ცისარტყელა მარმელადად რომ იქცა [ქამინგ-აუთი]


ბავშვობიდან ემოციური ვიყავი, განმარტოებით ყოფნა მიყვარდა. ჩემი ინტერესის სფერო ბავშვისას სულაც არ შეესაბამებოდა. რა თქმა უნდა მყავდა ბევრი მეგობარი, მაგრამ ერთის ამოჩემება მიყვარდა, დღემდე ასე ვარ.

ერთ-ერთ ამოჩემებულ მეგობარს სანდრო ერქვა,  ჩემზე 4 წლით დიდი იყო. სანდრო ჩემთვის ყველაფერი იყო ვიდრე მეგობარი.

ხელმოკლე ოჯახში გავიზარდე, არაფერი დაუკლიათ ჩემთვის, არც აღზრდის მხრივ მაქვს საწუწუნო. მამა ყოველთვის სამსახურში იყო, თითქმის ვერასდროს ვნახულობდი მას. დედასგან არც სითბო მაკლდა, არც ყურადღება. ამისდა მიუხედავად, ჩემი უჟმური ხასიათის გამო მშობლებთან არასდროს მიმეგობრია.

მე და სანდრო ყოველთვის ერთად ვიყავით. სიმპატიური, წარმატებული ადამიანი იყო, მე კი მეამაყებოდა. განურჩევლად სქესისა, ყველა ცდილობდა მის ლოგინში შეტყუებას. საერთო მეგობარი გოგონა გვყავდა სახელად _ანნა. ანნა რომელიც (მისი სექსუალური აღწერა) ეკეკლუცებოდა. ზედმეტად ეგოისტი ვარ, შესაბამისად არასდროს ვიყავი კმაყოფილი მათი ურთიერთობით. არ მომწონდა რომცა უყურადღებოდ ვრჩებოდი. სექსუალურ თემებზე არასდროს გვისაუბრია, არც მქონია სურვილი გამეგო ვინ გაჟიმა წინა ღამით სანდრომ.

სანდრო ჩემს სახლთან ახლოს ცხოვრობდა, ბებია ზრდიდა, დედა გარდაცვლილი ჰყავდა მამა კი გერმანიაში ცხოვრობდა.  მე, ანნა და სანდრო 2 წლის განმავლობაში თითქმის ერთად ვცხოვრობდით. უკვე 19 წლის ვიყავი როცა  სანდრო მამასთან გერმანიაში მიემგზავრებოდა 2 თვით, ანნა კი გაუჩინარდა. სანდროს თქმით ანნა სოფელში იყო დასასვენებლად, მეც არ გადავამოწმე, რადგან სანდროს ჩემს თავზე მეტად ვენდობოდი.

_ არ გინდა გავისეირნოთ?

_ სად?

_ სადმე ისეთ ადგილას ეს დღე დიდხანს რომ  დაგვამახსოვრდეს და 2 თვის განმავლობაში ერთმანეთი არ მოგვენატროს.

_ სანდრო ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით, 2 თვით არცერთი არსად წავსულვართ.

_ ვიცი. ძალიან მალე გაივლის, ამიტომ ნუ ვიფიქრებთ რომ ასე შორს ვართ ერთმანეთისგან.

_ მარცხნივ გაიხედე, ცისარტყელას ხედავ? გინდა ცისარტყელას მივუახლოვდეთ?

რამოდენიმე ნაბიჯიც და მივუახლოვდებით ადგილს, საიდანაც ცისარტყელის სიახლოვეს შევიგრძნობთ. ბევრი ლუდი გვაქვს, გზაშიც ვსვამთ. მინდორი და მინდორზე გადაშლილი ცისარტყელა ჩანს.

ლუდის ქილები დავყარეთ და ერთმანეთს გადავხედეთ – ვიცინით.

_მოდი დამიჭირე. მიყვირის და თან გარბის….

