სკოლაა თუ ეკლესია?!


  პირველ კლასში ყველაზე მძიმე ჩანთით მე მიმიყვანეს საშუალო ცოდნის მისაღებად, ერთ ჩვეულებრივ საშუალო (ახლა საჯარო) სკოლაში, არაჩვეულებრივი პედაგოგის კლასში. ძალიან ბევრი წიგნი, რვეულები, ფანქრები, კალმები, სანიშნები, სახაზავები, საფანქრე ყუთები, წიგნის მისაყუდებელი რომელიც რკინის იყო. მჭირდებოდა თუ არა, ყველაფერი  ჩავილაგე.

  პედაგოგი, რომელიც საკლასო ოთახში შემეგება და 4 წელის განმავლობაში ჩემი აღზრდა დაევალა, დღემდე ძალიან მიყვარს. ამას წინათ ქუჩაში შემხვდა, ვილაპარაკეთ. საუბრის პროცესში ტატუ შენიშნა და უხერხული სახის გამომეტყველებით მაგრძნობინა უკმაყოფილება/გაოცება.  – შენი ტატუ მაღიზიანებს, ამას შენგან არ მოველოდი – თან დააყოლა. 

  საკლასო ოთახის, სადაც ცოდნას ვეუფლებოდით, კედელზე უამრავი ხატი ეკიდა. გაკვეთილების პროცესში, ძალიან ხშირად, სანთელი ენთო. რამდენიმე დღის  შემდეგ გაირკვა, რომ ჩემს მძიმე ჩანთას ლოცვის წიგნიც უნდა შემატებოდა.

ლოცვის წიგნის სკოლაში ტარების დანიშნულებას ვერ მივხვდი, ჩავდე და დაღმართზე სირბილით წავედი სკოლაში. მისვლის თანავე ლოცვა დაგვევალა. მამაო ჩვენოს 22 მოსწავლე და ჩვენი დამრიგებელი გაუაზრებლად წარმოვთქვამდით. პარალელურად მშიერ კუჭზე ვფიქრობდით, როდის დავასრულებდით ლოცვას, გაკვეთილიებას რომ ბუფეტში კუჭის დანაყრებას მივცემოდით. ასე ლოცვაში, ხატების ამბორითა და სანთლის შუქში გრძელდებოდა 4 წელი (თუ  4 წლის შემდეგ მსგავს მასწავლებელთან მოვხვდებოდი, ჯამში მომიწევდა 11 წელი).

  დღეს სახლში მესტუმრა, ლიკა (შეცვლილია) მასწავლებელი. რამდენიმე წუთის წინ გავაცილე. შემოვიპატიჟე ჩვეული სტუმართმოყვარე ღიმილით, მისაღები ოთახისკენ მივანიშნე. – მაინტერესებს ნინის მისამართი ექსკურსიაზე მივდივართ და ვიფიქრე შევუვლით და ჩემს პატარა მოსწავლეს ვნახავ – დედაჩემს მიმართა. გამომხედა “ისე შენთან სალაპარაკოდ მოვედი და თუ გამაცილებ კარგი იქნება, პარალელურად ვისაუბრებთ”. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ინტერნეტში მისამართის ძიებას შევუდექი, მისამართის თვალსაჩინოებისთვის, უფრო ადვილად მისაგნებად. შემდეგ დაპირება დაპირებაა და გავაცილე.

– ძალიან, დიდი ბოდიში, მაგრამ უნდა გკითხო რა საიტი გაქვს ასეთი, რას წერ ამისთანას? მთელი სკოლა შენზე ლაპარაკობს, ჩემს ყურამდეც მოაღწია და გასარკვევად მოგაკითხე.

სიცილით ავუხსენი ბლოგის მნიშვნელობა, დატვირთვა. იმაზეც ვუპასუხე ჩემს ბლოგზე რა თემებს ვეხები. – სექსუალური უმცირესობებიდან ჰომოსექსუალობაზე და ბისექსუალობაზე ბევრს ვწერ, გასაგებ ენაზე და ამით გამოვხატავ თანადგომას მათდამი. ბრბოს უკეთ ვაცნობ, ვიდრე ნანუკას ან ნანულის შოუები ცდილობენ დამახინჯებული ადამიანების დემონსტრირებით მასას გული აარევინოს და გაუმძაფროს ჰომოფობია/ქსენოფობია.

