დაიკიდეთ ხალხნო!


Facebook-ზე გვანცამ შთამაგონა პოსტის თემა…

ალბათ ყველამ იცით, ნუ ნაწილმა მაინც კისერზე ტატუ მაქვს ატყეპნილი, ჰოდა დღეს მაღაზიაში გავედი სიგარეტის საყიდლად და მამაჩემის ხნე კაცი მეძახის ასეთი სიტყვებით: შვილო კისერზე ფოთოლი გაქვს მოიძრე?  შემდეგ მეორე ბაბუმ პასუხი გასცა: არა ვახტანგ “ნაკოლკა” აქვს ვერ ხედავ?  აქ ბაბუები ნაკლებად წაიკითხავენ ჩემს ბოდიალს მაგრამ მაინც, მოლედ   დაიკიდეთ სხვისი ცხოვრება… მაგრამ საქმეც ისაა რომ ბაბუები და ბებიები უფრო ნაკლებად ემოციურები არიან ასეთი საკითხების მიმართ, ვიდრე “ნაწილი ახალგაზრდებისა”… ტაკ, სად მიმყავს საუბარი, პირსინგის გაკეთება მინდა ენაზე. არ მომიხდება? მოვიხსნი. ვინმე რამეს მეტყვის? დავიკიდებ.  თუ ყური გავიხვრიტო?  თქვენი რჩევა მჭირდება.  წინასწარ ვიცი ჩემი ძმის რეაქცია, მაგრამ …  რამოდენიმე მეგობარი მეუბნება ესეთ რაღაცეებს ყურადღების მისაპყრობად აკეთებო, 50% ეგრეა დაახლოებით,  30% ჩემი სიამოვნებისთვის ზრუნვა,  20% პროტესტი ხალხს,  ყველა ერთნაირი ვერ იქნება ინდივიდუალურობა მხიბლავს.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to დაიკიდეთ ხალხნო!

  1. Only God can judge me now, only God baby, nobody else……
    All you other motherfuckers get out my business……:@

  2. ენაზე არ გინდა რა.. იჩლიფინებ მერე😀😀
    ყური გაიხვრიტე თუ გინდა😛 თუ გინდა წარბიც.
    ბაბუები და ახალგაზრდების რეპპლიკბი დაიკიდე = ))
    Just think about yourself!

  3. litterator says:

    მეც მგონია რომ ახალგაზრდებს უფრო უკვირთ რაღაც-რაღაცეები, თან იმათაც კი ვისაც წესით არ უნდა უკვირდეს, თორემ აბა პაპაჩემს არ გაუკვირდებოდა მკლავებზე სულ ტატუები ჰქონდა😀😀

    ენაზე არ ვიცი რამდენად მოხერხებულია ეს ამბავი, წარბზე მომწონს

    ყურზეც მომწონს ოღონდ მთლიანობაში რაღაც ისეთი სტილი უნდა იყოს რომ ყურიც ჩაჯდეს საერთო ამბავში.

    ხოდა რას ექსპერიმენტობ ბალღო დაჯე ერთი რამე წიგნი წაიკითხე😀😀

    პ.ს. და ამ ბლოგზე რად გადმოხვედი?

  4. არც ვიცი რა გირჩიო… მე არ ვარ დიდად პირსინგის მოყვარული, და თუ გაიკეთებ, ისეთივე მეგობარი დარჩები ჩემთვის, როგორიც ხარ :))

  5. green says:

    მე საყურე მომწონს ძალიან🙂 ეეეეეეეეეეე ეხლა შევამჩნიე the pierces “boring” რო გიდევს აქ. ჩემი ბოლო აჩემებული სიმღერაა. ხოდა ენაზე მე არასდროს მომდომებია გაკეთება. რაღაც ისეთია რა, “ჩახოხბილს” რო ჭამ და ჩიჩია პირსინგზე რო გამოგედება, ტეხავს :))))

  6. ყური საკაიფოა ტავისთავად : ))
    მე ენაზე მინდა ძალიან და ვერაფრით მოვაბი ტავი რომ გავიკეთო! ძალიან მომწონს ენაზე პირსინგი❤

  7. mari says:

    ინდივიდუალურიბა კი არა, მე ვიცი შენ რაგ გხიბლავს. ადო, ყურადღების მიპყრობა უფრო აზრიანი საქციელებითაც შეგიძლია. ბავშვურად მოქცევა სულ არ არის საჭირო. შენ ისედაც ინდივიდუალური ხარ და არავისთვის გჭირდება ამის დამტკიცება. ეს არის ჩემი აზრი, რომელიც შენ გკიდია, მაგრამ მაინც გეუბნები.

  8. admin says:

    @ალექსანდრე, მართლაც ეგრეა, გამხნევებისთვის თენქიუები… რა მაგარია ეხლა “თენქიუებს” ამოვიჩემებ…

    @სიყვარულოვნა,ჩანებს კი არ ვიკეთებ :დ

    @litterator, ვკითხულობთ შიგა და ღრმად, უფ უკვე კაი ხანია აქეთ ვარ, ერთი თვეა

    @თამრი, ლოლ, კაბას კი არ ვიცმევ რა იყო

    @green, სამაგიეროდ პირსინგის ენით თამაში გაასწორებს, ზასაობის დროს უფრო მეტად, მმმმ

    @ჩორვენი, მგონი ისევ ყური მირჩევნია ან ორივე :ფიქრინგ:

    @mari, სანამ ასაკი ხელს მიწყობს ვიქაჯებ და აღვირ ახსნილი ვიქნები, არა უშავს…

  9. mari says:

    აღვირახსნილი ერთად იწერება, ასე რომ სანამ ასაკი ხელს გიწყობს, გირჩევნია რაიმე უფრო სასარგებლო საქმეს მიჰყო ხელი, ვიდრე ქაჯობაა.

  10. Pingback: Tweets that mention Ado » Blog Archive » დაიკიდეთ ხალხნო! -- Topsy.com

  11. გვანცა says:

    ად ერთხელ ვცხოვრობთ!!! მე მხოლოდ ამის თქმა მინდოდა

  12. ლიკა says:

    მინდა გითხრა, რომ ენაზე ნახვრეტი უკვე გაქვს:) არ შეწუხდე, მაგრამ ბოლო დროს ტვინშიც არ გაგიჩნდეს ესეთივე ნახვრეტი (ღმერთმა დაგიფაროს) აი, მაგას ვფიქრიბ მე!

  13. Tusa says:

    Ado Orive Ro Gaixvrito Moxdeba Rame …. Mogixdebaa…. : * : * Chagproshne ^^

  14. კახი says:

    ყური გაიხვრიტე მაგარია : )) და წარბიც თუ გინდა… ენას შეეშვი რაა თუ გიყვარვარ😀😛

  15. NoNaMe says:

    ai yuri ar gaixvrito tu ginda tbilisshi usafrtxod iaro… fizikur an uketes shemtxvevashi sityvier sheuracxyofas ver gadaurchebi…. enaze mojna ar chans🙂

  16. ადამიანები ზედმეტად ერევიან სხვების ცხოვრებაში… ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს გაცილებით უფრო ბედნიერი იქნებოდა ეს სამყარო. ასე მგონია მე

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s