დავეწიე. ხელი ვკარი. წაიქცა. შარვალზე ხელი ჩამკიდა და ისეთი სიძლიერით მომქაჩა მეც წავიქეცი. დიდხანს ვიგორეთ მინდორზე, სანამ მოწევა გაგვახსენდა. ოდნავ შემაღლებული ადგილი შევარჩიეთ, სიგარეტთან ერთად ლუდის სმა განვაგრძეთ და თან ცისარტყელას ვაკვირდებით როგორ იშლება ცაზე და ნელ-ნელა ქრება. უფრო სწორად ფერად მარმელადებად იქცა და თავზე დაგვაცვივდა, მგონი ეს წარმოსახვა იყო ალკოჰოლმა იმოქმედა. სანდრომ ხელი გადამხვია, კისერზე მაკოცა, მე კი როგორც მჩვევია მოვბრიცე კისერი პირი დავაღე თვალები დავხუჭე და ორგაზმამდე მისული გამოვფხიზლდი.  მინდორზე გადავწექით, ხელი გამაშლევინა თავის ქვეშ ამოიდო.

_ რაღაც უნდა გითხრა

_ მერედა მითხარი რატომ მეკითხები, თქვი. ვიცინით…

_ ბისექსუალი ვარ და მიყვარხარ!

ხელი გამოვაცურე მისი თავიდან, წამოვჯექი. სახე „ამელეწა“.  და ყველაფერმა გაიელვა…

კისერში კოცნა. ბედნიერი წამები. ბედნიერი წუთები. ბედნიერი დღე. ბედნიერი დღეები. ბედნიერი წლები….

_ დაივიწყე რაც გითხარი. და ზურგზე მეხუტება. ტირის, მეც ვტირი.

ლუდის ქილა ავიღე და წამოვედი. ნელი ნაბიჯით მივდივარ, ფიქრი მინდა მაგრამ ვერ ვფიქრობ. ძალიან არ მომეწონა. არ მომეწონა მისი ქამინგ-აუტი, ან თუ რატომ მიმალავდა ამდენხანს.

როცა ნახევარი გზა გავიარე სახლამდე, მივხვდი, რომ არაადეკვატური რეაქცია მქონდა და უკან მივბრუნდი მასთან სალაპარაკოდ. სანდრო იქ აღარ დამხვდა… რამოდენიმე საათს ვიცდიდი, იმედით რომ გაიგებდა სახლში არ ვარ და დაბრუნდებოდა. იქამდე ველოდე სანამ მინდორზე არ ჩამეძინა.

_ სანდრო, მოვედი. და ოთახის კარიდან  გაქცეული მის საწოლიზე დავეცი გამოფხიზლებაც კი არ ვაცალე. გაბრაზებუმა თავზე ბალიში დამადო და დამაჯდა. ფეხებს ვიქნევ, ხელებით ვაიშნებ რომ ჰაერი მინდა, ვჩქმეტ მაგრამ “პო ხუი”. ხელით ბალიშს მაჭერს, ფეხით კი ცდილობს “ფლეის” მიაჭიროს და მუსიკა ჩართოს. ძლივს, ბალიში ამაცალა. ცეკვავს, ვცეკვავ, ვცეკვავთ…

ვყვირი, ყვირის, ვყვირით… ვიცინი, იცინის, ვიცინით… გავრბივარ, გამორბის, გავრბივართ… თეფშს ვიღებ, თეფშს იღებს, თეფშს ვიღებთ…

“მშია”.   “მშია” იმეორებს. გვშია…  ვიცინი, იცინის, ვიცინით….

ხუთი დღე გავიდა, მხოლოდ მაშინ მივაკითხე სანდროს სახლში. მაგრამ დამაგვიანდა, წასულა…

ჩანაწერი დღიურში:

ჩემი დაბადების დღეა. ორი თვეა სანდრო წასულია გერმანიაში. რაც წავიდა კონტაქტი შეწყვეტილი გვაქვს. დღეს დამირეკა, პასუხი ძლივს გავეცი იმისდამიუხედავად რომ ძალიან მენატრება. ძალიან ემოციური დღე მქონდა. ურთიერთობა აღვადგინეთ (კიბერ სივრცეში ვკონტაქტობთ ახლა) და ძალიან ბედნიერი ვარ. ვიზას მიგზავნის და გერმანიაში ჩავდივარ.

