სექსუალური ცხოვრებისთვის საჭირო ლექსიკონი


1 წელი და 3 თვეა რაც ბლოგი შევქმენი, ამ დროის განმავლობაში ყველაზე რეიტინგული სერჩ სიტყვებია: სექსი, ორგაზმი, მინეტი, რა არის სექსი? (ამ ინფორმაციის ძიებით 5047 ადამიანი მოხვდა ჩემს ბლოგზე და უკმაყოფილოდ დაუბრუნდა ჰოუმ ფეიჯს). შეძლებისდაგვარად, გადავწყვიტე შემეკოწიწებინა (ერთად მომეყარა თავი) მასალა, რომელიც ვისთვის ამომწურავ და ვისთვის უინტერესო ინფორმაციას შეიცავდა.  მოძიებული მასალის შესწორებას, გაფერადებას დიდი დრო დავახარჯე. მოკლედ, აქამდე შემოსული ვიზიტორის ცნობისმოყვარეობას თუ არ აკმაყოფილებდა პოსტში ნახსენები მაგალითად სიტყვა “ლუბრიკანტი” ახლა შეგიძლიათ გაეცნოთ ამ სიტყვების განმარტებას. თუ რაიმეს ჩასწორებას ან დამატებას მირჩევთ მადლობელი დაგრჩებით ^_^

სქესობრივი აქტი ან უბრალოდ სექსი — გენიტალური კონტაქტი ორ პერსონას შორის სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილებისთვის ან გამრავლების მიზნით. ადამიანთა გრძნობები შეიძლება იყოს ჰეტეროსექსუალური (საწინააღმდეგო სქესისადმი ლტოლვა), ჰომოსექსუალური (თავისივე სქესისადმი ლტოლვა), ან ბისექსუალური (ორივე სქესისადმი ლტოლვა). სექსი სიამოვნებაა, რომელიც ყველას ესაჭიროება და აუცილებელია. როდესაც პროცესში ჩართულთა მოთხოვნილება კმაყოფილდება, ზრუნავენ ერთმანეთის სიამოვნებისთვის და პარტნიორები განიცდიან თანაბარ ორგაზმს.

ინცესტი — სისხლთა შერევა, სქესობრივი კავშირი სისხლით ნათესავებს შორის (მშობლებსა და შვილებს შორის, ძმებსა და დებს შორის).

ორგაზმი, სექსუალური კლიმაქსი დასასრული, რომელიც უკავშირდება სექსუალური რეაქციის, პასუხის ციკლს. ის შეიძლება გამოცდილი იყოს როგორც მამაკაცის ასევე ქალის მიერ. ორგაზმი რამდენიმე წამიანი ფსიქო-ემოციური და ამავე დროს ფიზიკური სიამოვნებაა. როგორც წესი ორგაზმით გვირგვინდება სექსუალური აქტი. თუმცაღა სექსუალური აქტის გარდა იგი შეიძლება განვიცადოთ: მასტურბაციის დროს, სხეულის ეროგენული ადგილების გაღიზიანებით და აგრეთვე ძილის მომენტში ეროტიკული სიზმრის ნახვის შემთხვევაში.

მასტურბაცია — სქესობრივი ლტოლვის დაკმაყოფილების ფორმა, საკუთარი ეროგენული ზონების გაღიზიანების გზით; იგულისხმება ძირითადად, ე. წ. უდავო ეროგენული ზონები, რომელთა რიცხვს განეკუთვნება გენიტალიები (სასქესო ორგანოები).

