ინტიმური ჩანაწერები იქიდან დღემდე


ღამის 3 საათზე, როცა ყველას გვეძინა, ჩემი და ბავშვებთან ერთად მოვიდა ტირილით, დახეული, დაგლეჯილი პალტო ეცვა, ანიც ტიროდა. პირველად რაც გავიფიქრე, ჩემს სიძეს მოუვიდა რამე მეთქი. ხათუნა მოკლეს, მისი მული… ყველაზე კოშმარული ღამე გვქონდა… ძალიან ლამაზი, უსაზღვროდ კეთილი და ახალგაზრდა იყო, მაგრამ უცბად გაქრა, გააქრეს… გაჩერებაზე მდგომს, მანქანამ დაარტყა. მკვლელმა ფული გადაიხადა პროკურატურაში და გაუშვეს. 1 კვირა ხმას ვერ ვიღებდი. იმ დღიდან მოყოლებული მანქანა ნივა მეჯავრება. 5 თვის განმავლობაში მანქანებს  ვითვლიდი და გაჩერებაზე ვერ ვდგებოდი, მეშინოდა. ფსიქოლოგთან უნდა მივსულიყავი წესით, მაგრამ აწი აღარ აქვს აზრი.

2003 წლის 15 იანვარი

სკოლაში წასვლა არ მინდა, სჯობს დღესაც მოვიავადმყოფო თავი, არადა დღეს გერმანული მაქვს, ისევ დარეკავს დირექტორი და დამრიგებელი სახლში მომაკითხავს, ეგონება ისევ შატალოზე ვარ. როგორ დამღალეს სკოლაში, არავის დანახვა არ მინდა. გუშინ გერმანულის რეპეტიტორს დავალებები ისევ დავაწერინე და გაკვეთილისთვის მზად ვარ. ვერაფერში ვერ ჩამჭრის. არა და რა იცის დირექტორმა, რომ გერმანულის გაგებაში არ ვარ და მეჯავრება, მაინც 8 ქულა მყავს. ალბათ რომ ვუყვარვარ მიმატებს ქულებს, იცის მეც რომ მიყვარს. აბიტურიენტი ვარ და სკოლაში ვათრევ რეპეტიტორების მიერ მოცემულ დავალებებს, იქ ვწერ თორემ სხვანაირად ვერ ვასწრებ. ჰო მართლა, ქეთი გაგვითხოვდა, ჩვენ მეთერთმეტე კლასში ვართ და სიძე მერვე კლასში. დიდხანს ვერ გაძლებენ ერთად… მერვე კლასელ ბავშვთან სექსი? ვერ წარმომიდგენია…

2007 წლის 11 ნოემბერი

ერთია, ინტერნეტით გავიცანი, რამოდენიმე თვეა მიმოწერა გვაქვს. გადავწყიტე ბოლოს და ბოლოს ეს ნაბიჯი გადავდგა, რაც იქნება იქნება, ყველაფერზე თანახმა ვარ. თანაც სახლში ძალიან გამაბრაზეს და გულს გადავაყოლებ… დავბრუნდი… ისეთი ლამაზი აღმოჩნდა, როგორც ფოტოებზე და ვებ კამერაში. მაგრამ ძალიან არ მომეწონა, თავი რობოტი მეგონა… სექსი გვქონდა, საშინელი სექსი. დავრწმუნდი ვინც სექსზე ბევრს ლაპარაკობს სექსის გაგებაში არ არის.

2008 წლის 7 ივნისი

ჩემი ძმა დაოჯახდა. ჰო, ჰო დაოჯახდა… რომ დარეკა და გვითხრა, მე და ჩემი და ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვყვიროდით. ძალიან გაგვიკვირდა, ასეთ სწრაფ გადაწყვეტილებას არ მოველოდით მისგან. რძალი მე გავიცანი ინტერნეტით, დავმეგობრდით და ჩემი ძმის წლოვანების რომ აღმოჩნდა გადავწყვიტე გამეცნო. ყოველდღე, როცა მიმოწერა ჰქონდათ, კურატორის როლს ვასრულებდი, მოკლედ შევაბით რა. სანახავად ჩავედი, სოფელში იყვნენ, შენი ფრენდი მოვიდაო და გადავეხვიეთ ერთმანეთს. მთელი დღე ვიცინოდი, მონიტორზე გადიდებული ფოტო მეგონა ნათია.

