შოუები საქართველოში sucks!


კიდვ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში შოუს მოსაგებად, ან ლტოლვილი უნდა იყო, ან კოჭლი, ან ბრმა, ან პარტიოტული სიმღერა შეასრულო, ანდაც სამივე ერთად.
ჯერ იყო და ჯეობარში ყველაზე სათნო, გაჭირვებული, ლტოლვილი ან “პახაბნი” იმარჯვებდა. ჯეოსტარშიც იგივე, ლტოლვილი, საყვარელი, სათნო, ან უწი პუწი ჟიურის რჩეული.
ერთადერთი ყველაზე რეიტინგული შოუ დარჩა ქართულ ტელესივრცეში, რომელსაც როგორც შარშან იგივეს გამეორებას ვუწინასწარმეტყველებ. შოუ დამყარებულია ნიჭზე არ აქვს მნიშვნელობა სიმღერა იქნება ცეკვა, ძალის დემონსტრირება თუ ჟონგლიორობა. მაგრამ ეს უკანასკნელი გადაცემაც ჯეოსტარად აქციეს, ბანალური ფინალისტებით. იურმალა უფროა ვიდრე სანახაობრივად გამართული ტელე-შოუ.

განა წეღან არ ვთქვი, რომ სიმღერაც დასაშვებია მეთქი? ჰო მართალია,  თანაც ქართველების უმრავლესობას სიმღერის გარდა სხვა ნიჭი არ გვაქვს და სხვა რა დაგვრჩენია, 30% დევნილია დახმარება სჭირდება… ჰოდა სულ ესაა, ჩავწეროთ “რიმტირი-რიმტირი” სიმღერა, ბრბოს გულს ავუჩუყებთ, ესემესებს მივიღებთ და შოუც მოგებულია (ვაშაააა).  შოუს რომ მოვიგებ შემდეგ რა? არაფერი, მთავარია შოუ მოიგო და ყველას ახსოვდე, მაქსიმუმ 10 დღით. “საფილარმონიე სიმღერის” გამო, დაგპატიჟებენ ქორწილებში, დაბადების დღეებზე, თამადასთან ერთად რამოდენიმე “საფილარმონიე სიმღერას”  შეასრულებ, ერიც კმაყოფილია, სტუმრებიც და რაღა თქმა უნდა თქვენც (იეაჰ). ჰო გამომრჩა, ასე “წარმატებულად” გაგრძელდება თქვენი ცხოვრება.

გული მწყდება, განა იმაზე ბრბოს დამსახურებით რომ იმარჯვებენ. არა. გული იმაზე მწყდება, ნამდვილად ნიჭიერი მონაწილეები ფინალის მიღმა რჩებიან, გამარჯვება ხომ ზედმეტია…
იცით ყველაზე გასაკვირი რა არის? თვითონ შოუს შემოქმედებითი ჯგუფიც მორგებულია ბრბოზე, ბრბოზე ვისგანაც შემოსავალი აქვთ და მეტად გაყიდვად პროდუქტს ჰქმნიან. როგორი უნდა იყოს ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი? პასუხი მარტივია, ისევ და ისევ ბრბოზე მორგებული.

ჰო კიდევ ერთი, ხალხს ყურადღების გამახვილება აღარ სჭირდება, რომ კონკურსანტი უბედურებაში და გაჭირვებაშია გაზრდილი, ისედაც იციან, თქვენ კი უმძაფრებთ შებრალების გრძნობას (ზედმეტად აფიშირებთ), ამარჯვებინებთ საცოდავ სათნო და დაჩაგრულ ადამიანებს.

ისღა დაგვრჩენია, ლტოლვილობის მოწმობა ავიღოთ და დავირაზმოთ ნიჭიერში!
და ბოლოს, ბონუსად, გუშინდელი გადაცემის ჩემთვის ფავორიტი კონკურსანტები, რა აზრი აქვს მაგრამ მაინც:

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი, ჭორიკანა and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to შოუები საქართველოში sucks!

  1. kaxiii says:

    მომეწონა და გეთანხმები რომ თუ სცენაზე პატრიოტულ სიმღერას იმღერებ და ერთ-ორ მაყურებელ გულს აუჩუყებ რომელსაც მთელი საქართველო დაინახავს მის თვალებზე ცრემლს ე.ი კარგი მომღერალია და გამარჯვებას იმსახურებს ხოლო მეორე ვინც მხოლოდ და მხოლოდ (მათი თქმით) ბარძაყს ათამაშებს, ცეკვავს დახვეწილი და ნავარჯიშევი პალსტიკით რომელსაც დიდი მუშაობა ჭორდება სწორედ მათ ტოვებენ ფინალის მიღმა. მიხარია შენი გამოცოცხლება და კიდევ ის რომ ჩემი რჩევა გაითვალისწინე კონკურსანტების სურათებთან დაკავშირებით.

  2. NinucaElectro says:

    “გული იმაზე მწყდება, ნამდვილად ნიჭიერი მონაწილეები ფინალის მიღმა რჩებიან, გამარჯვება ხომ ზედმეტია…”

    მართალია.. მხოლოდ სიმღერა, ცეკვა და მაქსიმუმ “მაიმუნობის” ნომრები. და მართლა ორიგინალური და განსხვავებული, “არაქართული” ნომრები რატომღაც არავის მოსწონს და შოუს ფორმატიც ხომ შენი თქმის არ იყოს ბრბოზეა მორგებული.
    არაფერი არ გვეშველება ჩვენ!

  3. misanthrope says:

    ხო ეგ მართალია

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s