– უბრალოდ, იცი რა მაინტერესებს? რატომ მომრავლდნენ ახლა ასეთები, მგონი საქართველოში არ უნდა შემოგვეშვა ესენი, მაგალითს იღებენ სხვისგან.

– ლიკა მასწავლებელო, თქვენს ახალგაზრდობაში, ახლაც არ ხართ იმ ასაკს მიტანებული, რომ ახალგაზრდობა წარსულში მოვიხსენიო, მაგრამ არ იყვნენ “ასეთი ადამიანები”? ეგეთები, გადამდები ავადმყოფობით არ არიან დაავადებულნი, ნუ ხართ შეშინებული.

– არა არ იყვნენ, თანაც რელიგია კრძალავს ამის წერას. სექსუალური უმცირესობები კარგად როგორ უნდა მოიხსენიო,  როგორ შეიძლება?

– ძალიან ბევრი იყო, იმაზე უფრო მეტი ვიდრე ახლა წარმოგიდგენიათ, უბრალოდ, ახლა თავისუფლებისადმი წყურვილი მეტად სწადიათ, ხვდებიან რას ნიშნავს თავისუფლება და კანონის გააზრებისა და პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა შესწევთ. ხშირად ირღვევა მათი უფლებები და საზოგადოებისგან გარიყულები არიან. გგონიათ იქ მიღებულად მიაჩნიათ და ყველას მოსწონთ ისინი? ბევრ ქვეყანაში სექსუალური, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების შევიწროება, დაცინვა ან შეურაცხყოფის მიყენება კანონით ისჯება, რასისტებს, ჰომოფობებს, კი ეს აკავებთ. ვისურვებდი ძალიან მალე შემოიღონ საქართველოშიც, მაგრამ მართლმადიდებლობის ასეთი ფანატიზმი თუ დიდხანს გაგრძელდა და სიტყვა – დემოკრატიის გააზრება ვერ შეძლეს პოლიტიკოებმა, ამის სურვილიც ოცნებად დარჩება. შეიძლება მართლმადიდებლობა მიკრძალავს ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ აზროვნებას ვერ ამიკრძალავს. არსებობს საკითხი, მოვლენა მცნების პუნქტი… რასაც არ ვეთანხმები, არ ვარ ფანატიკოსი, ამან კი ეჭვი არ უნდა გაგიმძაფროთ რომ მონსტრი ვარ. მართალი ხარ – დამეთანხმა, დაფიქრებული სახით.

– მართალი ვარ, მაგრამ განა თქვენ არ გვასწავლიდით, რომ არამართლმადიდებლები კეთროვნებად აღგვექვა, მათ არ გავკარებოდით? განა თქვენ არ გვასწავლიდით, იეჰოვას მოწმეებისთვის წიგნები დაგვეხია? განა თქვენ არ აქებდით მოსწავლეებს ამაყი სახით, როცა გიყვებოდნენ თუ როგორ დაუხიეს ლიტერატურა და როგორ დაუშინეს ქვები?  განა თქვენ არ გვეუბნებოდით, მართლმადიდებლურის გარდა სხვა რელიგიური ლიტერატურა არ წაგვეკიტხა, თორემ ეშმაკი ჩაგვისახლდებოდა სულში? უკაცრავად,  ვეღარ იმოქმედებთ ფსიქოლოგიური ზეწოლით ჩემზე!

ნუ ვიქნებით ფანატიკოსები, ნუ გავრიყავთ ნურავის, ნუ მოვაქცევთ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ  ნურავის!

ჯვარი გიკეთია? – სიბრალულით გამომხედა.

