facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს


მორიგი ტეგ იგრად ქცეული პოსტი.

დავალება: დაწერე პოსტი თუ რა მოხდება facebook-ის ექოუნთი რომ გაგიუქმდეს

წესები: არ დაგავიწყდეს  პოსტის დაწერის დროს მონიშნო ტეგ თამაშის იდეის ავტორი, ლინკში მიუთითეთ ეს პოსტი ^^

ფეისბუქ დამოკიდებული რომ ვარ ამას აღარ უნდა ბევრი შესავალი. დღეს რამოდენიმე წუთით ექაუნთი წამეშალა და თვალზე ცრემლი მომადგა (კლიანუს). ათასმა კადრმა გაირბინა წარმოსახვაში: ვინ იცოდა პაროლი, ვისიმე კომპიუტერში ჩართული ხომ არ დამრჩა, მეილზე მოსული რომელიმე წერილი სპამი ხომ არ იყო, რომელსაც დავაკლიკე. თუ შურისძიებით იყო გამოწვეული, მტრები მყავს. მოკლედ მთელმა წარსულმა ჩაიქროლა ელვის სისწრაფით.

სტრესის მიზეზი ამ მესიჯის ნახვა

თვალებში დაგროვილმა სისხლმა ტვინში გადაინაცვლა, ხელები ამიმოძრავდა ბრაუზერ გუგლ ქრომის new tab-ისკენ გამექცა მაუსი. რატომ? Google + რომ ჩამერთო, დამედო სტატუსი სამუდამოდ გადავცხოვრების შესახებ  ამ სოციალურ ქსელში. მოკლედ ვისაც G+ არ გყავართ შეგიძლიათ დამამატოთ, ვინიცობაა და რა ხდება, იქნებ მართლაც აუქმებს მარკი facebook-ს. აქედან რომელიმე წრეში ჩაგამატებთ ^_^

წრეები G+ზე

რა მეწევა facebook-ის გაუქმების ან თუნდაც პროფილის გაუქმების შემთხვევაში?

  1. თვალებში დაგროვილი სისხლი გადმოიფრქვევა.
  2. ნევროზი პიკს მიაღზევს და ფრჩხილების კვნეტას ისევ შევუდგები.
  3. ვეღარ აღვიდგენ წარსულს, რადგან თითოეული ფრენდთან მოგონება მაკავშირებს, რომლის აღდგენა მიჭირს ჩვეულ ცხოვრებაში.
  4. დავკარგავ იმედს სამსახურის პოვნასთან დაკავშირებით (ორი ყოფილი სამსახური facebook-მა მომაპოვებინა)
  5. ვეღარ დავესწრები საინტერესო ივენთებს და კომუნიკაციის საშუალება მომესპობა.
  6. ფან ფეიჯების ვეღარ გავაკეთებ და ვეღარ დავთაგავ წერის დროს მაგალითად (კაი, ვხოხავ, მე PMS მაქვს, ლეღვის ფოთლის ნახარში, ბოლო კომენტარის დალაიქება როცა პასუხის დაწერა გეზარება)
  7. ვეღარ გავიგებ ვინ ვისთანაა ურთიერთობაში, ან რა ორიენტაციისა ადამიანი რომელიც მომწონს.
  8. პრივატულ ჯგუფებში ვერ ვილაპარაკებ.
  9. მეგობრების სტატუსებს ვერ “დავალაიქებ” და “ლოოლს” სხვაგან აღარსად დავწერ.
  10. მობილური ტელეფონით კედელს ვერ გავანახლებ.
  11. ვეღარ ვნახავ ვინ ვის დაუმეგობრდა (ეს + ად შეიძლება განვიხილო, თავს აღარ ვიტეხ რა აკავშირებს ერთმანეთთან mutual ფრენდებს)
  12. ყველაფერ ამ უბედურებასთან ერთად ბლოგის ფან ფეიჯი გაუქმდება და სახის მარცხენა მხარეს (სახის მარცხენა პროფილი არ მომწონს) ჩამოვიკაწრავ.

