About Me


ხელოუ, პეოპლე…

თითქმის ერთი წელია About Me არ მქონდა შევსებული, მიზეზი მარტივია მეც არ ვიცნობ ჩემს თავს ბოლომდე…

ე.ი მე ვარ ადო.

რატომ ადო და არა ლადო, ჩადო, ღადო ან  გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლი-ს, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადო-ს.

გადახედე ჩემი playlist-ის გვერდს 

ჩემით დანახული მე, ვგონებ საინტერესო არ იქნება, ამიტომ რამოდენიმე მეგობარს, ნაცნობს… მივმართე კითხვით თუ როგორ დამახასიათებდნენ. გთავაზობთ ჩემს თავს, რომელსაც ჩემი მეგობრები უფრო მეტად იცნობენ ვიდრე მე.

საშინლად კრიტიკოსი ხარ, უარყოფითია ეს თუ დადებითი ვერ გეტყვი, მაგრამ ყველაფერში ნაკლს ეძებ, მოგწონს ის რაც იცი რომ სხვას არ მოეწონება, თამამი ხარ და სერიოზულ გადაწყვეტილებებს უცებ იღებ. ხარ მეგობრული და მე შემიძლია შენთან ყველაფრის თქმა, იმიტომ რომ ისე ვერ ვენდობი საკუთარ თავს როგორც შენ.

პატარა დებილი ბავშვივით ხარ.  რომ გაწამონ სხვის საიდუმლოს არ გასთქვამ (მაგრამ არ მიწამებიხარ და იქნებ გასთქვა?)  ხანდახან ძალიან ცანცარა. და ხანდახან ისეთ შთაბეჭდილებასაც ტოვებ, რომ ძალიან კომპლექსიანი ხარ და რაღაცის გიტყდება.

გიჟი ხარ, გარყვნილი და ძალიან საზიზღარი ხანდახან. მე მომწონხარ ასეთი. ყოველთვის გიყვარს საწინააღმდეგოდ ქცევა, საუბარი, იშვიათად თუ რამეში დამეთანხმები, მაგრამ შეიძლება სხვასთან სხვანაირი ხარ.

რაღაცნაირი ტიპი ხარ. აი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ ყველასაგან გამოირირჩევი (არაერთხელ მყავხარ ნანახი). გაქვს იუმორის გრძნობა, პირდაპირი და მოყვარული სიყვისა “ტრაკო”😀 გიყვარს ურთიერთობები (არ დავკონკრეტდები) გაქვს უნარი ადამიანს შეაყვარო თავი. შენი საყვარელი ჰობია ნერვებზე თამაში და ამით შენ ბედნიერი ხარ. ცხოვრობ აქატიური ცხოვრებით.

თბილი ხარ, უაზროდ ენერგიული და მოსიყვარულე ადამიანი… იმდენად მხიარული და დადებითი რომ შეგიძლია ერთბაშად გააცინო მტირალი… შენთან ერთად არასდროს ვფიქრობ ცუდზე, ყოველთვის იღიმი და ხარ ისეთი როგორიც ხარ. ზოგჯერ ზედმეტად მიამიტი, ზოგჯერ ბუტია  ბუზღუნა ბავშვი. იმხელა გული გავქს და ისეთი ტკბილი რომ შეუძლებელია არ უყვარდე ადამიანს…

შენ ჩემი ყველაზე საყვარელი მეგობარი ხარ (ნუ, ერთ-ერთი ყველაზე). ჰო კარგი, იმ ძალზედ მცირე რიცხოვან ადამიანებში შედიხარ, ვინც ძლაინ მიყვარს და ვისაც ბოლომდე ვენდობი. რითი დაიმსახურე? უშუალო ხარ, თბილი, მეგობრული… პირველივე ნახვაზე ვიფიქრე, რომ ამდენი კარგი თვისებისთვის ზედმეტად სიმპატიური ხარ😀
თავში არ აგივარდეს, ბევრი უარყოფითიც გაქვს. მაგალითად: ზედმეტად ცანცარებ ხოლმე, ზედმეტად გულახდილიც. არაა ყველა შენნაირი გულღია. შურიანი, ბოღმა და მოდებილო ხალხი უფრო მრვალდაა და შენს პირადულს ნუ გადმოულაგებ ხოლმე ყველას. ჰოდა ყველაზე ცუდი, დამპალო, დეგენრატო, საძაგელო შენ: უყურადღებო ხარ ხანდახან. მე კიდევ მასეთს ვერ გიტან…

თბილი ბლოგისგან  ბონუსად, თბილივე დიალოგი 

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი and tagged , , , , . Bookmark the permalink.