– არა! მხოლოდ იმას გთხოვ ჯვარი გაიკეთე – და წავიდა…

1. უკვე ძალიან დიდი ბიჭი ვარ იმისთვის, რომ დაწყებითი კლასის მასწავლებელი სახლში არ მომადგეს.

2. მაქვს უფლება მქონდეს ბრბოსგან განსხვავებული აზრი, ვწერო ამაზე და გავუზიარო მკითხველს, ფრენდს, მეგობარს. 

3. მაქვს უფლება ავირჩიო სარწმუნოება, არ ვიყო ფანატიკოსი და არავის გავლენის ქვეშ არ მოვექცე.

4. მაქვს უფლება ვიყო განსხვავებული ორიენტაციის. აკრძალვით, ზემოქმედებით, ან სხვა რაიმე აბსურდული მეთოდით, გაიგეთ რომ არ იცვლებიან. 

5. შენ ვინც ჩემს ბლოგს კითხულობ და ყოფილი სკოლა ააბუნტე არაფრის გამო, ეს პოსტი,  წააკითხე “ლიკა” მასწავლებელს. უკეთ, დალაგებულად დავწერე სათქმელი.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
Gallery | This entry was posted in About Me, საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

34 Responses to სკოლაა თუ ეკლესია?!

  1. donaldo2191 says:

    ოხ ეს ლიკა მასწები ))

  2. kevana says:

    ასეთ თემებზე მე კომენტარის გაკეთებას ვერიდები ხოლმე

  3. agatako says:

    მეც უნდა დავუწერო ჩემს ლიკა მასწებს და განსაკუთრებით კლასელებს ერთი ასეთი პოსტი ))
    კარგი იყო. მართლა !:დ

  4. razmua says:

    კიდე კარგად გაგიძლია სახლში “ლიკა” მასწისთვის

  5. litterator says:

    რა კარგი მასწავლებლები იყვნენ ჩემს დროს😦 I miss them❤

    • Admin says:

      ჩემს დროსაც კარგი მასწავლებლები იყვნენ, მაგრამ მაგ დროს დაიწყო ეს რელიგიის ისტორიის გაკვეთილების შემოღება და ჩემს თანაკლასელ მუსლიმ აკითხებდნენ რელიგიის იტორიის ნაწყვეტებს …

      არა რა მაინც გავიმართლა🙂 ასეთების ხელში რომ არ გავიზარდეთ😛

  6. Anonymous says:

    ra mainteresebs icit? tkveni shvili homoseksuali rom gamovides ra reaqcia geknebat? tu imit daimshvidebt tavs rom karg bichs moikvans colad da imastan gaachens shvilebss da ase gamravldeba ojaxi :))))))))))))))

    • ადო says:

      ჰომოსექსუალი გამოვიდეს პროფესია ხომ არაა ჰომოსექსუალობა, ან სხვა ორიენტაცია?! ჰომოსექსუალიც რომ არ იყოს ან თუნდაც გოგო მყავდეს შვილი არაა აუცილებელი ოჯახი შექმნას და ბავშვი ჰყავდეს, ყოველშემთხვევაში მე მის ცხოვრებაში არ ჩავერევი, უნდა ქმარი მოუყვანია, უნდა ცოლი, უნდა სულაც ნუ ჰყოლია შვილი.

  7. Anonymous says:

    eseigi shen ambob rom homoseksualebi ibadebian da ar gamodian mere cxovrebis mcdari gzit casvlis dros da saertod vaja bidzias sacolshi imis kargi magalitia rogor sheidzleba adamiani sheicvalos mashin tu ik ikneba sadac sachiro araa

    • Mr. Nomad says:

      დასვი სასვენი ნიშნები, შე კაი დედმამიშვილო. მომძვრა თვალები :შ

      ცხოვრების მცდარი გზით წასული მინახავს მე ციხეში, ეკლესიაში, ნარკომანად ქცეული :დ ორიენტაციასთან ეგ რა შუაშია ვერ ვხვდები😉

    • Jason Evans says:

