არქივი რაჭიდან [ვიდეო პოსტით]


7 სექტემბერი

ღამის 4-ის ნახევარია, ჩავედით. ძალიან დაღლილები ვართ. ბოლოს და ბოლოს ყველაზე დამღლელი 9 საათი ვიმგზავრეთ რაჭაში (სოფელი ურავი) ჩასასვლელად. კარგია რომ ღამის 11 საათზე ზესტაფონელ ჯუმბერს ეღვიძა და მანქანა შეაკეთა, თორემ დილამდე მანქანაში მოგვიწევდა გათევა. როცა მივედით უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი თავს, ყველაზე მეტი ვარსკვლავი იყო ცაზე, ყველაზე დიდად იქ ჩანდა მთვარე. ბავშვივით დავხტოდი და გათენებას ვუცდიდი აივანზე…

ხედი სახლის წინ

ხედი სახლის უკან

8 სექტემბერი

ეკამ ჩვენი ჩასვლის შესახებ რომ გაიგო, რამოდენიმე საათში გვესტუმრა და გადაწყვიტა სოფელი დაეთვალიერებინა ჩვენთვის. ეკა ყრუ-მუნჯია და ტუჩის მოძრაობაზე დაკვირვებით ხვდება სათქმელს. ჰო მართლა, მოვნატრებივარ და გუშინ ესემესიც მომწერა ტელეფონზე  “ado rogor xar? zalian menatrebi. ded-mamishvilebi rogor aris? eka karg aris, ado zalian gul kargi bichia, miyvarxar. didi siyvaruli me gkocni.” .

სოფლის შესწავლის შემდეგ, მდინარეზე ბანაობის დრო დადგა, მართალია ძალიან ცივი იყო მაგრამ მაინც გავფართხალდი. ტელევიზორი არ გვაქვს, რა თქმა უნდა არც ლეპტოპი. სამაგიეროდ ძალიან ბევრი საბოდიალო ადგილები, დომინო, კარტი, ნარდი და ბედნიერი სახეები გვაქვს. ჰო კიდევ მდინარის ნაპირზე X O ის სადამაშოდ ბევრი ქვიშა.

9 სექტემბერი 

ყველაზე მოწყენილი დაბადების დღე გამითენდა, არადა როგორ ველოდი. რას ველოდი, ვიცოდი აქ  ვერ გავერთობოდი როგორც თბილისში.

ხოლმე, ხოლმე, ხოლმე ვიდეო

გამარჯობა, ადო, აბა შენ იცი, ბევრი არ დალიო და გაყინულ მდინარეში ჩასული არ დაგინახო! მდინარის მარცხენა მხარეს აღნიშნე დაბადების დღე, თორემ ნასვამი ბეწვის ხიდით უკან ვეღარ გადმოხვალ!

10 სექტემბერი

“ბოშუნეები ტყეში სოკოზე წავედით. ჯერჯერობით ხუთიოდე მოვიძიეთ. დაგვასწრეს, სხვებს მოუკრეფავთ. იმედია დაგამებამდე მივაგნებთ ადგილს სადაც ბევრი იქნება.” ეს სტატუსი გავაგზავნე თუ არა ფეისბუქზე სოკოს “საბადოს” მივაგენით. ვყვიროდით, გვიხაროდა, ვგონებ განძის აღმოჩენის დროს არ ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი.

P.S საკუთარი ხელით მოკრეფილი  და მომზადებული სოკო  ყველაზე გემრიელია. სოკოს მანჭკვალა ქვია, რაჭველები მაჭკუნარას ეძახიან როგორც მითხრეს. მოკლედ რამდენიმე დღით ამბროლაურის რაიონში, სოფელ ურავში დავისვენე. დილით მდინარის (ლუხუნი) ხმა მაღვიძებდა. ხოლო ღამით, აივნიდან დანახული ვარსკვლავების თვლა, სიზმრებში მიხმობდა.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
Gallery | This entry was posted in პირადი, ფოტოები and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to არქივი რაჭიდან [ვიდეო პოსტით]

  1. Lanka says:

    აუუ როგორ მაინტერსებს რაჭა.. სოკოები ბავშვობის მერე არ დამიკრიფავს, მშურს ;დ

  2. კახი says:

    რა თბილი და საყვარელი პოსტია🙂 მე რატომ არ ვიცოდი ეს ვიდეო ახვარო?? აქ უნდა მენახა??❤

  3. prodigycow says:

    ურავში სოკო ჭამეთ და ცოცხლები ხართ?😀

    • ადო says:

      საბედნიეროდ კი :დ
      რადიაციააო შენც ეგ არ თქვა, გაჩუმდი :დ

      • prodigycow says:

        რატო? არ არი?😀
        რავი ლეგენდები მსმენია მაქაურ იმნაირ მცენარეებზე :დ

        • ადო says:

          იმნაირი მცენარეების შესახებ არაფერი ვიცი, ერთი პატიოსანი ბიჭი ვარ და ჩემი ცხოვრებით ვცხოვრობ :დ
          რადიაცია კი არა, მშვენიერ ჯანზეა ხალხი, ნეტაი მე მივაღზიო იმ ასაკამდე.

  4. Ibi says:

    პოსტი❤
    ვიდეო❤❤❤
    კიდე ბევრი ბევრი ვიდეო გადაიღე ხოლმე❤

  5. prodigycow says:

    სამოც წლამდე კაცი ვერ ცოცხლობსო, ესაო, ისაო. ესე იგი ტყუილი ყოფილა

    • ადო says:

      შენ საიდან ამდენი? კეფაზე ხალიც გექნება ვგონებ.

    • chaluka says:

      რათქმაუნდა ტყუილია…ბოდვაა რასაც ამბობენ :დ

  6. Jason Evans says:

    dzalian magariaa..!! gansakutrebit tyeshi bodiali momewona ..

  7. ketusi says:

    აუ,სასწაული გზაა რაჭამდე მაგრამ მაინც ღირს ჩასვლა,მგონი,ისეთი ზღაპრული ადგილებია.მე ბავშვობაში შოვში ვარ ნამყოფი❤
    სოკო გემრიელი იქნებოდა,ნიამ❤

  8. შემშურდა😐 მეც მინდა რაჭაში😐

  9. gigoli says:

    რა გეშველება შე საცოდაო?! ბევრი ბევრი სოკოები დავკრიფოთ 😀😀 ძაან სიცოცხლე ხიდია ლაა ექსტრავაგანტიული😀😀😀 წავიდე მამალი გავგუდო ის მირჩევნია თორე თქვენს ყურებას. მე ვატყობ ჩემ თავს იმპოტენციის ნიშნები დამეწყო.

  10. chaluka says:

    იციი ძალიან ბედნიერი ვარ ჩემს სოფელთან ესეთი თბილი მოგონებები რომ გაკავშირებს… ძალიან გამიხარდა შემთხვევით ვნახე ეს სტატია… გაიხარე,, წარსულში დამაბრუნე,,ძალიან ბედნიერი ვარ…….. კიდევ ჩამობრძანდი… ადოო..

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s