გამჭვირვალე


არ ვიცი როგორ, რატომ, მაგრამ ადამიანებს სხვადასხვა ფერად წარმოვიდგენ. მე მწვანე ვარ მაგალითად, ხან ღია ტონალობაში, ხანაც მეტისმეტად მუქი, თითქმის ბალოტისფერი…

მაგრამ ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის მომენტები, როცა ის ძალიან მკვეთრ ფერსაც კი კარგავს, ფერმკრთალდება.

… უბრალოდ ფერმკრთალი ხარ. დადიხარ ქუჩაში და ყველა და ყველაფერი უფერულია, შენ კი მათ ფონზე საერთოდ გამჭვირვალე, თითქოს უჩინმაჩინის ქუდი გქონდეს თავზე ჩამოფხატული.

ჰოლივუდის ფილმების სცენარის მსგავსად, თითქოს რაღაც გაურკვეველი წარმოშობის აბი გჭირდება, რომელიც დროებით მაინც დაგიბრუნებს ფერს. 

…ერთი ხელის ჩაკიდებით, მისი ხელისგულის შეგრძნებით შიგნიდან თბები. იმდენად რეალურია ეს შეგრძნება, თითქოს რაღაც თბილი გაქვს გულთან ახლოს და ხელოვნურად ითბობ მთელ სხეულს. ხვდები, როგორ მკვეთრდები, გულიდან იწყება და ნელ-ნელა მთელი სხეული იბრუნებს თავის პირვანდელ ფერს.

ხელის ყოველი ჩაკიდება გმატებს სიმკვეთრეს, ქალაქიც იძენს ფერს და ყოველდღიურობა აზრს. ამ დროს ნარკოტიკივით გჭირდება ის ხელი, ყველაზე თბილი და რბილი მთელს მსოფლიოში.

თანდათან იწყება დღეების, საათების, წუთების და წამებისაც კი შეგრძნება. როცა გრძნობ, რომ ის, რაც გაქვს, “რაცხა კაია” და არ გინდა ხელიდან გაუშვა; როცა უბრალოდ ხელიხელჩაკიდებული ბოდიალი ყველაზე მაგარ ფართის გირჩევნია; როცა სალაპარაკო თემა არ ილევა, ან უბრალოდ არ ძალგიძს გაჩუმება; როცა დუმილიც ძვირფასია; როცა გული სითბოსგან იბერება და ემოციები არ გყოფნის, უბრალოდ მუნჯდები; როცა იმდენად გიყვარს, რომ “მიყვარხარ” და “მენატრები” სიტყვების უბრალოდ ბრახაბრუხად მიგაჩნია…

ხშირად კი პირიქით ხდება – შენ გაქვს შენი ფერი, არ ხარ გამჭვირვალე, მაგრამ ვერ ამჩნევ წამს, ვერ შეიგრძნობ იმას, რაც გაქვს და იმ ლენტებიანი ყუთისკენ მიდიხარ, რომელშიც ხედავ შენი ცხოვრების აზრს და გზად ვერაფერს ამჩნევ.

რა მინდა იცი? სანამ ბოლომდე გაფერმკრთალდები, გამოჩნდეს ის ხელი და თითოეული წამი შეიგრძნო. კიდევ უფრო მინდა დააფასო რაც გაქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ხვალ შეიძლება არ გქონდეს, იქნება ეს რამე ხელშესახები თუ უბრალო ურთიერთობები, რომლებიც ყოველ წამს შეიძლება შეიცვალოს. და საერთოდ, ურთიერთობები ხომ იმისთვის არსებობს, რომ მათგან სიამოვნება მიიღო, ამას კი მომავლისთვის ვერ გათვლი, ურთიერთობები აწმყოშია. კარგია, როცა შეგიძლია იცხოვრო აწმყოთი, იცხოვრო ერთი წამით (ეს სულაც არ გულისხმობს მომავლის უგულებელყოფას).

თუ ყოფილხარ გამჭვირვალე, თუ გიგრძვნია ხელის ჩაკიდების სითბო, გეცოდინება მისი მნიშვნელობაც. მინდა ყოველთვის გითბობდეს გულს რაღაც, შეგეძლოს წამის შეგრძნება და თუ ხატია ხედავს მზეს, შენ რაღა გიშლის ამაში ხელს?

საცხა კი ეწერება, მარა ვინც არ იცის, გვირილა ვარ მე და ეს ჩემი გესტ-პოსტია ადოსთან. არ ვიცი რამდენად ჩავჯექი ბლოგის პარამეტრებში (🙂 ), მაგრამ სიმართლე გითხრა, ამაზე დიდად არ ვღელავ, რადგან ვთვლი, რომ გესტ-პოსტის ერთ-ერთი მთავარი აზრიც სწორედ ისაა, რომ რაღაც განსხვავებული მოვიდეს ბლოგზე, იქნება ეს ცუდი თუ კარგი. შევეცადე ყოფილიყო ყველაზე თბილი ბლოგისთვის შესაბამისი პოსტი, თუმცა გვირილას თემატიკა მაინც გადმომყვა და ალბათ ეს კარგიცაა🙂

პ.ს. განსაკუთრებით დაინტერესებულ და ინტრიგან პირთათვის აღვნიშნავ, რომ მსგავსად გვირილას ბლოგის პოსტებისა, აქ მოხსენიებული ყველა “შენ” აბსტრაქტულია და არ ჰყავს რეალური პროტოტიპი.

გავიპარე ახლა მე😛

About გვირილა

მე ვხედავ მზეს!
This entry was posted in საკითხავი, სტუმრები and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

12 Responses to გამჭვირვალე

  1. spamwriters says:

    მშვენიერი მოპარვა იყო გაპარულო :))

  2. ketusi says:

    “და თუ ხატია ხედავს მზეს, შენ რაღა გიშლის ამაში ხელს?”❤
    ზალიან კარგი იყო :*

  3. Butterfly says:

    გვირიილ <3<3<3

  4. M.K. says:

    ლაიქ ძალიან…
    ასეთი რაღაცის წაკითხვა მჭირდებოდა ნამდვილად…
    და მადლობა : ))

    • არაფრის. მიხარია თუ გჭირდებოდა და იოტისოდენად მაინც გამოგადგა ჩემი ნაბჟუტურები🙂

  5. kevana says:

    ეს რატო გამომრჩა ვერ ხვდები :0

    კაი პოსტია, გრძნობისმიერი ^^

    • არაუშავს, მერე ხომ ნახე🙂

      მადლობა, “გრძნობისმიერი” განსაკუთრებით მსიამოვნებს ^_^

  6. ადო says:

    გვირილა ♥♥♥♥ძალიან მომეწონა პოსტი, მადლობა :*

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s