22 ნოემბერი

სანდროს ვხატავდი, როცა ტელეფონის ზარი გაისმა. ანნა იყო… მოვიკითხეთ ერთმანეთი და მითხრა რომ ბავშვი ჰყავს. ბავშვი სანდროსია. ეს იყო მისი გაუჩინარების მიზეზი. ამიტომაც წავიდა სანდრო გერმანიაში, ანნას მშობლები ემუქრებოდნენ და მის ცოლად შერთვას აძალებდნენ. მე კი ამდენხანს არაფერი ვიცოდი, სანდროს არც უთქვამს რატომ მიდიოდა გერმანიაში, მეტიც, ორ თვეში ჩამოვიდოდა დამპირდა და სამუდამოდ წავიდა თურმე.

ანნას მონაყოლი მეეჭვებოდა, ვამჯობინე სანდროსთან გადამემოწმებინა. დამიდასტურა კიდეც… კონტაქტის სურვილი დავკარგე სანდროსთან, არღარც მასთან წავიდოდი გერმანიაში. აღარ დაურეკავს…

სანდროს გამოგზავნილი ვიზით მეორე მეგობართან _ ლაშასთან წავედი, ისიც გერმანიაში იყო, ვიფიქრე წარსულის დასავიწყებლად კარგი იქნებოდა თუ წავიდოდი და გულს გადავაყოლებდი. მას შემდეგ მეგობრებისადმი ნდობა დაკარგე, აღარავინ მინდოდა, სითბოსაც ვეღარ ვამჟღავნებდი მათთან.

კაფეში ვისხედით მე და ლაშა როცა შაოსანმა კაცმა ჩაიარა. დავაკვირდი, ვიცანი, სანდროს მამაა.

_ ბიძია ლევან, როგორ ბრძანდებით.

_ ა, შენ ხარ? თავად როგორ გიკითხო?

_ ბიძია ლევან, სანდრო როგორ არის?

სიჩუმე…

_სანდრო გარდაიცვალა…

ჩემი ემოციების აღწერას აზრი აღარ აქვს… სანდრო გერმანიაშია დაკრძალული. მისი ვაჟი 4 წლისაა უკვე. ყოველ 16 ივნისს “იმ ადგილას” ისევ ცისარტყელა ჩნდება. ის აფერადებს ცას. მე, ვაფერადებ მას. მე მას ყოველთვის ვგრძნობ…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
Gallery | This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

34 Responses to ცისარტყელა მარმელადად რომ იქცა [ქამინგ-აუთი]

  1. სულს მისცემდა ჟურნალი თბილისელები რუბრიკაში გულახდილი საუბრები ამ წერილის გამოქვეყნებისთვის🙂 ისე სულ მიკვირდა იმ “ჟურნალისტების” ფანტაზიის დონე .

  2. kathtineLuv says:

    ადო შენ ხარ სკანდალისტი ! :დ :დ :დ
    კარგი იყო❤

    უბრალოდ გამოიგონე ხო ?

    • ადო says:

      რეალური ისტორიაა, შეიძლება ჩემია, შეიძლება სხვისი, ან სხვების >.<

  3. Tuna says:

    Zalian visiamovne ado..

  4. დავითრგუნე :ს

  5. Anonymous says:

    waw😦

  6. კახი says:

    ძალიან, ძალიან საინტერესო ისტორიაა. დრამატული, სკანდალური და ცხოვრებისეული, აი შენ რომ შეგეფერება ისეთი ^^ რაღაცეები შელამაზებულია რაც ძალიან მოუხდა მაგრამ მე უფრო ორიგინალი მომეწონა. ის უფრო გულწრფელი ჩანდა ვიდრე ეს, ის უფრო ემოციური იყო მაგრამ არც ამ პოსტს დავუტოვებივარ გულგრილი🙂 აი კომენტარზეც მეტყობა ემოციები ^^

    • ადო says:

      ასე, როგორი წერილიც მივიღე ნამდვილად ვერ გამოვაქვეყნებდი. ამონარიდი:
      “შოკი დამემართა. ვტიროდი შოკური მდგომარეობა მქონდა. დავჯექი იმ სკამეიკაზე. ვიცი ისტერიკას ამიტეხავ უბრალოდ მეტი აღარ შემიძლია უნდა გითხრა. მხარიდან თავი ავაღებინე მკვეთრი მოძრაობით და კანაკალი დავიწყე. მე გავარტყი და ყვირილი დავუწყე რო აქამდე რატო არ მითხდა.”
      P.S საერთოდ არ იგრძნომა ორიგინალში ემოცია. უფრო სწორად საშინელადაა რეაქციები გადმოცემული.

