Fahrenheit 9/11 – რეისი # 93


11 სექტემბერი წლის 254-ე დღეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ 111 დღეში ახალი წელი დაიწყება. ზუსტად 10 წლის წინ 3000-მდე სიცოცხლისათვის 254-ე დღე უკანასკნელი აღმოჩნდა. ალ ქაიდას მიერ მოწყობილ 4 ტერორისტულ აქტს ათასობით უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა.

2001 წლის 11 სექტემბერს 19-მა ისლამისტმა ტერორისტმა ოთხი სამგზავრო ლაინერი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს დაეჯახა, რომლებიც რამდენიმე საათში მთლიანად დაინგრა, ერთი პენტაგონს დაეცა, ხოლო ბოლო United Airlines Flight 93 პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა, ერთ ტრიალ მინდორზე – აქ მკვლელები “დამარცხდნენ”.

გარდა იმისა, რომ ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული იყო 21-ე საუკუნის ისტორიაში, ის შეთქმულების ახალი თეორიის საფუძველიც გახდა: ამერიკის მთავრობას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტერაქტის შესახებ. მეტიც, მათ ხელიც კი შეუწყვეს მისი “წარმატებით” განხორციელებას. წარმოგიდგენთ რამდენიმე ასეთ მოკლე თეორიას:

1. რატომ იყო მეოთხე თვითმფირნავის კატასტროფა ასეთი ნაკლებ მასშტაბური სხვა დანარჩენებთან შედარებით? – შეთმულების თეორიის მომხრეების აზრით, ეს ლაინერი ჰაერშივე გაანადგურა ამერიკის საჰაერო ძალებმა, რადგან ის “ასცდა” მიზანს (სავარაუდოდ თეთრი სახლი) და ჩაითვალა როგორც წარუმატებელი მისია.

2. როგორ მოხდა ისე, რომ მსოფლიოს საუკეთესო სადაზვერვო სააგენტომ ვერ შეძლო აღმოეჩინა პენტაგონისაკენ მიმართული უზარმაზარი ლაინერი და მისი შეჯახების თავიდა არიდება? შეთქმულების თეორიის მიხედვით, ეს თვითმფრინავი კონტროლირებული იყო არა ალ ქაიდას, არამედ თვით პენტაგონის მიერ. ოფიციალური წყაროები ადასტურებენ, რომ მისი აღმოჩენა საკმაოდ დაგვიანდა, რადგან ლაინერს გათიშული ჰქონდა ყველა სახის საკომუნიკაციო საშუალება. ამავდროულად მთავარსარდალმა ბრძანა, ცეცხლი არ გაეხსნათ სამგზავრო ტრანსპორტისათვის.

ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო და სევდიანი მეოთხე ლაინერის ამბავია – წარუმატებელი ტერორისტული აქტი – მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრების თავდადების გამო, მან დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია და შუაგულ ამერიკაში ჩამოვარდა. სწორედ ამ თვითმფრინავიდან დაურეკეს მგზავრებმა უკანასკნელად საკუთარი ოჯახის წევრებს, სწორედ მათგან გაიგო ამერიკის მთავრობამ, თუ საით მიემართებოდნენ ისინი.

2006 წელს რეჟისორმა პოლ გრინგრასმა გადაიღო ფილმი United 93, რომელშიც ძალიან ემოციურად და ზუსტად გადმოსცა თუ რა ხდებოდა იმ დღეს მთელ ამერიკაში და გატაცებულ თვითმფრინავში – 40 ადამიანის უკანასკნელი გმირობა, რომელმაც არ ვიცით, რისგან გადაარჩინა შეერთებული შტატები.

გთავაზობთ, რეალური მგზავრის CeeCee Lyles-ის მიე განხორციელებულ ზარს ბოინგ 757-ის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე (მოუსმინეთ მხოლოდ 43 წამს):

ეს კი ნაწყვეტი ფილმიდან United 93, როგორ ემშვიდობება შვილი დედას:

ფილმის გადმოწერა შეგიძლიათ აქედან.

ყოველწლიურად, Ground Zero-ზე  (ადგილი, სადაც ადრე ტყუპები იდგა) კითხულობენ იმ ადამიანთა სახელებს, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბერს დაიღუპნენ. ამით პატივისცემას გამოხატავენ მათი სულების მიმართ. აქ სულ 3042 სახელია.

