Sex Talk 69


კონტექსტიდან ამოვარდნილი ნაპასებსშორისი დიალოგი, ქუჩის კუთხეში მოულოდნელად შეხვედრილ ერესა და ანას(ანუსი) შორის, ანუ ერთი ასოციალური მოვლენა და აგრესიული ენა


— სამშობლო ბოლო ღერი სიგარეტივითაა.
— გამტყდარი ღერივით.
— არის კი ამ შემთხვევაში სიგარა მხოლოდ სიგარა?!
— …
— დროა, ყველა კლიტე მოვხსნათ ენას.
— და ენამ იმოძრაოს ორი კლიტის მიმართულებით.
— და ვაგნერის მიმართულებით.
— და ჩემი მიმართულებით.

— რატომ დასდევს ეს ხალხი ერთმანეთს პოლისჯოხით?
–ცოლების სხეულები გვაცნობენ ქმრების ავადმყოფობის ისტორიას.
–გასუქების შიშით, ჩვენ ვიკვებებით გენმოდიფიცირებული სექსით.
— პოლიტიკით.
— ჰომოფობიით.
— სიტყვებით.
— საგნებით.
— ხმაურით.
— მძვინვარებით.
— ვაცით.
— ხმებით.

— ჩვენ ვხმებით.
— და ერთმანეთს საყრდენს ვაცლით.
— ტკივილს ვაცლით.
— სიკვდილს ვაცლით.
— გვაცადეთ მშვიდად ცხოვრება!
— მშვიდად ცხოვრება გვაცადეთ!

— ო, ეს აგრესია.
— რა დიდებულია.
— კიბეზე ჩამოვჯექით მარტო.
— დავხოცოთ რეალობას მოწყვეტილი არტისტები!
— წავშალოთ მათი კვალი კულტურაში!
— დაე ჩვენი ყოფა აღარ იყოს ასატანი!
— და ხელები დასაბანი!
— დაე ვიყოთ ალუზიები!
— დაე!

 

გამარჯობა, მე არაადეკვატური ბლოგერი ვარ და ეს ჩემი “გესტ” პოსტია ადოს ბლოგზე!

This entry was posted in სტუმრები and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to Sex Talk 69

  1. spamwriters says:

    იფ იფ
    ორი კლიტე< ამან კლიტორის ასოციაცია გამიჩინა,
    ვაგნერი< ამან ვაგინის :))

    ეროტზე და ანუსზე აღარაფერს ვამბობ. იფ :დ

  2. nanuna says:

    sainteresoa xalxis azri am temebze …….(metadac kii:*)….

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s