წერილი ადოს…


გამარჯობა, მე ლიკულა ვარ ^^

არა, ბევრი რამის თქმას არ ვაპირებ და არც იყო სახელის თქმა საჭირო, მაგრამ ასე გადავწყვიტე… როცა ადამიანმა , მწერლის სახელი იცის უფრო უადვილდება მისი დაწერილის წაკითხვა. ალბათ იმიტომ, რომ შეუძლებელია ყველა დაწერილის ერთ სტილში წაკითხვა, როდესაც მწერალი სხვა სტილით წერს და გადმოგცემს, შენ კიდევ მას სხვებში ურევ.. ისე, არც ისე საინტერესო ვარ ყველასთვის.. ეს იმით არის გამოწვეული, რომ ყველა ვერ ხედავს ჩემში ღმერთს.. ხოლო, როცა ადამიანში ღმერთს ხედავ , მას ყველა ცოდვას და შეცდომას პატიობ. ამიტომ მაპატიე შენზე, რომ ვწერ ისე, რომ რამოდენიმე დღეა რაც გიცნობ..

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჩამოვედი თბილისში და დაიწყო უსაქმურობის უსასრულობა.. სოციალურ ქსელებში ვიყავი ჩაფლული და ალბათ ამ დღეების ამაოება ჩემს სტატუსებზეც შეიმჩნეოდა.. შენმა სახელმა და ავატარმა მიმიზიდა , შენ ხომ ჩემი საყვარელი მულტფილმის გმირის სახელი გეწერა.. ზედმეტად არმიყვარს, ადამაინების უცხოდ „დამეგობრება“ , მაგრამ რაღაც საინტერესო ჩანდი და ვიფიქრე რომ აი უბედურო მეო დამთავრდა შენი უსაქმურობა ამ ქვეყანაზე , თუნდაც ცოტახნით მაინც. როდესაც მივიღე Ado Doodlez accepted your friend request, მეუცხოვა ცოტა არ იყოს. პირველი, რაც გავარკვიე, იყო ის რომ იყავი ბლოგერი.. და კიდევ ერთხელ წამომიტივტივდა თავში ის რომ „აი უბედურო მეო დამთავრდა შენი უსაქმურობა ამ ქვეყანაზე“ წასაკითხი ბევრი იყო. როდესაც გავეცანი, შენს პირველ ჩანაწერს, რაღაც აზრი გამიჩნდა შენზე.
შენთან FACEBOOK’ის კედელზე წავაწყდი ასეთ სურათს


„ძალიან `მიტყდება` თმა რომ გადავიპარსე :S“  მინდა გითხრა რომ არ ცდებოდი^^…
ყველაზე მეტი დადებითი ემოცია წამოვიდა „ხუტვინგ, ანუ ჩახუტების დღე“ და პირველი რაც ვიფიქრე „მოდი, ჩაგეხუტო“ … ყველაზე გემრიელი ინტიმური ჩანაწერები წავიკითხე შენს ბლოგზე, პირველად… ყველაზე საყვარელი „მე“ გყავს შენ.  რაღაცნაირი ხარ და ძალიან მომწონს ეს ^^
იმათ არ გავხარ , აი იმათ მე რომ ნერვებს მიშლიან და მზად ვარ, რომ მათი ცხოვრება დავანგრიო. (მინდა გითხრა მაია ასათიანს არ გავხარ, იმიტომ რომ ვერ ვიტან მაგ ქალს)
იცი, ბავშვები არმიყვარს , მაგრამ ისეთი დამოკიდებულება გქონია შენს ძმიშვილებთან, მივხვდი იქნებ არც ისე ცუდები არიან ბავშვები და მეც შევძლებდი ჩემი დისშვილებიც შეყავრებას, როდესაც ისინი გაჩნდებოდნენ. ჰოდა არმინდა შენზე , რამე დამატებითი წარმოდგენები შემექმნას. ან შევიქმნა და მერე ისევ ჩემით დავამსხვრიო…

ასე რომ, გამარჯობა, ადო შენ შეგიძლია დეიდა ლიკას ყველაფერი უამბო (თუ გინდა :ლოლ:) იცი მინდა, რომ ბევრი ღამეები გაათენო, და ბევრ ასეთ ღამეს გისურვებ რადგან, მინდა რომ უფრო მეტი და მეტი წერო… არვიცი და არც დიდ ყურადღებას ვუთმობ  „იმიჯის“ გამო ხარ ასეთი თუ არა..

