვარელია და ბოლო აბზაცი სრული ჭეშმარიტებაა!

  2. Pingback: ორი სამყარო II « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  3. ძალიან ძალიან ძალიან მომეოწნა ! ყოჩაღ… ასე გააგრძელე.. ბოლო აბზაცს ჩემს დღიურში მივუჩინე გამოსაჩენი ადგილი :*

  4. Pingback: ორი სამყარო IV « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  5. Pingback: Ado » Blog Archive » ორი სამყარო II

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s