გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ


მურთაზ, უკვე რამდენიმე წელია ვფიქრობ წერილი მოგწერო, თუ არა. ახლახანს გადავწყვიტე, ვიცი რომ “პიდარასტი” გგონივარ.

გამარჯობა, შენ ჩემი მეგობრის მეგობარი ხარ, მან ერთმანეთი გაგვაცნო, გითხრა რომ ადო მქვია. ადო? გაიკვირვე. ნამდვილ სახელს ჩაეძიე, პასუხი მიიღე და ხელი ჩამოსართმევად გამომიწიე, მაგრამ არ ჩამოგართვი, არც გადაგკოცნე. შენ ფიქრობ, რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ მამაჩემის ძმაკაცი ხარ. მე და მამას ხაშზე გვეპატიჟები. მე ვამბობ, რომ არ მიყვარს, სალათი მირჩევნია. მამა მოგყვება, მე არა. შენ ფიქრობ, რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, ჩვენ სკოლაში ვართ. დედაშენს აგინებ, ტუალეტში ყოველ შესვენებაზე სიგარეტის მოსაწევად გადიხარ, ვიღაცას ჩაგრავ,  მე ვზივარ და დავალებას ვწერ, შენ ფიქრობ, რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ დღეს დილით კიბეზე მხვდები და მესალმები. ერთ საათში ჩემს ბლოგზე შემოდიხარ, ებოუთ მის კითხულობ და კომენტარს წერ, შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, მე მიკრო ავტობუსში ამოვდივარ, შენ  მხედავ რომ კისერზე ტატუ მაქვს და საყურე მიკეთია, ბორგავ, შენ და შენი ძმაკაცი თითს იშვერთ, ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ და ჩემი ძმა ჩვენთან სახლში არაყს სვამთ, მე კომპიუტერს ვუზივარ და სტატიას ვკითხულობ, ყურადღებას არ გაქცევთ და მკიდიხარ. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ისევ ჩემი ძმის ძმაკაცი ხარ, უნივერსიტეტიდან მოვედი თმის ნახევარი მხარე აპარსული მაქვს, მიყურებ, ხმას არ იღებ, მაგრამ იღიმი. შენ ფიქრობ, მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, თქვენ ჩემი უბნელები ხართ. ნიკას რომ წიგნი ვეთხოვე სახლში მიმაქვს, თქვენ სადარბაზოსთან ლუდს სვამთ და  სარდაფში მარიხუანას მოსაწევად მიდიხართ, მთავაზობთ, მაგრამ უარს ვამბობ. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, თქვენ ბანკში შემოდიხართ, გიახლოვდები, თავაზიანად გესაუბრები, გიღიმი და ახალ საბანკო პროდუქტს გთავაზობ, ერთმანეთს გადახედეთ და იცინით. თქვენ ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ რესტორანში შემოხვედი, ხინკალი შემიკვეთე, მე მიმტანი ვარ, შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ჩემი ბიძაშვილი ხარ, სახლში ყოფნისას პორნოს უყურებ და მასტურბირებ. ქუჩაში გავდივართ, მოკლე კაბიან და პირსინგიან გოგოებს თვალს აყოლებ და მეუბნები, რომ ეგ ბოზია. მე გეწინააღმდეგები. შენ ფიქრობ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, შენ ჩემი მეგობრის დედა ხარ, მე მოტკეცილი ჯინსი და გულამოღებული მაისური მაცვია. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

გამარჯობა, თქვენ მამიდაჩემის გასვენების შემდეგ სუფრასთან სხდებით, ხორცს ჭამთ, უამრავ ღვინოს  სვამთ. მე განვიცდი, რომ გიყურებთ მეჯავრებით. თქვენ მხედავთ და ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

გამარჯობა,  მე ბევრი მეგობარი გეი, ლეზბოსელი, ბისექსუალი და მეგობარი ტრანსექსუალი მყავს, მთთან ერთად ხშირად მხედავ. შენ ფიქრობ რომ პიდარასტი ვარ.

