უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა


ცოდნის გადაცემის უპირველესი მეთოდი კაცობრიობის ისტორიაში ზეპირი გადაცემა იყო. ძველი ცივილიზებული სახელმწიფოების მეცნიერები ცდილობდნენ ინფორმაციის გადაცემას უფრო სისტემური მეთოდებით — წერილობითი სახით, რამაც პიქტოგრამების, იეროგლიფებისა და ანბანების გაჩენა გამოიწვია. ქაღალდის გაჩენამდე კი ადამიანები წერდნენ ყველაფერზე, რაც ხელთ მოხვდებოდათ — თიხის ფირფიტებზე, კედლებზე, ფოლადის ნაჭრებზე და ხის მერქანზე.

1629 წელს პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი გამოვიდა რომში. ეს იყო ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს დაიბეჭდა “სახარება”, “დავითნი”, “სამოციქულო” და “ვეფხისტყაოსანი”.

მას შემდეგ 4 საუკუნე გავიდა და ამ დროის განმავლობაში იცვლებოდა წიგნების ხასიათი და ჟანრი,  დაგროვდა უამრავი შემეცნებითი და სალიტერატურო ნაწარმოებები გამოცემული წიგნად, რამაც გამოიწვია ინტერესი თუ რომელია დღევანდელ ეპოქაში ყველაზე პოპულარული, რომლიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. შედეგად ჩამოყალიბდა ბიბლუსის და კვირის პალიტრის ერთობლივი პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ეს პროექტი საშუალებას აძლევს საზოგადოებას გამოავლინოს თავისი საყვარელი წიგნები და შევიდეს ორმოცდაათეულში, ასევე გირჩევთ თუ რომელი ნაწარმოები წაიკითხოთ.

ეს საერთაშორისო პროექტია, რომელიც უკვე არაერთხელ განხორციელდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გამოკითხვებით, სოციოლოგიური კვლევით, ექსპერტთა ანალიზით ყალიბდება ის სია, რომელიც იმ პერიოდის გემოვნებასა და წიგნიერებას ასახავს.

შერჩეული  50 წიგნი  შეუძლებელია ასახავდეს   მსოფლიო ლიტერატურის უზარმაზარ საგანძურს და ვერც ყველას  გემოვნებასა და სურვილს დააკმაყოფილებს, მაგრამ ეს ჩვენი ქვეყნის 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის საზოგადოების რჩეული 50 წიგნი იქნება, წიგნები, რომელსაც  ერთად შევარჩევთ.

პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ” არა მარტო ხელმისაწვდომ და კარგად გაფორმებულ, ხარისხიან წიგნებს სთავაზობს მკითხველს, არამედ მათ მეგზურობასაც კისრულობს ლიტერატურის უკიდეგანო სამყაროში.

რა უნდა წაიკითხო აუცილებლად? რისი გამოტოვება არ ღირს მსოფლიო  და ქართული ლიტერატურიდან? – ამ კითხვაზე პასუხს ერთდროულად რვა ათასზე მეტი კაცი გაგცემთ. მათი საერთო აზრის მიხედვით უკვე გამოიკვეთა ოცეულიც, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბავშვობიდან – მთელი ცხოვრების მანძილზე:

1. ბალზაკი “შაგრენის ტყავი”
2. ჯეკ ლონდონი “მარტინ იდენი”
3. შოთა რუსთაველი “ვეფხისტყაოსანი”
4. დიუმა “სამი მუშკეტერი”
5. შექსპირი “ჰამლეტი”
6. ჟიულ ვერნი “80000 კილომეტრი წყალქვეშ”
7. ბულგაკოვი “ოსტატი და მარგარიტა”
8. ოსკარ უაილდი “დორიან გრეის პორტრეტი”
9. დიკენსი “დავით კოპერფილდი”
10. რემარკი “ტრიუმფალური თაღი”.
11. მარკ ტვენი – “ტომ სოიერის თავგადასავალი”
12. ბეგბედერი – “99 ფრანკი”
13. სერვანტესი – “დონ კიხოტი”
14. თომას მანი – “ბუდენბროკები”
15. აკუტაგავა – ნოველები
16. ჰომეროსი – ოდისეა
17. ო’ჰენრი – მოთხრობები
18. კონსტანტინე გამსახურდია – “დიდოსტატის მარჯვენა”
19. ედგარ პო – მოთხრობები
20. დოსტოევსკი – “დანაშაული და სასჯელი” ან “ძმები კარამაზოვები”

კიდევ 30 წიგნი ელის დასახელებას…  მიიღე მონაწილეობა და დააფიქსირე საკუთარი აზრი, გახდი პროექტის მონაწილე, ხმის მიცემა შესაძლებელია ამ ბულზე, გაუზიარეთ თქვენი მოსაზრებები ფეისბუქზე, აედევნეთ ტვიტერზე და გაიგეთ ყველა სიახლე რასაც პროექტი გიმზადებთ. პროექტის მხარდამჭერი ბლოგი, სადაც განთავსებულია სრული ინფორმაცია მის შესახებ.

კარგი იქნება თუ გამოიცემა ბრაელის შრიფტითაც და საშუალებას მისცემს უსინათლოებს გაეცნონ ამ თაობის მიერ შერჩეულ წიგნებს.

გარდა ამისა ვისურვებდი ამ ჩამონათვალში რომანს „ნუ მოჰკლავ ჯაფარას”.

ჰარპერ ლი- ამერიკელი მწერალი ქალია, იგი პროფესიით იურისტია.

