ფრენა ფიქრებით… (წერილი მეს)


მოვიწყინე…

   და ეს მოწყენა ძალიან მსიამოვნებს, არავის ნახვა არ მინდა, არც უახლოესი მეგობრების, არც “მეგობრების” და არც მეგობრების. იცი როგორ ვარ? თუ გაინტერესებს დაგიწერ. ჩავირთავ მუსიკას, სავარძელში ვჯდები, ჭერს ვუყურებ და ვფიქრობ, ვფიქრობ ძალიან ბევრს, მაგრამ რას ვფიქრობ არ ვიცი. უბრალო სხეულს სული შორდება და დაფრინავს …

     ხანდახან იცი რა მგონია? თითქოს ადამიანები რობოტები არიან და ვიღაც მართავს მათ, აი ის ვიღაც კი არ ვიცი ვინ არის, ეს ახლა გამეფიქრა არ გეგონოს გატყუებდე, მე არ ვიტყუები… როგორ არ იტყუები ადო! ჰო, კარგი ახლაც მოვიტყუე და ორი დღის წინაც ცუდად ვარ და სახლიდან ვერ გამოვდივარ, მგზავრობა არ შემიძლია მეთქი. ტყუილი არ შემიძლია, ხომ იცი მიმიკები გამთქვამენ.  არავისთან მინდა ლაპარაკი, განსაკუთრებით რობოტებთან. გთხოვთ ნუ მომიკითხავთ, “როგორ ვარ”, “რას ვშვრები” და მსგავსი სისულელეებით.

შენ ხომ გესმის ჩემი? ვიცი… ამიტომაც მოგაკითხავ ხოლმე ყველაზე მძიმე წუთებში, ვიცი რომ ჩუმად იქნები მომისმენ და “საუბრის” დროს შენც ჭერში ყურებას არ დაიწყებ.

ძალიან ბევრ ყავას ვსვამ… იმდენად მეზარება განძრევა, რომ სიგარეტს ყავის ფინჯანში ვაქრობ და ვაგროვებ, ასე მიგროვდება დღის ბოლომდე ფერფლითა და ნამწვავებით სავსე ფინჯნები. კომპიუტერიდან სავარძლამდე თუ მივაღწევ… ავიღებ წიგნს, დავიწყებ კითხვას… ფიქრები არ მასვენებს… გადავდებ გადაშლილ წიგნს და ისევ ჭერს შევყურებ… სოციალურ ქსელებშიც დამალული ვარ ასე მგონია მწერენ, რომ ანტიდეპრესანტად  გამომიყენონ, ჰო ანტიდეპრესანტად… ასე იწყება ხოლმე ურთიერთობები ყოველთვის, ვიღაც დეპრესიაშია და მაშინ მწერს, მერე ძალიან ვუახლოვდები, ზედმეტად ბევრს ვითხოვ მისგან…

მიყვარდება…

“ვკიდივარ”…

მიდის…

წავიდეს, მაგრამ გული არ მატკინოს… არაუშავს…

და ისევ სავარძელთან მივბობღავ და ჭერს შევცქერი…

როცა ასეთი რაღაცები მჭირს ბევრ მეგობარს ვკარგავ. ძალიან არ მინდა მათი დაკარგვა, აგრესიული ვხდები და თავს ვერ ვაკონტროლებ, არ ვერიდები არაფერს.

არა ცუდად არ ვარ, კარგად ვარ და მსიამოვნებს ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. სულ სახლში მინდა ვიყო, არსად გავიდე არ ვილაპარაკო. მხოლოდ ვიფიქრო… ძალიან ბევრი ვიფიქრო…

ჩემთან ცივა, თქვენთან როგორი ამინდია?  პასუხი მომწერე რა, მართლა მაინტერესებს შენ როგორ გრძნობ თავს.

მე ყოველ დღე ასე დავფრინავ და ასეთია ჩემი ფიქრები…


About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

25 Responses to ფრენა ფიქრებით… (წერილი მეს)

  1. niniTo says:

    იმდენად ნაცნობი განცდებია, რომ არც ვიცი რა დავწერო.
    არ მიყვარს ამ დროს გაზეპირებული რჩევა: ‘ესეც გაივლის’. რომ გაივლის, ჩემზე კარგად იცი, ამიტომ… უბრალოდ და მარტივად:
    მე მესმის შენი.

