ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე თბილი ბლოგისგან


იმ დღეს როცა ძალიან ადრე გამეღვიძა და ინტერნეტში ძრომიალს ქუჩებში ბოდიალი ვამჯობინე, არსად მეჩქარებოდა, არავინ მელოდებოდა, არც არავინ მენატრებოდა, ინტერნეტიც მძულდა, სახლიც და ყველა ნაცნობიც, უბრალოდ ძალიან ღრმად ჩავისუნთქე, თითქოს ჩაყვინთვისთვის მოვემზადე და ჟანგბადის მარაგი მესაჭიროებოდა წყალქვეშ, კარი გავიჯახუნე და მომღიმარი სახით დავტოვე ბუნაგი… მომღიმარი სახით ხალხის თვალიერება დავიწყე… ხალხის რომელიც დაკოპილი, ცინიკური სახით მოძრაობს. ხალხი, რომელთაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, ფიქრითა და საკუთარი თავის გამხნევებით ცდილობს პრობლემებს გაექცეს. ხალხს, რომელიც სახლში მიიჩქარის პროდუქტით დატვირთული, რომ ოჯახი დააპუროს. ხალხი რომელიც მოწყალებას ითხოვს. ხალხი, რომელიც უბრალოდ ბედნიერია. ხალხი, რომელიც სამსახურიდან სახლში მიემართება დაღლილი. ხალხი, რომელიც მარტოა, მიტოვებული. ხალხის რომელთაც ნდობა, სიყვარული და პატივისცემა აქვს დაკარგული. ხალხის, რომელიც სკვერის სკამზე სძინავს, ჭამს და ცხოვრობს. ხალხის, ვინც ხვალ გაქრება და საბოლოო დღეს ატარებს ჩვენს გვერდით.

მე ღიმილით ვაკვირდებოდი მათ და ვცდილობდი თითოეული მათგანის სხეულში ჩაძრომას, მათი ნიღების მორგებას, მათი პრობლემის გაზიარებას. ბედნიერი თვალებითა და თბილი ღიმილით ვაგრძნობინებდი, რომ მათ გვერდით ადამიანები ისევ შემორჩნენ. ვაგრძნობინებდი, რომ ძალიან ცოტა კმარა ბედნიერებისთვის. მაგრამ ისინი ვერც კი მხედავდნენ, ვინც მხედავდა თვალს მარიდებდა და შუბლზე კოპებს ახშირებდა. სახლში დაბრუნებული ბლოგის არქივს ვკითხულობდი და შარშანდელ თბილ პოსტს გადავაწყდი, რომელიც ჩახუტების დღის ემოციებს მიზიარებდა.

ჩახუტების საერთაშორისო დღე 21 იანვარია, მე კი გადავწყვიტე, როგორც შარშან ამ დღის გადმოწევა და 2 სექტემბერს აღნიშვნა, თბილი ბლოგის მიკითხველთან ორიგინალურად შეხვედრა, სითბოს გაზიარება და ერთიანი ძალებით იმ ხალხის გაბედნიერება ვისზეც ზემოთ გიყვებოდით.

შევუდექი მზადებას, მოსაწვევების, უფასო ჩახუტების ბარათების შექმნას…

ასეთი მოსაწვევი ბლოგის მკითხველმა (ანუ შენ) და ფრენდებმა მიიღეს, რომელიც ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღეზე იხმობდა…

ამ კუპონის მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ერთი ჩახუტება ნებისმიერ დროს

ივენთზე დასწრების სურვილი 350-მა ადამიანმა გამოთქვა, აქედან 63 ყველაზე თბილი ჰაგერი გამოცხადდა ფილარმონიასთან. 30 წუთი გაცნობას, საუბარს, წესების ახსნას, ჩახუტებას, პლაკატების მომზადებას დავუთმე

1 side

2 side

და დავეშვით რუსთაველის გამზირზე, მომღიმარი სახეებითა და გაშლილი ხელებით. ყველაზე საუკეთესო საჩუქარი გავიკეთე დაბადების დღისთვის რამოდენიმე დღით ადრე, ყველაზე თბილი და კეთილი დღე მოვუწყე საკუთარ თავს, მკითხველს, ფრენდს, მეგობრებს. იმ ხალხს ვისაც დადებითი და თბილი ენერგა გადავეცით, ჩავეხუტეთ, ბედნიერი დღე ვუსურვეთ, გაღიმებისკენ მოვუხმეთ, ვანახეთ რომ შეგვიძლია გვიყვარდეს ერთმანეთი

კულისებიდან:

  • საუკეთესო დიალოგი:   _ შეიძლება ჩაგეხუტოთ?

                                                             _ რატომაც არა…

  • რაღაცნაირი დიალოგი:   _ შეიძლება ჩაგეხუტოთ?

                                                               _ ფული გადამიხადე და ჩაგეხუტები!

  • პირს რომ დაგაღებინებს ისეთი დიალოგი:  _ ჩაგეხუტებით რა?!

                                                                                                     _ დაბანილი ხარ?

                                                                                                     _ კი!

                                                                                                     _ მაშინ მოდი !

ვინც უარს ამბობდა ჩახუტებაზე, მაინც ბედნიერ დღესა და მშვიდ ცხოვრებას ვუსურვებდით. დასრულების, შეხვედრის ადგილი კონკასთან დავთქვი, მაგრამ იმდენად აზარტულები აღმოვჩნდით, რიყის პარკშიც გადავწყვიტეთ სითბოს დასპამვა. მეგობრებმა რიყის პარკიდან ვერის პარკში გადავინაცვლეთ, ძალიან ბევრი ვითამაშეთ, ვიმაიმუნეთ… ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე, ოფიციალურად რიყის პარკში დავასრულეთ და სასიამოვნოთ დაღლილები ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდით… ჩემი ბედნიერება და დღევანდელი ემოციები  რამოდენიმე დღეს გასტანს ♥ ბედნიერებისთვის მცირედიც კმარა ♥  

სახლში დაბრუნებულს დამხვდა ინფორმაცია, რომ ქუთაისშიც გაუმართავთ ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე. ამისათვის დიდი მადლობა ქუთაისელებს!

