ამ პოსტში ფული არავის გადაუხდია


viral video – ვირუსული ვიდეო, რომელიც პოპულარული ხდება – სოციალურ ქსელებში, ინტერნეტ-გვერდებზე, ბლოგებზე, მეილზე დადებისა და გაზიარების შედეგად. ვირუსული ვიდეოები ძირითადად (ხშირად) შეიცავს იუმორისტულ შინაარს, მოულოდნელ შემთხვევებს, ნიჭის დემონსტრირებას…

ეს უბრალო გადახვევაა ინფორმირებისათვის: კრის კოკერი, ჯასტინ ბიბერი, რემი გაილარდი და სხვანი, ისინი youtube-ვარსკვლავები არიან. ჯასტინ ბიბერი –  მისი კარიერა დაიწყო youtube-ით, როდესაც (2007 წლიდან) მან  საკუთარი ვიდეოები, სხვადასხვა ცნობილი სიმღერების ქავერები  გამოაქვეყნა  youtube-ზე. მისი ვირუსული ვიდეოები მოგვიანებით აღმოაჩინა სკუტერ ბრაუნმა და …

მსურს კომენტარი გავაკეთო ბოლო რამდენიმე დღის (ასევე წლის) ვირუსული ვიდეოების შესახებ, რომლებიც რა თქმა უნდა მხოლოდ ქართულ ვებ-სივრცეშია ცნობილი და პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს მავანთათვის. ამ ვიდეოების შესახებ ჩემთვის მიუღებელ აზრებს ვისმენ რომლებსაც ვერანაირად გავიზიარებ და დავეთანხმები.

I. მეგონა ქულავას გამოსვლა (პოლიტიკური რეკლამა – არჩევნებისთვის მზადება დაიწყო) :

II. გალინა ადამაშვილი – თერჯოლის მცხოვრები (ვილოცოთ მიშაზე)  

III. მიშას და მისი რეჟიმის ტიპიური მხარდამჭერი 

IV. ვენერა ბებო  

I ვიდეოს შესახებ: მეგონა ქულავა, დემონსტრირებს ამპუტირებული კიდურით. ანახა მაყურებელს თუ როგორ უყვარს საქართველო, პრეზიდენტი… სანაცვლოდ კი ელის დახმარებას. სადღაც წავიკითხე, “უკანა ფონზე ვხედავთ მტკვარში ნებიერა თვალებით მაცქერალ ადამიანს (სავარაუდოდ პოლიციელს). დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რომ ტექსტი რომელსაც ვიდეო ჩანაწერში ეს კაცი კითხულობს მან მისცა, თუმცა დიდი ეჭვი მაქვს ასეა”. ხიდზე დაცვის პოლიცია ყოველთვის დგას, მას ევალება ხიდის დაცვა/კონტროლი!

I, II, III, IV ვიდეოების  შესახებ ერთად: ამ ვიდეოებს პოლიტიკურ რეკლამად კი არ მივიჩნევ, ადამიანებს რომლებსაც აძლევენ მიზერულ თანხას და “აიძულებენ” მარაზმის კეთებას, არამედ ქართულ ვებ-სივრცეში აწ უკვე ვარსკვლავები ცდილობენ პიროვნულ პოპულარობას, იქცევენ ყურადღებას იმედით, რომ თავიანთ გამოსვლას, კომენტარს სახელისუფლებო კაბინეტში მჯდომი პოლიტიკოსი ნახავს, დაეხმარება, გამოიჩენს ყურადღებასა და წყალობას მათდამი. აღსაშფოთებელია როცა ამ ვიდეოებს პოლიტიკურ (წინა საარჩევნო) რეკლამად აღიქვამ, თავადაც კარგად იცით რომ ამომრჩევლის მოსყიდვა, სხვა , უფრო აპრობირებული მეთოდითაა შესაძლებელი რომელსაც წარმატებით ანხორციელებენ ახლაც ♥.

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
Gallery | This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ამ პოსტში ფული არავის გადაუხდია

  1. ketusi.com says:

    მართალია ხარ, მართლა მარაზმია ეს ვიდეოები

    კარგი პოსტია

  2. Sgt. Pepper says:

    “ადამიანებს რომლებსაც აძლევენ მიზერულ თანხას და “აიძულებენ” მარაზმის კეთებას”- ვინც თანხის, ყოველგვარი “ქვენა აზრის” გარეშე აკეთებს ამას, ის უფრო ცოდოა. სხვას ხომ რაღაცას მაინც აძლევენ სანაცვლოდ…

  3. როგორ მომაბეზრა ამ პოლიტიკურმა სისულელეებმა თავი, კი იცით თქვენ. ცუდია, იმა სამყაროს შესასვლელი კარი რომ არ ქავს , სადაც დიდი ხანია მინდა შეხიზვნა🙂

  4. სრულიად შესაძლებელია ეგრე იყოს, მაგრამ ისიც შესაძლოა ადამიანი უანგაროდაც აკეთებდეს ეგეთ სიბნელეს, თუნდაც ამ ვიდეოში – http://www.youtube.com/watch?v=4LHrCACbWr8

    • ადო says:

      ვიზიარებ შენს აზრს, მაგრამ ვიდეოს არ ჩაიწერდნენ და არ ატვირთავდნენ იუტუბზე ან სხვა მსგავს პლატფორმნაზე, თუ რამეს არ მოელიან.

  5. spamwriters says:

    ჩემო მეგობარო და ქრისტეს მეომარო, ჩემთან წაიკითხავდი პირველ ვიდეოზე🙂 ბოდიში , თბილისის ხიდებზე არც ისე ხშირად ვარ და არც ის ვიცი, მავანი ადგილზე ვინ და როგორ დგას:) დაცვა რომ აპოლიტიკურია ეგეც დამავიწყდა:))

    ვიდეოს განმთავსებელმა რა დაარქვა მას ნაკლებად მაინტერესებს და ისიც უმნიშვნელოა ვის ხმას როგორ ყიდულობენ, აქ მე ერთადერთ სურათს ვხედავ, ადამიანს, რომელსაც უნდა პური, მისი არსობისა და არა ვიღაც პოლიტიკოსის დახმარება. მშიერ კუჭს არ ცხელა ვიდეოებზე საფიქრად, რომელიღც “პეშკა” მივიდა მასთან და ხელისუფლების ენაზე ალაპარაკა, რაზეც ვრცლად მიწერია და რაც უფრო მნისვნელოვანია, ვიდრე ის პოლიციელია კადრში, თუ დაცვა, ორივე მათგანი რომ პოლიტიზირებულია ისიც ნათელია🙂 http://wp.me/p1BTyf-rv

    • ადო says:

      რა თქმა უნდა ვერ დაგეთანხმები, გივი. პასუხი შეგიძლია წაიკითხო პოსტში.

  6. spamwriters says:

    შენ ჩემი პოსტის მხოლოდ ფრაგმენტზე გაამახვილე ყურადღება და ამიტომაც გიპასუხე, თორემ ნათელია არ დამეთანხმები და არცაა საჭირო🙂

    ეს ადამიანი მშიერია, ვამბობ🙂 კაია ამ თემას რომ შეეხე, ასე გააგრძელე, წარმატებები :*

  7. Lukkkuuduuxx says:

    vaiiiiiiii amaato patroooooooonss

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s