რაღაცნაირი ბლოგერები და მათი დახასიათება


ყველა ადამიანს აინტერესებს თუ რას ფიქრობენ მასზე, განსაკუთრებით მათ ვისაც მეტ ადამიანთან ურთიერთობა უწევს.

თითქმის ყოველ ბლოგერულ შეკრებაზე წესად იქცა ერთმანეთის დახასიათება. ყოველთვის თავს ვიკავებ დახასიათებებისგან, რომ  არ შევცდე და რომელიმეს არ ეწყინოს.  ჯერ ვცდილობ ადამიანი შევისწავლო და შემდეგ დავახასიათო, თუნდაც ორი სიტყვით. ზოგჯერ ვცდებით ადამიანების შეფასების დროს, ასე რომ წინასწარ ვწერ თუ არაკომპეტენტურად დაგახასიათებთ ნუ მიწყენთ🙂 . თუ გსურთ იცოდეთ რას ვფიქრობ მე თქვენზე რას ვაფასებ თქვენში და რა არ მომწონს წაიკითხეთ.

აქვე ჩემს ბლოგერულ მოღვაწეობას ან მასთან მიახლოებულს, მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ოთხი ამჟამად ჩემთვის ყველაზე კარგი ადამიანები გამაცნო, რომლებიც ძალიან შემიყვარდნენ. ამ ოთხეულით დავიწებ დახასიათებებს  და მივყვები ყველას, რა  თქმა უნდა ვისაც ვიცნობ მცირედ მაინც …

♥სიყვარულოვნა- ადამიანი რომლის გულის მოგებაც არც თუ ისე ძნელია, მთავარია იყო კეთილად და თბილად განწყობილი მის მიმართ და აკმაყოფილებდე მის კრიტერიუმებს მაგალითად? მაგალითად ღეჭდე საღეჭ რეზინს (გადავეკიდე ამ ბავშვს, არ სევარგე😦 ). ყველაზე მეტად უყვარს დისკუსიაში ჩაბმა, ყოველთვის გააჩნია საკუთარი აზრი რომელსაც არასდროს არ გადაუხვევს, საკმაოდ ჯიუტია და ამასთან ერთად “სიყვარულოვნა” (მოსიყვარულე თბილი ადამიანი) თუ მის ბლოგს გადახედავთ ადვილად ამოიცნობთ მას. ის ისეთივეა როგორსც სოციალურ ქსელებში.

♥კნუტი-მასთან ურთიერთობა ყველას არ გამოსდის, რადგან თვითონ ირჩევს ადამიანებს. არ უყვარს ამპარტავანი და ტვინის მჭამელი ხალხი. მასაც უყვარს დისკუსიაში ჩაბმა და თავისი აზრის ბოლომდე გამართლება რაც ყოველთვის გამოსდის. პრინციპული, ნიჭიერი და სასიამოვნო ადამიანი, კნუტია (კატას, ხელს რომ გადაუსმევ ზურგზე და უარყოფითი ემოციებს გაშორებს) რომელთანაც ურთიერთობა გამშვიდებს და სიცოცხლის ხალისს გმატებს. უამრავი პრობლემის მქონე ადამიანი, რომლის გაგება ბევრს არ გამოსდის.

♥ნიკოლო- (მწვანე ვაშლი) ეს ადამიანი იმ ვაშლის ასოციაციას იწვევს ჩემში რომელიც ნიუტონს დაეცა თავში (ხიდან არა მაგრამ ციდან ჩამოვარდნილი უფორა)… განსხვავებული ადამიანი რომლელიც მართლაც რომ იტყვიან სანთლით საძებარია. ჭკვიანი , განათლებული, თავმდბალი ადამიანი რომელთნაც ნებისმიერ თემაზე შეგიძლია საუბარი. ერთ-ერთი დახასიათების დროს თქვა ჩემზე. თუ მე შეძლებული ადამიანი გავხდები და წარმატებას მივაღწევ ცხოვრებაში, მას დავივიწყებ. ძალიან ცდები ნიკა😉


……………………………………………………………………………………………………………………………..

ფსიქე- ვფიქრობ ძალიან დაბნეული ადამიანია და თავისი თავი ვერ უპოვია. დაბნეული გამოხედვები, “არა? კაი”- რომელიც თითქმის ყველა ბლოგერმა აიტაცა. ძალიან მომწონს მისი ხმა, რაღაცნაირია დამამშვიდებელი. ჰუჰ, არ უყვარს ყაყანი და ზედმეტი კომენტარები😀 .  სულ რაღაცას ფიქრობს და გამოსაფხიზლებლად იყენებს ფრაზებს  “უი, აქ ხარ? როგორ ხარ?”

