Mars needs Moms


ჰოლივუდსა და ამერიკას ხშირად ადანაშაულებენ უზნეობასა და დამპალ დემაგოგიაში. უმეტესად ეს მცდარი აზრია და უსამართლო სტერეოტიპის ბრალია. არა, იმას ვერ ვიტყვი რომ უზნეოები არ არიან, მაგრამ ასე ცალმხრივადაც ვერ დავაბრალებთ და სამარცხვინო ბოძზე ვერ გავაკრავთ. მათ აქვთ ისეთი მულტიპლიკაციური ფილმები, სადაც ისეთ თბილ გრძნობებსა და ისეთ ამაღლებულ აზრებს დებენ, რომ წარმოუდგენელია გაბრაზდე და ხაზი გადაუსვა ამ ხალხს. ერთ-ერთი ასეთი მულტფილმი, რომელმაც აღმაფრთოვანა, არის – ”მარსიანელებს დედა სჭირდებათ”. აქ ერთ ურჩსა და ჯიუტ  ბიჭს, რომელიც დედას არ უჯერებს, აბრაზებს, მარსიანელები მოსტაცებენ დედას. მშობლის დასაბრუნებად ის ფათერაკიან გზას გადის – მარსზე მოხვდება და რაც მთავარია მიხვდება, რომ დედას ის უყვარს, ისევე როგორც მას უყვარს დედა. და ეს სიყვარული ძლიერია.  ბოლოს ლამის ვიტირე კიდეც. თუმცა კინაღამ არ ითვლებაო, ამბობენ.
აი, ასეთი გზით ცდილობს ამერიკის, როგორ ვთქვა, განათლებული თუ გააზრებული, ნაწილი აღზარდოს თაობა, ჯანსაღი თაობა. მულტფილმებში ჩადებული იდეების მეშეობით… ჩემი აზრით, სწორედ ეს არის 25-ე კადრის ეფექტი.

და ჩვენთან რა ხდება?  საშინელება… იმას აღარ ვიტყვი, რომ აქ, საქართველოში, მცდარი სტერეოტიპები ჯართად ქცეულა და პროფესიონალი ჩამბარებელ-გადამამუშავებელიც არავინაა, თან კაცო, ყველა მცოდნეობას რომ იბრალებს.

ეგ კიდევ არაფერი (ხედავთ?!), ყველაზე უცნაური და სავალალო ისაა, რომ ადგებიან და გაიძახიან, ძირს იდეოლოგიაო, ძირს სტერეოტიპებიო, ეგ ბორკილები ეგაო…

არაფერი არ გახდება ბორკილები, სანამ შენ არ აქცევ მას ასეთად. თვით სტერეოტიპებიც კი. მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ყველას სიცოცხლის განსაზღვრული პერიოდი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული დროის მერე კვდება. ასეა სტერეოტიპებიც. აშენდება, გაცვთდება და ინგრევა. შენ კი ნანაგრევებში არ უნდა მოჰყვე მხოლოდ. აი, ავიღოთ, ჩემს ცხოვრებაში სულ ახლახანს მომხდარი შემთხვევა – ფბ-ზე, ერთ-ერთ ჯგუფში მიმდინარეობს განხილვა თემისა – მენსტრუაციის დროს ქალი თურმე უწმინდურია და ზიარება არ შეიძლება. მე პროტესტი გამოვთქვი, რატომ არის ქალი უწმინდური დედათა წესის დროს, თუ კარგია კაცია უწმინდური თქო. დამცეცხლეს ქართველმა კაცებმა :დ ცოტა კორექტულად ისაუბრეო… კი ბატონო, შეიძლება გავფიცხდი და არაკორექტული რამ დამცდა ბაგეთაგან (უფრო სწორად. მაუსით და კლავიატურით), მაგრამ თქვენც რომ არაკორექტულები, და რაც ყველაზე უფრო ცუდია, უსამართლოები ხართ ქალთა სქესის მიმართ?