წელს არაერთი ცნობილი ადამიანი განახორციელებს საქველმოქმედო საქმიანობას ამ ტრაგედიის 10 წლისთავთან დაკავშირებით: ზოგიერთი მათგანი საავადმყოფოში მედდად იმუშავებს, ზოგი საბავშვო ბაღში მომვლელად, ზოგიც კი დაღუპულთა ოჯახებს მოინახულებს.

This slideshow requires JavaScript.

მე ამ პოსტით მინდოდა პატივი მიმეგო იმ ადამიანებისათვის, რომლების სრულიად უდანაშაულოდ შეეწირნენ სხვათა იდეებს, რწმენასა და მიზნებს. ამ პოსტით მე მინდა დავგმო ტერორიზმი – ის, რის წინააღმდეგაც ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ.

ავტორი Mr. Nomad, სტუმრად ადოს ბლოგზე.

This entry was posted in სტუმრები and tagged , , . Bookmark the permalink.

15 Responses to Fahrenheit 9/11 – რეისი # 93

  1. ketusi says:

    ყოჩაღ,კარგი სტატიაა.
    რამდენი წელი გავიდა და ეხლაც კი გული მიჩუყდება იმ ადამიანების საცოდაობით.
    ტერორიზმი საშინელებაა,საკუთარი ხალხისადმი მიმართული კი –კიდევ უარესი!

  2. cuga93 says:

    “ამერიკის მთავრობას წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია ტერაქტის შესახებ. მეტიც, მათ ხელიც კი შეუწყვეს მისი “წარმატებით” განხორციელებას.” — ეს 100%იანია😦
    პ.ს. კარგი პოსტია

    • Mr. Nomad says:

      100%-იანია თუ არა, ამას ვერავინ იტყვის. თუმცა ნათელია, რომ არსებობენ ადამიანები, ვინც ასე ფიქრობენ და საკმადო კარგი არგუმენტებიც აქვსთ.

  3. spamwriters says:

    რა თქმა უნდა არ შეუშალეს ხელი. ჩიტის გადაფრენის გაგებაც კი სეუძლია მაგათ სამხედრო სკოლას🙂

    კარგი პოსტია!

  4. THEVAN3D says:

    მე პირადად არ მჯერა, რომ ეს წინასწარ იცოდნენ…. რათქმაუნდა მაშინ ვერ გაიგებდნენ როცა მთელმა მსოფლიომ გაიგო, მაგრამ არც ბევრი დრო არ ჰქონიათ…… გატაცებული თვითმფრინავები კურსის მიხედვით მიდიოდნენ მაქსიმალურად….. და სუულ მცირედ მანძილზე მიახლოვებისას გადაახვევინეს…. ხოლო უკვე ჰაერში ყოფნისას გამტაცებლები ყოველგვარ კავშირს უკრძალავდენ პილოტებს ხმელეთთან….. თუმცა იმაში გეთანხმები, რომ ის ადამიანები სრულიად უდანაშაულოდ შეეწირნენ სხვათა იდეებს, რწმენასა და მიზნებს.

    http://thevan3d.blogspot.com/2011/09/911.html

  5. ადო says:

    Mr. Nomad , გმადლობ ასეთი საინტერესო პოსტისთვის ^_^

  6. მის გამომწვევ მიზეზებს რა ვუყოთ, რომელიც “მშვიდობისმყოფელობით” ინიღბება ტერორიზმს აშკარა შედეგი მაინც აქვს

  7. Ezra says:

    Heya i am for the first time here. I came across
    this board and I find It truly useful & it helped me out much.
    I hope to give something back and help others
    like you helped me.

  8. What a material of un-ambiguity and preserveness of
    valuable know-how on the topic of unpredicted feelings.

  9. Kami says:

    Hi, i feel that i noticed you visited my weblog so i got here
    to return the favor?.I’m attempting to find things to improve my site!I guess its good enough to use a few of your ideas!!

  10. Very good blog! Do you have any tips and hints for aspiring writers?
    I’m hoping to start my own website soon but I’m a little lost on everything.

    Would you propose starting with a free platform like WordPress or go for a paid
    option? There are so many options out there that I’m completely overwhelmed .. Any recommendations? Thanks!

  11. Tremendous issues here. I am very glad to look your article.

    Thank you a lot and I’m taking a look forward to contact you. Will you kindly drop me a mail?

  12. carry on it i certainly love this site i actually love this website a cool post there mate

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s