არ მოგყავს ცოლი/არ თხოვდები?


დედას, მამას, ნათესავებს, “მეგობრებს” და მეზობლებს…

40 წუთის შემდეგ გადავწყვიტე ბლოგზე შემოსვლა და New Post-ზე დაწკაპუნება…

გამარჯობა, მე ვარ ადო და ცოლი მომყავს, აი ასე, პირდაპირი გაგებით, მე ცოლი მომყავს, არანაირი ბრჭყალები და მოწყენილი მძიმეები. თუ გაინტერესებს როგორ გამოვიყურები მიხილე  facebook-ზე

შენც ჩემსავით გიჩიჩქნიან ტვინს, საფეთქელი გიხტუნავს (სიცხე რომ გამოვრიცხოთ) სიმწრისგან და ამ შეკითხვის დროს იბნევი? ან ყველას ერთსა და იმავეს (ბანალურს)  პასუხობ, რომ ჯერ სტაბილური სამსახური უნდა იპოვო და იყო უზრუნველყოფილი? ან იქნებ ჩემსავით ცომი გირჩევნია ცოლს ?

მაშინ მოდი ერთად დავსახოთ გეგმა და როცა დიალოგის დროს შეკითხვების ბანალურობა პიკს მიაღწევს და გკითხავენ “ცოლი არ მოგყავს? ან _  არ თხოვდები?”,  ერთად გავცეთ პასუხი…

ამას წინათ, მეგობარმა მთხოვა სტუმრად მივსულიყავი, აბა თუ გამოიცნობთ რაზე გვქონდა საუბრი 3 საათის განმავლობაში?  მართალი ხარ, 3 საათი ვუხსნიდი მეგობარს თუ რატომ არ მინდა ცოლის მოყვანა და რატომ მირჩევნია ცომი ცოლს (რა თქმა უნდა შელამაზებულად). ბოლოს, მაგალითად თავისი შეყვარებული მოიყვანა, ისიც ჩემს დღეში ყოფილა და ახლა უზომოდ უყვართ ერთმანეთი და დაოჯახებას აპირებენ.

ჰო, მართლა, ლამის გამომრჩა, სახლის კარის გაღება და კიბეზე ჩასვლა/ამოსვლის სურვილიც დამიკარგეს, ოჯახი არ გყოფნისო და მეზობლების პირველივე შეკითხვაა: ცოლი?.  განა სულ 2 თვის წინ არ დაოჯახდა მისი შვილი? ა, გასაგებია ჩემს ზემოთ უნდა აიწიოს ამ სტატუსის გამო…

ახლა კი სჯობს ჩამოვაყალიბო მიზეზები თუ რატომ ვერიდები ცოლის მოყვანას:

  • არ მინდა ოჯახში მთავარ ამპლუაში ყოფნა.
  • ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ცოლს ცომი მირჩევნია.
  • სახლში ორი ოჯახი ვცხოვრობთ. I მე დედა და მამა, II ჩემი ძმა მეუღლე და მათი ქალიშვილი.
  • “თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო”?  არც გული გულობს და არც ქადა მაქვს რომ ვჭამო.
  • ჯერ 21 წლის ვარ.
  • არ მევასება ბებიის არჩეული ლეღვის ნახარშით გარუჯული, სახეზე გაჯ წასმული და მწვანე “წენით” შეღებილი გოგოშკები.
  • საერთოდაც უწიპუწი გოგოშკები არ მევასება, ა, უი თუ გოგოები არ მომწონს?
მიზნის დასახვა:
  • თავად უნდა გავთხოვდე… იიიშ…
  • ან  მოვიყვანო რომელიმე დაქალი ცოლად ^^ ისეთი რომელსაც ტვინს იმასუშვრებიან გათხოვდიო. (კიკიტოს აღარ განვიხილავ)
  • შეკითხვაზე ვპასუხობ შეკითხვით: რა შენი საქმეა? და ვითრევ დედამოდღნულ დიალოგში…
  • კიბეებზე ავრბივარ/ჩავრბივარ ისე რომ სახეზეც არ ვუყურებ ვინ მხვდება. (სიბრმავეს დავაბრალებ)
  • უფრო დიდ საყურეს ვყიდულობ, ტატუს არ მოვიშორებ (მერე რა, სამსახურის ძიებაში ხელს მიშლის)
  • მომყავს ცოლი, თუ მხოლოდ ერთად ვიცხოვრებთ და მხოლოდ ეს საერთო გვექნება, ვალდებულებების გარეშე.
რჩევა: შეკითხვაზე არასდროს უპასუხოთ “იმიტომ, რა ვიცი…”  მათ ფანტაზიას დიდი გასაქანი აქვს. 
კიდევ ერთი საყუარელეე შეკითხვა მახსენდება ხოლმე, ასეთ ხალხზე და არავინ გაბედოს მკითხოს:  ადო, შენ კარგ გოგოებს იცნობ და დამაჯახე/გამაცანი, ტელეფონის ნომერი მომეცი. იჰაააა, სჯობს დამასკდე აგერ ^_^

დასასრულს კი, ვინმეს თუ ცოლობის სურვილი გაგიჩნდათ, აკმაყოფილებთ და წაკითხული გაქვთ მეგობრობაზე პოსტი, შეგიძლიათ კომენტარებში შემეხმიანოთ. თუ საჯარო განხილვად არ გინდა რომ იქცეს მაშინ მეილზე- a.berikelashvili@gmail.com  მომწერე(თ)

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

33 Responses to არ მოგყავს ცოლი/არ თხოვდები?

  1. ილო says:

    მე 24 წლის ვარ, სტაბილური სამსახურიც მაქვს თავის სტაბილური შემოსავალით🙂 მაგრამ უცოლო და შენი არ იყოს არც მე მეჩქარება სადმე🙂
    საშინელებაა ვერ ვიტან, ყველგან ერთი და იგივეს მეკითხებიან ,,ჰა ცოლი არ მოგყავს?”
    და ვაბშე საშინელება – მთელს ჩემს ჯიშში და ჯილაგში ერთადერთი გვარის გამგრძელებელი ვარ! ეხლა წარმოიდგინე რა დღეში ვიქნები😦

    • ადო says:

      ლოოლ, ჩემი სიძეც გვარის გამგრძელებელია, 11 წელია ჩემი და ცოლად ჰყავს და 3 ქალიშვილი, იმან რაღა ქნას? თლა დაბერდა კაცი ამასობაში :დ
      ანუ გვარის გაგრძელების გამო ცოლის მოყვანას თუ დააპირებ შემზადებული უნდა იყო, რომ შეიძლება 3 ან 4 გოგო გეყოლოს :დ

      P.S უცოლობის მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ ცოლს ცომი მირჩევნია, ცომს კი “ქაბაბი” :))

  2. ილო says:

    შენადა ბიჭის გაჩენას შეძლებ?
    ცოლად ხომ არ მომეყვანე ბარემ?😀

    • ადო says:

      აჰმ… ეს კომენტარი თავიდანვე ამ შემოთავაზებას გულისხმობდა? წამოდი აბა PM-ში გავაგრძელოთ დიალოგი🙂 :დ

  3. კახი says:

    ეგ მეზობელი მე ხომ არ ვარ ბლიად :დ

  4. Di@ says:

    ისა, მთავარი მიზეზი დაწერე, რატომ გირჩევნია ცოლს ცომი, თორე ცოლმა ცომის მომზადებაც იცის და ორივე გექნებოდა/გეყოლებოდა :დ

    • ადო says:

      ეს პოსტი თუ წაიკითხეს და მთავარ მიზეზს ვერ მიხვდნენ მაშინ პირდაპირი ნათქვამიც არ უშველის მაგათ.

  5. michael says:

    მარადიული პრობლემა გურჯისტანში…
    მეც ხშირად ვხვდები ცოტა გაოცებულ გაურკვეველ სახეებს როცა ამ კითხვაზე ვპასუხობ უბრალოდ “კი მაგრამ აუცილებელია?”

    • ადო says:

      კარგია თუ მხოლოდ გა20ებული სახეები აქვთ და არ გეტლიკინებიან. აი, ჩემ შემთხვევაში არ სჯერდებიან სახის მიმიკების თამაშს და უდიერად ძვრებიან ინტიმურ ცხოვრებაში.

      • michael says:

        ზოგი დარიგებებსაც იძლევა, შენხელა რომ ვიყავი წვრილშვილი მყავდაო, მიდი რაღას ელოდებიო, ზოგი კითხულობს რატომ არ გინდაო გურჯისტანში უმეტესობას საერთოდ არ ესმის როგორ შეიძლება ამ საკითხზე გქონდეს სხვანაირი დამოკიდებულება.

  6. Anonymous says:

    :D:D:D Supeeer😀

  7. Lanka says:

    მე ჯერ არ მიბურღავენ ტვინს, ეტყობა ჯერ მაინც პატარად მთლიან :)) ანდაც არ მყავს ეგეთი ხალხი :)) რა კაია :))

  8. კიწი says:

    კარგი იყო : )

  9. Barbare says:

    :D:D:D dzn bevri vixalise shens postzeee:D:D:D neta yvela bichi eget dgeshiaaa? (dainteresebuli smaili) :)))

  10. kevana says:

    ვაიმე შვილო რა დღეში ხარ : (

  11. ახლა დავაკვირდი შენს ბლოგზე მარჯვენა საიდ-ბარს, საყურე არ მახსოვდა და პოსტსი კი გაქვს ნახსენები😉 ჰოდა ახლა აქედან დასკვნა გამოიტანე და დაუკავშირე, რატომ გიბურღავენ ტვინს😉😀

    არ მოიყვანო ცოლი😉

  12. mzime) says:

    vaa 21-io. რა დროს შენი ცოლია…

  13. აუ ეს კოენტარები უკუღმა რატომ გაქვს დალაგებული? ახლებია ზემოთ, დავიტანჯე.

  14. Mr. Nomad says:

    დღეიდან მეზობლებმა რომ გკითხონ “ადო, არ თხოვდები?”–ო, რას იზამ მერე? :დ

    • ადო says:

      ამ შეკითხვაზეც ვუპასუხებ “რა შენი საქმეა?”
      ან გავუცინებ და თვალს ჩავუკრავ :დ

      • Mr. Nomad says:

        თვალის ჩაკვრა ცუდად არ მიიღონ :დ

        მე მაგ კითხვას ყოველთვის ღადაობით ვპასუხობ ხოლმე, როგორ სერიოზულადაც უნდა მკითხონ🙂

  15. ჰმ… ადოოო… ცოლი არ მოგყავს?! :D:D:D:D

  16. Pingback: შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი «

  17. ნოლა :> says:

    გოგო 16-ის ხარ უკვე და როდისღა უნდა გათხოვდე? :O << სოფელში აღარ ჩავალ მე:|

  18. ჩემი ნათესავები და მეზობელები მძულს უკვე მაგ შეკითხვის გამო
    ხოდა ეხლა იმათაც შემიძულეს იმიტომ რომ მარტივი პასუხი მოვიფიქრე რა შენი საქმეა მე როდის გავთხოვდები

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s