კიბერსექსი ანუ კომპიუტერული სექსი არის ვირტუალური სქესობრივი აქტის ერთ-ერთი სახე, რომელშიც ერთმანეთთან კომპიუტერული ქსელის საშუალებით დაკავშირებული, სივრცობრივად დაშორებული ორი ან მეტი ადამიანი ერთმანეთს სექსუალურად გულახდილ შეტყობინებებს უგზავნის. ეს როლების თამაშის ერთგვარი ფორმაა, რომლის მონაწილენიც თავს ირწმუნებენ, რომ მათ ნამდვილი სექსი აქვთ. წერილობითი ფორმით კითხვა-პასუხი, მათი გრძნობების და ფანტაზიების გამძაფრებაზეა გათვლილი. კიბერსექსი ზოგჯერ რეალურ მასტურბაციასაც გულისხმობს. ნებისმიერმა ჩეთის მომხმარებელმა შეიძლება უცბად მიიღოს შეტყობინება, მაგალითად: „დავანძრიოთ?“, „ვირტუალი გინდა?“

ანალური სექსი — სქესობრივი აქტი, როდესაც პენისი შედის ანალურ ხვრელში. ანალური სექსი ადამიანის განვითარების უკვე ადრეულ ეტაპზე გვხვდება. ანალურ სექსს ძირითადად იყენებენ ვაგინალური სექსის შეუძლებლობის ან სურვილის არქონის შემთხვევაში (მენსტრუაცია, ფეხმძიმობა, ფეხმძიმობის შიში, მშობიარობის შემდგომი პერიოდი, დაავადება ან საშოს განვითარების მანკი, ქალწულობის შენარჩუნების სურვილი და სხვა), აგრეთვე, სექსუალური შეგრძნებებისა და ჰორიზონტების გაფართოება. ანალური სექსი მამაკაც ჰომოსექსუალებშია გავრცელებული.

ორალური სექსი — სქესობრივი აქტი, რომელშიც სქესობრივი აღგზნება ან/და დაკმაყოფილება ხდება პარტნიორის სასქესო ორგანოების პირით ან ენით ფერებით. ორალური სექსის განსაკუთრებულ სახეობად შესაძლებელია ანალინგუსის განხილვა.

მინეტი — ორალური სექსის კრებითი სახელია, როდესაც სასქესო ორგანო აღიგზნება პირით, ენით, კბილებით ან ყელით.

  • ფელიაცია — ორალური სექსის ფორმა, როდესაც კოცნით, ლოკვით, კბენით ან წოწვნით პენისი ან სათესლე ჯირკვლები აღიგზნება. როგორც წესი, მეტი ყურადღება პენისის თავს ეთმობა ხოლმე. დამატებითი სტიმულაციის სახით, პენისზე ხელით (ხელებით) ასვლა-ჩასვლითი სახის მოძრაობას აკეთებენ.
  • ირუმაცია — ორალური სექსის ფორმა, ფელიაციისგან განსხვავებით, პენისის დამოუკიდებელი ფრიქციები პირის ღრუში. მიმღები პარტნიორი პასიური რჩება. ირუმაციის განსაკუთრებულ ფორმად “ღრმა მინეტის” სახეობას განიხილავენ (ინგლ. Deep Throat), რომელიც პენისის ფრიქციას მხოლოდ და მხოლოდ ყელში (ხახაში) ითვალისწინებს.
  • გუნდაობა — ითვალისწინებს პირის ღრუში ეაკულაციას სპერმის შემდგომ პარტნიორ(ებ)ისთვის გადაცემით კოცნის, ჩაფურთხების ან ჩაწვეთების გზით. ნერწყვთან შერევით სპერმა ქაფდება და მოცულობაში მატულობს. ეს ტექნიკა ხშირად გამოიყენება პორნოში, მაგრამ, რეალურ ცხოვრებაში ნაკლებად.
  • ავტოფელიაცია— სექსის ეს სახეობა განხილული უნდა იყოს, როგორც მასტურბაციის ერთ-ერთი ფორმა. ავტოფელიაცია საკუთარი პენისის წოწვნას, კბენას ან ლოკვას ითვალისწინებს. ამ სახეობას მხოლოდ მოქნილი ან ძალიან გრძელი ასოს მქონე მამაკაცები იყენებენ.

კუნილინგუსი — ორალური სექსის ნაირსახეობა, ქალის სექსუალური აღგზნება კლიტორზე და ვულვაზე ტუჩების, ენის ან კბილების ზემოქმედების საშუალებით. კუნილინგუსის ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმაა – კლიტორის კოცნა, წოვა, ლოკვა ან მსუბუქი კბენა, რასაც შესაძლებელია თან სდევდეს ვაგინაში შეყვანილი თითების წინ და უკან მოძრაობა.