 

ინსპირაცია „გამარჯობა, მე ვარ ბოზი“

Advertisements

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი, საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

49 Responses to გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ

  1. ჯი-ნია-ნი ამბობს:

    დაე იყოს ყველა შენნაირი პიდარასტი :))

  2. spamwriters ამბობს:

    გამარჯობა, თქვენ მამიდაჩემის გასვენების შემდეგ სუფრასთან სხდებით, ხორცს ჭამთ, უამრავ ღვინოს სვამთ. მე განვიცდი, რომ გიყურებთ მეჯავრებით. თქვენ მხედავთ და ფიქრობთ რომ პიდარასტი ვარ.

    გამარჯობა, მე ბევრი მეგობარი გეი, ლეზბოსელი, ბისექსუალი და მეგობარი ტრანსექსუალი მყავს, მთთან ერთად ხშირად მხედავ. შენ ფიქრობ რომ პიდარასტი ვარ.

    ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა 🙂

  3. cinikosi ამბობს:

    გამარჯობა, შენ რესტორანში შემოხვედი, ხინკალი შემიკვეთე, მე მიმტანი ვარ, შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.

    cudad aris imati saqme vinc egre fiqrobs 🙂

  4. მანქი ამბობს:

    ამ სტილის პოსტებს შორის, ყველაზე კარგი გამოგივიდა : )
    მომეწონა : )

  5. Ketevan ამბობს:

    მაგარია – ბევრი ადამიანის სათქმელი თქვი!

  6. Alexi Amniashvili ამბობს:

    ბევრი მართლაც ძალიან რეალური იყო, მაგრამ იყო ზოგზოგიერთი რომელიც რაღაც უფრო გამოგონილი მეჩვენა ვიდრე რეალური. ვერ ვხვდები აი ამ შემთხვევაშ ‘გამარჯობა, შენ დღეს დილით კიბეზე მხვდები და მესალმები. ერთ საათში ჩემს ბლოგზე შემოდიხარ, ებოუთ მის კითხულობ და კომენტარს წერ, შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ.’ როგორ უნდა გაგიჩნდეს ეს გრძნობა რომ შენ პიდარასტი ხარ ;დ მაგრამ საერთო ჯამში მართლაც კარგი გამოვიდა :))))

  7. ნოლა :> ამბობს:

    ძალიან მომეწონა<3

  8. eli melmon ამბობს:

    “შენ შემოდიხარ შემს ბლოგზე და კითხულობ პოსტს “გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ” და ფიქრობ ,რომ მე პიდარასტი ვარ” : )) ჩაამატე : ))

    მეც მომეწონა, მართლა კარგი იყო : ))

  9. Andy ამბობს:

    არა აშკარად რომელიღაცა ორიენტაციას მიეკუთვნები , მთლად გეი არ ხარ , თუმცა ვერც გამორიცხავ. იქნებ ბი … ბი – ად ყოფნა ისევ პიდარასტობა სჯობს 😀

    ეს რესტორნის და მიმტანის ამბავი რეალობას მოკლებულია აი დანარჩენი მართლა problem !

  10. ketusi ამბობს:

    ხოოო,შეგიძლია ჩაამატო: ”შემოხვალ ჩემ ბლოგზე,ნახავ საიდბარის სურათებს და იფიქრებ,რომ პიდარასტი ვარ” 😀 😀 😀

    ძალიან ბევრი პუნქტი სულ არ შეეფერება რეალობას,ჩემის აზრით.
    ისე კი,გეთანხმები–ყოველთვის არიან ადამიანები,ვისაც არაადეკვატული დასკვნების გამოტანა შეუძლიათ.

