პრობლემა, რომელიც დღეს ყველას ეხება, მათ შორის შენც!


სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, იგივე სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები აერთიანებს დაავადებათა ძალიან დიდ ჯგუფს, რომლის გამომწვევი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა მხოლოდ ან უპირატესად სქესობრივი კონტაქტით.

მსოფლიოში ყოველწლიურად სგგი-ით (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები) დასნებოვნების 350 მილიონი ახალი შემთხვევაა. მატულობს ინფიცირებული მოზარდების და ახალგაზრდების რიცხვი.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სიხშირის მნიშვნელოვანი მატება დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან:

● სქესობრივი ცხოვრების ადრე დაწყება
● სქესობრივი პარტნიორების ხშირი გამოცვლა
● პრეზერვატივის გამოყენებაზე უარის თქმა
● თვითმკურნალობა
● არასაკმარისი ინფორმაცია

ყველაზე გავრცელებული სგგი:

● ადამიანის პაპილომავირუსი
● სიფილისი
● გონორეა
● ტრიქომონიაზი
● მიკოპლაზმოზი
● ქლამიდიოზი
● ჰერპესვირუსი
● აივ/შიდსი
● B/C ჰეპატიტი
● სოკოვანი ინფექცია
● ტომეგალოვირუსი
● ბოქვენის ტილი

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იწვევს:

● საშარდე და სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს
● ქალისა და მამაკაცის უშვილობას
● ორსულობის შეწყვეტას ადრეულ ვადებზე, ნაადრევ მშობიარობას, მკვდრადშობადობას
● ახალშობილის სხვადასხვა პათოლოგიას-სიმახინჯეებს, გონებრივ ჩამორჩენილობას
● სასქესო ორგანოების სიმსივნეებს (კიბო)
● ღვიძლის დაზიანებას
● სახსრებისა და თვალების ლორწოვანის დაავადებებს
● სქესობრივ დისჰარმონიას

როგორ იშიფრება აივ/შიდსი?
აივ-ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსია, შიდსი-შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

როგორია მსოფლიო სტატისტიკა?
მსოფლიოში 40 მილიონზე მეტი ადამიანია აივ ინფიცირებული, დაიღუპა მოსახლეობის 25 მილიონზე მეტი.

რა ხდება საქართველოში?
საქართველოში რეგისტრირებულია 1850 ადამიანი, მათ შორის 1381-მამაკაცია, 459-ქალი. ნახევარზე მეტი ინტრავენური ნარკომანია. შიდსი განუვითარდა 968 პაციენტს, გარდაიცვალა -405.

რა გზით გადაეცემა ?
ყველა სახის სქესობრივი კონტაქტებით, ინფიცირებული სისხლით (სისხლის გადასხმა, დაბინძურებული შპრიცების, სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება, მანიკური, პირსინგი, ტატუირება); ინფიცირებული დედიდან შვილზე ორსულობის, მშობიარობის, ძუძუთი კვების დროს.

რა გზით არ გადაეცემა აივ/შიდსი?
● კოცნით, დაცემინებით, დახველებით
● საერთო ჭურჭლის, აბაზანის, აუზის სარგებლობით
● ხელის ჩამორთმევით, მოხვევით
● საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ერთად ყოფნით
● მწერის და ცხოველის ნაკბენით

როგორ დავიცვათ თავი აივ/შიდსისგან?
● არ გამოიყენოთ ნარკოტიკები!
● თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ პრეზერვატივი!
● იყოლიეთ ერთი სქესობრივი პარტნიორი!
● არ ისარგებლოთ სხვისი ნახმარი შპრიცით, კბილის ჯაგრისით, საპარსით!
● სტომატოლოგთან ვიზიტის, მანიკურის/პეძიკურის გაკეთების დროს დარწმუნდით ინსრუმენტების სტერილობაში!

რა ნიშნები ახასიათებს დაავადებას?
● უმიზეზო ცხელება
● ძლიერი საერთო სისუსტე
● ლიმფური კვანდების გადიდება
● წონის მნიშვნელოვანი კლება მოკლე პერიოდში
● ჭარბი ოფლიანობა
● ფაღარათი (კუჭის აშლილობა)
● წყლულები, გამონაყარი კანზე და ლორწოვანზე
● გახანგრძლივებული ფილტვების ანთება და ხველა…

ვის ემუქრება ყველაზე მეტად?
● ნარკომანებს
● ჰომოსექსუალებს
● მეძავებს
● მრავალი სქესობრივი პარტნიორის მყოლ პირებს
● მოგზაურობაში მყოფ ადამიანებს
● სქესობრივი გზით გადამდები დაავადებით ინფიცირებულებს

ინფორმაცია დაკოპირებული არაა

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to პრობლემა, რომელიც დღეს ყველას ეხება, მათ შორის შენც!