იმის მიუხედავად, რომ პრაქტიკულად ყველა ქალისთვის სხეულის ყველაზე უფრო ეროტიულად მგრძნობიარე ნაწილს წარმოადგენს კლიტორი, ის შეიძლება არც ისე მგრძნობიარე აღმოჩნდეს ნაზი სტიმულაციისადმი, განსაკუთრებით აღგზნების საწყის სტადიებზე. სექსის ზოგიერთი სახელმძღვანელო იძლევა რეკომენდაციას, რომ კუნილინგუსი უნდა დაიწყოს სასქესო ტუჩების და მთლიანად გენიტალიების ნელი და ნაზი ალერსით. ამისთვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას ენის წვერი, წინა ან ქვედა ნაწილი, აგრეთვე ცხვირი, ნიკაპი და ტუჩები, მოძრაობები შესაძლებელია იყოს ნელი ან სწრაფი, ერთგვაროვანი ან ქაოტური, ხისტი ან ნაზი, რაც დამოკიდებულია პარტნიორების გემოვნებაზე. შეიძლება აგრეთვე გასწორებული ან მოძრავი ენის ვაგინაში შეყვანა.

ფეტიში –  ისეთი რამ, რაც ბრმად სწამთ, რასაც ეთაყვანებიან, აღმერთებენ. ადამიანების უმეტესობა ვერ ასახელებს რა არის მისი ფეტიში, თუმცა კარგად თუ დავფიქრდებით აუცილებლად გაგვახსენდება პატარა დეტალები , რომელიც ძლიერ აღგზნებას იწვევს ჩვენში. ფეტიში ეს არის აუხსნელი და ზოგიერთ შემთხვევაში ”ავადმყოფური” დამოკიდებულება რაღაც ობიექტსა თუ სხეულის ნაწილზე. ავადმყოფური იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გაქვთ თქვენ სექსი თუ მასტურბირებთ, თქვენი ფეტიშ ობიექტი აუცილებლად გაქვთ წარმოდგენაში (წარმოსახვაში) და ფიქრობთ მასზე. არსებობს ტერფისა და ფეხის თითების ფეტიში, გათელვის, ლატექსისა და ტყავის, უნიფორმის და სხვადასხვა საკვების ფეტიში.

სომნიოფილია – ან მძინარა მზეთუნახავის სინდრომი არის პარაფილია, სადაც სექსუალური აღგზნება ან/და ორგაზმი მიიღწევა, როდესაც ადამიანი უეცრად შევარდება და ეროტიული ალერსით გააღვიძებს მძინარე უცნობს, მაგრამ არა ძალის გამოყენებით. თვით თვალის ხამხამმა გაღვიძებისას შეიძლება გამოიწვიოს აღგზნება. სომნოფილია შეიძლება ასევე გულისხმობდეს სექსის ქონას მძინარე პარტნიორთან ან ხახუნს მძინარის სხეულზე ინტიმური ნაწილით, ან ხელებით

ვუაიერიზმი იგივე ვიზიონიზმი არის სექსუალური აღზნებადობის ფორმა, როდესაც ადამიანი სექსუალურკმაყოფილებას იღებს სხვა ადამიანთა სექსის აქტის, ადამიანის გახდის ან და სხვა სახის ინტიმური ქმედების თვალთვალისას. ვუაიერიზმის სახეაპორნოგრაფიული ჟურნალებისა თუ ვიდეოების ყურება. ვუაიერისტი არის ადამიანი, რომელიც ამ საქმით კავდება. ვუაერიზმი ძირითადან გულისხმობს ადამიანთა ფარულად თვალთვალს.

პრეზერვატივი იგივე კონდომი – საშუალება ვენერული სენისაგან ან ორსულობისაგან დასაცავად, ელასტიური პლასტიკი რომელიც ერგება პენისს.

