კანფეტის ქაღალდების შეგროვებით გაფერადებული ბავშვობა


რა სულელობებს აგროვებ, ბიჭი ხარ…

ამ სიტყვების შემდეგ ყოველთვის მოვიბუზებოდი, ვბრაზდებოდი და კოლექციას ვანადგურებდი. რახან ბიჭი ვიყავი სულ სხვა გატაცებები უნდა მქონოდა, მაგალითად ფეხბურთი მეთამაშა და ჩემ თანატოლებთან ჭიდაობით დავკავებულიყავი, მაგრამ არა… ყოველთვის იმას ვაკეთებდი რაც მსიამოვნებდა.   ყველაფრის და მიუხედავად კოლექციონერი მერქვა, დახეულ დამტვრეულ კოლექციებს, აღარ ვუბრუნდებოდი, არ მივტიროდი, ახლა ვნანობ… ახლ-ახლი რაღაცების შეგროვებას ვიწყებდი. სამწუხაროდ აღარაფერი აღარ დამრჩა კონკრეტული კოლექციიდან, ყველაფერი მოვაშთე.

ვაგროვებდი ფერად, ბრჭყვიალა, კანფეტების ქაღალდებს, უსასრულო ჯაჭვს ვწნავდი. ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა, ბაღში მისვლისთანავე ჯაჭვის სიგრძეს ვატოლებდით, გამარჯვებულიც ის იყო რომელსაც უფრო მეტი კანფეტი ჰქონდა შეჭმული.

სერიალ _ კასანდრას სტიკერები როგორც ყველასთან ისე ჩემს მაცივარზეც იყო აკრული. ეგეც გაანადგურეს…  „ლოვეს” (ასე ვეძახდი) სულ მე “ვუსაღებდი” ემა ბებოს. ხშირად ყუთებით მყიდულობდნენ,  რომ დაეკმაყოფილებინათ ჩემი ჭიჭყინი. ნეტავ ახლაც შემხვდეს სადმე სიამოვნებით, გავიხსენებ ბავშვობას. იმ შოკოლადს არ ვიცი რა ერქვა, გრძელი ძალიან გემრიელი “ტ” თუ “ც”-ზე იწყებოდა სახელწოდება, რომ ვხსნიდი შეფუთვაზე იყო მიწებებული ველოსიპედის სტიკერი…

მანქანებსაც ვაგროვებდი და მეამაყებოდა რომ ამდენი მანქანა ჩემი ოთახის თაროზე იყო შემოწყობილი და არცერთ მობინადრე ბავშვს არ ჰქონდა ჩემი სახლის ქუჩაზე, მერე რა თოჯინებით თამაშის მოყვარული რომ მერქვა სამაგიეროდ მანქანებს ვაგროვებდი. რომ წამოვიზარდე ზოგი გავაჩუქე, გააჩუქეს, დაამტვრიეს…

ხელსახოცების შეგროვება ყველაზე მეტად მომწონდა. როცა რომელიმე ოჯახისწევრი სტუმრად მიდიოდა, იცოდა ,რომ იქიდან ხელსახოცის წამოღება ჩემთვის საჩუქარს უდრიდა. ამ კოლექციის ნაწილი დავხიე, ნაწილი კი დანიშნულებისამებრ გამოვიყენეთ. ხელსახოცების შემდეგ სიგარეტის კოლოფების კოლექციას შევუდექი.

ბეჰემოტების, პინგვინების და დელფინების გამო ნაყიდი ქინდერის კვერცხების, ფული დამიბრუნდეს ნეტავ, სულ ერთი და იმავე _ მზარეული ბეჰემოტი ამომდიოდა. ბაღის საახალწლო ზეიმზე სწორედ ის სათამაშო ამომივიდა რომელზეც ვოცნებობდი, მომპარეს და ჩემი ტირილი მთელ თბილისს ესმოდა. როგორც ყოველთვის ჩემი ტირილი შედეგიანი იყო და ახალი წლის ღამეს 20 ქინდერის კვერცხი დამხვდა თოვლის პაპისგან.