      იცი რაა ბავშვი იმსითვის არაა რომ უბრალოდ შვილი ერქვას! შვილის ყოლისთვის თუ მზად ხარ ყველაფრისთვისაც უნდა იყო მზად! და იმის არ უნდა შეგეშინდეს რომ ჰომოსექსუალი ან ბი შვილი გყავს! უნდა იამაყო რომ ის შენი შვილია. ხაზს ვუსვამ მხოლოდ იიმიტომ რომ ის შენი შვილია!ხოლო თუ ის განსხვავებულია ამის არ უნდა შეგეშინდეს! მაშინ გამოხვალ ყველაზე სუსტი! ნუ ეს ჩემი აზრია რათქმაუნდა! მაგრამ ქართული მენტალიტეტის ამბები რომ ვიცი!…

  8. Anonymous says:

    eseigi homoseksualebi ibadebian tu ar xdebian rogors gaamaxvile kuradgeba🙂

    • siyvarulovna says:

      როგორ უნდა გახდე ჰომოსექსუალი არ მესმის და მომკალით თუ გინდათ.

      აი ეხლა შენ, იდეაში ჰეტერო ხარ, და რომ რამე გახდები ჰომოსექსუალი? ვერ. ხოდა ისე არიან ისინიც, ვერ გახდებიან, არ შეუძლიათ.

      ორიენტაცია არაა ისეთი რამ რასაც დროსთან ერთად შეიცვლი და მოდას ააყოლებ შენს ორიენტაციას, იმჰო

      • Charlius says:

        ისე ფროიდი თვლიდა, რომ ადრეულ პერიოდში ყალიბდებოდა ჰომოსექსუალობა (სადღაც 2-3 წლის ასაკში), მაგრამ გინდაც ასე იყოს და გინდაც ჰომოსექსუალად იბადებოდნენ, არჩევანი მაინც არ გამოდის

        • ადო says:

          1. “ბიძია ვაჟას საწოლიდან” ინკოგნიტოს პოსტია. არ ვიცი ამ ადამიანს როგორ სჯერა, ან კი სიმართლეა თუ არა.
          2. იმ დროს პოსტი მთხრობელი, თუ გამოგონილი პერსონა ვერაფერს გრძნობდა როცა მათ შორის ინტიმური კავშირი შედგა (როგორც თვითონ ჰვება)
          3. ჰომოსექსუალები იბადებიან და არ ხდებიან. შენ, თუ ჰეტეროსექსუალი ხარ, გაგიჩნდება სექსის სურვილი შენივე სქესის ადამიანთან? პასუხი იქნება არა. თუკი ცდი ე.ი დიდხანს ფიქრობდი ამაზე და მოგეწონება კიდეც. მინიმუმ ბისექსუალი აღმოჩნდები.
          4. თუკი 24 წლის ასაკში გექნება სექსი შენივე სქესის ადამიანთან და ასე გააგრძელებ, ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ ჰომოსექსუალი ან ბისექსუალი გახდი. იყავი, მაგრამ მოგვიანებით გადადგი ეს ნაბიჯი. სექსიით დატესტვა არ ამყარებს შენს ორიენტაციას, შეიძლება საერთოდ არ გქონდეს სექსი სიკვდილამდე მაგრამ სექსუალური ორიენტაციებიდან რომელიმეს მიეკუთვნებოდე.

    • ალეხი says:

      ადო რაიმე განათლება გაქვს ამ საკითხში? ჰომოსექსუალები იბადებიან და არ ხდებიან. შენ, თუ ჰეტეროსექსუალი ხარ, გაგიჩნდება სექსის სურვილი შენივე სქესის ადამიანთან? პასუხი იქნება არა. თუკი ცდი ე.ი დიდხანს ფიქრობდი ამაზე და მოგეწონება კიდეც. მინიმუმ ბისექსუალი აღმოჩნდები. ( აი ამას ვგულისხმობ)

  9. gijmaj says:

    თქვენ მგონი სულ სხვაგან წახვედით. კომენტარების ავტორებს ვგულისხმობ. პრობლემა ჰომოსექსუალების წარმოშობაში კი არაა, არამედ დამოკიდებულებებში. სკოლა და ეკლესია სიძულვილს რომ ქადაგებენ და სხვების განადგურებისაკენ მოგიწოდებენ.