2008 წლის 20 მარტი

საქართველოში ომია…

2008 წლის 8 აგვისტო

არ ვამაყობ თუმცა საამაყოცაა, რომ ჩემს ოჯახში არასდროს ხელი არავის არავისთვის აუწევია (დარტყმას ვგულისხმობ)…
ამას წინათ ჩემ მეგობარს ვესტუმრე. მეგონა როგორც ყოველთვის ეს დღეც ჩვეულებრივი იქნებოდა, ფილმების ყურებით დაწყებული, სახლის ყირაზე დაყენება, ბალიშების სროლით რომ მთავრდებოდა. 18 წელია ერთად ვიზრდებით, მაგრამ ასეთს ნამდვილად არ შევსწრებივარ… ის მამამისმა სცემა, ის ბიძამისმა სცემა, ის მეუღლემ სცემა… მე უძლური ვიყავი, ახლა ვნანობ, რატომ არ მივმართე შესაბამის ზომებს (პატრული).

2009 წლის 10 დეკემბერი

დღეს პაპა დაიღუპა… ხელებში ჩამაკვდა, სიკვდილის წინ მიშველეო შვილებს დასძახოდა, თქვენ რა შვილები ხართ ჩემი შველა არ შეგიძლიათო. პაპა ძალიან კარგი კაცი იყო, ძლიერ მიყვარდა და მის მოგონებებს ყოველთვის სიამოვნებით ვისმენდი. ანზორიც პაპას საპატივცემულოდ მქვია, ხშირად მიფიქრია სახელის გადაკეთება, მაგრამ პაპას ხათრით არ გადავიკეთებ.

2009 წლის 4 აპრილი

უნივერსიტეტში აკადემიური ავიღე, გერმანიაში უნდა წავიდე სამუშაოდ. მეილზე უამრავი წერილი მომივიდა, ბევრი შემოთავაზება მაქვს, რომელიმეს ავარჩევ. თუმცა ინგლისიდანაც მომდის, გაურკვევლობაში ვარ ლონდონში წავიდე თუ ლაიფციგში. მოკლედ, გუშინ დამირეკეს გერმანიიდან და ჩასვლის დროზეც შევთანხმდით. ივლისში წავალ.

2009 წლის 20 ივნისი

რამოდენიმე დღის წინ, 18 წლის გავხდი და ამის აღსანიშნავად, დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად, სახლიდან მეზობელთან გავიპარესავით (ვიცოდი ჩემი ძმა შემეწინააღმდეგებოდა) და ტატუ გავიკეთე. ძალიან მომწონს, შემთხვევით ინტერნეტში გადავაწყდი. ორი თოლიაა ერთი დიდი, მეორე პატარა… თოლია თავისუფლების გამოსახატავად ამოვისვირინგე. მეორე ახსნა ჩემი ზედმეტსახელია _ადო (ქართული ასოებით იკითხება).

2009 წლის 22 სექტემბერი

თითქმის ყოველდღე მწერენ, მხვდებიან, ზოგიც მლანძღავს, მაგრამ დღეს ისეთი თბილი დღე იყო ასეთი დამთხვევა და ამდენი ადამიანის სითბო ჯერ არ მიგრძვნია ადამიანებისგან. ქუჩაში ძალიან ბევრმა გამაჩერა, ზოგი მეძახდა, მიცინოდა, ზოგს არ ერიდებოდა და მეუბნებოდა რომ ჩემს ბლოგს კითხულობდნენ. არ მეგონა ჩემს ნაბლუდუნებს თუ ვინმე წაიკითხავდა, ისიც არ მეგონა ვინმე თუ მიცნობდა. ძალიან მიყვარს ჩემი ბლოგის მკითხველი, განსაკუთრებით მაშინ როცა სითბოს იჩენს…

2010 წლის 19 აგვისტო

მამას მაღალი წნევის გამო ინსულტი დაემართა. შეიძლება გაუმეორდესო, გაუფრთხილდით ძალიან მძიმედააო_ ექიმმა. ძალიან მეშინია… რამე რომ დაემართოს ჩემი ფსიქიკა და ემოციურობა ვერ გაუძლებს.

2011 წლის 6 თებერვალი

ის მალე ლონდონიდან ჩამოვა, ვემზადები. ტატუ გაიკეთა სიყვარულის დასამტკიცებლად, ბევრი ვეჩხუბე, ჩემი სახელის დაწერა კისერზე ქართული ასოებით რა ღლეობაა მეთქი. ეწყინა მაგრამ არაუშავს გადაუვლის. ახალი წლის დღეებში ჩამოდის.

2010 წლის 12 დეკემბერი

ჩემ დას „ყველაფერი“ მოვუყევი, ყველა ინტიმურ თემას შევეხე და საინტერესო მსჯელობის შემდეგ არანაირი რეაქცია არ ჰქონია. პირიქით ძალიან ბევრი რჩევა მომცა და ჩამეხუტა კიდეც. ჰო, ჰო ჩამეხუტა… ცივი ადამიანი რომ არის იმიტომ გამიკვირდა. დღეიდან საუკეთესო მეგობრები ვართ.

