მეც მაცადეთ!


რომ იტყვიან, მინდა მიწა გასკდეს და შიგ ჩავვარდე, ხანდახან. ამჟამად, რამოდენიმე წუთიანი უხასიათობა, პირწიგნაკის სტატუსზე დატოვებულმა კომენტარმა გამოიწვია, ასევე ყოველდღიურმა შენიშვნება და ჭკუის დარიგებებმა ნაცნობების, მეგობრებისა და ნათესავებისგან. არ მიყვარს როცა ჩემი ნაკლოვანებებისკენ მიმითითებენ, მაგრძნობინებენ, რომ ამაზრზენი, ცანცარა, უაზრო, მახინჯი და აუტანელი ვარ. ყოველთვის “დაკიდება” არ შველის განსაკუთრებით მაშინ როცა მეგობრები გეუბნებიან. ზოგს საათი არ მოსწონს, ზოგს ჩემი წარბი, სიცილი, ჩემი ამოჩემებები, ჩაცმულობა, უყურადღებობა, გაუპარსავი წვერი, გაზრდილი ან მოკლედ შეჭრილი თმა, გასაკვირია და სამეგობრო წრეც, ხანდახან მეგობრებიც ვერ იტანენ ერთმანეთს. შეიძლება იმიტომაც მიმანიშნებენ რომ გამოვასწორო, მაგრამ არ მინდა! ვარ ადამიანი, რომელსაც აქვს უფლება აკეთოს, წეროს, გამოთქვას ის რაც მოესურვება. იყოს მათთან ვისთან ყოფნაც სიამოვნებს. თქვენ ცხოვრობთ ისე როგორც მოგწონთ, ბედნიერად გძნობთ თავს, მე არ გიშლით არაფერს, არ გაძლევთ შენიშვნებს. მეც მაცადეთ! მიუხედავად ამისა, მაინც მიყვარხართ.

 

P.S  2 საათის შემდეგ… არა, მივხვდი, მე ვარ დამნაშავე და ბოდიში! ძალიან მიყვარხარ, ძალიან ძალიან. მართლა ზედმეტი მომდის ხოლმე ხანდახან, რომ ავიკრიფები ვეღარ ვასტოპებ. უაზრო ვარ, უაზრო, უაზრო და დეგენერატი. პოსტიც დავწერე, მაგრამ ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ჯერ საკუთარ თავში უნდა ვიპვო დამნაშავე და სხვისკენ თითი მერე გავიშვირო. იმაზე მეტად მიყვარხარ, ♥ ვიდრე წარმოგიდგენია!

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to მეც მაცადეთ!

  1. wasp says:

    me ar maqvs aranairi pretenzia shenze…da arc ufleba maqvs mqondes…saertod me ar gamovxatav msgavs qmedebebs megobrebis mimart🙂 visac rogor surs ise iyos…mtavaria rom ertad kargad viyot

  2. kevana says:

    Don’t try to fix me, I’m not broken…. (c) Evanescence😀

    :* :* :*

  3. Mari says:

    პირდაპირ გეთქვა თუ არ გსიამოვნებდა მახინჯს რომ გეძახდი :))))

  4. siyvarulovna says:

    მეც მიყვარხარ დებილო ბავშვოოოოოოო…
    ხო და ეგ შენიშნვნებიც იმიტომ არის მაგდენი რომ მიყვარხარ და მინდა სიეთი იყო როგორიც შეგეფერება…
    კაი ხო. აღარ გეტყვი აღარაფერს და მერე შენთვითონ იგრძნობ როგორ მოაკლდება ჩემი ხელი (სუნ)
    კრიტიკა (ჯანსაღი) ყოველთვის კარგია🙂
    კი, გაქვს უფლება აკეთო ის რაც გინდა, მაგრამ როდესაც ცანცარი და უაზრო რეპლიკები არ გიხდება და ამაზე მიგითებენ არ უნდა გეწყინოს :*

  5. ethnorevaz says:

    მე გეკაიფები ხოლმე და იცი ეგ შენ.. შე ნაკოლკიანო კაცო :დ

  6. otad says:

    davwero? ar davwero ?modi davwer :))

    mashin megobari risi megobaria tu ar gitxra ?
    me ro cud rames vaketebde da gavaketo da meoredges megobarma mitxras vicodi rom mcudad damtavrdeboda mara ar gitxari rom ar gwyenodao :)))
    vetyodi wadi erti shenairi megobrisictqo :)))

    ase rom miige dairige moismine ra moxda…xo ici natqvamia sakutari ganavali ar yarso da amitom dznelia sheni cudis danaxva da amitom arsebobs megobrebi…
    xo mara isic mesmis rom arseboben megobrebi romelebsac ertmaneti ar evasebat😀 vici da eg mament chems shemtxvevashic aris ubralod giwevs megobroba meti araperi… xoda imasac getyvi bevri cudi tipic arsebobs romelsac unda shen cudad gamogiyvanos dagcinos ‘dagchagros’ rom mere shen ponze kai tipi gaichitos egets ki unda utxra ****

    • siyvarulovna says:

      ამ შემთხვევაში (იმედია) მეგობარზეა საუბარი რომელსაც მისთვის კარგი უნდა :* უბრალოდ ზედმეტად კრიტიკულად გამოხატავს

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s