ლეონსიო- ნიჭიერი, მიზანდასახული, ხელოვანი (საკმაოდ კარგი), პრინციპული, ხუმარა, კარგი ადამიანი. მისი გართობა სიტყვებზე “კაიფია” , აბა დაგცდეს სიტყვა რომელიც შეიძლება სექს დაუკავშირდეს, აი მაშინ იწყება მისი გართობა. ხანდახან ეს ყველაფერი ირონიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. უყვარს ჯაზზე და თავის წარმატებებზე საუბარი. მაგრამ  ვერ იტანს როცა ხუმრობას ხუმრობით პასუხობ. ერთსაც ვიტყვი რაც მგონია და შეიძლება ვცდებოდე, გააჩნია რაღაცის კომპლექსი ან გააჩნდა, რომლის დასაფარად სხვა ადამიანებზე კაიფს ამჯობინებს.

წყარო- მართლაც წყარო და არა გვარიდან გამომდინარე ან სხვა. წყაროსავით მოუვლის მიუწვდომელ ადგილასაც კი  ყველას გააგრილებს, ანუ ყველასთან კარგი ურთიერთობა უნდა რომ ჰქონდეს და აქვს კიდეც.  საყვარელი ბავშვია (იმედია არ გეწყინება ბავშვად რომ მოგიხსენიე, ხარ და რა ვქნა🙂, საკმაოდ ჭკვიანი თავისს ასაკთან შედარებით, ვგონებ წარმატება ელის მას კარიერაში :ლელაკაკულიასმაილი:

ალუკარდი- ამ ადამიანის დანახვა, ჩემი გამოცოცხლება და სამყაროს სიყვარული ერთია. სიცილის “დედოფალი” (დედოფალი ბრჭყალებშია). წიპა, ტაკ, ყლეობა ამ სიტყვების აქტიურად მომხმარებელი😀 აქვე “ალუკარდის” განმარტებას მივაწერ ვინც არ იცის: ალუკარდი უკუღმა რომ წაიკითხოთ = დრაკულა-ს. მისტიური სამყაროს მოყვარული და ძალიან კარ(ქ)ი, უსაყვარლესი  ადამიანი √ :უირამდენივაქესმაილი:

გვანცაგრინი რამდენჯერ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ, ლაკონური ადამიანია😀  გაწონასწორებული, წყნარი. სამაგიეროდ მის მიერ ნათქვამ ერთ წინადადება ბევრ სათქმელს ამბობს. ყველაფერი წინასწარ აქვს გათვლილი, ისიც ასევე პრინციპული ადამიანია. მიუწვდომელია, ვერ გაშიფრავ ვერანაირად, ვგონებ ამიტომ ვერც მე შევძელი მისი ამოცნობა. რაღაცნაირი მაგარია, გოგოს ეტალონია, მომწონს ესეთები…

ეკუსი- ყველაზე თბილი ბლოგერი, ყველა უყვარს (რა თქმა უნდა გამონაკლისებიც იქნება) ყველას მიმართ გამოხატავს სითბოს ჩახუტებით და ფრაზით “უი რა საყვარელია, მოდი შაგეხუტები რა”. ძალიან მიყვარს ასეთი თბილი ადამიანები. ხშირად მგონია რომ მასაც ბევრი პრობლემები აქვს რის გამოც ხშირად დეპრესიული ხდება.

ზურიუსი- უწყინარი, ნიჭიერი ადამიანი.  არანაირი ტვინის მბურღველი როგორადაც უმრავლესობა ახასიათებს. იცის სად როდის და რანაირად უნდა იხუმროს. განსხვავებული იუმორის და გემოვნების მქონე. ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს.

ლიტერატორი- ყველაზე წყნარი ბლოგერი, რომელიც სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურია და მეტად გამოხატავს თავის აზრს ვიდრე ცხოვრებაში. ვგონებ, მორიდებულია და სასიამოვნო აურა აქვს.

ჰექსე- ბლოგსფეროს მამიდა და ძალზედ კარგი ადამიანი, კარგი და კომპეტენტური კრიტიკოსი. მხიბლავს მისი ზომიერად სიამაყე, თნაც უხდება😉 ელიტარული 60-იანი წლების ქალს მახსენებს ოღონდაც კარგი გაგებით.

დიანიკო- ყოველთვის ვიღაცაზე შეყვარებული, მეოცნებე. ასევე სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა. გააჩნია კომპლექსები რომელიც ვერაფრით ვერ გავარკვიე რაში მდგომარეობს.

