twitter-tweet


დამეხმარე მოვიგო ლეპტოპი, დააჭირე ამ წინადადებას

გინდა შენი ხმა მთელმა მსოფლიომ გაიგოს?
გსურს შეატყობინო მეგობრებს შენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების შესახებ?
გინდა გაიგო სიახლე და ახალი ამბები ყველაზე სწრაფად, ან შენთვის სასურველ ინფორმაციას თვალი ადევნო?

თუ ზევით დასმულმა შეკითხვამ დაგაინტერესა სოციალური ქსელი-ტვიტერი შენთვის არის შექმნილი.
ტვიტერს 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს:
● უძრავი ქონების აგენტები
● ბლოგერები (@problogger)
● მსახიობები (@aplusk)
● მუსიკოსები (@ladygaga)
● ჟურნალისტები (@nytimes)
● პოლიტიკოსები (@barackobama)
● წიგნის ავტორები (@paulocoelho)
● სულიერი წინამძღვრები (@dalailama)
სხვა პოპულარული ადამიანების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულის საშუალებით

რა არის ტვიტერი? ტვიტერი გაძლევს მინი ბლოგინგის საშუალებას, იგი დაგეხმარება ინფორმაციის სწრაფად გავრცელებასა და მიღებაში. გარდა იმისა, რომ ტვიტერი ინფორმაციის საბადოა ძალიან აახლოებს ერთმანეთთან მის მომხმარებლებს.
ტვიტერს სხვა ქსელებისგან განსხვავებით უამრავი უპირატესობა აქვს:
● ღია ქსელი და უამრავი მიმდევარი
● ლაკონური-140 სიმბოლო
● ინფორმაციის სწრაფად გავრცელება RT, #, @ სიმბოლოების საშუალებით
● მარტივი, მაგრამ უამრავი შესაძლებლობების მქონე
● სტატუსების განახლება ყველა სოციალურ ვებ-გვერდზე

facebook-ს რომ შევადაროთ, მისი პროფილი ლიმიტირებულია 5 000 მეგობარზე, ასევე არაპროფესიონალურია და არ აკონტროლებს ადმინი, არის მრავალი ცრუ პროფილი ცნობილი ადამიანების!
twitter კი ულიმიტოა, მეგობრების დამატება უსასრულოდ შეგიძლია და ბევრად უფრო სწრაფ კომუნიკაციას გვთავაზობს! ასევე ხდება კონტროლი პოპულარული ხალხისა. შემოწმებულ პროფილს კი ეს წარწერა ახლავს (verified account) , რაც ადასტურებს ცნობილი ადამიანის პროფილის რეალურობას, სადაც თვითონვე ტვიტავს სიახლეებს.

ტვიტერზე რეგისტრაცია მარტივია, დააჭირეთ ამ ბმულს და შემოგვიერთდით! დაიმატეთ მეგობრები (Follow-ს საშუალებით) და ადევნეთ თვალი საინტერესო ადამიანებს!

tweet.ge

თუ ტვიტერზე დარეგისტრირდი მაშინ ეს სერვისი შენთვის შეიქმნა! საქართველოში singular ჯგუფმა ძალზედ საჭირო და ჩემთვის მოსახერხებელი, ტვიტერთან დასაკავშირებელი მობილური სერვისი შექმნა. www.tweet.ge ეს არის უფასო მობილური სერვისი, რომლის მეშვეობითაც ტვიტერის სტატუსების განახლება SMS-ის საშუალებით შეგიძლია. www.tweet.ge-ის მობილური სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელი მაშინ არის, როდესაც დასასვენებლად ხარ, კომპიუტერი თან, ან საერთოდ არ გაქვს… აქციაზე იმყოფები და ინფორმაციის გავრცელება გესაჭიროება, რომლის წვდომა სხვას არ აქვს, ამიტომ შემოუერთდი ახალ, კომფორტულ და უფასო სერვისს. ასევე შენ გეძლევა შანსი www.tweet.ge ის საშუალებით ერთდროულად განაახლო სტატუსები სხვა სერვერებზე მაგალითად: facebook, myspace, skype, blog/website…

ამ ფუნქციების შესასრულებლად ორი უმარტივესი ნაბიჯი უნდა გაიარო:
1. მიაბი მობილურის ნომერი შენი ტვიტერის ანგარიშსს (აქედან დააჭირე www.tweet.ge)
2. გააგზავნე SMS შეტყობინებაის ტექსტი ნომერზე 897 89 89 89

ამის შემდეგ შენი გაგზავნილი შეტყობინება, რომელიც ინგლისური ასოებით დაწერე რამოდენიმე წამში შენს ტვიტერზე (ასევე თუ მიაბამ სხვა ქსელებს, ყველგან განახლდება) შეტყობინება ქართულ ენაზე გამოქვეყნდება!
თუ გსურს, რომ ინგლისურ ენაზე განთავსდეს შენს მიერ გაგზავნილი SMS წინ მიუწერე E!, თუ ტექსტის ნაწილი გსურთ ინგლისურად, მაშინ სასურველი მონაკვეთი ჩასვი მეტობის და ნაკლებობის სიმბოლოებში

მომყევი,ამედევნე ტვიტერზე @aaadddooo
აედევნეთ @theTWEETge და მისგან შემოთავაზებულ სიახლეებს.
შემოგვიერთდით facebookce-ზე


დეზინფორმაცია გავრცელდა, ამიტომ ჩავასწორებ, ყველა მობილური ოპერატორიდან არის შესაძლებელი მობილური სერვისის გამოყენება და არა მხოლოდ ბილაინიდან!

————————————————————————————–

ჩვენ ვზრუნავთ თქვენი კომფორტისათვის : )

გამივრცელეთ ეს ბმული გთხოოვთ http://www.singular.ge/contest/r.php?link=00005

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged . Bookmark the permalink.

2 Responses to twitter-tweet

  1. Pingback: tweet.ge და მოგების სურვილი « FoR mE, fOr YoU თბილი ბლოგი

  2. I blog quite often and I genuinely appreciate your information. Your article has really peaked my interest.

    I am going to book mark your site and keep checking for new information about once a week.
    I opted in for your Feed as well.

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s