შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი


ეღირსა ამ პოსტს გამოქვეყნება და გადავწყვიტე რომ ტეგ თამაშად ვაქციო. პოსტის შინაარსი სათაურიდანვე მეტყველებს “შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი“ დაგვათვალიერებინე შენი ბუნაგი და გამოალაგე ყველაფერი, გვაჩვენე, განგვიმარტე. აუცილებელი წესი: არ დაგავიწყდეს  პოსტის დაწერის დროს მონიშნო ტეგ თამაშის იდეის ავტორი, ლინკში მიუთითეთ ეს პოსტი ^^

სახლში ყოფნაზე მეტად არაფერი არ მსიამოვნებს.

სიმყუდროვე…
სითბო…
ჩემი სამყარო მაქვს მოწყობილი, უმეტეს წილად. მხოლოდ სახლში ვგრძნობ კომფორტულად თავს, თუ alone ვარ განსაკუთრებული კომფორტი მაშინ მექმნება. შიშველი ტანტალი, სამზარეულოში ფოციალი საყვარელი ფილმები, მუსიკა, კომპიუტერის სასურველ ადგილას დადგმა, მოშვებული ონკანი, ყველა ოთახის დასაკუთრება, კედელზე ფეხების შეწყობა და წიგნის კითხვა, ეროტიული ფილმების ყურება, ყველა ოთახში საფერფლე, მეგობრების შეკრება, სასმელი და ა.შ უსასრულოდ ჩამოთვლა შემიძლია. მოკლედ ყოველთვის ასეთი თავისუფლება, საკუთარი სახლი მინდა…
ახლა კი დავჯერდები იმას რაც მაქვს და ასაე ძალიან მიყვარს. შევეცდები გაჩვენოთ როგორ გამოიყურება ჩემი ოთახი, გარდერობიც გავაღო და შეგაჭყიტოთ. ვცხოვრობ მრავალსართულიან სახლში (კორპუსი) მე-6 სართულზე

თუ ასეთი კარი დაინახოთ თბილისის რომელიმე კორპუსში, ჩემია!

ისარით მითითებული სეიფია, სადაც მამაჩემის საგანძური ყლეობები ინახება, დრელე, ჩაქუჩი, ლურსმნები, პლოცკოები და ატვორტკები🙂

შემოსვლისთქანავე, ასეთი ბევრი ერთნაირი კარი დაგხვდებათ, იმედია ოთახის მდებარეობა არ შეგეშლებათ. ძალიან ადვილია, ჩემთან რომ მოხვალთ სტუმრად გასწავლით როგორ ამოიცნოთ ჩემი საძინებელი🙂

მისაღები + ჩემი ოთახი

მისაღები ოთახი, სავარაუდოდ სადაც პირველად შემოხვალთ, მერე გადავინაცვლებთ ჩემს ოთახში. ოთახი სიდიდის გამო ფარდით არის გ აყოფილი, როცა გვინდა ვადიდებთ, უმრავლეს შემთხვევაში ასე გამოიყურება.

ლურჯი საწოლი ♥

ფერი ლურჯი რომ მიყვარს მოგეხსენებათ, ამიტომ საწოლიც შესაფერისი მაქვს. ზაფხულში ძილის დროს ეს ლურჯი გადასაფარებელი ქვედა ტანზე მაქვს შემოხვეული. ზამთარში, ლოგინში არ ვჩანვარ, თავზე ბალიში მაფარია და ბოლომდე ჩამძვრალი ვარ საბანში.

უკომენტაროდ

ადგილი სადაც უმეტეს დროს ვატარებ სახლში ყოფნის დროს, ადგილი საიდანაც ძალიან ბევრს ვსწავლობ და ძალიან საინტერესო საჭირო ინფორმაციას ვისრუტავ.

გარძერობბ

არ შეგეშინდეთ, ჩემს გარდა არავინ ეკარება ამ ადგილს, ამიტომ არის მოუწესრიგებელი, ძირითადად შეყრილი და ერთმანეთში არეული ტანსაცმელით.

ხედი ახლოდან

მხოლოს ერთი წითელი საცვალი ჩანს, მაგრამ ახლოს ვინც მიცნობს იცის რომ უამრავი წითელი საცვალი მაქვს და ყოველთვის წითელს ვიცვამ. სადღაც ქვევით ამ არეულობაში პატარა ყუთია რომელსაც მოგონებების ყუთი ჰქვია.

და აი ისიც

ვისაც რაიმე უჩუქებია, ფურცელიდან დაწყებული კორექტორით დამთავრებული და ეტევა, ყველაფერი ამ მოგონებების ყუთში იყრის თავს.

ეიფელის რაღაცები, მისალოცი ბარათები, ნახატები, მაღაზიის ჩეკი, ქვები, ფოთლები ხელსახოცი, სუვენირები, წერილები

საბანკო პროდუქტების რეკლამები, ბარათების პინ კოდები, დისკები

სასიყვარულო წერილები, სკოლიდან მოყოლებული დღემდე

ბეჯები, მოსაწვევები

ქეთი მერკვილაძის კალენდარი ავტოგრაფითურთ

რატომ ვინახავ ამ კალენდარს? ბავშვობას მახსენებს. მახსოვს კონცერტზე წამიყვანეს და იქ მაჩუქა, ძალიან მიხაროდა, ჩემზე ბედნიერი არავინ დაიარებოდა თბილისში🙂

მმმმ

21 წლის კონიაკი, რომელიც ბებომ იყიდა და როცა დავოჯახდები მაშინ უნდა გაიხსნას… მეტი არაა ჩემი მტერი მე რომ დავოჯახდები, მიზეზი ამ პოსტში შეგიძლიათ ნახოთ.

