ლიბერთი ფიქრები


“არ დაადო ფიქრებს ბლოკი ა-share-ე შენი ბლოგი”-ო არც არასდროს დამიდია ჩემი ფიქრებისთვის ბლოკი და არც ეხლა ვაპირებ, სამსახურის გამო ხშირად ვეღარ ვწერ პოსტებს, ამიტომ გადავწყვიტე თავისუფალ დროს სამსახურში ფურცლებზე ვწერო და გადმოვიტანო ბლოგზე. სამსახურის თაობაზე ორი სიტყვით: ლიბერთი ბანკში დავიწყე მუშაობა უკვე მესამე თვეა გაყიდვების აგენტად, ლიბერთი ბანკის მოთხოვნებიდან გამომდინარე კლიენტებისთვის შესაფერის პროდუქტებზე პრეზენტაციის ჩატარება და მიყიდვა, ასევე კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება მევალება.

ძალიან მცივა, სახლში მინდა, კონდიციონერიც კი არ გვაქვს ნორმალური. ქურთუკის ჩაცმას ვოცნებობ , მაგრამ არ შეიძლება ეს ჰალსტუხი ხომ უნდა მოედოთ თვალში კლიენტებს.

კიკიტო თმის შესაღებადაა წასული, შესაბამისად მოვიწყინე. აუ როგორ მინდა სახლში ვეღარ ვუძლებ ყაყანს. იმდენი ნაცნობი შემოდის ბანკში, ყველას მოკითხვა (თავაზიანად) და მისალმება ამოვიდა ყელში. რა იციან რომ თითქმის ყველა შემოსული ადამიანი მათსავით გვესალმება და მთელი დღე ენა გვტკივა, ენა თუ დაიღალა თავის ქნევით შემოვიფარგლებით, თავიც რომ დაგვეღლება მხოლოდ ღიმილით ვაკმაყოფილებთ კლიენტებს. ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას თითქმის არ ვასრულებ, ხელფასს მაინც არ მაძლევენ და ამდენი უკმაყოფილო ადამიანს რატომ ვესაუბრო და ნერვები ვიშალო?  დაპირებულ და გამომუშავებულ თანხას რომ დამირიცხავენ ისევ ისეთი აქტიური გავხდები და ისევ რეკორდს დავამყარებ(თ) თბილისის მასშტაბით ჩვენს ფილიალში ახალი პროდუქტების გაყიდვით.

აუ კიკიტო მაინც მოვიდეს მალე😦

მენეჯერი როცა შესვენებაზე გადის რატომ იღებს ნებართვას ჩემგან ვერ ვხვდები. სერვის ცენტრის მენეჯერს  ერთი ოპერატორი უმფროსს ეძახის, მოდიან და მეკითხებიან უმფროსი შენ ხარ? მე კი გულში ვფიქრობ “მადლობა ასეთი დიდი წარმოდგენა რომ გაქვთ ჩემზე მაგრამ ჯერ-ჯერობით გაყიდვების აგენტი ვარ” (© კიკიტო).  აგერ ლია ფაჩულიაც მოვიდა, სერვის ცენტრის რისხვა, ყველა თანამშრომელი განსაკუთრებულად ექცევა, ერთხელ ქოლ ცენტრში დარეკა ჩივილით და მას შემდეგ… კიდევ გვყავს ერთი “რისხვა” რომელიც ჩემი ნაცნობია, მას შემდეგ რაც მასთან გამოლაპარაკებული დამიანახა მენეჯერმა დამოკიდებულება შეცვალა ჩემს მიმართ.

3-ის 15 წუთია, როდის გავა დრო ერთი სული მაქვს, მეძინება, თითქმის ყოველდღე ასეა, ძილი, შიმშილი, დაკოპილი სახეების ცქერა (თანამშრომლების). ძალიან შემცვალა ასეთმა სიტუაციამ. მივხვდი ადამიანი როგორც მოგექცევა შენ ორმაგად უარესად უნდა ენაგლო. მთავარი არაა ადამიანს სიკეთე გაუკეთო, მთავარია დააყვედრებ და მიაძახებ თუ არა სიკეთის ჟამს, ან როგორ გააგრძელებ მასთან ურთიერთობას. ურთიერთობაში მინდოდა მეგულისხმა ის პერიოდი სანამ ერთად მუშაობას დავიწყებდით.

თურმე ნაცნობთან თანამშრომლობა ყველაზე რთული ყოფილა, განსაკუთრებით ისეთთან თუ ამ ადამიანს ცვალებადი ხასიათი აქვს. მეგობარი რომელიც ზემოდან გიყურებს იმის გამო, რომ ის ოპერატორია და შენ გაყიდვების აგენტი, თითქმის ერთი და იმავე უფლებები გვაქვს, მაგრამ თავისი ხასიათის გამო მზღუდავს, უნდა თავისი თავის წარმოჩენა და იმის შეხსენება რომ მისი მოყვანილი ხარ, უკაცრავად მაგრამ მას როგორც მეგობრად აღარ აღვიქვამ და როგორც ზემოთ ვახსენე ორმაგად ვზღუდავ ჩემთან ურთიერთობისას ვიდრე ის. ვიცი რომ ვართულებ მდგომარეობას, მაგრამ უკეთესად ვგრძნობ თავს. მირჩევნია მთელი დღე მუნჯივით ვიჯდე და არ გამოველაპარაკო ვიდრე უხეში პასუხი მივიღო მისგან. ძალიან რთული ყოფილა ეგოისტ და ჯიუტ ადამიანთან ურთიერთობა, ყველაფრის გამო დადანაშაულება და შეცდომაში შეყვანა თავისი უაზრო ხასიათის გამო. მეჯავრები დროებით, იმედია გამოასწორებ თუ არა და უფრო შემჯავრდები ♥

ლიბერთი ბანკი/2011/25 თებერვალი/პარასკევი/ 1 საათი

Ado Doodlez

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to ლიბერთი ფიქრები

  1. Mari says:

    მუდამ წუწუნა ადო. როდის უნდა გეშველოს ნეტავ?

  2. siyvarulovna says:

    თუ ხელფასი არ გაქვს 3 თვე ამ გაგაძლებინათ? :ოო

    ის მეგობარი რომელიც ჯუჯღუნებს რომელმაც მიგიყვანათ ლიკაა?? კიკის ნათესავი

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s