თუ აქამდე გონების დაძაბვა მჭირდებოდა ბავშვობის  მოსაგონებლად, შემოვალ ამ პოსტს გადავიკითხავ და დადებითი, თბილი ემოციებით აღვივსები. ისევ მინდა რაიმეს შეგროვებას მივყო ხელი. შენ თუ გქონდა კოლექცია ან თუ გაქვს? იქნებ მოგბაძო და 10 წლის შემდეგ შენი დამსახურებით შემომეწეროს პოსტი?! ლავ უ ფიფლ ♥

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

30 Responses to კანფეტის ქაღალდების შეგროვებით გაფერადებული ბავშვობა

  1. კახი says:

    მომეწონა ^^ თბილი პოსტია, გამამხიარულა. მე ვიყავი ადრე კალმების კოლექციონერი🙂 მიყვარდა ლამაზი ფერადი კალმები თან თავისი ყუთები და ჩანთები ქონდა ^^ ზოგი მჩუქნიდა და ზოგსაც მე ვყიდულობდი, ბოლოს ყველა დავკარგე😐 ეხლა მეც არცერთი აღარ მაქვს შენი არ იყოს ადო :დ ჰაჰ. ბავშვობა გამახსენდა❤

    • ადო says:

      ♥ ♥ ♥ კალმებს მეც ვაგროვებდი, ოღონდაც ძალიან ცოტახანს, ყველა დანიშნულებისამებრ გამოვიყენე ან კლასელებს ვჩუქნიდი ხოლმე

  2. cinikosi says:

    სტიკერებს მეც ვაგროვებდი:) და ის რვეული სადაც ვაწებებდი ეხლაც მაქვს შენახული, ვათვალიერებ ხოლმე.

    კიდევ ქინდერის უამრავი სათამაშო მქონდა და ნახევარი ეხლაც მაქვს.
    რბილი ფუმფულა სათამაშოები მიყვარდა და ვაგროვებდი, იცოდნენ რომ დაბადების დღეზე ეგ ყველაზე მეტად გამიხარდებოდა და საკმაოდ დამიგროვდა.
    რავი ეხლა ძაან თბილად მახსენდება :))

    • ადო says:

      ერთი ქინდერის სათამაშო მაჩუქე რა😦
      ყველას უნდა ვთხოვო, ახლა ეს იდეა დამებადა, ძალიან კარგია როცა რამეს დახედავ და ბავშვობა გაგახსენდება

  3. katerina says:

    მე სიგარეტის კოლოფებს და მერე რობორტს ვაკეთებდი. ახლაც ვაგროვებ-ქვიშის საათებს

    • ადო says:

      უი, ქვიშის საათი მქონდა ნაჩუქარი ძალიან ძველი და გამიტყდა😦
      რა ცუდია რომ გატყდა, გაჩუქებდი ჩემი ბლოგისგან სამახსოვროდ

  4. dato says:

    საყვარელი პოსტია❤ აი ლავ იოურ ჩაილდჰუდ : ))

  5. dato says:

    რაღაცას გეტყვი და ცოტა გაგეცინება : )) განყოფილება “პორნო” რომ გაქვს, ამ ბლოგზე შემოსვლის დღიდან მაინტერესებს მანდ რა გიწერია, მაგრამ გადავწყვიტე სანამ შენ ყველა პოსტს არ წავიკითხავს მანდ არ შევიდე : )))))

    • ადო says:

      ლოოლ :დ ჰოდა ჯერ არ შეხვიდე, ზე სიამოვნება გელოდება მანდ შესვლისას, ასე რომ ჯერ მთავარი წინ გაქვს🙂

      • dato says:

        ჰო, ვიცი, ასე უფრო დიდი მუღამი აქვს : ))) იმედია ბოლოს იმედი არ გამიცრუვდება : )))

        • ადო says:

          ვნახოთ :დ რეაქციას ველი აუცილებლად პოსტის ქვემოთ :))

  6. M.K. says:

    ქინდერების და ტოიბოქსების კოლექციას მეც ვაგროვებდი… ერთხელაც იმდენი მეძახეს, გაიზარდეო, რომ დავანებე თავი… ოღონდ ისევ მაქვს… არ გამემეტა ბავშვების დასაფანტად… ასევე არ მემეტება ჩემი ფუმფულა სათამაშოების კოლექცია… არასდროს დამირქმევია ოფიციალურად კოლექცია, მაგრამ მთელი ოჯახი, სანათესაო და საახლობლო ზრუნავდა მის შევსებაზე🙂

  7. kevana says:

    ქინდერები დღემდე მაქვს (მაქვს რა, გვაქვს მე და ჩემ დებს), მაგრამ ოდნავ შელახული სახე აქვს :დ
    ვაგროვებდი მეც ლოვე-ს, მაგრამ მერე გავაჩუქე…
    ვაგროვებდი თოფის სასროლ პლასტმასა ბურთულებს, ფერადებს, მერე ეგეც გავაჩუქე..
    ვაგროვებდი გამოყენებულ ბილეთებს, ცოტა დღესაც მაქვს შემორჩენილი…
    სხვა რა? არც რაი… მე დღეის მონაცემებით კოლექცია არ მაქვს :შ

    • ადო says:

      შელახულ ერთ ქინდერის სათამაშოს გთხოვ, ქევან, იქნებ კოლექცია აღვადგინო🙂

      • kevana says:

        ღუნწი ვარ :დ :დ :დ
        დაიცა, სადღაც ყუთში მიგდია, მოძებნი და შევარჩევ რომელიმეს :დ

  8. Mr. Nomad says:

    აუ რა კარგი რაღაცები გამახსენდა ამ პოსტზე ^_^. ქინდერს მეც ვაგროვებდი, ბევრი მქონდა ძალიან. მერე დედაჩემმა გააჩუქა😦

    კიდე მარკებს ვაგროვებდი. მამაჩემისგანმ “მემკვიდრეობით” ასობით მარკა მერგო, მერე ერთი ასიც მე დავამატე. ახლა ის უზარმაზარი წიგნი თაროზე დევს და მტვერი ადევს🙂

    კიდე ფერად ქაღალდებს ვაგროვებდი, არ ვიცი, რატომ!

    ასევე ყველა გამოყენებულ რვეულს თუ ბლოკნოტს ვაგროვებ, პირველი კლასიდან. ყველაფერი, რაც სკოლაში დამიწერია 12 წლის განამვლობაში, ყუთებში მიწყვია და ხანდახან ვკითხულობ ხოლმე. მეცინება, მარტო ისეთი აზრებს ვაფრქვევდი ბავშვობაში :დ

    • ადო says:

      ჰო მართლა სკოლაზე გამახსენდა🙂 სკოლის დღიურები მაქვს შენახული. ერთ ყუთში კი ყველაფერი რაც კი უჩუქებია ვინმეს ქვიდან და ფოთლებიდან დაწყებული…

  9. martian17 says:

    ქინდერებს, კამფეტის ქაღალდებს და სტიკერებს მეც ვაგროვებდი და კიდევ ფერად ერთჯერად ცელოფნებს ვაგროვებდი ძალინ ბევრი ფერის მქონდა ^^.

  10. ანია says:

    ძალიან თბილი და საყვარელი პოსტია, ყველაზე მეტად მომეწონა,მე ასანთის ფერად თავიან ღერებს ვაგროვებდი მთელი ჩემი ბავშვობა, გამახსენდა❤❤❤

    • ადო says:

      მადლობა პირველი კომენტარისთვის ბლოგზე, უსაზღვრო მოგზაურობას, ხეტიალს გისურვებ და ბევრ თბილ პოსტს დაგპირდები ^_^

  11. cuga93 says:

    მომეწონა🙂 მეც ბერვ რამეს ვაგროვებდი ბავშობაში… კინდერის მთელი კოლექცია მქონდა, ორი თარო სულ სავს🙂 სამწუხაროდ განადგურდა მას შემდეგ რაც ჩემი ძმა მოევლინა ამ ქვეყანას🙂 ასევე ვაგროვებდი “ლოვეს” კევების მარკებს🙂 …. რავიცი კიდე ათას რამეს…
    დღეს ნუმიზმატი გახლავართ … საკმაოდ ბევრი ქვეყნის მონეტა მაქვს🙂 ასევე ვაგროვებ საფოსტო მარკებს🙂

    • ადო says:

      ნუმიზმატი ხარ? ძველი მონეტები უნდა მქონდეს რომელიღაც უჯრაში და შევუმატებ შენს კოლექციას სიამოვნებით ^^

      • cuga93 says:

        კი🙂 თავგადაკლული არა მაგრამ მაინც… კარგახანია არაფრი შემატებია ჩემს კოლექციას
        სამაგიეროდ საფოსტო მარკა მაქვს აუარებელი,🙂 სასაცილო ის არის რომ ამდენი ქვეყნის მარკა მაქვს და საქართველოსი არა🙂

        • ადო says:

          მარკებიც მომეპოვება, ბელგიისა და პოლონეთის🙂 ხელს გიწვდი ყველანაირად :დ

        • cuga93 says:

          ra kargi xar🙂 gaixare🙂

  12. snake says:

    შენ ჩემს თვალში მგროვებელა ხარ!😀

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s