  10. ორიენტაციული მიდრეკილებებზე ზოგადად ბევრი რამ ახდენს გავლენას: აღზრდის პრინციპები და მიმართულება, გარემო, სადაც იზრდება პერსონა… მაგრამ იმთავითვე საყურადღებოა, რომ მიდრეკილებების გარეშე ადამიანები ორიენტაციას ვერ იცვლიან. შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ იმთავითვე გენეტიკურადაა განსაზღვრული ამ ადამიანის ,,ბედი” ამ მიმართულებით.
    გენეტიკა საკმაოდ შორსწასული მეცნიერებაა ორგანიზმის სიღრმეში. იმდენად, რომ შეუძლია გენებით ,,მანიპულირება” ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესში. არსებობს რამდენიმე ცდა, რომელიც ჰომოსექსუალიზმს გენურ დონეზე ხსნის. მოვრჩი ამაზე საუბარს!

  11. ორიენტაციულ მიდრეკილებებზე კი არა, ორიენტაციაზე უნდა ეწეროს იქ

  12. kathrineluv says:

    მასწავლებლების გადამზადება!
    თაობების შეცვლა
    სოლიდარობის სწვალა..

    მოკლედ ამათი დედაც!

    მიყვარხარ ადო❤

  13. the pnk floyd says:

    ნორტ დამ დე ფლერი აი ამ ნაწერშია პიკი ჰომოსექსუალური ცხოვრების. ხოდა ის წაიკითხეთ. ამ ყლეობა ბლოგის კითხვას : )

    საოცარი ენითაა დაწერილი ლოოლ :დ

  14. ბლაშ :)) სამედიცინო სამყაროც ორადაა გაყოფილი, ერთის მხრივ განსხვავებული ორიენტაცია “პრობლემაა”, მეორე მხრივ ასეთებად იბადებიან, ამ ბოლო დროს კი ასეთი ახსნაა, რომ საქმე სულაც ჰორმონებს ეხება… თუმცა რას გაიგებ, ანდა რა მნიშვნელობა აქვს, საერთოდ შევეშვათ ერთმანეთში ხელების ფათურს :)) ერთია რომ რელიგია მართლაც უაზროდ გააფანატა ხალხმა, მაგრამ მეჩვენება რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი განგებ ცდილობს ასეთი საკითხების გასკანდალებას…. არაა რა საჭირო ნამდვილად…

  15. lostininfinity says:

    15 წლის ვარ და 11 წლის ასაკიდან ვიცი,რომ გეი ვარ.
    ვთვლი,რომ ასეთი დავიბადე და ვერაფრიტ შევცვლი ამას…
    გარშემო მყოფების დამოკიდებულება ჯერ იმდენად არ მეხება,იმიტომ რომ არაფერი იციან ჯერჯერობით… მაგრამ არანაირად არ არის მისაღები ჩემტვის,ხო პოსტი კარგია,მაგრამ ეხლა ამდენად აღარ არის ეს პრობლემა ადო,როგორც შენს ბავშვობაში იყო.