    ფრენა კიდევ კარგია, მეც მიყვარს საკუთარი სხეულიდან გასვლა.
    ჩემთან გრილა, იწვიმა… გადაიღო.. ისევ იწვიმა. ახლა გაიღო.
    http://www.youtube.com/watch?v=XKw6MewhYz8&feature=player_embedded ამას ვუსმენ, ოღონდ თუ ნახავ, ვიდეოსაც უყურე, გამიხარდება…: )

    • ადო says:

      რა კარგი ხარ, ნინიტო ♥
      მადლობა, პასუხის მოწერისთვის, მიხარია თუ ახლა გადაიღო და კარგი ამინდია. სულ თბილად იყავი, არ გინდა სიცივე და წვიმა ^^ ვიდეოს მოვუსმინე და ვუყურე კიდეც, ისევ მადლობა…
      (P.S როგორ ველოდი პასუხს და გამახარე)

      • niniTo says:

        არაფრის, რის მადლობა.
        ძალიან თბილი ხარ და დიდი მადლობა ამისთვის: )
        აღარ გრილა, დათბა: ))

  2. კახი says:

    რა ვიცი ადო აბა მე ასეთ პოსტს არ ველოდებოდი შენგან. ან მე ვარ ელამი (რომ ვერაფერს გატყობ) ან შენ ხარ კარგი მსახიობი🙂 დათბა, დათბა, მცხელა უკვე :დ

  3. კახი says:

    პ.ს მეც ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში, როცა მარტო მდომებია ყოფნა, მეგობრების ნახვის არანაირი სურვილი რომ არ მქონია და საკუთარ თავში რომ ჩავკეტილვარ მაგრამ რაც არ უნდა ვიფრინოთ ღრუბლებში მაინც დედამიწაზე, რეალობაში მოგვიწევს დაცემა, ასე რომ ეცადე ძალიან მაღლა არ აფრინდე🙂 :* ♥

  4. რუსა says:

    რა ნაცნობია ეს ყველაფერი..მეც სულ დავფრინავ ფიქრებით…ოღონდ ალბათ ჩემი თანდაყოლილი სიმშვიდის გამო არასოდეს ვვარდები დეპრესიაში…მაგრამ ,,წვიმიანობის’’ დროს მეც მინდა სახლში გამოვიკეტო, საკუთარ თავთან მარტო დავრჩე და ბევრი ვიფიქრო…ან ვწერო..ყველაზე მეტად ეს მეხმარება. როცა ვწერ, დაგროვილი ემოციებისგნ ვიცლები თითქოს და თბება…სულში სიმშვიდე ისადგურებს…
    ოო ურთიერთობები..ადამიანები…რამდენს ვფიქრობ..ხშირად მეც რობოტებად მეჩვენება, მართულ რობოტებად..ხანდახან საკუთარი თვიც რობოტი მგონია, რომელიც სხვების მიერ დაწესებული წესებით ცხოვრობს….
    ანტიდეპრესანტად გამოყენება! რა ნაცნობია ესეც…მაგრამ რა ვიცი, ჯერ არმქონია შემთხვევა გული ეტკინათ..ალბათ მე ბევრს არ ვითხოვ მათგან, რავიცი….
    ჩემთან წვიმდა და ახლა გამოიდარა… დათბა…მინდა შენთანაც თბილოდეს და შენს ფანჯრებშიც შემოიჭყიტოს მზემ🙂

    • ადო says:

      გამარჯობა , რუსა, მადლობა წერილზე პასუხისთვის, მთავარია დროულად თუ გამოიდარა და არ ატალახებულა. ჩემთან უკვე დათბა, მაგრამ ისევ აცივდება, ვგონებ, ასეთი არეული ამინდებია ჩემსკენ.
      P.S ჩემი განწყობილება, ემოციურობას უკავშირდება ალბათ.

  5. Mr. Nomad says:

    ოოჰო, მოიტანა ამ პოსტმა. მე დავიგრუზე. ზე ემოციური იყო.🙂

  6. მე მცივა და ახლა ფეხებზე მკიდია რა იქნება ხვალ. ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და ვიცი, რომ შემიძლია რაღაცეებს გავუმკლავდე. მაგრამ ახლა მცივა და სუსტი ვარ. ფეხებზე მკიდია ის მეორე, ძლიერი “მე”‘- ც და ხალხიც, ვისაც ეს სისუსტე უკვირს.
    დიახ, მე მცივა და ახლა ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის, ვიდრე ხვალინდელი სითბო.

    • ადო says:

      რეალისტო ^^
      აქამდე მეგონა გვირილებს ფეხები არ ჰქონდათ.😦

  7. donne says:

    სიგარეტი კლავს! სპორტით დაკავდი. ცურვა ყველაზე კარგი ანტიდეპრესანტია, სირბილიც.

    ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია, მე ასე მგონია.