რა დადებითი აქვს ამ სოციალური ქსელის გაუქმებას.

  1. აპლიკაციების შემოთავაზებით ტვინს აღარ მოდღნავენ.
  2. ბანკები და მსხვილ მსხვილი თუ პატარა კომპანიები სარფიან რეკლამას ვერ განათავსებენ, მალე გაკოტრდებიან (მე გამიხარდება)
  3. აღარ იქნება კონკურსებისთვის სახვეწარი ლაიქები საჭირო.
  4. ამ ყველა სიკეთესთან ერთად საქორწინო ფოტოებს, გაპრანჭული 5 წლის ბავშვების ფოტოებს ააორთქლებს მარკი.
  5. აღარ დაისმება კითხვები რა ფერის მაისური მოგწონს და რა ბრენდის სათვალეს ხმარობ.
  6. აღარ იქნება პროფილები _ ყველაზე ძერსკებეე, ყველაზე ყველაზეებეეეე, ყველაზე საყვარლები და ზეებიიი… (თუმცა G+ საც მოაგნებენ)
  7. დილის 10 საათამდე არ ვიჯდები კომპიუტერთან. მოვიწესრიგებ ძილს.
  8. ძალიან ბევრ პოსტს, მინი პოსტს დავწერ ბლოგზე
  9. არ მომივა წერილები “როგორ ხარ? სად დაიკარგე? რა ხდება ახალი?” მსგავსი შინაარსით

მოკლედ, facebook-ის გაუქმების შემთხვევაში მარკი ღირსი იქნება _ თავისივე კედელზე (wall) თავი ვარტყმევინოთ, „ლაივში“  ცხოვრების ოფლაინის (ძილი) დროს ვუჯიკოთ და like-ის მანიშნებელი მუშტიდან ამოწეული ცერა თითი დავანახოთ (fuck u-ს ნაცვლას)!

ვთაგავ: ნიკას, ქეთუსის, ცინიკოსსრეალითი ბლოგს, ველურ ორქიდეასPeople Are Crazy, ჯესის

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი, საკითხავი, ჭორიკანა and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

29 Responses to facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს

  1. Mari says:

    მეც მქონდა ეგეთი შემთხვევა. ცოტა ხნით პროფილი გამითიშეს და მაშინვე მეორე პროფილს ვეცი. ისე, გატეხვის შემთხვევებიც მქონია, მაგრამ გადავრჩი მაინც.

    • ადო says:

      იმედია გატეხვის მცდელობები არ მექნება😦 თორემ მოვკვტები მართლა ამ ჩამოწერილ პუნქტებთან ერთად

  2. ketusi says:

    ”facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს”–ვაიმეეეეეე,ფუი ესმაკს–ო როგორც იტყვიან🙂
    მადლობა დათაგვისთვის,დავწერ მეც ახლო მომავალში.

  3. კახი says:

    ხაკერული დაჯგუფება “ანონიმოუსი” იმუქრება 5 ნოემბრისთვის ფეისბუქს შევუტევთ და გავაუქმებთო, რამდენად დამაჯერებელია ეს მუქარა არ ვიცი მაგრამ მე რომ გამიჭირდება მის (ფეისბუქის) გარეშე ეგ კი ვიცი🙂 კარგი პოსტი იყო თუმცა ვერ მივხვდი რატომ გაგიხარდება ქართული ბანკების გაკოტრება??😀

  4. spamwriters says:

    მაგ მუქარის შემდეგ, უფრო გაიზრდებიან მომხმარებლები, ასე მგონია. რავიცი მარკი არ გვეკაიფებოდეს :)))

    • ადო says:

      შეიძლება თავისი და ეკაიფება და გაუქმებას ლამობს, ახალ სოციალურ ქსელს ხომ დაგვპირდა და…

  5. Stichoza says:

    სამწუხაროდ, მე გამოცდილი მაქვს ეგეთი შემთხვევა… ბლოგზე მიწერია თუ როგორ გამაგდო მარკ ცუკერბერგმა Facebook-დან და თუ გსურს გადაავლე თვალი.
    (იმედია ამ კომენტარს რეკლამაში არ ჩამითვლი ლოლ)

