“ჯინ” მე თავისუფალი ვარ, ჯინ მჭირდები!


ყოველთვის მაშინ მინდება ბლოგზე შემოსვლა როცა რაღაც მაწუხებს, როცა ვერ ვხვდები რა მიჭირს.  რატომ არის ესე? ალბათ ყველაზე კარგი მეგობარი ჩემი ბლოგია, გადავუშლი გულს და მერე ვკმაყოფილდები. პოსტის დაწერით შეიძლება ხასიათიც გამომისწორდეს, მერე კი დაწერილზე  მეცინება.

ბევრს ვერთობი გართობა არ მაკლია, თითქმის ყოველდღე სხვადასხვა ხდება, მაგრამ მაინც არ ვარ კმაყოფილი და ჩემი ცხოვრება ერთფეროვნად მიმაჩნია. რა არის იმისთვის საჭირო, რომ სრულყოფილად ვიგრძნო თავი?  ხშირად მაწუხებს ეს კითხვა, სიახლეები მაინც არ კმარა. ხან ვფიქრობ რომ სიყვარული მჭირდება, ამ გრძნობაზე ყველაზე მეტად მეცინება, შეყვარებული ადო ვერ წარმომიდგენია. შეიძლება წარმომედგინოს მაგრამ მანამდე სხვა უფრო მეტად საჭირო პრობლემა/სურვილები მაქვს დასაძლევ/შესასრულებელი.

  • პირველ რიგში ფსიქოლოგიის, ტელე ოპერატორულის ან ჟურნალისტიკის (ან სამივე ერტად)  პროფესიულ დონეზე შესწავლა.
  • სტაბილური შემოსავალი
  • აქტიური სამსახური, რომელიც მეორე ეტაპს დააკმაყოფილებს (ყოველთვის მქონდა ოცნება, ისეთი დაკავებული ვყოფილიყავი სამსახურით, რომ თავისუფალი დრო არ მქონოდა)
  • ცეკვის სწავლა, მაგრამ ოდნავ თავის გაქნევის შემდეგ, თავბრუ მეხვევა და ფეხები მეხლართება.
  • გასუქება რომ ადამიანს  მოენატრება…😦  ამიტომ ვცდილობ სიგარეტი აღარ მოვწიო.
  • <კოხტა> ფრჩხილები… ფრჩხილების კვნეტასაც შევეშვი. ცოტა წამოიზარდნენ, მაგრამ ისე არა როგორც ნორმალურ ადამიანს აქვს.
  • სექსუალური  პარტნიორი (თუ შეყვარებული არა) და არა მოსაბეზრებლად ყოველ ** დღეში ახალი.😐
  • წარმატებული კარიერა, ოღონდაც ამ წინადადებაში რომ ახენებენ – ოჯახს ეგ არა.
  • საზღვარგარეთ ცხოვრება, მინიმუმ გერმანიაში.
  • ძილის მოწესრიგება. მოწესრიებაში ვგულისხმობ 12 საათზე დაძინებასა და 7 საათზე გაღვიძებას.

 

საკმაოდ ბევრი დაგროვდა, მაგრამ ამ დროისთვის ყველაზე მთავარი. კიდევ ბევრია… დანარჩენს მას მერე დავწერ როცა ამ ყველაფერს მოვაგვარებ, ანუ არასდროს.  ჯინის მოძებნა უნდა დავიწყო

(თუ ნამდვილი ვერ ვიპოვე, სადმე “ბავშვთა გასართობ ცენტრში” შევვარდები იქ ნამდვილად იქნება😉 სავარაუდოდ ჯინის კოსტუმში გამოწყობილზეც თანახმა ვარ  < ესეც ორაზროვანი წინადადება) , ის თუ მიშველის ამ (პუნქტებში ნახსენები) სურვილების ასრულებაში.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი and tagged , , . Bookmark the permalink.

11 Responses to “ჯინ” მე თავისუფალი ვარ, ჯინ მჭირდები!

  1. კახი says:

    გიშველის გიშველის მინიმუმ 7-ე პუნქტ/სურვილის ასრულებაში მაინც ყოველშემთხვევაში :D:D:D და კიდე რა მინდა გითხრა, ისეთი სურავილები არაა ესენი რომ მაინცდამაინც ჯინი სჭირდებოდეს… ცოტა მონდომება და ცოტაც იღბალი :))) თორე მე რომ სურვილები მააააქვს, ჯინი ალბთ თავს დაიბრიდავდა😀

  2. siyvarulovna says:

    იქნებ სადმე პასუხიმგებლოგის გრძნობაც მიგემატებინა.
    არ გაწყენდა!

    პ.ს ნურაფერს მიპასუხებ გამწარებული ვარ!

    • ადო says:

      პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს, მაშინ აღარ მოგწერდი და დავიკიდებდი :@

  3. ჯინი says:

    კარგი მისწრაფებები გაქვს, მომწონს შენი მიზანდასახულობა.რაც ჩამოთვალე, ყველაფერი ასრულებადია,უბრალოდ ორი რამ სჭირდება – დრო და მონდომება რომ შეძკიო შეასრულო.
    ახლა იმაზე იფიქრე, როგორ და საიდან დაიწყო.ჩემი იმედი ნუ გექნება იმ კუთხით რომ დღეს რომ დაიძინებ და ხვალ გაიღვიძებ ეს ყველაფერი შესრულებული იქნება.
    მე დაგეხმარები საჭირო რჩევებით, შენი კეთილი აგენტი ვიქნები, ალბათ ჩემი რჩევები გამოგადგება თუ რათქმაუნდა გულით მიიღებ და გაითვალისწინებ.
    ხშირად, რთულია მარტო მოქმედება, ამუშავება და სტიმული გჭირდება.სტიმულსაც გააჩნია…
    მე, ანუ ჯინი მზად ვარ დაგეხმარო და თითქმის ნებისმიერ საკითხზე სასარგებლო რჩევა მოგაწოდო.ნუ გაგიკვირდება თუ ყველაფერს ზუსტად ვერ გავარტყავ, ადამიანი ვარ და უბრალოდ ჯინი მქვია. ჯადოქარი მწვანე ჯინის ამბავი მხოლოდ ზღაპარია, ისევე როგორც ლაპლანდიელი თოვლის ბაბუას არსებობა, რომელიც ირმებით შებმულ ეტლში ზის და ჰაერში დაფრინავს🙂

    • ადო says:

      ვაჰ, ჯიინ, რა საყვარელი ხარ🙂 ვინ ხარ ნეტა? :ფიქრ:

      • ჯინი says:

        უბრალოდ ჯინი, ან საყვარელი ჯინი🙂

        ჯინის ვგავარ ისე, ოღონდ არ ვარ ლურჯი.ზევით მწვანე დამიწერია..აი ხედავ ადო? ჯინიც ცდება ხანდახან🙂

        ჯინი გიცნობს და ძალიან საყვარელი ადამიანი ხარ მისთვის! გაუკვირდა როცა უთხარი, რომ მე არავის მოვწონვარო!

        • Anonymous says:

          რა დიალოგებია,დედა რა გავაკეთო?!😀

        • ადო says:

          ჰეჰეჰე… ჩემი ეჭვები გამართლდა🙂 მაინც ხომ დაგიჭირე ვინ ხარ ჯინ :)))

        • ჯინი says:

          გამიკვირდებოდა რომ ვერ დაგეჭირე! :))

  4. chankotadze says:

    ადო, ეგ ჯინი თუ გამოჩნდეს მეც გამაგებინე რა

  5. Pingback: 2010 წლის საუკეთესო პოსტები «

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s