“მეგობრობა” – ჩემეული ვერსია…(ნოჩურასაგან)


უბრალოდ მინდა ჩემი შეხედულება დავაფიქსირო ამასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ მეგობრობა/მეგობრის შენარჩუნება ხანგრძლივი დროით არც თუ ისე ადვილი საქმეა. ამას ერთგვარი ნიჭი სჭირდება. ადამიანს თუ შეუძლია კომუნიკაცია, სიტუაციის რეალური თვალით შეფასება და კონტროლი, ის ყოველთვის მდიდარი იქნება.

ხანდახან ზედმეტად კრიტიკულები ვართ ერთმანეთის მიმართ, ზოგჯერ უსაფუძვლოდ, ზოგჯერ პედანტურებიც ვხდებით და მომაბეზრებელი ხდება ურთიერთობა.

ერთ დროს მეც ვიყავი ძალიან პედანტური მეგობრების მიმართ და ხშირად კრახით მთავრდებოდა ჩვენი ურთიერტობა.

“ვიყავი ასეთი, ვარ ესეთი და გავხდები ისეთი”, ჩემთვის ჯერ კიდევ თეორემაა, რომელსაც პერიოდულად ვუმტკიცებ საკუთარ თავს. არ გვინდა ერთმანეთთან აქსიომებით საუბარი. ამოიგდეთ თავიდან ფრაზა როგორიცაა “შენ უნდა”… არავინ არ უნდა გააკეთოს ის რაც სხვას უნდა. მთავარია საკუთარი თავი შეიცნო, მიხვდე შენ შეცდომებს სხვის ემოციებზე და არა დაპირისპირების დროს. ცოტა ხნის წინ ერთ მშვენიერ ქალბატონთან საუბრისას განვიხილეთ კონფლიქტოლოგიის თემა. კონფლიქტი რომ არ გაღრმავდეს, უნდა ჩაახშოთ რაც შეიძლება მალე და თან არ უნდა დაგავიწყდეთ რომ ილაპარაკოთ კონკრეტულ საკითხზე და არ გადაუხვიოთ იმ თემას, რადგან ასე უფრო გაღრმავდება და “შეასკდებით” ერთმანეთს🙂 არ არის საჭირო წარსულში მომხდარი სხვა წყენის გახსენება (შენ მაშინ ასე მითხარი, შენ ჩემი ნათქვამი არ გაითვალისწინე, შენ ისე არ მოიქეცი და ა.შ.) ეს უფრო დაძაბავს სიტუაციას და როგორც ზევით ავღნიშნე თქვენი ურთიერთობა კრახით დასრულდება…

არავინ მეკითხება (ჯერ) ამას თუ როგორი უნდა იყოს მეგობარი მეგობრისთვის. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ერთი რამ (და არა მხოლოდ ერთი) შენი მეგობარი არის ისეთივე (ინდივიდი) ადამიანი როგორიც თავად შენ ხარ. ის უშვებს შეცდომებს როგორც შენ, შენ აძლევ შენიშვნას როგორც ის, მას უყვარხარ და ზრუნავს შენზე როგორც შენ. შენ გინდა დაემსგავსო მას კარგის მხრივ?! მაშინ ასწავლე, დაანახე სხვა კუთხით რეალობა. თვისებებს რომელსაც მე გამოვყოფდი მეგობრობაში, ეს არის: გულახდილობა, პირდაპირობა, ყურადგება, კორექტულობა, პატივისცემა და რაღა თქმა უნდა სიყვარული🙂

პ.ს.
ერთს გირჩევთ, იყოთ დამთმობი და გამჭირვალე ერთმანეთის მიმართ, სათქმელი არ დაიტოვოტ და გულს ტყუილად ნუ იმძიმებთ. გიყვარდეთ ერთმანეთი, აფასებდეთ და დაფასებულები იქნებით თქვენც🙂

წარმატებები ყველას, პატივისცემით, ნოჩურა 🙂

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in სტუმრები and tagged , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to “მეგობრობა” – ჩემეული ვერსია…(ნოჩურასაგან)

  1. siyvarulovna says:

    ვახ, მალადეც ნოჩურ. მშვენიერი პოსტი გამოგსვლია.
    თანაც ჩემი სიტუაციის შესაფერისი (სუნ)
    “ხანდახან ზედმეტად კრიტიკულები ვართ ერთმანეთის მიმართ” – ის, რაც ადოს ყოველთვის წყინს :((
    უნდა გამოვსწორდე იმიტომ რომ არ მინდა მოსაბეზრებელი გახდეს ჩვენი ურთიერთობა.

  2. otad says:

    megobroba ravici me magis cota ise mjera😀 gachnia ra asakshi xar gachnia ras saqmianob,da shesabamisadac gyavs megobrebi😀
    pegbrutze davidodi gadamkvdari dzmakcebi viyavit me da saxels ar davwer…. exla kide ravici sad aris…
    shemdeg kompiuterul tamshebs vtamashobdi mandac igive davanebeb da uceb is xalxic qreba :)))
    ubani aige vigaca mogewoneba uceb axali kamanda mere uceb qreba…

    magram arebobs dzalian mcire xalxis kategoria romelic sadac ar unda waxvide da wamoxvide sul arian da arian gichirs gilxins yoveltvis…

    ravi cudad nuravin gamigebs mara chaupiqrdit tqventviton da mixvdebit rom rastanac shexeba gaq iqauri megobrebi gyavs….
    ravi uprosebs kitxet da getyvian shviloooo😀 me ro shenxela viyavi 10000 myavda mara exla shexede sul ragac 5-10 kaczea saubari xoda dae mag at kacs gaumarjos🙂 danarchenebi iyvnen gavertod ertad dro vatarot da mere PK

  3. 🙂 ნამდვილად,აფერისტები არ მინდა გვერდით მყავდეს : \

  4. Nino says:

    ”ჩვენ ხშირად გვავიწყდება ერთი რამ (და არა მხოლოდ ერთი) შენი მეგობარი არის ისეთივე (ინდივიდი) ადამიანი როგორიც თავად შენ ხარ. ის უშვებს შეცდომებს როგორც შენ, შენ აძლევ შენიშვნას როგორც ის, მას უყვარხარ და ზრუნავს შენზე როგორც შენ.”

    +1
    შეუცდომელი არავინაა!
    ——————
    არ არის აუცილებელი, რომ მეგობრებს ყველა საკითხზე ერთნაირი შეხედულება ქონდეთ.
    და ვფიქრობ, რომ თუ რაიმე საკითხში განსხვავებული აზრი აქვთ მეგობრებს მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ იმ თემებზე ნაკლებად იკამათონ! =)

  5. Pingback: გიწვევ ♥ «

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s