კარნახი


(ვუსმენ და ვწერ. მოუსმინე და წაიკითხე თუ გინდა)

ვზივარ და არაფერი.
ვზივარ და საკუთარ ცრემლებს დროგამოშვებით გემოს ვუსინჯავ.
რატომ დეფორმირდნენ შენი ემოციები,
რატომ დეფორმირდი შენ, მეკითხება ის.
მე კი არ შემიძლია რამე ვუთხრა, რამე აღვნიშნო.

თავი ხელში ვერ ამყავს, ხელებს ვისერავ. 

რატომ ისერავ ხელებს. კითხვას აგრძელებს.
ლიტერატურა ვერ გვიშველის, თითქმის ვპასუხობ.
სანამ ჯერ კიდევ მეშინია,
სანამ ჯერ კიდევ შიში მიდგას თვალებში
და ცრემლებს მათი გემო დაყვება,
და მიწის გემო მაქვს პირში სანამ,
და  შეყვარებული მყავს  ჯერ კიდევ სანამ,
და გაქცების გადაწყვეტილება არ მიმიღია სანამ,
და არ დამიღეჭავს მკვდარი სიტყვები
და არ მილოცია
და არ მიჭამია
და არ დამიძინებია
და სამუდამო ძილით არ დამიძინებია
და არ აღვმსდგარვარ
ანუ მკვდრეთით არ აღვმსდგარვარ
და სანამ უამრავი პრობლემა არსებობს
და ცრემლებს გემოს ვუსინჯავ
და პიდარასტი ანგელოზები თავს დამტრიალებენ
რომელმაც ჩვენი დაფარვა გადაიფიქრეს
და ახლა სადღაც ოთახის კუთხეში მარიხუანას ეწევიან
და ჩვენ ვუყურებთ როგორ ეწევიან
და ვუყურებთ რომ სინამდვილეში არავინ არაფერს ეწევა
და  სანამ მე ღმერთის არსებობაში ეჭვი შემაქვს,
როგორც ისესომ შეიტანა თავის დროზე
და სანამ რელიგიით ტვინის ბურღვას არ მოვრჩებით
პოლიტიკას არ მოვრჩებით და
ანუ ვიწრო გაგებით პოლიტიკას არ მოვრჩებით და
ანუ ამ მძღნერს არ მოვრჩებით და
ანუ ერთმანეთს არ მოვრჩებით და
ანუ სიყვარულს არ მოვრჩებით და
ვივლით პარალელურად ერთმანეთში
რა იქნება- მეკითხება ის.
თავი ხელში ვერ ამყავს,  ხელებს ვისერავ
როგორ სისინებს
როგორ სისინებს

ვინმემ მიკარნახეთ რამე

This entry was posted in სტუმრები. Bookmark the permalink.

4 Responses to კარნახი

  1. siyvarulovna says:

    მოვითხოვ ადოს პოსტებს!

  2. Ibi says:

    ლაიქი

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s