  6. Pingback: facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს თავს მოვიკლავ? « ჯი-ნია-ნი

  7. anna says:

    მე რომ დამარეპორტეს და ფბმ გამომაგდო, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე !
    წამებში გავიაზრე რომ ვსიო, არარ ვარსებობ და ტირილს ვაპირებდი ;დ
    წარმოვიდგინე რა დაამატებდა მეგობრებს თავინდა და რა შექმნიდა ისევ იმ მყუდრო გარემოს :შ

    • ადო says:

      ისე თავდაცვისთვის ახალი ექოუნთი არ მაწყენდა😐 მართლა რომ გამიუქმოს გავრეკავ

  8. Pingback: Facebook რომ გამიუქმდეს? « Stichoza's Blog

  9. nick says:

    კარგი პოსტია (ნუ სრული აღიარება იმისი, რომ facebook-მა “დეგიპყროთ”. გამიუქმდება ვთქვათ ფეისი და დიდი არაფერი მშვენივრად გადავიტანზე თავის დროზე “უადნაკლასნიკობა” ეხლაც ვერ ვხედავ ვერაფერს, წავა ფეისი მოვა ტვიტერი : )))

  10. shoka says:

    au me emailis gamocvlas mtxovs da ra xdeba? tqventanac igives giwert ?: “Shoka, we couldn’t reach you by email. Please enter a valid email address.”

  11. ფბ ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა, დილით დგები- ყავა და ეგრევე ფბ. თითქოს აქ წერია რა უნდა ვაკეთოთ მთელი დღე ან რა მოხდა ჩვენს აქ არ ყოფნაში ახალი, მართლაც ვერ გადავიტან ფბს გათიშვას ;დ
    პ.ს. პოსტის კომენტარებში მომეწონა მოწონების და არმოწონების ღილაკები :)))

    • ადო says:

      ბლოგის გადაფეისბუქებას ვცდილობ, და გაჩვევთ ამ ღილაკებით, მაშ… :))

  12. Mr. Nomad says:

    აი ის XXX მომეწონა :დ

    fb რომ გაუქმდეს, მე გუგლ პლუსზე გადავალ პირდაპირ :დ

  13. Anonymous says:

    რომ ვიცოდე რომ თავს არ მოილავ დღესვე გაგიტეხავდი ექაუნტს და ბლოგსაც😛

  14. OTO says:

    რომ ვიცოდე რომ თავს არ მოილავ დღესვე გაგიტეხავდი ექაუნტს და ბლოგსაც😛

  15. თავს ჩამოვიხრჩობ!
    “მოკლედ, facebook-ის გაუქმების შემთხვევაში მარკი ღირსი იქნება _ თავისივე კედელზე (wall) თავი ვარტყმევინოთ, „ლაივში“” +1

  16. Pingback: Facebook_ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს « ცინიკოსის ბლოგი

  17. თამთ says:

    ძალიან გყვარებია=დ მე მირჩევნია გაუქმდეს :)) უბრალოდ მთელი ოდნოეთი ფბზე გადმოსახლდა:))

  18. Pingback: facebook-ის ექოუნთი რომ გამიუქმდეს « K e t u s i ' s .. B l o g …

  19. selfanarchy says:

    ეჰ მარკმა, რომ იცოდეს რამდენი ადამიანის მეგობრობას შეუწყო ხელი ფეისბუქის შექმნით ))))))))) თუმცა როგორც ღიპის წვენში ჩაქსოვილი გამონათქვამი ამბობს: ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო : დდ

  20. Pingback: facebook-ის ექაუნთი რომ გამიუქმდეს « K e t u s i ' s .. B l o g …

  21. Pingback: facebook-ის ექაუნთი რომ გამიუქმდეს « K e t u s i ' s .. B l o g

  22. Pingback: რენდომ პოსტი |

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s