ჩემი და მკითხველის სთორი


“ნომერი პირველი”

– სალამი! ვნახე შენი ბლოგი… კარგად წერ, იცი?

– გმადლობ, მაგრამ კარგად ნამდვილად არ ვწერ.

– ნათქვამია: გემოვნებაზე არ დაობენო. მე კი მომეწონა და

– მიხარია თუ ვნმეს მოსწონს, განსაკუთრებით შენ

– ჰმმ, მაგრამ მე რომ არანაირად არა ვარ გამორჩეული?

– განა წეღან არ თქვი „გემოვნებაზე არ დაობენო”?

– ამდენი ფოტო ფეისბუქზე ჩემი არსებობის ისტორიაში არავის დაულაიქებია, თუნდაც ამიტომ ხარ გამორჩეული.

საუბარი ნაციონალიზმზე…  ლიბერალიზმზე… ჩემს მეგობრებზე… ფილმებზე…

– Queer as Folk-ის ყურება დაიწყე რა, ჩემი საყვარელი სერიალია. როცა დაამთავრებ შემდეგ ვნახოთ ერთმანეთი.

სერიალი არ დამისრულებია. ვნახეთ ერთმანეთი.

– შენი მეგობრები რას ამბობენ, რას ყვებიან ჩემზე?

ტელეფონზე ზარია…

– აქ იდექი, არსად წახვიდე! თავდაცვის მინისტრი მირეკავს, დავამთავრებთ დიალოგს და მოგაკითხავ.

შიში…

ერთი თვე… ორი თვე… სამი თვე…

“ნომერი მეორე”

– ყოველდღე ვკითხულობ შენს ბლოგს და ასე გავაგრძელებ!

– მადლობა

სასიამოვნოდ აეწყო ორ ბლოგერს შორის დიალოგი. სამსახურის შემდეგ ვნახე. სასაუბრო თემა სოციალური მედია.

– ხვალ ჩემთან გამოიარე სახლში არ გინდა?

– კარგი

ფილმის შინაარს ყვება. თვალებზე კოცნა. ყურის ბიბილო. კისერი. ყურის ბიბილო. ყურის ბიბილო. ყურის ბიბილო.  “ინი და იანი”…

– არავინ არ უნდა გაიგოს ჩვენი ურთიერთობის შესახებ. ბლოგერებთან შეხვედრის დროს არაფერი შეგვეტყოს.

– კარგი ვითამაშოთ.

თამაში…

– ადო, სად ხარ? ჩემი ადო მინდა მე! დღეს ჩემთან გამოდი და დარჩი არ გინდა?

– შენს დაბადების დღეს ერთად შევხვდეთ? კარგი, მოვალ.

“ნომერი მესამე”

– გამარჯობა ადო! იმისთვის გწერ, რომ გითხრა, მიყვარხარ შენც და შენი პოსტებიც <3 სიყვარულით შენი მკითხველი.

– მოგესალმები, ჩემო მკითხველო! ძალიან, ძალიან გამახარე ამ წერილით. ინკოგნიტო რატომ ხარ? ვინ ხარ მომწერე🙂

– ინკოგნიტო რატომ და იმტომ, რომ ასე უფრო მუღამი აქვს. უცბად მომინდა ეს გამეზიარებინა

შენს ერთერთ პოსტში მაქვს წაკითხული, როგორ გიყვარს სიმყუდროვე, ჰოდა ეს პირდაპირ სიმყუდროვესთან ასოცირდება, დარწმუნებული ვარ მოგეწონება. სიამოვნებით გავატარებდი შენთან ერთად შობას…

– შენმა ანონიმურმა მკითხველმა ახლო მომავალში ლუდზე რომ დაგპატიჟოს რა აზრის ხარ?
– გამოჩნდეს ვინაა ეს ანონიმური მკითხველი. უთხარი ფეისბუქზე მომწეროს. ახლავე!

