ევროვიზია 2011 SOON


    ახლოვდება ის დღე რომელსაც ყოველწელს სიხარულით ველი, ჩემსა და ტელევიზორს შორის კავშირი ამ დღეს ხანგრძლივად მყარდება, 2 ან 3 საათი არ ვაშორებ ეკრანს თვალს. თუმცაღა წინა წელს ინტერნეტით ვუყურებდი და იმდენად შევედი როლში, ჩემი facebook-ის “ვოლი” საგულშემატკივრო ფრაზებით გადაიჭედა, როცა ლაივის დროს მათ საიტზე ვტოვებდი, საიტზე სადაც მილიონობით ადამიანი ადევნებს თვალს ევროვიზიის კულისებს. ჰო, ევროვიზიაზე მაქვს “გაჭედილი”. მართალია ყოველ წელს გამარჯვების იმედი მაქვს, მაგრამ მოგეხსენებათ ფარსით ვამთავრებთ. დღეს ევროვიზიის ბლოგზე საქართველოს შესახებ დაიწერა შთაბეჭდილებები საკონკურსო ნომრისა და “ვილქამ ფართის” შესახებ, აღიარეს როგორც შთამბეჭდავ მოვლენად. წელს ორმაგი შემართებით ვარ განწყობილი რადგან მშვენიერი ჯგუფი წარადგენს საქართველოს. ჯგუფი Eldrine:

  თუ გსურთ ევროვიზიის სიახლეების გაცნობა შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს და სიახლეები გამოიწეროთ მეილზე, ან კულისებში შეიხედოთ პირდაპირი ეთერის დროს (ლაივის ნახვა შესაძლებელია ამავე საიტზე).

  ყოველ წელს გუგლი დეიდა პროგნოზირებად გვერდს ჰქმნის სადაც ყველა მონაწილის წინასწარი შედეგები იდება, თუ რომელი ქვეყანა რომელ ადგილს დაიკავებს.

დიუსელდოლფის არენა, რეპეტიცია, ჯგუფი Eldrine

გასაკვირია, რომ გერმანიამ საკუთარი ქვეყნის სახელით როგორც შარშან ლენა მაიერი წარადგინა.

შარშანდელი პოსტები რომლებიც ჩემს ბლოგზე დაიწერა:

Lena Meyer ეროტიული სცენები

eurovision 2010

Madcon – Glow ევროვიზიაზე

ევროვიზია გაიმართება გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში:

10 მაისი (ნახევარფინალი)

12 მაისი (ნახევარფინალი)

14 მაისი (ფინალი)

დიუსელდორფი

  ქალაქი მდინარე რაინის აღმოსავლეთ სანაპიროსთან, დანიისა და ბელგიის საზღვრებთან ახლოს მდებარეობს. დიუსელდორფში მოსახლეობის რაოდენობა 600,000–ს შეადგენს.

  დიუსელდორფში განვითარებულია სარეკლამო და მოდის ინდუსტრია, ქალაქი ცნობილია ხელოვნების აკადემიებითა და მუზეუმებით. აქ მდებარეობს უამრავი რესტორანი და ბარი, სადაც გერმანული ლუდის ბრენდების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

  დიუსელდორფის საერთაშორისო აეროპორტი თავისი მნიშვნელობით ევროპაში ერთ–ერთი უმთავრესი პუნქტია. დიუსელდორფის ტელევიზიის კოშკზე მთელ მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრონული საათია განთავსებული.

არენა

  რიგით 56 – ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ფორტუნა დიუსელდორფის არენაზე გაიმართება. ნაგებობა 2002 – 2004 წლებში აშენდა და 54 400 მაყურებელს იტევს.

  ფორტუნა დიუსელდორფის არენა ერთ–ერთ ყველაზე კეთილმოწყობილ და თანამედროვე კომპლექსს წარმოადგენს. აქ კონცერტები გამართეს ისეთმა მეგავარსკვლავებმა და პოპულარულმა ჯგუფებმა, როგორებიც არიან: ბონ ჯოვი, ბრიუს სპრინგსტინი, ფილ კოლინსი, მადონა, „დეპეშ მოდი“, „როლინგ სტოუნსი“, „ჯენესისი“ და ა.შ.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in ჭორიკანა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ევროვიზია 2011 SOON

  1. სოფო says:

    მეც მოუთმენლად ველოდები, საქართველოს მერე დანიას ვგულშემატკივრობ, თანაც ისე, რომ იმათი სიმღერა ტელეფონის ზარზე მიყენია🙂

  2. kevana says:

    ვნახოთ აბა.. მე სოლისტი არ მომწონს ელდრინის, არ უნდა შეეცვალათ🙂 იმჰო

    • ადო says:

      გეტანხმები, მაგრამ გუგლის მონაცემებით ბოლო ადგილზე ვართ :user:

      • kevana says:

        რა გუგლი, იუთუბის მიხედვით მეორეზე ვართ🙂
        დაიცა ეხლა ფორუმზე შევალ და ვნახავ სად ვართ🙂

  3. kevana says:

    არ აჯამებ? თუ 14ს ელოდები? მიდი რა შენებური განხილვა გამოუშვი🙂

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s