  11. მანქის პოსტზე ვიკაიფე და თან საკმაოდ სერიოზული რაღაცეებიც დავინახე,მაგრამ ეს პოსტი ცოტა არ იყოს არადეკვატურია, მაგ მე სულაც არც სიგარეტს ვეწევი, არც ლუდს ვსვამ, არც მარიხუანას ვეწევი და გეი მეგობრების არმიაც მყავს მაგრამ ნამდვილად არ ფიქრობს ჩემს ირგვლის ხალხის რომ “პიდარასტი” ვარ 🙂

    ახლა რაც შეეხება დასახულ პრობლემებს, ბუნებრივია არსებობს ესენი მაგრამ აქ ორი ვარიანტია, პირველი ადამიანს როდესაც გინდა რაიმე პრობლემის და როდესაც გინდა ამ პრობლემით გამორჩეული იყო…

    როდესაც რაიმეს აკეთებ მზად უნდა იყო იმ შედეგებზე როდესაც მას მოყვება…

  12. neandertalely ამბობს:

    გამარჯობა, შენ მამაჩემის ძმაკაცი ხარ. მე და მამას ხაშზე გვეპატიჟები. მე ვამბობ, რომ არ მიყვარს, სალათი მირჩევნია. მამა მოგყვება, მე არა. შენ ფიქრობ, რომ მე პიდარასტი ვარ…უპს… 😀 კარგია 😀

  13. კახი ამბობს:

    ბოლოში ვიდეო ყველაზე კარგი პასუხია ყველა იმ ჩამონათვალის რაც ზემოთ წერია :დ მომეწონა პოსტი ^^

  14. me ამბობს:

    თუ ბუასლი გაქვს და პროქტოლოგთან დადიხარ ფიქრობენ რო პიდარასტი ხარ :):):):)

  15. kakha ამბობს:

    ეგეც არ იყოს და არც ცოლი მოგყავს 🙂

    შესაბამისად, ყველა ფიქრობს, რომ შენ ხარ პიდარასტი.

  16. hm... ამბობს:

    და ბოლო–ბოლო მართლა პიდარასტი აღმოჩნდება? :U:

  17. dimonX ამბობს:

    vava,aba yvela rogorc pidarasts ise miyurebs?

    auf 😦

    omfg

  18. mowyenili winda ამბობს:

    გამარჯობა, შენ ჩემი მეგობრის დედა ხარ, მე მოტკეცილი ჯინსი და გულ ამოღებული მაისური მაცვია. შენ ფიქრობ რომ მე პიდარასტი ვარ. 🙂 kargiaaa…………

  19. Pingback: ბოზობით მოყენებული ზიანი « anna's Blog

  20. გვირილა ამბობს:

    …და ყველაზე მთავარი – რატომ თვლიან, რომ ეს მათი საქმეა საერთოდ? ყველამ საკუთარ პირადს რომ მიხედოს არა?

  21. Pingback: გამარჯობა, მე მსუქანი ვარ « AKUworld :)

  22. Giga ამბობს:

    ბატონო პოსტის ავტორო, შეგიძლიათ განმიმარტოთ რას ნიშნავს პედერასტი და არა პიდარასტი?

    • ადო ამბობს:

      შეგიძლია მიპასუხო, ბატონო გიგა, რამდენი ჰომოფობი ამბობს პედერასტს? თითოეულჯერ ნახსენებ “პიდარასტს” ბრჭყალებში ვერ ჩავსვამდი.

      P.S გამოვიყენე ისე, რომელსაც დამცირების მიზნით ხმარობენ. “ე” ს არ აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა . სჯობს ყურადღება მესიჯს მიაქციოთ ვიდრე იმის გარკვევას ავტორმა პედერასტი იხმარა, პედარასტი, თუ პიდარასტი.

      • Giga ამბობს:

        ეგ კი ბატონო გასაგებია, მაგრამ ჩემი შეკითხვა სამწუხაროდ უპასუხოდ დარჩა.

  23. GioMac ამბობს:

    ლოლ, მაგარი პოსტია :)))

    აი ვაღიარებ რომ თავის დროზე მაგარი ჰომოფობი ვიყავი, მაგრამ აი ეგეთი სირები რომ არსებობდნენ და მაგათ რომ მაინც ვჯობდი და ეგრე არ ვფიქრობდი ეგ მაინც არის… ზოგს არაფერი გამოასწორებს (კუბო ითვლება?).

