ასეთი ადო მძულს!


არ მინდოდა ამაზე დაწერა, მაგრამ შენთვის მაინც უნდა მომეყოლა ეს. ასეთ დროს არასდროს ვიცი რა მჭირს. უბრალოდ ძალიან ვბრაზდები ჩემზე და უფრო მეტს ვითხოვ საკუთარი თავისგან, შემიძლია უკეთესი ვიყო მაგრამ არ ვინდომებ. ან იმაზე ფიქრი მარეკინებს, მხოლოდ მონდომება კი არა მოქმედებაა საჭირო. არადა მონდომებისთვის და მოქმედებისთვის ძალაც უნდა შემწევდეს საკუთარი თავის შესაცვლელად.  შემიძლია სხვას რჩევა მივცე, მაგრამ ამ რჩევას მეთვითონ არ ვითვალისწინებ, მოქმედებისთვის კი არაკომპეტენტური მიმაჩნია ყველგან თავი.

ასეთ დროს საკუთარი თავის კომპლექსი მაქვს და არსად გამოჩენა არ მინდა. მერე იმაზე ვღიზიანდები “სად ხარ, რომ არ ჩანხარ” რომ მეკითხებიან, არ მეკითხებიან და მწყინს რატომ ვავიწყდები ყველას. უბრალოდ გაურკვეველი და უცნაური ადამიანი ვარ. ჯასთ, არ მინდა იგრძნოს და მაგრძნობინოს ვინმემ ამის შესახებ და ჩვეულებრივ გაგრძელდეს ურთიერთობა. უბრალოდ, როგორც ყოველთვის  ძალიან ბევრი ადამიანის თანადგომის შემდეგ გამოვკეთდები.

20 პოსტი მაქვს დრაფტებში და გამოქვეყნების მეშინიასავით, მგონია ვაბეზრებ თავს ყველას. დამთავრებისა და გადაკითხვის შემდეგ  ვიცინი და ეს რა სისულელე დამიწერიას გაფიქრებით დრაფტებში ვაგზავნი. ამ პოსტს კი დაუფიქრებლად გადაუკითხველად და შეუსწორებლად ვაქვეყნებ, აი ასე!

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
Gallery | This entry was posted in About Me and tagged , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ასეთი ადო მძულს!

  1. ვაიმე, რა საყვარელი ადო ხარ –ასეთი ადო. :*
    გადავირიე🙂

  2. ერთი წამით დამასწრო ამ სიყვარულის მაშხალამ დაკომენტარება!!!!!!

  3. :))) და მაინც ”სად ხარ” გირჩევნია🙂

  4. TFromJungle says:

    ჩემი აზრით იმ დრაფთებში არც ერთი არ იქნება სისულელე და ცუდი წასაკითხი როგორც მინიმუმ, მაქსიმუმ რა შედევრებს მალავ ვინ იცის :)))

  5. nini imnadze says:

    dzalian momwons rasac wer da rogor wer. miuxedavad imisa ro ar gicnob, mgonia ro chemi iseti megobari xar romelmac chemze yvelaperi icis. gaixare aseti ro xar.❤

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s