27 Responses to About Me

  1. anna says:

    2 დღეა მგონი რაც გაგიცანი და ჯერ არ შემიცვნიხარ წესიერად :პ მაგრამ გარყვნილი მოსჩანხარ აშკარად :დ რას გადავეკიდე იმ მაშიკოს😐 არ მეჩხუბო, მივდივარ :დ

    • ადო says:

      ანნა, გამრყვნეს და რა ჩემი ბრალია, მაშიკომდეც იყო ბევრი ბევრი გარყვნილობები მაგრამ, აი ქენ’თ სფიქ :))

  2. siyvarulovna says:

    პირველ დახასიათებას სასტიკად არ ვეთანხმები.
    სულაც არ ხარ კრიტიოსი.და არც ნაკლს ეძებ. არც ის მოწონს რაც სხვას არ მოსწონს. არც სერიოზული გადაწყვეტილებების უცბად მიღება შეგიძლია🙂 არც შენი ჰობია სხვის ნერვებზე თამაში…

  3. siyvarulovna says:

    მაგრამ შეიძლება ყველასთან სხვადასხვა ადამიანი ხარ😉

    • ადო says:

      სხვადასხვა არა, უბრალოდ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირ მიდგომას საჭიროებს…

  4. kevana says:

    მდაა… რა დავწერო არ ვიცი… აქვს სიტყვებს აზრი?
    რა ნაკლიც არ უნდა გქონდეს, მაინც ძალიან საყვარელი და თბილი ხარ…. დამპირდი რომ ასეთად დარჩები🙂

    • ადო says:

      კევან :* , დავრჩები იმედია, ნუ ასაკი თუ არ იმოქმედებს რა თქმა უნდა.

  5. kaxiii says:

    ნუ ყველაზე გიჟუალური დახასიათება სხვას ვის უნდა ქონდეს : )) თუ არა თვით ადოლის :* :))

  6. ცუდად იკბინები..😐 :დ
    და მტკივნეულად

  7. Pingback: 2010 წლის საუკეთესო პოსტები «

  8. tatatatuli says:

    ერთგულებას უმეტესობა ხაზს უსვამს, ეს ძააალიან მაგარია! ამის გარეშე მეგობრებს შორის ურთიერთობები უაზრობაა🙂

  9. ♥ Miss.Catalan.. ♥ says:

    saintereso daxasiatebebia..

  10. ადო,კარგი ბლოგი გაქვს❤

  11. სოფო says:

    მარცხნივ ზევიდან მეორე ანიმაციას მივშტერებივარ უკვე რამდენიმე წუთია🙂 დორბლებჩამოსული🙂

  12. aaaa says:

    ado ki ara pidarasti GANDONA yle xar :D:D:D

  13. მთვარეული says:

    ძალიან საყვარელი დიალოგია, მუსიკა ხომ საერთოდ….

    • ადო says:

      მადლობა, მთვარეულო.
      კეთილი იყოს შენი მაუსი თბილ ბლოგზე მთვარეულებში ^_^

  14. marishcaa says:

    თუ ამ ყველაფერს დავუჯერებთ ძლიან საინტერესო ადამიანი ყოფილხარ

  15. Pingback: ჩემ შესახებ | ადო'ს პირადი ბლოგი

  16. Anonymous says:

    au da doodlezi rato gidevs? ha ?mec miyvars da magitom gekitxebi! : D:D😀😀

    • ადო says:

      შენთვითონ გაგიცია პასუხი შეკითხვისთვის და რაღა დაგიკომენტარო :დ

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s