  7. შიო says:

    100%-ით დამაფიქრებელი პოსტია. შედეგად, თუკი ვიღაც რამეს მაინც ფიქრობს ეს უკვე დიდი წარმატებაა, ასე რომ მადლობა!

    • ადო says:

      გაიხარე, შიო, ♥ მადლობა. ხშირად იკითხე ჩემი ბლოგი, ბევრი პოსტი დაგაფიქრებს.

  8. ვერ გავიგე..ანნაო,მერე უცებ მარი გიწერია..მარი ჰქვია თუ ანნა? :დ მაგ გაუგებრობის გამო ბოლომდე წაკითხვა აღარ მომინდა,გამოგონილს მივამსგავსე..

    • ადო says:

      უცნაური მიზეზია არ წაკითხვის :დ გამოგონილ ისტორიებს, მოთხრობებს, ჩანახატრბს… არ კითხულობ ანუ?

  9. როგორ მიყვარს ასეთი გამოგონილი ისტორიების კითხვა,თან შენ კარგად გამოგდის.
    თავიდან დავფიქრდი ამის ნამდვილობაზე,მერე გაღიმებული ვკითხულობდი და ბოლოს დამბურძგლა,ეს ნიშნავს რომ ძალიან მომეწონა ^^

  10. Applepied says:

    კარგი იყო, რამე ზუსტად ასეთის წაკითხვა მჭირდებოდა ახლა :*

  11. რა დაემართლა სანდროს?:/

    • ადო says:

      სანდროს გული აწუხებდა, ან გულის შეტევით გარდაიცვალა, ან ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზით.

  12. Jason Evans says:

    ბრავოოო!! უკვე აღარ მიკვირს შენი პოსტეის კითხვის დროს ჩემი გაოცება.. მეც მიყვარსს ამგვარი ჩანახატებისა თუ მოთხხრობების წერა.. ნუ ზუსტად ასეთების არა მარა მაინც.. მართლა ძალიან მაგარიაა ..❤

  13. BigCrow says:

    კაცო, წავიკითხე და ერთი რა ვერ გავიგე ახლა… ლუდი ქილები იყო ბოლო ბოლო თუ ბოთლები? ჩამოყალიბდი რა…

  14. TFromJungle says:

    ერთი ჩვეულებრივი ისტორიაა და მე არ მომეწონა. ქორწინების პოსტი უფრო აზრიანი იყო. ეს ცაირიელი ისტორიაა რა და არც ისე საინტერესო, თუმცა იკითხება მაინც. რატომღაც “რამისმთქმელ” დასასრულს ველოდებოდი, ვიდრე just “სანდრო გარდაცვლილა”, პირადი აზრია

  15. დიდებული გრაფინია დაასევდიანა ამ პოსტმა😦
    კარგია ისე ♥

  16. Teaa says:

    No words!… bravo! ძალიან მომეწონა!….

  17. Snake says:

    ადუშკა, კერქია ^_^ მესიამოვნა.

  18. Snake says:

    აუ…ძაან დებილად არ ჩამთვალოთ და…ეს მართლა გამოგონილია??:/

  19. ketusi says:

    საინტერესო იყო და არ აქვს მნიშვნელობა გამოგონილია თუ არა

  20. snake says:

    მე მაინც მომეწონა, იმიტომ, რომ რეალური ისტორიის სუნი აქვს. დასასრული და სიკვდილები არ ვიცი, მაგრამ დანარჩენი ისეთია რა… კარქი და ჯადოსნური ^_^

  21. იმ “ამონარიდით” თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ რთული სამუშაო გაგიწევია… არ იქნებოდა ამის გადმოკეთება “ადამიანურ ენაზე”, პლუს ამას ემოციების “განამდვილება”.
    P.S. თითქმის ყოველთვის მომწონს შენი პოსტები.

  22. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s