კევანა წყნარი, განათლებული. ხმას არასდროს არ იღებს თუ არ გამოელაპარაკე ან რამე არ კითხე. ესეც სოციალურ ქსელებში უფრო აქტიურია ვიდრე რეალურ ცხოვრებაში.

ეგოისტი- პატარა ეგოისტი გოგონა. საოცრად მომწონს მისი ცეკვა. ცვალებადი ხასიათის მქონე რომელთანაც მიკარება არ ღირს ხანდახან. უყვარს ჭორები, ადვილად სწყინს ყველაფერი, ანუ მისი გულის ტკენა ძალზედ ადვილია ვიდრე წყობილებიდან გამოყვანა და აფეთქება.

სვითი- ოჰ, მე ამ ადამიანს სხვანაირს მოველოდი, მეგონა როგორ პოსტებსაც წერდა ისეთივე გემოვნება ექნებოდა, ნუ შეიძლება გემოვნება აქვს მაგრამ … ანუ რისი თქმა მინდა, როგორი fashion პოსტების აქვს მეგონა ასეთივე იქნებოდა. ესეც უნდა ვთქვა, რომ მგონია სექსუალურად დაუკმაყოფილებელი, რომელიც სულ მამაკაცებზე საუბრობს. თუმცა ამართლებს თავის სახელს, ამ შემთხვევაში “სვითს”  ტკბილია.

 

ვინც გამახსენდა ყველა დავახასიათე, ზოგი გამახსენდა მაგრამ ორი სიტყვით დახასიათებით აზრი არ ჰქონდა. მიუთითეთ კომენტარებში და დაგახასიათებთ ვისაც სურს გაგება თუ რას ვფიქრობ თქვენზე .

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in ჭორიკანა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

46 Responses to რაღაცნაირი ბლოგერები და მათი დახასიათება

  1. knuti says:

    ადო, ჩაგქოლავენ😀

    ჯერ მე დვიწყებ. რა ფოტოა ეს, უკეთესი ვერ ნახე?😀

    მმ. მე უფრო ზალიან მიყვარხარ და მართლა ყვეაფერი დაემთხვა// ზუსტად მასეთი ვარ ^_^

  2. litterator says:

    მაგრად ვიხალისე დახასიათებებზე

    მე და ქევანა დავემთხვიეთ ანუ ყველაზე დამთხვეულები ჩვენ გამოვდექით :)))))))))

    • ადო says:

      რას ჰქვია დამთხვეულები კაცოO_o ქევანასაც იცნობ? :)) მშენიერია მიყვარს ქევანა

      • kevana says:

        ქევანასაც უყვარხარ :დ

        შენ სხვანაირი ხარ, :ყეს:

        აფსუს რა გვიან ვნახე ეს თემა😦 ცუდი გოგო ვარ😦

        პ.ს. ხო, ქევანასი დაემთხვა, დამთხვეული ვარ, ლოლ, ეგ ისედაც ვიცოდი :დ
        არა, მორიდებული მე ვარ თავიდან, აი თუ გავშინაურდი, მერე ჯიუტი და თამამი ვხდები, ოღონდ ეს გაშინაურების დროა სხვადასხვა🙂 ზოგჯერ მეტხანს გასტანს, ზოგჯერ პირიქით ..

  3. mwvanevashli says:

    მომეწონა,მომეწონა,მომეწონა,მომეწონა,მომეწონა,მომეწონა,მომეწონა ჩემი დახასიათება. განსაკუთრებით ჩემი და ნიუტონის ურთიერთკავშირის ამბავი ად ჩემი გასხვავებულობა. Be different!

  4. Sweety says:

    ჩემიც დაემთხვა❤

  5. Zurriuss says:

    ეჰ, ჩემო ადო, შენს თვალში ყველა წყნარი და მშვიდი ჩანს :))))

    • ადო says:

      შენ ყველა ხარ? მაგრამ არ დამიწერია რომ წყნარი ხარ, უბრალოდ ტვინის მტყვნელი არ ხარ :დ

  6. Di@ says:

    თუ ვერ გაარკვიე ჩემი კომპლექსების ასავალ-დასავალი? რა იცი, საერთოდ, რომ არსებობენ?

