უწვეტო აზრები, სამკუთხედ მაგიდასთან


წიგნი ჩემს ცხოვრებაში, პატარა ასაკიდან შემოვიდა როცა დედა მიკითხადა ზღაპრებს ლექსებს.  კითხვა რომ ვისწავლე, ერთი სული მქონდა  როდის ჩავათავებდი წიგნს ბოლომდე. 6 წლის ვიყავი ნოდარ დუმბაძის “ლექსებით სავსე ხურჯინი” მიყიდეს, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, იმ დღისით სამჯერ გადავიკითხე ისე მომეწონა, ეს იყო ჩემი პირველი წიგნითან დაახლოების დღე.

არ დამავიწყდება ის ღამეები როცა ბებო მიკითხავდა ალექსანდრე გრინის “ალისფერ იალქნებს”  სულ მოუთმენლად ველოდი როდის განვაგრძობდით შემდეგი მოთხრობის კითხვას, ნამდვილად დიდ სიამოვნებას განვიცდიდი კითხვისას, გარდაუალია არ იფრინო ჯადოსნურ სამყაროში. კინო კადრებივით ინაცვლლებდნენ სიუჟეტები ჩემს თვალწინ. მახსოვს ვეჯიბრებოთით ხოლმე მეგობრები, ვინ რამდენ და რომელ წიგნს წაიკითხავდა. “სამი მუშკეტერი”, აგატა კრისტის დეტექტივები, “დევიდ კოპერფილდი”, სერვანტესი , “დონკიხოტი”, ნოდარ დუმბაძის შესანიშნავი ნაწარმოებები მოკლედ ვინც მეტ წიგნს წავიკითხავდიდთ ის ნამდვილად დიდი უპირატესობით გამოირჩეოდა.

ჩემი ნათქვამი დაწერილი არაფერს შეცვლის მაგრამ მაინც ვიტყვი რომ წიგნების სიყვარული ნამდვილად დამოკიდებულია აღზრდასთან, ძალიან გამიჭირდა ისეთი ადამიანების მოძებნა ვისაც ამ შეკითხვებს დავუსვამდი და მათი პასუხი დამაკმაყოფილებდა. ჩემს გარშემო უფრო მეტად ისეთი ახალგაზრდობაა რომელთანაც სექსზე უფრო თავისუფლად ილაპარაკებ ან ვის როდის აქვს ქორწილი და რატომ არ მოჰყავს 25 წლის ბიჭს ცოლი,  ვიდრე წიგნებზე. ამიტომ სულ ორად ორი მეგობრის აზრი და დამაკმაყოფილებელი პასუხის მოსმენა მომიწია. მერე რა რომ მრგვალი დიდი აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის, სამაგიეროდ სამკუთხედ მაგიდასთან უფრო კომფორტული ყოფილა უწვეტო აზრების გამოვლინება.

ქეთი: პატარა ასაკიდან კითხვა დედაჩემმა შემაყვარა, თავიდან თვითონ მიკითხავდა, მერე უკვე მე თვითონ ვკითხულობდი.  ვკითხულობ იმიტომ, რომ მაინტერესებს, იმიტომ რომ ახალს ვგებულობ, იმიტომ რომ შემდეგ წაკითხულს ვიაზრებ, ანალიზს ვუკეთებ. ეს პროცესი მსიამოვნებს. გარდა ამისა წიგნები ჩემთვის ცალკე სამყაროა, მეორე რეალობა, ასე ვთქვათ, სადაც ჩვენს რეალობაზე არანაკლებ კარგად ვგრძნობ თავს. სწორედ ეს მოაქვს კითხვას – სიამოვნება და კომფორტი. ჩემთვის თითქმის ყველა მწერალია საინტერესო, თუ მასში რამე ღირებული (ჩემთვის ღირებული, ცხადია), აზრი და იდეა დავინახე. და ისე, გამორჩეულად რომანტიკოსი მწერლები მომწონს, ალბათ ჩემი ხასიათიდან გამომდინარე. ჩემი მეგობრებისთვის ძირითადად მე17-20 საუკუნის ევროპელი მწერლებია საინტერესო და ნუ ქართული პროზა უპირობოდ. თუმცა, მაინც გააჩნია. გემოვნების ამბავია.