– ეს ერთ დროს სხვას ეძღვნებოდა, მაგრამ შენზეც გამოდგება. შენ გაიმარჯვე (ფეისბუქის ფროფილის ლინკი) პ.ს. იცოდე, დაპირებისამებრ, ვაგრძელებთ კონფიდენციალურ საუბრებს.
– შენ, შენ ხარ?
– ფრუსტრაციის სუნი მცემს
– არა რას ამბობ, პირიქით. ძალიან გამიხარდი. დაგპირდი,  თუკი შენ აღმოჩნდებოდი გეტყოდი და პირობას ვასრულებ, ეს პოსტი შენზეა

“ნომერი მეოთხე”

– შენ ჩემს შესახებ არაფერი გსმენია. ფეისბუქზე მეგობრებში წლებია რაც გყავარ, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევ, არც იცი რომ ვარსებობ. აი მე კი, რაც ბლოგინგი დაიწყე ერთი პოსტიც არ გამომიტოვებია რომ არ წამეკითხოს. ჩემთვის მთვარე უკვე ადოს ბლოგთან ასოცირდება. ვთბები.  შენი პოსტები ჩემზეა, ჩემს ფარულ თვისებებს ხაზს უსვამს, მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო რომ არსებობ და გაქვს ბლოგი. მიყვარხარ!

– უღრმესი მადლობა ასეთი თბილი წერილისთვის, ბედნიერი ვარ როცა სითბო უკან მიბრუნდება.

– გთხოვ, როცა მოიცლი ჩემთვის, გნახავ რა.

– სიამოვნებით გნახავდი, ჩემო მკითხველო.

ერთი დღე… ორი დღე.. სამი დღე…

– ხვალ მცალია და გნახავ.

ხვალ:  1001 ღამე. მთვარის დანახვაზე წამოძახილი – აი შენ ხარ ის…

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
Gallery | This entry was posted in About Me, საკითხავი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

22 Responses to ჩემი და მკითხველის სთორი

  1. siyvarulovna says:

    ორი ნაცნობი ისტორიაა, ორიც უცნობი ^^

    • ადო says:

      აგერ მესამეც გაიგე. მეოთხე ისევ საიდუმლოა “არავინ არ უნდა გაიგოს ჩვენი ურთიერთობის შესახებ”

  2. გამაოცე🙂

  3. razmua says:

    როგორ მაინტერესებს როგორია ეგ შენი ინკოგნიტო პარტნიორი🙂

  4. Anonymous says:

    აუუ მართლა ძაან ძან მაინტერესებს :)))

  5. არცერთი ისტორია არ მეცნობა, მაგრამ კარგია სითბოს რომ გასცემ, და მერე ისევ უკან რომ იღებ :დ

  6. eli melmon says:

    ისარაქვია :დდ ერთ-ერთი ისტორია რაღაც მეუცნაურა დაა… :დ მომეწონა დუდზ კაია ^^

  7. ketusi says:

    თბილია ყველაფერი და ეს მომწონს,მართლა თბილია…

  8. მე რაღაც ვერ ჩავწვდი, ვერ შევისმინე :დ

  9. ალბათ მაგიტომ, ვინც არ გიცნობს ფაქტიურად ვერაფერს ვერ დაასკვნის, პირადად ჩემთვის კი არაფერს არ ნიშნავს, ვერ ემოციას ვხედავ, ვერც გრძნობას, რა ვიცი

    • ადო says:

      მესმის შენი და გეთანხმები. არ იგრძნობა ემოცია, უბრალოდ მინდოდა ყოფილიყო ჩემს ბლოგზე მოსაგონებლად :>

  10. გმადლობ რომ ჩემი გესმის და არ მეკამათები :დ მაგრამ კითხვა მაქვს: სულ ასეთი “თბილი” ხარ მკითხველებთან? :)))

  11. teennewson says:

    sasiamovno wasakitixia, mxolod amitvis girs wera… : )

  12. Anonymous says:

    maklikli.ucoz.com ze naxet axali turquli serialebi qartulad turqulad da rusulad

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s