ფემიდომი – “ქალის პრეზერვატივი” ძირითადად პოლიურეტანისგან (ელასტიური პლასტიკი) დამზადებული დამცავი საშუალება, რომელიც მილის სახით, დიაფრაგმის მსგავსად თავსდება საშოში, ხოლო მისი გარეთა 8 სმ დიამეტრის მქონე რკალი იცავს გარეთა სასირცხო ბაგეებს.

ლუბრიკანტი _ ეს არის სითხე ეგრეთ წოდებული “საცხი”, რომელიც გამოიყენება კონდომთან ერთად. ლუბრიკანტების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია: ცხიმოვან ან წყლის ბაზაზე დამზადებული (უმჯობესია წყლის ბაზაზე დამზადებული ლუბრიკანტის გამოყენება), ვიტამინებით ან ბალახების და ხილის ექსტრაქტით. ანტიბაქტერიული პრეპარატების შემცველობით ან მათ გარეშე. გამაღიზიანებელი ან ანესთეზირებადი კომპონენტებით.

გამოიყენება ანალური სექსისთვის ან მასტურბაციისთვის. ზოგიერთი გამოიყენება, როგორც სექსუალური ეფექტის გამაძლიერებელი საშუალება, ზოგიერთი, როგორც დისკომფორტის შემამცირებელი, ზოგს აქვს აღდგენითი ეფექტი (მაგალითად სწორ ნაწლავში არსებული მიკროტრამვების რეგენერირებისთვის), ზოგსაც – ანტისეპტიკური (ანტიბაქტერიული) თვისება.

 ინფორმაციისთვის მადლობა ვიკიპედიას, ექიმ კონსულტანტს და ბლოგს Private talks

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

22 Responses to სექსუალური ცხოვრებისთვის საჭირო ლექსიკონი

  1. კახი says:

    სექსის გაკვეთილები😀
    თეორია ხოო და პრაქტიკები როდის დაიდება😀

    • ადო says:

      პრაქტიკა თქვენ დადეთ საკუთარ ბლოგებზე ^_^
      ვნახავ რამდენად გამოიღებს შედეგს

  2. Andy says:

    ზემოთ შენი ნახატია?

  3. donne says:

    zogierti termini pirvelad gavige😀
    awi naxe shen shemoseva😀

  4. emigrantka77 says:

    eg yvelaferi vicodi mgram mainc gemrielad cavikitxe

  5. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

  6. ana says:

    me Zalian momewona es posti, zogi ram martla pirvelad gavige, gmadlobt..

  7. shako says:

    au vinmes seqsi ar gindat

  8. bebe says:

    აუცილებელია მსგავსი შემეცნებითი ინფორმაციის სტატიები, თორემ პრაქტიკაში ყველამ ყველაფერი იცის (ნორმალურად განვითარებულმა ადამიანებმა)🙂

  9. Elene says:

    aq racweria yvelafris gaketeba ar aris sahiro adamianebo😀

  10. liverpool(xaqs) says:

    ბევრი რამ მეც პირველად გავიგე,რაც შეეხება იმას,რომ ყველაფრის გაკეთება არ არის აუცილებელი 100%_ით გეთანხმები ელენე,დავიმახსოვრებ ტერმინებს,თორე ვინმე გოგომ რო შემომთავაზოს სექსის რომელიმე ფორმა და ერთ ერთი მათგანი,რომელიც აქამდე არ ვიცოდი აღმოჩნდეს ჩემთვის მიუღებელი ხო დავიღუპე?:D:D:D

  11. latariusi says:

    kargi gverdia,sainteresoa amdeni rames ro gaaaketeb da kidev sxastan waava mere ra unda qna?)))))))))))))))))))))))))))

  12. nini says:

    მართლა კარგი საიტია ბევრი რამე გავიგე და გამოვიყენებ ^_^❤

  13. buka_20buka says:

    erti gamagebinet es oqros wvima raga ubedurebaa?\

  14. zauri says:

    lubrikati ra aris

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s