2011 წლის 20 ივნისი

ის არ ჩამოსულა… სამაგიეროდ მალევე სხვამ ჩაანაცვლა. ძალიან შემაყვარა თავი, ვამბობდი ყველაზე მტანჯველი გრძნობაა, ადამიანის დაღლევებას იწვევს მეთქი, მაგრამ უკვე დავღლევდი და სხვა არ გზა მაქვს. არავის არ მოსწონს ბრმა ხარო მეუბნებიან. ძალიან მალე ურთიერთობა გაცივდასავით,  როცა ვნახულობთ ერთმანეთს მაშინ თბება. დასასვენებლად მიდის, რომ ჩამოვა გადავწყვეტთ მომავალს…  დღეს, ჩვენ,  დავშორდით ერთმანეთს…

2011 წლის 30 ივლისი

დღეს, ჩემმა ძმამ ჩემს დაგროვებულ ფოტოებს მიაგნო, ან ჩემი ბლოგი აღმოაჩინა და წაიკითხა „გამარჯობა, მე პიდარასტი ვარ“ , მე რა თქმა უნდა ვერაფერი მითხრა და დედაჩემს ეუბნება _ეს ბიჭი პიდარასტიაო. ახლა დამადგა დედაჩემი, დაყვლეფილი თვალებით _ასე მითხრაო… დაიკიდე მეთქი და გაჩერდა. ჰო, მართლა, დღეს ახალი ჭორებიც გავიგე ჩემზე, როგორ ჭორაობენ თურმე უბნის კოლორიტი მამრები. ვგონებ, მალე ჯაშუშს დაიქირავებენ, რომ ეჭვები გაარკვიონ. ერთ-ერთმა ჩემთან მეგობრობაც კი აუკრძალა ვაჟს…

2011 წლის 15 აგვისტო

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , . Bookmark the permalink.

29 Responses to ინტიმური ჩანაწერები იქიდან დღემდე

  1. დავტოვე კვალი! ♥

  2. nick says:

    ბოლო მომეწონა, მაგარი რამეა დღიური უნდა ვაწარმოო : ))

  3. cuga93 says:

    არ ვიცი რატომ მგონია რომ მთელი ცხოვრებაა გიცნობ…🙂

    • ადო says:

      >.< ამ დროს მადლობას გადაიხდიან ხოლმე, თუ უბრალოდ ♥ (გული) ყველაფერს იტყვის…

  4. Mari says:

    არასოდეს შემიმჩნევია თოლიები შენს სვირინგზე. არადა, ძალიან მიყვარს ეგ ფრინველები.

    ადო, მოეშვი რა სისულელეების წერას😐 გულს მიხეთქ.

  5. შენი პოსტები ერთი ამოსუნთქვით წამეკითხება ხოლმე და ხშირად დავბოდიალობ:))) ასე გააგრძელე , დადებითი მუხტი აქვს ყველაფერს…უბრალოდ ერთი რამ ჩააწორე,2009 წელს მეგობართან სტუმრობას და მისი ცემის ფაქტს რომ აღწერ იქ ამბობ 21 წელია ერთად ვიზრდებითო და იმავე წელს გიწერია 18 წლის გავხდიო…😛 ეს იყო და ეს..:)))))))))

    • Mr. Nomad says:

      რა ვერ გაიგე, წინა ცხოვრებაშიც ერთად იყვნენ❤

    • ადო says:

      გადავასწორე🙂
      ახლანდელი ასაკი შემომეწერა :დ გმადლობ რომ შეამჩნიე❤

  6. siyvarulovna says:

    მიყვარხარ❤

  7. LuX says:

    ეჰ, უჰ🙂 ჰა, მესამეც და ეგ ჩამოვა!😀 ან შენ წადი, ვის ელოდები?

    • ადო says:

      არ ვარ ფინანსურად ძლიერი.
      მასთან კი არ წავალ სხვა ყავს უკვე, აღარც მიყვარს🙂

  8. ჰო..

    ადვილად იჩვევს შენი ბლოგი მკითხველებს.
    ესეც მომეწონა.

    • გაგა says:

      მეც შევეჩვიე აქ შემოსვლას და კითხვას…ეს უკვე მესამე ბლოგია,რომელმაც შემიჩვია🙂

  9. Jessie says:

    ემოციური და თბილი პოსტია..მიყვარს წარსულს რომ იხსენებენ და თან ყველაზე შთამბეჭდავ მომენტებს…

  10. Mr. Nomad says:

    ადოო, კარგია და საინტერესო🙂❤

  11. anna says:

    თითქმის ყველაფერი მეცნო❤

  12. Chiamaria says:

    რა კარგად წერია თან.. მომწონს

  13. Anonymous says:

    dzalian kargiaa adun🙂 egre gaagrdzeleee

  14. Mygreensun says:

    miyvars sheni blogi!❤ dashenc❤

  15. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s