    • ადო says:

      მართალი ხარ, სპორტით დაკავება არ მაწყენდა!
      ახლა როცა ჯანსაღი ცხოვრებით არ ვცხოვრობ არაჯანსაღი სული მაქვს? ცდები🙂

  8. tsotnee says:

    მაგარი იყო! ფიქრი, ფიქრი და ფიქრი… არაერთხელ მიცდია არ მეფიქრა, მაგრამ ისევ ფიქრი. ფიქრმა შექმნა ეს სამყარო და ფიქრივე ანიჭებს მას სიცოცხლესა და მოძრაობას. რაც შეეხება “რობოტებს”, უბრალოდ დაიკიდე.🙂
    მათ შემხედვარეს მუდამ ერთი ბრძენის სიტყვები მიდგება თვალწინ: “ამ ქალაქში ყველა ბრიყვია და ერთადერთი გზა მათი არნახვისა, არის ის რომ შეხვიდე სახლში და დაამთვრიო ყველა სარკე”.
    აქეთ ცხელა, ველი ქარბუქს და თეთრ ფუმფულა ფიფქებს, ეჰ როდის მოთოვს?!

    • ადო says:


      არ გინდა ქარბუქი, თეთრი ფუმფულა ფიფქები ქარბუქის გარეშეც მოვა. მოვიდეს რა მოვიდეს ასეძალიან თუ გინდა. აი მეც მოვინდომებ და ერთად მოვიყვანოთ ფუმფულა ფიფქები ^^

  9. Anonymous says:

    dzaan damgala xan sitbom da xan sicivem,an eti iyos an meore,torem ukve vegarc vfiqrob😦

  10. Mari says:

    ჩემი შტერი ადო❤ გამო გარეთ, ხომ იცი, მე არ ვარ რობოტი :*

  11. OTO ototqva says:

    შტერი კი არა შტერზე შტერია :))

  12. Anonymous says:

    smile ado , velaperi kagad ikneba mende😉

  13. cuga93 says:

    ასეთი მომენტები მეც მაქვს ხოლმე… და მერე რა? ამაში ცუდი არაფერია. ხანდახან ყველაზე საყვარელი ადამიანებისგანაც ვიმსახურებთ დასვენებას და თუ მათ ეს არ ესმით ე.ი. იმ მეგობრების რიცხვში გადიან შენ რომ პრჭყალებში გეწერა პოსტის დასაწყისში. აკეთე ის რაც გინდა, როცა გინდა, იფიქრე რამდენიც გინდა… სამაგიეროდ მერე ერთ დილას გაიღვიძებ და ფარდის გადაწევა აღარ დაგეზარება, ოთახში მზის სხივს შემოუშვებ და გარეთ გასვლაც მოგინდება… ოღონ საკუთარი თავი არ დააჩქარო და ახლანდელი მდგომარეობით ისიამოვნე🙂

  14. არ მეგონა თუკი ასეთი ემოციური ადამიანი იყავი.. ალბათ შენ ბლოგს გადავხედავ ხოლმე დღეიდან: )

    როცა არაფრის შეგრძნება არ გაქვს და ამბობ რომ არავის ნახვა არ გსურს… არადა ამ დროს არც მარტოობა არ გინდა, ოღონდაც აი სულში რომ სიმარტოვეა, ის სიმარტოვე გინდა გაიზიაროს ვინმემ(მითხარი ვცდები?) ადამიანები კი ვერ ხვდებიან ამას. ვერ ხვდებიან, რომ შენს სულში ცივა და ის უნდა გაათბონ… მაგრამ ბევრმა არც კი იცის როგორ თბება სული.

    ჰო ჩემთან სუსხია, აი ცრემლები რომ მოგდის ისეთი სუსხი… მეც მტკენენ ხოლმე ადამიანები… ალბათ ამიტომაც იცვლება ამინდები ასე…
    შენსკენ ისევ ცივა?
    მე კი მზეს ველოდები… ძალიან მინდა თბილი მზე, ძალიან დიდი და მცუნვარე სხივებით… ზაფხულიც მალე მოვა, და მე ველოდები მზეს, მცხუნვარე სხივებით❤

    იცი ასეთ პერიოდებში მე ძალიან მშველის სეირნობა… აი დავადგები ხოლმე გზას და მივდივარ უმისამათოდ… ასე უფრო კარგად იფიქრებ, ვიდრე ჩაკეტილ ოთახში… დამიჯერე: )

  15. Anonymous says:

    მე ეს ბოლო პერიოდი სულ ეგრე ვარ , სულ მარტო მინდა,სახლში თბილად და მინდა რომ არავინ გამცეს ხმა,მნიშვნელობა არ ააქ ვიფრენ თუ ფრთებს დავასვენებ, არც კითხვა მინდა ,არც სოციალური ქსელი, დასვენება მინდა უბრალოდ ,რამ დამღალა აი მაგაზე არ მაქ ჩამოყალიბებული პასუხი:ხ ერთი ფინჯანი ყავა და სიგარეტი, ეგ კი იყოს ,სხვა არაფერი, და წვიმა არ მინდა გადაიღოს ახლა სიცივეა კარგი და ეგ მათბობს<33 მესმის შენი ,ვიცი ეგ რაცაა :* :*

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s