და ძილის წინ დამხვდა ყველაზე თბილი ფოტო სათაურით: აძო (ჩახუტება) მეც არმინდა მათ გამოვაკლდე, მეც მიყვარხარ და.. ♥ და მეც გეხუტები და ძილინებისა და მშვიდი ძილი ♥

მიყვარხართ, გეხუტებით და კიდევ ერთხელ ონლაინიდან გიზიარებთ სითბოს!

Advertisements

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in პირადი, საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

35 Responses to ჩახუტებისა და თბილი სურვილების დღე თბილი ბლოგისგან

  1. Butterfly ამბობს:

    თბილიიი : )))<3

  2. mia : > ამბობს:

    didi madloba aseti lamazi dgistvis aDoo : > imat gabrwyinebul tvalebs ra damaviwyebs..imdeeni damloces albat 10weli araperi momiva 😀 ^^

    • ადო ამბობს:

      შეგიძლია ყოველი დღე ასეთი გქონდეს, იარო და ჩაეხუტო ადამიანებს, მთავარი აქცია ხომ არაა ♥

  3. spamwriters ამბობს:

    :)))) რა კარგი პოსტია :)) ❤

    • ადო ამბობს:

      ლოოლ, ყველგან ის აღნიშნე, ვაიმე რამდენი ხალხიაო და აქ წერს რა კარგი პოსტიაო, ორიგინალურო შენა :))))))))))) თუ შენი პოსტის დალინკვის გამოა კარგი პოსტი ;დ

  4. netochka3 ამბობს:

    zalian sayvareli bichi xar! chemi guli gaatbo shenma lamazma postma.

  5. ლელა თოიძე ამბობს:

    არაჩვეულებრივია

    უთბილესი და უსაყვარლესი სტატიაა 🙂

  6. konspace ამბობს:

    ადო კიდე გვინდა :დ

  7. konspace ამბობს:

    და ხო ისა გაგლინკე :დ

    • ადო ამბობს:

      აბა გადავამოწმო… :დ
      კიდე რაიმე სხვა იქნება რაღაც მსგავსი, მაგრამ ცოტა ხანს დავისვენოთ

  8. mariammakharadze ამბობს:

    _ ჩაგეხუტებით რა?!
    _ დაბანილი ხარ?

    _ კი!
    _ მაშინ მოდი !

    😀 😀 😀 😀

  9. cuga93 ამბობს:

    ❤ ❤ ❤ ❤ ❤ ❤

  10. Toka Lomtadze ამბობს:

    დამბურძგლა ისეთი დღე იყო 😀 მაგრები ხართ ბავშვებო ❤

  11. როდე ამბობს:

    1 დღით მაინც იგრძნოს ზოგიერთმა დამიანმა, თავი ბედნიერად, ძალიან კარგი აქციაა.

  12. Nanako Ust ამბობს:

    ვაიმე, ადოო ❤ ყვეელაზე, ყვეელაზეეე ყვეელაზე თბილი პოსტი, რაც კი წამიკითხავს! ❤

    • ადო ამბობს:

      ♥ უფრო თბილებიც არის უსტო შეგიძლია არქივს გადაავლო თვალი

      • Nanako Ust ამბობს:

        არა, ადო, ვიცი, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე თბილი იყო 🙂 ❤

  13. nick ამბობს:

    ეე არ ვარ თქვენთან რა ცუდია ” )

    • ადო ამბობს:

      რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა შენი გაცნობა, მაგრამ არაუშავს სხვა დროს შემოგციერთდი. ♥

  14. ketusi ამბობს:

    კიდევ ერთხელ მადლობა შენ ამ ინიციატივისტვის!
    მართლაც უამრავი ადამიანისთვის წამიერად მაინც ბედნიერების განცდის მინიჭება ჩვენთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო!

    • ადო ამბობს:

      ქეთუსი, მადლობა შენ რომ მოხვედი. აქაც დავწერ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვე ჩემზე ♥♥♥

  15. likula ამბობს:

    Me shen miyvarxar!

  16. shoka♥ ამბობს:

    am dgis videoo ar arsebobs? versad ver vnaxee.

  17. Kakha Giorgashvili ამბობს:

    აუ როგორ მინდოდა აქ ვყოფილიყავი. მაგრამ მე ვნ ჩამეხუტებოდა მაგინებდნენ ალბად ვინმესთვის რო მეთქვა ჩაგეხუტებითქო. 😀 მაშინ ფული უნდა გადამეხადა რო ვინმე ჩამხუტებოდა. 😀

    მართლა კაი აქცია იყო, ყოჩაღ ადო და კიდევ ვინც მონაწილეობდა ამ აქციაში.
    სხვა კიდევ ბევრი ასეთი სახალისო აქციები ჩავატაროთ რო გამოვაფხიზლოთ საქართველო. 😉

  18. Pingback: ბლოგერების დახასიათება მათი ავატარების მიხედვით « Nomad's Blog

  19. Jason Evans ამბობს:

    ძალიან თბილი ფოტოებია! განსაკუთრებით ბოლო! აქცია ხომ უსაყვარლესია! მიხარია რომ ამგვარი აქციები კეთდება. რაც უფრო ხშირად მით უკეთესი!

  20. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

  21. qeti ამბობს:

    ra kargia roca vinme gikvars

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s