  16. Pingback: Coffee with sadness | rockermeloman

  17. TFromJungle says:

    ხალხო რა გახადეთ ეს ჰომოსექსუალიზმი გეხვეწებით რა. არაფრით არ განსხვავდებიან ჩემს თვალში სხვა ადმიანებისგან და თუ ვინმე მაგის გამო ადამიანს განიკითხავს კი არ უნდა ლანძღოთ და ბრბო კი არ უნდა უძახოთ და აქეთ აგრესიული კი არ უნდა იყო ჰეტეროსექსუალის მიმართ, არამედ ან ღიმილით შევხდე, ან დაიკიდო და ან შეგეცოდოს ან აუხსნა რატომაა არასწორი მსგავსი მიდგომა. რა გასაკვირია, რომ სკოლის მასწავლებელი, 50 წელს გადაცილებული, რომელსაც მთელი ცხოვრება ეუბნეოდნენ რაღაცაზე რომ ეს ცუდია, ისევ ასე რომ ფიქრობს? მაგიტომ უნდა გავასწოროთ მიწასთან? დრო მოვა და მიხვდება, რომ არ შეიძლება მაგის გამო ადამიანზე ცუდის თქმა და ფიქრი რა, თუ წესიერად აუხსნის ვინმე კიდე და არა ასე აგრესიულად, დღესვე მიხვდება. რაც შეეხება მართლმადიდებლურ რელიგიას, შენ რას გასწავლიდნენ სკოლაში არ ვიცი, მაგრამ სხვა რელიგიის ლიტერატურას თუ წაიკითხავ ეშმაკი ჩაგისახლდებაო ეს არსად წერია ჩვენს რელიგიაში. არც ის, რომ ჰომოსექსუალები ჯოჯხეთში მოხვდებიან. კიდე, რამდენი მღვდელი და მრევლი იტყვის ქრისტიანობის დამამახინჯებელ ფრაზებს, იმდენი არ უნდა მივაწეროთ ამ რელიგიას ის, რასაც არ გვმოძღვრავს. ჰომოსექსუალიზმზე გაცილებით მეტ ცოდვას ჩავდივართ აგრესიით, სხვების ლანძღვით და ა.შ. თუნდაც მე მაგალითად განკითხვით. აი ახლა შენ რომ განგიკითხავ იმის გამო, რომ დაბოღმილი წერ ყველაფერს საზოგადოებაზე. გეი ხარ? იყავი თავისუფლად, ლაღად, რა საჭიროა ასეთი აგრესიული ტონი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სამწუხაროდ მხოლოდ სხვის ცუდს ხედავენ.

  18. შინაური says:

    რატომ მეცოდები ნეტავ : ))

  19. mao says:

    ra geshvelebaaaaaa…. )) mecodebi marTla gulwrfelad

    • ადო says:

      მეც მეცოდებოდა საკუთარი თავი, მაგ დროს. ახლა კი, თქვენ მეცოდებით. დღემდე გრძელდება სკოლებში მსგავსი სიტუაციები, და თქვენ ეს მოგწონთ ♥ დიახ, თქვენ, ვინც ამ ყველაფერს პრობლემად ვერ აღიქვამთ, მეცოდებით.

      • შინაური says:

        ელაპარაკე ეხლა ამას მფრინავ თეფშებზე :))

  20. Pingback: აივაცია – დაამსხვრიე შენი სტერეოტიპები « თავისებური ჯენსი.

  21. ადო, მახსოვს ასეთი რამ. დაწყებითების მასწავლებელი კი არა, გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებელი იყო ასეთი. გვაკითხებდა მამაო ჩვენოს. უნდა დაგვიზეპირებინა თან. მე არ ვიზეპირებდი იმიტომ, რომ არ მჭირდებოდა. არ ვიყავი მე ქრისტიანი, და არც ახლა ვარ. ის კი მიბრაზდებოდა.

    კიდევ მახსოვს რელიგიის და კულტურის გაკვეთილები, რომელსაც მერე რელიგიის ისტორია და კულტურა გადაარქვეს. დააკვირდით აბა ამ საგნის სათაურს. რეალურად ხომ საინტერესო უნდა იყოს? ქრისტიანობა, ბუდიზმი, ისლამი, იუდაიზმი და ა.შ. ამ რელიგიიების ისტორია და მათი კულტურა უნდა ყოფილიყო. მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ეს მხოლოდდამხოლოდ ბიბლიის მოკლე შინაარსი გამოვიდა, რაც არ იყო ჩემთვის საინტერესო. მერე ეს უნდა გაკვეთილზე მოგეყოლა და ამის მიხედვით გიწერდნენ ნიშანს. არ ვიცი როგორ, მაგრამ გავუძელი 7 კლასამდე. დემირელში გადავედი, და ამ საგნის პრობლემაც მოიხსნა, ანუ არ გვასწავლიდნენ მანდ.

  22. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s