ქალი რატომაა უწმინდური დედათა წესის დროს, ეს ცალკე გასარკვევი საკითხია, მაგრამ, ასევე აღმაშფოთებელია როცა მარტო ქალთა უწმინდურობაზე საუბრობთ თქვენ, კაცები, და ერთ სიტყვასაც არ ამბობთ თქვენსავე უწმინდურობის შემთხვევაზე. ყოველთვის ქალია დამნაშავე (შერშე ლა ფემ), ყოველთვის ქალთან დაკავშირებული პრობლემატური საკითხები უნდა იყოს განხილული, ყოველთვის ქალები არიან შტერები და ა.შ. როგორც ლორდი იტყვის, ეს კაცთა სამყაროაო (This is man’s world, ერთი ცნობილი სიმღერისა არ იყოს). მე კი ვაპროტესტებ… დიახ, ვაპროტესტებ.
იმედია, ძალიან არ გეწყინებათ კაცებო, მაგრამ როგორც ჩემი პირადი დაკვირვებით გამოვავლინე, ქართველი მამაკაცები ეს კაცების განსაკუთრებული ჯგუფია. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვი, რომ – განსაკუთრებული ჯიშია. უცხოურ ფორუმებზეც კი არ შემხვედრია ისეთი აზროვნება და დამოკიდებულება ქალის მიმართ ქართველ მამაკაცს (უმეტესობას) რომ აქვს… არ ვიცი ეს ცუდია თუ კარგია, თქვენვე განსაჯეთ. მე მხოლოდ ჩემი დაკვირვება შემოგთავაზეთ. თუ რამეა ცივი წყალი დალიეთ, ონკანიდან.. სანამ უფასოა.

ხოდა, რას ვამბობდი: წელს თხილის უჩვეულოდ დიდი მოსავალი გვაქვს და გადარჩევა უნდა, აქედან ზოგი კარგია, ზოგი ცუდი, ზოგი ჭიანია და ზოგი საღი. რაც მთავარია გარეგნობამ არ მოგატყუოთ. გარედან კარგი ჩანს, მთელი, შიგნით კი – ჭია ბუდობს.
პრინციპში ყველას ჩვენ ჩვენი ჭია გვყავს, ერთია რომ ზოგი უვნებელია, ზოგი კი მავნე.. ვხედავ, ძალიან გამიგრძელდა ფილოსოფიური ლაქლაქი, თითქოს ვბოდავდე. მაგრამ ბოდვა – ეს არა უშავს. ამ სამყაროში ბოდვას სიმართლეზე მეტი წონა აქვს…

ჩემი ძალიან, ძალიან პირადი აზრებითა და კეთილი სურვილებით,
ფანტომ ბლოგის ავტორი.

About kevana

Life should be like a library and people - like the books.. go and read them.
This entry was posted in სტუმრები. Bookmark the permalink.

5 Responses to Mars needs Moms

  1. Butterfly says:

    ვუიი მეეე… რა კარგიი იყოოო : ))) (მაგრამ ახლა კაცებს კითხეთ :დ )

  2. ჯერ ერთი ის რა ჯგუფი იყო? :-O

    კაცებზე და ქალებზე ვერაფერს ვიტყვი, მხოლოდ ვხუმრობ ამ თემაზე ზოგადად:-) არ მიმაჩნია საკამათოთ ან ერთის, ან მეორეს უპირატესობები და რა ვქნა🙂

    ზოგადად კი მართალი ხარ, ყველას გვყავს ჩვენი ჭია. მთავარი მაინც ესაა ამ პოსტში, ია ტაკ დუმაიუ!🙂

    • kevana says:

      ეს არის მართმადიდებლების დახურული ჯგუფი : )
      მეც ეგრე ფიქრობდი, და არ ვიცი დღეს მეტაკა რაღაც, ბოლო წვეთი იყო თუ რა, მაგრამ აი აღმოხეთქა ვულკანმა : )

  3. teennewson says:

    saintereso iyo… : )

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s