    • ადო says:

      არსებობენ! არსებობენ! არსებობენ! ძალიან ბევრი ვარიანტი მაქვს და ვერ გამოვყავი ვერცერთი :))

  7. მე მომწონს სურათი
    დახასიათებაც მომეწონა “)
    თუმცა ზომიერად სიამაყე ზუსტად გავიგე მეთქი რას ნიშნავს ვერ ვიტყვი🙂

    ჰოდა 60-იანი წლების ქალიც მომეწონა
    და დარწმუნებული ვარ რომ პერიოდს გულისხმობდი და არა ასაკს როგორს ეს დოინ.ჯიმ ივარაუდა.🙂

    • ადო says:

      არა ასაკი არ მიგულისხმია😀 შენ უფრო სწორად მიმხვდარხარ.. ზომიერად სიამაყე :დდ ანუ ზედმეტად ამაყი არ ხარ, ზომიერების ფარგლებში ჯდება შენი სიამაყე :დ იცი სად როდის და ვისთან უნდა იყო ამაყი

  8. kathrineLUv says:

    ვაიმე ყველას რა კარგი სურათები უდევთ და ჩემი კიდევ :((

    ხო და კიდევ ადო _ მე ყველა არმიყვარს :)) ის კი არა ძალიან ბევრი არ მიყვარს და წემ ბოლიეე იშვიათად ვეხუტები ადამიანებს : ))
    რაც შეეხება დახასიათებებს … ჰმ..🙂

    • ადო says:

      ოიჰ, ანუ შენს დახასიათებაში ჩავიჭერი… ან მხოლოდ მაშინ გხედავ ვინმეს რომ ეხუტები😐

  9. მადლობა :დ:დ ლოლ აი ამ ფრაზაზე ვიცინე :დ (სიცილის “დედოფალი” (დედოფალი ბრჭყალებშია). წიპა, ტაკ, ყლეობა ამ სიტყვების აქტიურად მომხმარებელი) :დ:დ

    მაგარი იყო :დ

    მაგრამ ბოლომ გატეხა…😐

    • ადო says:

      კი ბოლომ მართლაც გატეხა😐 ვნანობ მაგრამ არაუშავს :(((( :თავისაგურზერტყმა:

  10. Kate says:

    ყოჩაღ ადო.
    ძალიან კარგია.
    ყველაზე კარგი ისაა, რომ არ მოგერიდა პირში (ნუ ამ შემთხვევაში ბლოგზე – ღიად) იმის თქმა, რასაც ამა თუ იმ ადამიანზე ფიქრობდი.
    მე უნდა მეთხოვა, მაგრამ ერთხელ გყავარ მხოლოდ ნანახი და მართლა რთულია.
    გოჩიკოს დახასიათებაც შეიძლება სამომავლოდ.

    • ადო says:

      დახასიატებით ვერ დაგახასიათებ ნამდვილად, მხოლოდ სახეზე მახსოვხარ და აქედან გამომდინარე :X

  11. Mari says:

    გამომივიდა აქ ფსიქოლოგი, თავისი თავი ვერ დაუხასიათებია.

  12. green says:

    ადო, რად გამაწითლე? :))

  13. siyvarulovna says:

    მომეწონა ჩემი დახასიათება❤ მიხარია რომ ისეთივე ვარ როგორიც სოციალურ ქსელებში.
    კნუტს მე ჯერ კარგად არ ვიცნობ. უფრო სწორედ ძნელია მისი გაცნობა მაგრამ დადებითი კია და ძალიან მომწონს :*
    ვაშლის დახასიათება მომეწონა😀 მართლა ყველაზე განსხვავებული ადამიანია განსხვავებული შეხედულებებით.
    გრინ მარი მიყვარს❤ მაგრამ არ არის მკაცრი. არც მისი წყობილებიდან გამოყვანაა ადვილი :)) როცა ადამიანის მიმართ სითბოს გამოხატავ მგონი ყველას უყვარს😛
    ფსიქე :* ვგიჟდები. ძალიან მიყვარს მიუხედავად იმისა რომ კარგად არ ვიცნობ. ატაცებული ფრაზებიც მიყვარს და მისი საუბრის მანერაც.
    მეზარება ამდენზე ჩამოწერა…
    ეგოისტი მიყვარს ძალიან ძალიან. სწყინს ყველაფერი ადვილად მაგრამ მისი "შემობრუნებაც" ასევე ადვილია და არ არის ეგოისტი კიდე.
    ხო და ზურას ეტყობა კარგად არ იცნობ😀
    "წიპა"–ზე ყოველთვის ალუკარდი მახსენდება. თავისებური ადამიანია და რაც ყველაზე კარგი აქვს ისაა რომ რაც არ უნდა ცუდად იყოს შენ არ გაგრძნობინებს.
    სვითის დახასიათება მგონი ყველაზე არარეალური იყო😀 არ მგონია რომ სექსუალურად დაუკმაყოფილებელი იყოს და ამის გამო სულ მამაკაცებზე ეჭიროს თვალი…

