ორი სამყარო IV



ორი სამყარო (ნაწილი I)
ორი სამყარო (ნაწილი II)
ორი სამყარო (ნაწილი III)

***
ისევ დაღამდა და ფიქრებში გაიცრიცება, შობს დღეს და ისევ შენ… აღმოვაჩინე, ქარი წარმდგარა, ძინავს, მაგრამ სულში ქარშხალი ისევ ჩამდგარა… ლეწს… ლეწს ყველაფერს, რაც კი შექმნილა ჩემში… მხოლოდ, ვერ წაგშალა გულის ფიცრიდან შენ…
და მივმართე ადამიანურ ფილოსოფიას… ვიწყებ….
თუ ვინმეს აქვს ცხოვრების სხივი, ჩემთვის ხარ შენ!
ის მათბობს და უკუნს ხევს.
შუქი ჩაქრა, მე კი არ ვნებდები, მთვარის შუქზე ჩანს კონტური ფიქრის, ხელი ჩაგკიდე შენ!
… გამიკვალავ ბნელს.
მეღიმება, მინდა გიყიდო ფაჩუჩები, ჩაგაცვა ფეხზე, რომელიც შემოდგი ჩემს სამყაროში როდესაც, მალულად გადასწიე ვარდების ფარდა და იმ წამიდან შენი გახდა ჩემი სამყარო! იცოდი ეს?
კითხვა ხმამაღლა გამომივიდა, მესმის დედის ხმა:
– ,,რა?”
თავს ვიკატუნებ, ვითომ ვბოდავ, რა მენაღვლება? შენს სახელს მუდამ ვიბოდებ და ახლაც…
მე მსიამოვნებს, შენ?

.

,,რა აჩხუბებს ამ ხალხს?” – მაფხიზლებს ხმაური, უსიამოვნოდ ვიხედები გარეთ – ,,რა ხდება?”
მხოლოდ ფრიალებს მატერია, თეთრი, სპეტაკი და ამ სიტყვაზე გიბრუნდები ისევ შენ – რომელსაც გაჩუქე ცა, გაჩუქე მთვარე და სევდის ფარდა…
მელნის ტბა, რომლის ფერიც თვალებს მოვპარე და რომლის ფსკერიც შენი სახე გახდა…
,,ეს ვარდი ჩემია?” აციმციმებულ თვალებს დასტყობია ნატვრის კოცნა…
და გეფერები,,
,,მე შენ გაჩუქე ჩემი სამყარო ამ ვარდიანად.
რა, არ იცოდი?”
აქ ყვავილები შენს წინაშე იდრეკენ ნაზად ფერად ქოჩორს…
ღამის ჰანგები დადუნებენ შენთვის და ნატრობ:
,,არასდროს, არასდროს მორჩეს!”
…ოცნება გაქრა…
– ,,ისევ გღვიძავს? – მეკითხება.
– ,,სამეცადინო დამრჩა” – ვიტყუები და მიხარია, პატარა ბავშვს რომ უხარია სიმართლის მალვა…
,,ნუ მართმევ ფიქრებს, ოცნებებში დავბორიალობ” – ვამბობ გულში…
– ,,რას დაბორიალობ?” – იმეორებს იგივე სიტყვებს… იძინებს… და მე ისევ შენი ვარ, სწევ ფარდას, ხელს მკიდებ, ორივენი შევდივართ… ჩვენს სამყაროში…
დათბა…

***
– მე ის მიყვარდა ,,მო” … ახლა, როდესაც წარსულს ჩაბარდა… ის ჩემთვის მაინც აწმყოა… და მაშინ იქნება წარსული, როდესაც მას დავივიწყებ… იმდენად ძვირფასია ეს ყველაფერი… იყო დრო, როდესაც ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი… ახლა კი ღიმილია… სითბოა, რომელიც წარსულიდან გადმომყვა… ,,მო”, შენ ყოველთვის ჩემს გვერდით იყავი… შენ ეს ყველაფერი იცი… ვიცი, მაგრამ, ზოგჯერ ადამიანებს უყვართ საუბარი… მე კი შენთან საუბარი… მთელი ამ დროის მანძილზე, დავრწმუნდი იმაში, რომ მართალს ამბობენ, რომ მოპოვებაზე რთული შენარჩუნებაა… მაგრამ, ალბათ ეგეცაა, თუ სწორედ იმას მოვიპოვებთ, რაც ჩვენთვისაა, შემდეგ ყველაფერი იოლია… ,,მო” შენც ხომ იცი…
ალბათ… საყვარელ ნივთებს უფრო გულმოდგინედ უვლიან და უფრთხილდებიან, ვიდრე საყვარელ ადამიანებს… მეტიც, მათგანაც ითხოვენ საპასუხოდ… მე უკვე ვხვდები რომ ის, რასაც ვაკეთებ, უნდა მოდიოდეს გულიდან და უბრუნდებოდეს ჩემსავე გულს, არ მოვთხოვო ადამიანს მხოლოდ იმიტომ, რომ გავეცი… ხშირად გული გვწყდება, რადგან, როდესაც ადამიანი მისთვის დიდს და ძვირფასს გაიღებს, სანაცვლოს ითხოვს, რეალურად შეიძლება მიიღოს კიდეც, მაგრამ მას ასე არ ეჩვენებოდეს…
ეს ყველაფერი მესმის ,,მო”, ვცდილობ გავიზარდო… მაგრამ მე ხომ ეგოისტი ვარ, ცოტათი მაინც… იქნებ ეგოისტი კი არა, სითბოს მოყვარული… მინდა გამათბოს ცეცხლმა, რომელიც დავანთე…
ამ ბოლო დროს ვისწავლე, გავმიჯნო სურვილები და აუცილებლობები… ვისწავლე, რომ საჭიროა ყოველი წუთი და წამი, ყოველი სიტყვა და ენერგიის უკანასკნელი წვეთი მათ ვაჩუქო, ვინც ჩემთვის ძვირფასია… ვცდილობ… ბოლომდე…
,,მო”, დაკარგულს ვერ დააბრუნებ, რადგან უკვე დაკარულია, წარსულს ვერ დააბრუნებ, რადგან უკვე წარსულია, მაგრამ განმეორება შეიძლება ზუსტად იმდენჯერ, რამდენი წამიც მომავალს დარჩა…

***
მე დავამარცხებ დემონს იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო გახდება…

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

ავტორი: თეო ჯინჯიხაძე

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ორი სამყარო IV

  1. moira says:

    დიდი მადლობა ყველას, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის და სითბო .. რაც თქვენგან მივიღე (hug)
    ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი ჩემთვის🙂

    პ.ს.
    ადო, ჯინჯიხაძე უნდა ეწეროს😀

  2. Agasfer says:

    ჰამ..
    ის დრო გამახსენდა, შორიდან რომ ვიყავი შეყვარებული
    რა კარგი იყო )))

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s