პირადი ნივთები

პირადი ნივთები რომლითაც ყოველდღე ვმოძრაობ, ბარათები, სიგარეტი, საფულე. და 10 თეთრიანი, დიახ მეტი არ მომეპოვება ამჟამად…

და ბოლოს ასეთია ჩემი სახლის ფანჯრებიდან ხედი…

ბონუსად გიტოვებთ ჩემს საყვარელ საიტს სადაც ფოტოების გადაღებას შეძლებთ ვებ კამერით http://laphotocabine.com/. დაათვალიერე შარშანდელი ფოტოსესია

ტუჩები :დ (მეც ხომ უნდა მქონდეს ტუჩებ დაპრუწული ფოტო)

ვთაგავ ვისი სახლიც მაინტერესებს და რა ხდება მის გარედერობში, მაშ ასე კევანა, კნუტი, სიყვარულოვნა, ნინუცა

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი, ჭორიკანა and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

31 Responses to შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი

  1. nick says:

    მშვენიერია, მშვენიერია, მშვენიერია. სრული და ამომწურავი როგორც ყოვოლთვის!!

  2. teennewson says:

    საინტერესოა, მომეწონა.. !

  3. ისა და..ერთ დღესაც სასიყვარულო წერილებში რა წერია რომ წაგვაკითხო არ გინდა? :ჭორიკანაგოგოსსმაილი:

    • ადო says:

      ბერი სისულელეები, ისეთი არაფერი🙂
      თანაც უმეტესი ბავშვობის დროინდელია 14 წლის რომ ვიყავი🙂

  4. Anonymous says:

    ყოჩაღ!!!!

  5. anna says:

    მეც დავწერ ოდესმე ასეთ პოსტს :დ ტეგ თამაშად კარგი იქენბოდა

    • ადო says:

      ან, შენი დათაგვა ვიფიქრე, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ არამარტო შენი სახლი მაქვს ნანახი თავი შევიკავე და აღარ დაგთაგე ;დ

  6. კახი says:

    ჩემი საყვარელი სავარძელი სად არის ადო?? : )))) ეგ კონიაკი კიდე მაინც დანიშნულებისამებრ ვერ გამოვიყებთ და ერთად დავლიოთ რომ ჩამოვალ :დ

    • ადო says:

      იიიიშ, მოისურვა… ამ კონიაკს, მართალია ცოლი არ მომყავს, მაგრამ თუ გავთხოვდი მე და ჩემი ქმარი დავლევთ ^^🙂

  7. dato says:

    რა მყუდრო ხარ :yess:

  8. “კარგია მომეწონა ეს “თეგ-Game” = ) , “Originality”

    • ადო says:

      :მადლიერისმაილი:
      ძალიან მომწონს შენი ნახატები, ვანიე, ძალიან კარგი ბიჭი ხარ >.<

  9. knuti says:

    მე ციფრული არ მაქვს და რა ჩემი ფეხებით გადავიღო ფოტოები?😀

  10. kevana says:

    აუჰ… :დ გული მიგრძნობდა პოსტის დასაწყისში რომ კუთხეში მომიმწვდევდი და მიმათაგავდი :დ

    ыыыыы, ლურჯი ფერი მეც მიყვარს ^_^ არ მეტყობა ავატარზედ?

    • ადო says:

      შენი დათაგული პოსტს არ დაადგა საშველი სავარაუდოიდ შემდეგი პოსტი ეგ იქნება🙂

  11. kevana says:

    აი, მურაკამზე ბოლო პოსტი დამრჩა, დავწერ და შემდეგი შენი თაგია :დ

  12. Mr. Nomad says:

    ფრიიად საინტერესო და გასასრთობი ბოსტია. მეც თუ მომთხოვეს, გადმოვალაგებ მერე ჩემ სახლს :დ

    • ადო says:

      დაგთაგავ თუ კი დაწერ ^_^

      • Mr. Nomad says:

        ხვალ ბათუმში მივდივარ. ზუსტად ერთ კვირაში ჩამოვალ. იმედია მანამდე ვინმე დამთაგავს :დ

        მაინც დიიიდი მადლობა ^_^

  13. Kate Alukard says:

    ღმერთმა უწყის როდის მოვახერხებ მსგავსი პოსტის მემილიონედ დაწერას :დ

  14. Pingback: ანაბეჭდი–ანკეტა « Sunflower ☀

  15. Oto Ototqva says:

    მერკვილაძე მიყვარსო რომ ამბობდი და დაგცინოდით გახსოვს? :))) მაშინვე გამოღლევებული იყავი😀😀

  16. Pingback: სახლი, სადაც ვცხოვრობ « Phantom

  17. მმ, მომინდა ახლა ფოტოაპარატის აღება და მგონი ვიცი შემდეგი პოსტი რაც იქნება😉

  18. Butterfly says:

    საინტერესოა : ))

  19. Pingback: შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი « K e t u s i ' s .. B l o g

  20. Pingback: ბედნიერებისთვის მცირედიც კმარა ♥(ანუ ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე) «

  21. Pingback: შეგვახედე სახლში და გააღე გარდერობი « Ketusi's Blog

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s