    ხო და მიყვარხარ რა :*

  14. siyvarulovna says:

    გვანცა გრინზე დამავიწყდა კიდე…
    აი ეს ადამიანი რარაცნაირია…
    ძალიან მომწონს❤❤ მშვიდი აუღელვებელი ტონი რომ აქვს… საუბრის მანერა… მოკლედ მევასება რა😀

  15. siyvarulovna says:

    და ლიტერატორი…
    არამგონია “რეალში” სხვანაირი იყოს და სოციალურ ქსელებზე სხვანაირი. რატომრაც მგონია რომ ტავის აზრს ორივეგან დააფიქსირებს და აარ “მოერიდება”

  16. Leonsio says:

    მაკომპლექსებს ჩემი ფრჩხილები და თმის ბოლოები😀
    არა ადო კომპლექსები არასოდეს მქონია და არც მაქვს🙂
    კი იუმორი “კაიფი” მიყვარს ცინიზმიც… თუმცა თუ ვხედავ რომ ვინმეს არ სიმუვნებს ვცდილობ ან აღარ ვეხუმრო ან უფრო უწყინრად🙂 სხვის იუმორსაც გაგებიანათ ვეკიდები თუ “სასწაული” არ იქნება :))) ნუ ეს შენი საკუთარია ზრია და არ შეგეკამათები და საკუთარ წარმატებაზე თუ საშვალება მომეცემა რატომ არ ვისაუბრო ანუ რატომ არ გავუზიარო ჩემს ახლობელს, ნაცნობს? ამას ყოველ შეკრებაზე ხომ არ ვაკეთებ?🙂

    • ადო says:

      ნუ არ მითქვამს რომ სკუთარ წარმატებებზე საუბარი ცუდი თვისებაა, უბრალოდ რაც შემეძლო ყველანაირად გავაცანი თავი იმ ადამიანებს ვისაც შენი გაცნობა უნდათ :))

  17. vasasi says:

    არა, ის ორი სიტყვაც მესიამოვნებოდა..

    სამწუხაროა, რომ არ გაგახსენდი.. : ))

    • ადო says:

      ვასასუნ, შენზე დავიწყე დახასიათება მაგრამ ბანალური გამომივიდა მაგალითად ასეთი: თავმდაბალი, საყვარელი, მიყვარს მისი პოსტები და ა.შ შეიძლება არ დაგეჯერებინა მაგრამ მიყვარხარ❤ კკარგი ხარ, გაფასებ ძალიან

  18. lex tempus says:

    გრინმარი არ მეგონა ასეთი🙂 ;
    ქევანა – მეგონა…
    მშვენიერი წამოწყებაა..🙂

  19. pawu says:

    მომეწონა პირდაპირი დახასიათებები… კაია თამამობა :* :* :* =))))

  20. sopo says:

    ahaa, zustad mase advilad igebdnen chemi klaselebi siyvarulovnas guls

  21. Doody says:

    Well, where the hell is me? ))

  22. orjer naxvis shtabechdileba
    Meeeeeeee?:D:D:D

  23. Pingback: 2010 წლის საუკეთესო პოსტები «

  24. irina says:

    ზურიუსი- უწყინარი, ნიჭიერი ადამიანი. არანაირი ტვინის მბურღველი როგორადაც უმრავლესობა ახასიათებს. იცის სად როდის და რანაირად უნდა იხუმროს. განსხვავებული იუმორის და გემოვნების მქონე. ძალიან ვაფასებ ამ ადამიანს. ???? :DDDDD wtf????😀 aranairi tvinis mburgveli?😀 common😀 ar icnob etyoba, 6 weli magastan ertad ar giswavlia :))))))

  25. Jessie says:

    რა კაი ჩამონათვალი იყო :))

  26. Saal Guruli says:

    ado mec damaxasasiate raaaa ::D:D:DD

  27. საინტერესოა, მაგრამ მგონი ცოტა ზედაპირულიც. უმეტესობაში გეთანხმები, მაგრამ მე კიდევ რაღაცებს დავამატებდი მსგავსი ტიპის პოსტი რომ დამეწერა.

    • ადო says:

      მარიე, ეს შარშანდელი პოსტია, რომელიც შარშან მათი რამოდენიმე ნახვის შემდეგ დავწერე

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s