  1. siyvarulovna says:

    ე ჰომოსექსუალებს რა პონტში ემუქრებათ? ან მოგზაორობაში მყოფ ადამიანებს?
    ეგ ყველას ემუქრება ვინც ელემენტარულ ჰიგიენას არ დაიცავს.

    • ადო says:

      შემთხვევითი სქესობრივი კავშირების გამო…

      • siyvarulovna says:

        შემთხვევითი კავშირი შეიძლება შენც გქონდეს,მეც და კიდე იმის 99.9% ვინც ამ პოსტს წაიკიტხავს

    • ადო says:

      ყველაზე მეტად დადგენილია და სტატისტიკა მეტყველებს რომ ყველაზე მეტად მათ ემუქრებათ და არიან უკვე დაავადებულებიც… ჰოდა ამიტომ სავალდებულოა დაავადების თავიდან ასაცილებლად:

      ● არ გამოიყენოთ ნარკოტიკები!
      ● თავი შეიკავეთ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან, უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ პრეზერვატივი!
      ● იყოლიეთ ერთი სქესობრივი პარტნიორი!
      ● არ ისარგებლოთ სხვისი ნახმარი შპრიცით, კბილის ჯაგრისით, საპარსით!
      ● სტომატოლოგთან ვიზიტის, მანიკურის/პეძიკურის გაკეთების დროს დარწმუნდით ინსრუმენტების სტერილობაში!

      • siyvarulovna says:

        აუუფ მომიხია რა😀😀 ეგენი წავიკითხე.
        მოკლედ შიდსი და ნებისმიერი ატასი უბედურება დაემარტება ყველას ვინც არ დაიცავს ტავს,ვინც არ იქნება ჰიგიენური

  2. ადო says:

    ოოო მთავარია რომ თავი დაიცვა, მაგრამ ყველაზე კარგია თავი შეიკაო და ყველას ზედ არ მიახტე ან მოგახტეს, მთავარი თავის კონტროლიაა და დაფიქრება სექსამდე და ასევე სწორი პარტნიორის შერჩევა…

  3. Di@ says:

    Nice post! I Like it! Good job.

  4. Tjorven says:

    Zalian Zalian sachiro postia danamdvilebit!!
    ise erti ori sityva letalur shedegamde cvalebaze da avadmyofobebis sisastikezec dagewera cudi ar iqneboda!

  5. civiseli says:

    homoseksualebs anu analuri seksis moyvarulebsac?
    mainteresebs da veli pasuxs🙂

    • siyvarulovna says:

      კი ანალური სექსის მოყვარულებსაც და საერთოდ ყველასაც ვინც თავს არ გაუფრთხილდება და შემთხვევით პარტნიორს ადოს ტქმისა არ იყოს “ზედ მიახტება”

    • ადო says:

      ანალური სექსის დროს სხვადასხვაგვარი ინფექციური და ვენერიული დაავადების გადადების რისკი იზრდება. ამ დაავადებათა შორისაა: შიდსი, სიფილისი, ჰეპატიტი, გონორეა, ტრიქომონოზი და სხვა. ასევე მიჩნეულია, რომ ანალური სექსით უფრო იოლად ავადდება ადამიანი შიდსით, ვიდრე ვაგინალურით. გარდა ამისა, ჯანმრთელ ადამიანსაც კი სწორ ნაწლავში მიკროფლორა გააჩნია, რომელსაც საშარდე არხში მოხვედრისას ურეთრიტის გამოწვევა შეუძლია.

  6. Pingback: Tweets that mention Ado » Blog Archive » პრობლემა, რომელიც დღეს ყველას ეხება, მათ შორის შენც! -- Topsy.com

  7. PaWuK =) says:

    ძალიან კარგი პოსტია🙂
    ახალი დიზაინიც მომწონს და დომეინიც შეგიცვლია როგორც ჩანს🙂 კარგია კარგი!!!

  8. Pingback: 2010 წლის საუკეთესო პოსტები «

  9. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

  10. Anonymous says:

    mainteresebs ra saxis organizaciebi arsebobs sakartveloshi am virusit daavadebultatvis da tu aris raime programebi, madlobt

  11. Shidsi Vih says:

    ertad shidsis cinaagmdeg,chvenc shegvidzlia shevuertdet am devizs

  12. Anonymous says:

    narkomans ro kondes ce magis gan sheileba spidi ro gadagedos

  13. Anonymous says:

    sad sheilebaa ro imkurnaalo spidze an ceze

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s