როგორც მწერალმა, საქვეყნოდ გაითქვა სახელი რომანით „ნუ მოჰკლავ ჯაფარას”, რომელიც, ნახევრად ბიოგრაფიული ხასიათისაა. მასში ასახულია ოცდაათიანი წლების სამხრეთის შტატის ერთ-ერთი ქალაქის – მეიკომის ცხოვრება; ამბავი გადმოცემულია მთავარი გმირის_ ექვსი წლის ჯინ ლუიზა ფინჩის პირით. ავტორი ამ გზით ცდილობს დაგვანახოს ბავშვის მიერ აღქმული სოციალური თუ რასობრივი პრობლემებისგან თავისუფალი სამყარო, სადაც ადამიიანი ფასდება ჭეშმარიტი ზნეობრივი კატეგორიებით.

 

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა

  1. kaxiii says:

    მას შემდეგ 4 საუკუნე გავიდა და ამ დროის განმავლობაში იცვლებოდა წიგნების ხასიათი და ჟანრი, დაგროვდა უამრავი შემეცნებითი და სალიტერატურო ნაწარმოებები გამოცემული წიგნად, რამაც გამოიწვია ინტერესი თუ რომელია დღევანდელ ეპოქაში ყველაზე პოპულარული, რომლიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. შედეგად ჩამოყალიბდა ბიბლუსის და კვირის პალიტრის ერთობლივი პროექტი “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ”, ეს პროექტი საშუალებას აძლევს საზოგადოებას გამოავლინოს თავისი საყვარელი წიგნები და შევიდეს ორმოცდაათეულში, ასევე გირჩევთ თუ რომელი ნაწარმოები წაიკითხოთ. ES ADGILI MOMEWONAA :))))

  2. tamaRa says:

    “ნუ მოჰკლავ ჯაფარას” მართლა კარგი წიგნია… ისე, საინტერესოა, “მექანიკური ფორთოხალი” მოხვდება ამ სიაში თუ არა?
    მე ვისურვებდი, ამ სიაში “ბიძია თომას ქოხი”–ც მენახა. ბოლოს და ბოლოს, ცოტა წიგნს მოჰყოლია ისეთი რეზონანსი, როგორიც მას თავის დროზე…

  3. myotar says:

    გურამ დოჩანაშვილი – სამოსელი პირველი
    ალბერ კამიუ – უცხო
    ანტუან დე სენტ-ეკზიუპერი – პატარა უფლისწული

    ჯერ ეს მახსენდება

  4. tata says:

    dostoevskis yvela nawarmoebi, aseve gamsaxurdias, goethe (fausti mainc..), chabua amirejibis – data tutashxia..

  5. Lord Vader says:

    კარგი იქნება თუ გამოიცემა ბრაელის შრიფტითაც და საშუალებას მისცემს უსინათლოებს გაეცნონ ამ თაობის მიერ შერჩეულ წიგნებს.

    +1!!!!!!!!!!!!

  6. sandro says:

    გურამ დოჩანაშვილი – სამოსელი პირველი es isaa rac am 50 cignshi aucileblad unda shevides tundac 50 adgilze mainc unda moxvdes am cignta shoris🙂 me chavwere chems ateulshi 1 adgilze🙂 miyvars da ra vqna

  7. GVANCA says:

    me ver vxvdebi ra aucilebelia am yveapris wakitxva?
    aranairi .uzro drois dakrgvaa. rom waikitxavT mixvdebiT

  8. eto says:

    am siashi vpiqrob aucileblad Konstantine Gamsaxurdias “Davit Agmashenebeli” unda daematos:) da saertod pirvel rigshi qartuli literaturis chamonatvali unda gaketdes. moxaruli viqnebi tu gaitvalistsinebt:) dzalian gamixarda rom internet sivrceshi arsebobs amgvari ram:)

  9. SmailikaXD says:

    გურამ დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი”, ოთარ ჭილაძის “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” და “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” : ))) და კიდევ ბევრი ბევრიიი !!! : ))) რა დაწერს : )))

  10. ♥ Summer ♥ says:

    მიხეილ ჯავახიშვილი უნდა იყოს აუცილებლად და ჭავჭავაძე, მაგრამ ესეთ პროექტების მომხრე არ ვარ. როცა მთელ მსოფლიოში ლიტერატურის ამხელა საგანძური მოიპოვება არ შეიძლება ბალზაკი მე და ვიღაცამ შოთაზე უფრო წინ დავაყენოთ, როგორც 2 წლის წინ იყო 10 ყველაზე დიდი ისტორიული პიროვნება რომ უნდა გამოევლინათ ინტერნეტით… მაგრამ რათქმაუნდა დასაფასებელია რომ გარკვეული კატეგორია ადამიანებისა ზრუნავს მოამვალ თაობებზე და წიგნიერებაზეა ორიენტირებული. რაც ბევრი იქნება ასეთი ტიპის ღონისძიება თუ რაცაა მით უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და მომავალი მკითხველებისთვისაც. შეიძლებოდა უკეთესი პროექტი მოეფიქრებინათ: მაგალითად კვირეულივით, კონკრეტულ დღეს კონკრეტული მწერალი ყოფილიყო და მისი რომელიმე რომანის ჩვენეული ხედვა და ანალიზი და ა.შ მაგრამ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეგ ყველაფერი მომავლის საქმეა და ამ პროექტის დასაწყისით იმედი მაქვს აუცი;ლებლად იქნება გაგრძელებაც, უფრო სასარგებლო და უკეთესი !🙂🙂🙂

  11. mirandulino says:

    momcons martin ideni sxvebi ara

  12. ele123456 says:

    amas unda daemetos herman heses tramalis mgele. es martlac genialuri nawarmoebia

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s