მამა, აღმზრდელი და სითბოს ძიება


 სასურველია ამ მუსიკის თანხლებით წაკითხვა

 დე, დე, ჩამეხუტე და ისე დავიძინოთ რა… დედას ხელებს მთელი ძალით გულში ვიხუტებდი, მეგონა დილით ისევ ჩახუტებულებს გაგვეღვიძებოდა, ძალა შემრჩებოდა ძილისას და მის ხელებს გულიდან არ მოვიშორებდი. როგორც კი მზე თვალებში მომანათებდა, ხელების ფათურით, მის ჩემს გვერდით არსებობას ვამოწმებდი, მაგრამ ტყუილად… დედა ძალიან ადრე, ყოველდღე სამსახურში მიდიოდა. მამას მაგივრადაც ის მუშაობდა და უმეტესად გამათბობელისთვის საწვავი მოჰქონდა. მამაც ძალიან მიყვარდა, მერე რა ბიჭებთან ფეხბურთის თამაშს რომ  მაიძულებდა, მე მაინც არ ვუჯერებდი და ამის გამო მცემდა. ჩემი მეორე დედა ჩემი და იყო, რომელიც მამას დამცირების შემდეგ მეფერებოდა და იმ სითბოს მაძლევდა რასაც მამა მაკლებდა. ჩემ დას ყოველთვის თავის მეგობრებში დავყავდი, ყველა გოგო იყო და ჩემით ერთობოდა, ხან რას ჩამაცვამდნენ, ხან რას დამაფარებდნენ თავზე…

  მე ერთი ყველაზე ახლო მეგობარი მყავდა, რომელიც პირველი გავიღვიძებდით და კიბეზე ჩავასწრებდით ის ეძახდა მეორეს. დაბადებიდან ერთად ვიზრდებოდით. ჩვენ ბაღშიც ერთად, და ერთი და იმავე ჯგუფში დავდიოდით. ერთ საწოლში გვეძნა და ერთ მაგიდასთან ვთამაშობდით. როცა მასწავლებელი შეჰყვირებდა დაიძინეთო, ყველას თვალი უნდა დაგვეხუჭა  და სუნთქვის ხმაც კი არ უნდა გაეგო. რამდენიმე წუთს ერთმანეთის უკან ორ რიგად ჩაწყობილი საწოლების შუაში გაივლიდა მასწავლებელი და ჯოხს ხელზე ირტყამდა. ვის საწოლსაც მიუახლოვდებოდა შიშისგან გამოწვეულ ხშირ სუნთქვას აჩერებდა, გულისცემას კი ლოგინზე მჭიდროდ დაჭერით ახშობდა. როგორც კი ზურგს გვაქცევდა, თვალებს ოდნავ ვახელდით და ველოდებოდით, ხუთ წუთიანი მეთვალყურეობის შემდეგ თუ როგორ ტოვებდა შავ ძალიან სქელ ძირიანი ფეხსაცმელების ძლიერი ნაბიჯით ოთახს.  იქამდე არ ბრუნდებოდა სანამ ჩემს გვერდით მწოლიარე მეგობარი თვალებს არ დააჭყეტდა და არ დაიწყებდა…

  ყველა იძინებდა ჩვენს გარდა, შეიძლება ჩვენ შეჩვეულნი ვიყავით, რომ ეს წესად ქცეული აუცილებლად უნდა დაგვეწყო. ორივეს ერთი საბანი და ადიელა გვეფარა. ის უხეშ, ბუსუსიან ადიელას გადაიხდიდა და საბანს თავზე გადამაფარებდა. ერთ ხელს ზურგზე მომხვევდა მისკენ მიმიზიდავდა, მეორე ხელს კისერზე შემომხვევდა და ასე ვიყავით ჩახუტებულები რამდენიმე წუთს. უფრო მეტი სითბოს გაზიარების სურვილი გვიჩნდებოდა ერთმანეთისთვის… ძლიერად დახუჭულ თვალებზე მკოცნიდა და ზურგზე ნაზი თითებით წრეებს ხაზავდა. ხელს საცვალში ჩამიცურებდა… და მკერდზე მეფერებოდა. არ ვიცი საიდან ისწავლა. რაც მთავარია მე ეს მომწონდა, ხანდახან მეც ვბაძავდი მას. ამ დროს აღმზრდელი შემოდიოდა და საბანში შემძვრალს რომ გვხედავდა, თმაში ხელს გვტაცებდა, შუბლით ერთმანეთს გვაჯახებდა,  გაგვათრევდა ორივეს და სანამ ყველა არ გაიღვიძებდა შიშვლებს ცივი ოთახის კუთხეში გვაყენებდა. ეს იქამდე გრძელდებოდა სანამ აღმზრდელი მამას ბაღში დაიბარებდა და მოუყვებოდა. სახლში რომ მივდიოდით მამა ისევ მცემდა. მამას მხოლოდ ცემა შეეძლო, საუბარი და შვილთან ურთიერთობა არა…

მერე? მერე, რამოდენიმე წელი გავიდა და სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით. სკოლიდან დაბრუნებულები ერთად ვიყავით, ხან მე ვსტუმრობდი მას, ხანაც ის. მოვიმიზეზებდით მის ბებიასთან წასვლას. ბებია შორს ცხოვრობდა ჩვენ კი დაახლოებით 1 კილომეტრის მოშორებით, ლიანდაგებთან ახლოს, ჩვენ აშენებულ ქოხში მივდიოდით. ჰო, ქოხი მართლა ჩვენ ავაშენეთ. სახლიდან ყუთები და გამოუსადეგარ ნივთები მიგვქონდა, ყველაზე პატარა და თბილი სახლი გვქონდა. ჩვენს ქოხში თავს თავისუფლად ვგრძნობდით, და ძალიან, ძალიან ბევრს ვეფერებოდით ერთმანეთს. გასათბობად კოცონს ვანთებდით. სახლიდან წაღებული ჩაიდანით ჩაისაც ვსვამდით და კარტოფილს ნაკვერჩხალზე ვწვავდით მოშიებისას.