მე , ასეთი ადო მომწონს და არც კი ვეცდები , რომ ცუდი ადო გახდეს. ყველაზე მაგარი მეგობრები გყავს, შენ. ძალიან თბილები არიან შენს მიმართ, თითქმის ყველა (რასაც ჩემს მეგობრებზე ვერ ვიტყვი).

კიდევ, რაც მთავარია გიყვარს ნესვი.  ნესვი არის ჩემი ცხოვრების აზრი, ალბათ საკუთარ თავზე მეტად მიყვარს. მინდა მაპატიო , რომ წინა დღეებში მე აზრი შეგაცვლევინე პირსინგის გაკეთების შესახებ , ისეთი სურათი განახე:\

დღეს ასეთი რაღაც მითხარი : „როგორ დაწერ რამეს ჩემზე? რატომ, როგორ, რომ არ მიცნობ? ო_ო“. მე გეტყვი, რომ : „ცოტას დავწერ.. როგორც გიცნობ ისე დავწერ. არც ისე დიდი დროა გიცნობ , მაგრამ ამ დროში დაგწერ“

არმინდა, ის გააკეთო რაც სხვებს მოსწონთ. არმინდა „იმიჯი“ შეიცვალო. არმინდა, რომ ცუდ ხასიათზე იყო ხოლმე. არმინდა, რომ ინანო რომ მეგობრების ლისტში ჩამამატე. მინდა, რომ ბედნიერი იყო. მინდა, რომ „ის“ გეპოვოს.  მინდა, რომ ყოველთვის ყველაფერი განაახლო.. მინდა, რომ არდაგავიწყდეს ხოლმე „ძილინებისა“. ისეთი , ამინდი არის დღეს იდეალური დროა დაწერო რამე კარგი…

მუსიკაში ვნებები თავად აკმაყოფილებენ ერთურთს (c) ნიცშე
და ახლა ვწერ ამას და ასეთი რაღაც მომდის Ado Doodlez invited you to the event ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე და კიდევ უფრო და უფრო მეტის დაწერა მინდა. ყველაზე დამახასიათებელი ტყუილი თავის მოტყუებაა.

ხოლო სხვების მოტყუება ეს იშვიათი გამონაკლისია (c) ნიცშე. 

თავი არ მოიტყუო, რომ ეს დაწერილი მოგეწონა და მზად ვარ მე მოვტყუვდე და ცოტახნით ვიყო ბედნიერი ^^

თუ გინდა, რომ შეიცნო ადამიანის გონება, უბრალოდ ყური დაუგდე მას (c) იოჰან გოეთე
ყურს გიგდებ, უკვე დიდი ხანია და ბედნიერი ვარ, რომ მესმის შენი.

და ბოლოს ერთს ვიტყვი შენზე „ყოველი ავტორი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვაჩვენებს მის ნამდვილ სახეს მისივე ნაშრომში, იმის და მიუხედავად გავს თუ არა ეს სახე მის იმჟამინდელი მდგომარეობასა და ყოფას

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი, საკითხავი, სტუმრები, ჭორიკანა and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to წერილი ადოს…

  1. nick says:

    ხო, არა მეც მინდა ასეთიი მკითხველი :დ :თეთრიშურრითმშურს:

  2. M.K. says:

    მაგარი მკითხველი გყავს…
    და მართლა გგავს რაღაცით…

  3. Dream Land says:

    :D♥☺♣♠◘

  4. Chiamaria says:

    ვა რა მაგარია, მოკითხვა მკითხველს. მოსალოცად გაქვს საქმე : )

  5. siyvarulovna says:

    აუ აუ აუ❤❤❤ რა კარგია❤

  6. Mr. Nomad says:

    უი რა კარგად გიცნობს შენი მკითხველი ♥♥♥

    შესაშურია ასეთი ლოიალურობა :))

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s