  24. Mari ამბობს:

    “გულამოღებული” ერთად იწერება, შვილო 🙂 ისე, შეგიძლია დეკოლტეც უწოდო, შინაურულად 😀

    • ადო ამბობს:

      მადლობა, გრინჩო, შესწორებისთვის. ახლავე გავასწორებ ^^

  25. Zurriuss.Ge ამბობს:

    პიდარასტი კი არა, პ-ე-დ-ე-რ-ა-ს-ტ-ი. სწორად წერაც “პიდარასტობაა”? :დდდ

  26. Jason Evans ამბობს:

    მშვენიერი პოსტია,ნუ ზოგ ზოგიერთს თვალს მაინც აუხელს რომ ეს საქციელისრული სისულელეა და მეტი არაფერი..მერე რა რომ,ის შენგან განსხვავებულია ეს იმას არ ნიშნავს რომ ის გეყა ანნ დანარჩნეი სხვაა.. ხალხი ბრბოაო ტყუილად არ უთქვამთ ..ერთმა თუ რაღაცა აიკვიატა და მეორემ არ გააკეთა სირცხვილი გონიათ. ჯამში მშვენიერი პპოსტი გამოვიდაა მომეწონა.. ერთი შემთხვევა მეც მომწვლია აა რახამ სხვანაირი ორიენტაციის მეგობრები გყავს ანუ შენც მათნაირი ხარ<<< აი ეს.. (სრული სისულელე)

  27. Pingback: გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ | Spamwriter's Blog

  28. spamwriters ამბობს:

    გა, დაგიტოვებ ამას, რა იცი ვის რაში დასჭირდება 🙂

    http://goo.gl/QERXL

  29. Pingback: გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ | Spamwriter's Blog

  30. beqo ამბობს:

    = )))

  31. Pingback: ინტიმური ჩანაწერები იქიდან დღემდე «

  32. Pingback: ქართული ბლოგინგ მოდა: გამარჯობა… « მოქალაქე

  33. Pingback: გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ | Spamwriter's Blog

  34. Pingback: ქართველ გეი „ყვერების დაჭრით“ დაემუქრნენ | „შავი ქვა“

  35. Pingback: ქართველ ჰომოსექსუალისტს „ყვერების დაჭრით“ დაემუქრნენ | „შავი ქვა“

  36. Recruit ამბობს:

    რატომღაც მგონია რომ სადღაც სულის სიღმეში დევს შენში ეს ორიენტაცია(თუ უფრო ახლოს არა) ისე რომ მიდრეკილება გაქვს მისკენ, ისე რამდენადაც ვიცი ზაან მარტივია დედას რომ შეგაგინებენ ტრაკი მიუშვირე და ბოზურად ჩაიცვი ეგაა სულ :))))
    ერთი ვიცი სვეცკურად რომ ვთქვათ გეია ხოდა მიდი და მასტერკლასებს ჩაგიტარებს ანდა ვინ იცის იქნებ შენც ჩაუტარო მასტერი კლასები
    პ.ს. გოგოების მესაიდუმლევ იქნებ მერე მოუყვე კიდეც რომელიმეს მაგალითად ანნას ან შეიძლება არც ეცალოს 999 კაცთან იყოს და უკვე აპრობირებულ თუ ახალ პოზებს ცდიდეს თავის დიად საქმეში 😉

  37. ეფრემ III ამბობს:

    იფიქრონ რამდენიც უნდათ, მთავარია რომ ხმის ამოღებას ვეღარავინ ჰბედავს 🙂

  38. lady19 ამბობს:

    aseti posti manqis ar edoo

  39. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

  40. Grienold ამბობს:

    ეს უფრო კომპლექსია რომ ფიქრობ რომ შენს გარშემო ყველა შენზე რაღაც ცუდს ფიქრობს. იქნებ სულაც არ აინტერესებ?

  41. KAKHA13 ამბობს:

    გამარჯობა მე ნათელი ნათელი ფერის სამოსელი მევასება , შენ ფიქრობ, რომ პიდარასტი ვარ.
    გამარჯობა მე ჩხუბი არ მიყვარს, შენ ფიქრობ, რომ პიდარასტი ვარ.
    გამარჯობა მე გეი მეგობრებიც მყავს, შენ ფიქრობ, რომ პიდარასტი ვარ.
    გამარჯობა ფეხებზე მკიდიხარ ! 🙂

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s