უი მადლობა ;)


სკლეროზი? კი სკლეროზი მაქვს. დროულად არაფრის თქმა და მოქმედება არ შემიძლია.

3 თვეა გალოდინებდით, გტანჯავდით, ნერვოზი გაგიჩინეთ. რატომ? კლავიატურა არ მქონდა, წერილებზე პასუხის მოწერა კი ხან მეზარებოდა ხანაც 30 წუთს გალოდინებდით. ყველაზე ღრმა და ფართე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ვირტუალურ კლავიატურას, მაუსის  წკაპუნით თითო-თითო ასოს ვწერდი, ძალიან შემიყვარდა, შევეჩვიე  და გადაჩვევა გამიჭირდება..

ჰოდა, მოკლედ, მადლობას გიხდით თქვენ და ჩემ კლავიატურას გაძლებისთვის…

გარდა ამისა, ხშირად კეთილი ადამიანებისთვის მავიწყდება სამადლობელო სიტყვების თქმა, შემდეგ რომ დავფიქრდები ვბრაზდები ჩემს თავზე მაგრამ ვერაფრით გამოვასწორე  😦

აქ მაინც გამოვასწორებ, თუ ვინმემ წყალი დამალევინა, მაკოცა, გამაბედნიერა, გამამხიარულა, გზის ფული დამიმატა როცა არ მქონდა, მაჭამა როცა მშიოდა, ლოგინი გამიშალა როცა მეძინებოდა, ხმა არ გამცა როცა არ მინდოდა, გამამხნევა საჭირო დროს…  მოკლედ უღრმესი მადლობა ხალხნო ყველაფრისთვის, კეთილი სურვილებით “მე”

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to უი მადლობა ;)

  1. siyvarulovna says:

    გენაცვალე :*
    როგორც იქნა გეღირსა კლავიატურა და ამოვისუნთქეთ ჩვენც შენტან ერტად.
    მიყვარხარ :*

  2. green says:

    უცბად იესოს ბლოგზე მეგონა თავი (რამეთუ მწყუროდა და დამალევინეთ წყალი და ა.შ. )

  3. ჰოდა, ცოტა მადლობა მეც მეკუთვნის ანუ :მზე:

    ადო, კარგი იქნებოდა პოსტი დაგეწერა როგორ ვწეროტ ვირტ კლავიატურით, ნამდვილი რომ გაგვიფუჭდეს.
    მე აზრზე არ ვარ მაგალითად.

  4. admin says:

    @siyvarulovna shut up😀

    @green დალოცვილ იყავ შვილო “ჩემო”

    @კნუტი ჰო იდეა მომეწონა შემდეგ პოსტს მაგას დავდებ

  5. mari says:

    ჩემ კლავიატურას კი არა, ჩემს კლავიატურას!

    ხოდა გილოცავ ახალ კლავიატურას. იმედია სათანადოდ გამოიყენებ.

  6. მე რაზე მიხდი მადლობას?🙂 მეც რამეზე რა ;))

  7. Agasfer says:

    სული შემეხუთა. რა უბედურებაა :S კოშმარი :(((
    მცოდნოდა, მოგცემდი😀

  8. კახი says:

    ვაიმე გენაცვალე ადო რომ ვკითხულობდი ლამის ავტირდი… მშვიდობაში და გაძლებაში, ეგ კლავიატურა მაინც თუ გაგიძლებს კაი იქნება😀

  9. kevana says:

    არაფერს, არაფერს🙂

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s