ცხადი თუ რეალობა?


სადარბაზოში შესვლისთანავე ექვსივე საფეხური სწრაფად ავირბინე და ლიფტი გამოვიძახე.

_  ოდესმე ბედნიერი ყოფილხარ? ვეკითხები ჩემ თავს და შევდივარ ლიფტში, პასუხი რა თქმა უნდა არ მაქვს და ვიწყებ ფიქრს იმაზე, თუ როგორ და რა ძალით მოძრაობს ეს ყუთი. ლიფტში მთლიან კედელზე სარკეა.

_ გამეცი პასუხი რა არის საჭირო იმისთვის რომ ბედნიერი იყო? ლიფტის სარკიდან გადმოსული ჩემი მეორე მე თავს არ მანებებს, და შეკითხვებს მაყრის.

_ რატომ ფიქრობ ამდენს, რატომ აფიქრებინებ ადამიანებს რომ უცნაური ხარ? ვიბნევი და პასუხი ისევ არ მაქვს.

_ ვყვირი. არ ვიცი, მგონია, ჩემი ფიქრები ნათელია და სიტყვებით გადმოცემა არაა საჭირო. არა, ცდები, ადამიანებს შენი დუმილით ბევრ უცნაურს აფიქრებინებ!

_ სწორედ ფიქრობენ, უცნაური ვარ. ჩემს ორაზროვან წინადადებებს არასდროს არავინ უღრმავდება. საერთოდაც რა საჭიროა ლაპარაკი?

სარკე ნელ-ნელა პატარავდება… იმდენად დაპატარავდა მეორე მე შესვლას ვეღარ ახერხებს, ბორგავს და ზურგზე მეკვრის. სარკე იმსხვრევა, თითქოს ისიც ჩემს წინააღმდეგაა და სურს ამ საზიზღარ მესთან ერთად სამუდამოდ დამტოვოს.

ლიფტის კარი იღება მეოთხე სართულზე, მე გადის და სახეს იცვლის, კიბეზე მოძრავი ბიჭის სახე მიიღო, უყვირის ხმა ამოიღე, შენ მაინც მითხარი რამეო. თითქოს მას ვერ ხედავს ისე აგრძელებს ბიჭი გზას. მისი მე უკან მისდევს, უშედეგო შენიშვნების შემდეგ ქრება და ემუქრება, აფრთხილებს ყოველთვის შენს გვერდით ვარო.

ლიფტის კედლები ვიწროვდება, ჭერიც კი იკლებს სიმაღლეს, თავის გადასარჩენად მეს ვეძახი. იმ მეს რომელიც სულ ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის წავიდა, გაქრა… ჩავიცუცქე, ღრმად ვსუნთქავ ჰაერი აღარ მყოფნის. ვიცი რომ კლაუსტროფობიით ვარ დაავადებული, რატომ ჩავჯექი ლიფტში? მეს სიცილის ხმა მესმის… კედლები უფრო და უფრო ვიწროვდება, ლიფტი მოწყდა და გაურკვეველი სისწრაფით ქვევით ეშვება. ვყვირი, მაგრამ შველა არავის შეუძლია…

კუთხეები მრგვალდება, კედლები უფრერული, გამჭვირვალე ხდება და განზე იწევს. საპნის ბუშტში ვზივარ ჰაერის მარაგი საკმაოდ ბევრია, თანდათან იზრდება ბუშტი, თავისუფლების შეგრძნება მეუფლება და კმაყოფილი სახით ხედს ვათვალიერებ. მინდორში მდგარი მე, საპნის ბუშტებს უშვებს, მომღიმარი სახით ვაკვირდები და მასთან მისვლა მინდა, მეც მინდა საპნის ბუშტები გავბერო. მფრინავი ბუშტით მინდა მოწმენდილ ცაზე გადაჭიმულ  ცისარტყელას მივუახლობდე და ოცნება ავისრულო…

ბუშტი სკდება და ძირს ვეშვები…

მასთან ერთად მეც ვქრები…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი, საკითხავი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to ცხადი თუ რეალობა?

  1. Mr. Nomad says:

    ეს ყველაფერი ცხადია თუ რეალობა?

  2. anna says:

    ამ ბოლო დროს საკაიფო წერისსტილი შეიმუშავე ^^ ადრე სხვანაირად წერდი უფრო :პ

  3. რუსა says:

    მომეწონა…
    ,, მეც მინდა საპნის ბუშტები გავბერო. მფრინავი ბუშტით მინდა მოწმენდილ ცაზე გადაჭიმულ ცისარტყელას მივუახლობდე და ოცნება ავისრულო…’’ცუდია რომ ცუდად დამთავრდა…😦

  4. nick says:

    მშვენიალურია : ) ლაღი სტილია წერის : )

  5. ameliland says:

    მაგარი იყო : )

  6. კარგია, მგონია ფილმი ვნახე.🙂

  7. nini says:

    … neta vin xar…
    pirveli es momivida tavshi azrad

  8. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s