თაობის საკულტო წიგნები? ჰმ, ძალიან საჭოჭმანო კითხვაა. საკულტო ეს მოდური ნაწარმოებები თუ ნამდვილად ეპოქის წიგნი? ჩემი თაობა ალბათ გიჟდება პაულო კოელიოზე, ბორხესზე, მარკესზე, კაფკაზე, აკუტაგავაზე. “ალბათ” მეთქი იმიტომ დავწერე, რომ ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ. გარშემო ძირითადად ამ მწერლების შესახებ მესმის.

ჩემი თაობისთვის კითხვა მოდური არ მინდა რომ იყოს. არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვი. ჩემი აზრით, არ იყო ნაკითხი არაა ცუდი ტონი. ცუდ ტონად სხვა რამეს ჩავთვლიდი. რით განისაზღვრება მაინც ნაკითხობა? მუდამ იქნება წიგნები რომელიც დაგრჩება წაუკითხავი. მთავარია აზროვნებდეს. კი არის ჩვენი თაობისთვის ისეთი წიგნები, რომლის არ წაკითხვა ”ტეხავს” , და ისევ და ისევ მოდურობიდან გამომდინარე.

 

ნიკა: წიგნები მაშინ შემოვიდნენ, ჩემს ცხოვრებაში, როცა ჯერ კიდევ კითხვა არ ვიცოდი და გერმანულენოვანი ზღაპრების გამოცემის ილუსტრაციებს ვათვალიერებდი ხოლმე. ის წიგნი მაშინ ჩემთვის უფრო საკრალური იყო, ვიდრე რომის პაპისთვის ბიბლია. ვკითხულობ იმიტომ, რომ მსიამოვნებს. ეს არ არის მექანიკური პროცესი, როდესაც კონკრეტული მიზნისთვის კითხულობ. უფრო მედიტაციაა, ალბათ… სიამოვნებას ვიღებ. ინტელექტუალური გემრიელობაა. კითხვას არაფერი არ უნდა მოჰქონდეს. არ შეიძლება ექსპლუატატორული დამოკიდებულება გქონდეს ისეთი სულიერი რამის მიმართ, როგორიც წიგნია. მე წიგნებს შინაარსის მიხედვით ან რომელიმე ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანის რეკომენდაციით ვარჩევ. ისე, ეხლა უფრო ამერიკული ლიტერატურაა მოდური… პალანიკი, ორუელი და ა შ  და ა შ.

ცუდი ტონი არ არის წიგნის არ კითხვა ზოგადად ქართულ საზოგადოებაში. ეს მხოლოდ საზიგადიების ცალკეული ჯგუფებისთვის შეიძლება იყოს ასე. ჩემი თაობის უმეტეს ნაწილს, ,,დედა ენის” მერე სხვა წიგნი არ წაუკითხავს, აქედან გამომდინარე ალბათ „დედა ენის”  წაუკითხავობა ,,ტეხავს” მათთვის.


About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი, ჭორიკანა and tagged , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to უწვეტო აზრები, სამკუთხედ მაგიდასთან

  1. საინტერესო იყო. :)) სერვანტესი ბრჭალების გარეშე გინდოდა ალბათ დაგეწერა ;)) წარმატებები!!

  2. kevana says:

    ჰკითხე შენს გარშემო სხვებს და უარი გითხრეს თუ…

    ისე, დღეს სექსზე საუბარი ადვილია :დ :დ :დ

  3. siyvarulovna says:

    ნიკა=მწვანე ვაშლი? რაღაც მაგის საუბრის სტილს მივამგვანე.. :))
    ხო, რაც შეეხება პოსტს კაია🙂
    თუმცა უფრო ადრე რომ დაგეწყო და ბოლო მომენტისთვის არ “შემოგენახა” გაცილებით უკეთესი გამოგივიდოდა

  4. jazzmena says:

    “არც უწიგნურობა ვარგა და არც მარტო წიგნებიდან გამოხედვა”

    P.S. როგორ მეზარება წიგნების კითხვა ვერ წარმოიდგენთ, ხან ვის ვაკითხებ, ხან კიდე ვის… ხან ძალით, ხან ნებით, ხან კიდევ ქრთამით…🙂 ნუ, ესე “ხან-ხან” რამდენ”ხან”ს “გავქაჩავ” ვნახოთ…🙂😉

  5. Pingback: 2010 წლის საუკეთესო პოსტები «

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s