გონების სავარჯიშო


სიყვარულოვნა მოგესალმებათ = ))

დღეს ადოს ბლოგის დადგენილი საზღვარიც გადმოვლახე.არ ვიცოდი რაზე ან ვიზე დამწერა და ბოლოს გასართობ–საფიქრალი პოსტი გამოვიდა. მოუხმეთ გონებას და დაძაბეთ ტვინები.

1. იაპონელებმა ის დატოვეს ფორთოხლის გამო, არაბებმა თუთიის, ჩვენ ვაშლის. რა იყო “ის”?

2. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ერთმა მამაკაცმა თავის პირველ შვილს სიმბოლურად დაარქვა სახელად Start. შემდეგ შვილებს კი ჩვეულებრივად, სხვადასხვა სახელები. მე-14 შვილი რომ გაუჩნდა, იფიქრა, დროა გავჩერდეო და სიმბოლურად მასაც Finish დაარქვა.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მისი მეუღლე ისევ დაფეხმძიმდა და 1 წელში მე-15 ბავშვი გაჩნდა.რა დაარქვა ამ კაცმა ამ ბავშვს?

3. ცნობილი ხუმრობის თანახმად, როგორ გრძნობს თავს ადამიანი, რომელსაც არა აქვს მარცხენა ხელი, მარცხენა ფეხი, მარცხენა თვალი და მარცხენა ყური?  (უპასუხეთ ინგლისურად)

4. 2000 წელს შედგა მაიკ ტაისონისა და ჯულიუს ფრენსისის ორთაბრძოლა. ფრენსისმა იხეირა რა მომენტით, მრავალი სარეკლამო კონტრაქტი გააფორმა, გაყიდა რა ადგილი თავის ხალათსა და შორტებზე. რადგანაც ცხადი იყო, რომ ფრენსისი ტაისონს დიდი ხანი ვერ გაუძლებდა, ერთმა ინგლისურმა ფირმამ შესთავაზა ჯულიუსს 20 000 ფუნტი თუკი ის გამოსახავდა მათ რეკლამას აქ. სად?

5. დიდ ჰიპოკრატეს ერთხელ კითხეს: “მართალია, რომ გენიალურობა — ავადმყოფობაა?”
“დიახ, — უპასუხა ჰიპოკრატემ — ეს იშვიათი ავადმყოფობაა და, სამწუხაროდ, იგი არ არის…” დაასრულეთ ბრძენი ჰიპოკრატეს სიტყვები.

6. ერთ-ერთმა გამოჩენილმა ქართველმა ხელოვანმა თავის მემუარებში დაწერა: “ის ჩემი ქმნილებაა, ჩემი შვილია. მაგრამ ამავე დროს ის ჩემი დედაა, ყოველი ჩვენთაგანის დედაა.” რომელ ქმნილებაზე დაიწერა ეს სიტყვები?

7. ადრე იმისათვის, რომ ჩაეშვათ გემი წყალში რუსეთში მის ფსკერს პოხავდნენ ცხიმით, აი ინდოეთში კი ანალიგიურ შემთხვევაში იყენებდნენ დაახლოებით 20 000 ცალ ამას. რას?

8. ა.შ.შ.-ს პრეზიდენტმა ეიზენჰაუერმა დაასრულა რა პრეზიდენტობა, საცხოვრებლად გადავიდა თავის ფერმაზე პენსილვანიაში. პირველივე დღეს მან მოინდომა მეგობრის ვახშმად დაპატიჟება და აიღო რა ტელეფონის ყურმილი გაიგონა ის რამაც პრეზიდენტი განაცვიფრა. რა გაიგონა მან?

სწორ პასუხებს კომენტარებში გაგიმხელთ ცოტა ხანში. მანამდე თქვენთვის მომინდია.

სიყვარულით სიყვარულოვნა

This entry was posted in სტუმრები and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to გონების სავარჯიშო

  1. ლაშა says:

    2 პასუხია პ.ს 3 პასუხია ყველაფერი მარჯვნივ 5 პასუხია გადამდები არაა 6 ქართლი დედა

  2. ლაშა says:

    1 სამოთხის ბაღი

  3. Revaz says:

    1. სამოთხე
    2.
    3. All Right
    4.
    5. გადამდები
    6. ქართლის დედა
    7. კვერცხს?
    8. ზუმერი ტელეფონში?

    ამ ორს მოვიფიქრებ კიდე..😀

  4. wasp says:

    1.სამოთხე
    2.restart
    3.allright
    4………
    5. გადამდები
    6.ქართლის დედა
    7…..
    8…..

  5. Pingback: Tweets that mention Ado » Blog Archive » გონების სავარჯიშო -- Topsy.com

  6. buzuzuna says:

    4.ხელთათმანის გულზე.

    5. გადამდები არაა

    7. კვერცხი

    8. ტელეფონი გამორთულია დავალიანების გამო🙂

  7. siyvarulovna says:

    1. სამოთხის ბაღი
    2. პ.ს
    3. all right
    4. ფეხსაცმლის ძირებზე
    5. გადამდები
    6. ქართლის დედა
    7. ბანანს
    8. გაბმული ზარი

    ბევრმა გამოიცანით რაღაცეები. ჭკვიანბი ხართ :*

  8. Pingback: გიწვევ ♥ «

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s