  ჩვენი აშენებული ქოხი მამამ დაამტვრია, როცა ყველაფერი გაიგო. აღარ მცემს, ისევ უმუშევარია და სახლში ზის. დედა ისევ მუშაობს, ჩემი და ისევ მამხნევებს. აღმზრდელს სხვა აღსაზრდელები ჰყავს.

მან გუშინ ცოლი მოიყვანა…

მე კი ახლა პოსტის წერას მოვრჩი…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

20 Responses to მამა, აღმზრდელი და სითბოს ძიება

  1. nick says:

    რა ფანტაზია გაქ, ხომ ფანტაზიაა ?

  2. კახი says:

    მმმ. სა ი ნტე რე სო ა🙂 ბლოგზე ყველაფერს ახალს ვიგებ შენს შესახებ. რა ცუღლუტი “ბალღი” ყოფილხარ, ოდიდგანვე გარყვნილი :დ

  3. და მაინც ფანტაზია თუ რეალობა?? თუ ორივე ერთად?? :))))

  4. anna says:

    მდა, ვერ გავიგე რეალობაა თუ არა :დ

  5. M.K. says:

    რატომ მაინცდამაინც ეს იმიჯი?
    ანუ კარგად წერ და ისედაც შეგეძლო ბლოგის პოპულარიზაცია-მეთქი, ვიგულისხმე🙂

  6. საყვარელი ხარ❤

  7. ადო says:

    ერთიანი პასუხი ყველას: ყველაფერი, რასაც აქ წაიკითხავთ, შესაძლოა იყოს ფანტაზიის ნაყოფი… თუმცა, იქნებ reality-ცაა… უფრო სწორად, ეს ბევრის ცხოვრებაა და მინდა სწორედ ამას მიხვდეთ, რაღაცები რეალობაა ჩემი ცხოვრებიდანაც. ♥

    რატომ მაინცდამაინც ეს იმიჯი? განსხვავებული ბლოგი უნდა არსებობდეს!

    • M.K. says:

      არ გეწყნოს, მაგრამ ასეთი (ანუ მსგავსი თემატიკის) ბლოგი უკვე იყო wordpress-ზე… რეიტინგებშიც პირველობდა… ახლა სად წავიდა, არ ვიცი…
      ჩემი აზრით უკეთ წერ იმასთან შედარებით და ამიტომაც ვფიქრობ რომ ასეთი “გამძაფრებები” მაინცდამაინც არ გჭირდება… საკუთარ პრობლემაზე წერ? დაწერე, მაგრამ ნუ შეალამაზებ. ზოგადად ეს თემა გაწუხებს? ნუ დაიბრალებ ნურაფერს, ისე თქვი… მკითხველი ისედაც დაინტერესდება…
      ჰოდა, რაც შეეხება განსხვავებულობას…
      რა მაინტერესებს, იცი? უმცირესობებზე თუ გაქვს აქცენტი, უნარშეზღუდულის იმიჯი რატომ არ აიღე, მაგალითად? ესეც ხომ პრობლემაა?

      • ადო says:

        🙂 რა უნდა მეეწყინოს, რომელ ბლოგს გულისხმობ? აქ არაფერია გამძაფრებული, მომწონს ეს ისტორია. ეს თქვენ უნდა მიხვდეთ რეალობაა, თუ ფანტაზია. ნუ შეალამაზებო რომ ამბობ სისულელეა, ძალიან ცუდად მსჯელობ, თუ არ შეალამაზე პოსტი და მკითხველს განსხვავებული ფორმით არ მიაწოდე, მაშინ სჯობს საერთოდ არ დაწერო😉 ვწერ იმაზე რის შესახებ წერაც მსიამოვნებს. მე ვაგრძელებ წერას, შელამაზებული, თუ გამოგონილი (ეს თქვენთვის მომინდია) პირადი თემებით…

  8. teennewson says:

    მ.კ გეთანხმები.. ადო მე მომეწონა, მაგრამ განსხვავებულება თუ გინდა სხვა პრობლემატურ თემებსაც შეეხე, ისეთ თემებს, რომლებიც ისეთი აქტუალური არ არის და სხვა ბლოგზე არ მოიძებნება….

    • ადო says:

      მოდი მთლად იმიჯსა და განსხვავებულობას ნუ დავაბრალებთ, ასე სჯობს. უფრო მეტი შეგიძლია ნახო M.K-ს რეპლიზე🙂

  9. wissner says:

    ხელს თუ საცვალში გიცურებდა მკერდზე როგორ გეფერებოდა? o.O
    ისე მომეწონა,თბილი პოსტია.

  10. რაღაც ჟან ჟენეს გავლენას ვგრძნობ… ნოტრ-დამ-დე-ფლერ…

  11. ხატია says:

    მომეწონა, საინტერესო წასაკითხი იყო.
    იმანაც დამაინტერესა ზუსტად რომ არ ამბობ ფანტაზიის ნაყოფია თუ რეალობა.
    თუ გაიფიქრე, ე.ი. სადღაც მაინც არსებობდა, თუნდაც შენს გონებაში

  12. http://dreamasa.blogspot.com/

    მომეწონა, მაგრამ რაღაც ბინძური პოსტები გაქვს….

  13. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

  14. Anonymous says:

    ფანტაზიაა თუ რეალობა აღარ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ლამაზია <3<3<3

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s