დღეს ♥


დღეს, ჩემი დიშვილის დაბადების დღეა. ნინი 9 წლის გახდა.

დღეს, თაა ჩამომიყვანეს, ყველაზე თბილი, “გემრიელი” და ლამაზი არსება.

დღეს, გავიგე, რომ მე, ჩემი დის, ძმის ოჯახები ერთად შევხვდებით ახალ წელს და ყველაზე სასიამოვნო, თბილ, ემოციურ დღეს ერთად გავატარებთ.

დღეს, ნინის დავაჯერე, რომ სანტა კლაუსი ნამდვილად არსებობს. მტკიცებულებად სანტას ვიდეოები მოვიშველიე. ჰმ, ჩვენ წერილიც გავუგზავნეთ მას ლაპლანდიაში.

დღეს, ბოულინგ ცენტრალში, სასიამოვნო საღამო გავატარე.

– ერთი ლუდი თუ შეიძლება

– ლტოლვილი ხართ?

– არა, ბლოგერი!

– მე ლტოლვილები მეგონეთ!

(ბლოგერსა და ბარმენს შორის დიალოგი)

რამდენიმე დღის წინ, მე და სიყვარულოვნა ვწუწუნებდით – რა ხანია ბლოგერები ერთად არ შევყრილვართ, სად არიან კომპანიები რომლებიც გვანებივრებენ სულ გადავავიწყდითო. სად იყო და სად არა გამოჩნდა სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდი, რომლის  ორგანიზებით, 27 დეკემდერს ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე მოეწყო ბოულინგ ცენტრალში.

დღეს, ბოულინგის თამაში ვისწავლე.

დღეს, ბილიარდის თამაში შემძულდა.

დღეს გავერკვიე, ბოულინგის ბურთი იმაზე მძიმე ყოფილა ვიდრე წარმომედგინა.

დღეს, ლტოლვილი = ბლოგერს (ბარმენი)

დღეს, ორი კათხა ლუდი მერგო, მცირე სასიამოვნო გაუგებრობის შედეგად.

დღეს, ტუალეტის ქაღალდში გოგონა გავახვიე.😐

დღეს, სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის მიერ გამოვლენილ ვერც ერთ ნომინაციაში ვერ გავიმარჯვე.

დღეს, ჩემი ნაძვის ხის სათამაშო მიუსაფარ ბავშვთა სახლის ნაძვის ხეს დაამშვენებს.

დღეს, რაღაცნაირად, კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით და ამისათვის მადლობა  ბოულინგ ცენტრალსა და სოც. მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდს.

არამარტო დღეს, ფორთოხლის გოგონა მიყვარს და ჩემს კსერზე ვათავებ ♥

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in საკითხავი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

23 Responses to დღეს ♥

  1. Marie says:

    ბოულინგის დედა ვარ რა ;დ

    • ადო says:

      შენი თამაშისთვის, თვალი არ მიდევნებია, მაგრამ ჩემგან კარგი მოთამაშე დადგებოდა. პირველად და მშვენივრად ვითამაშე, ჩემი აზრით.

  2. orange says:

    ადო❤❤❤ ჩაგეხუტები რააა, სად ხარ?😦

  3. Mr. Nomad says:

    რა მაგარია, მაგარი დრომ რომ გაატარეთ. შემშურდა😐

  4. ketusi.com says:

    რა კარგი დღე ყოფილა შენთვის,მართლაც
    ამ დღით მეც ძალიან,ძალიან,ძალიან ვისიამოვნე,აი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აღვივსე,რომ იტყვიან.ყველანი ძალიან კარგები ხართ და ძალიან მიყვარხართ❤

  5. siyvarulovna says:

    ბლოგერი=ლტოლვილს :|:|

    ვერ გავიგე რატომ ჩაიხვიე. პროსტა ინფორმაცია ჰქონდა არასწორად მიწოდებული თორემ ბლოგერი და ლტოლვილი ერთმანეთში არ არევია😐

    და ჯერ ერთიც დევნილია ეგ!!!! და არა ლტოლვილი. ორი სხვადასხა სიტყვაა

    • ადო says:

      ბარმენმა ლტოლვილი თქვა ^_^

      ინფორმაცია რომ ჰქონდა არასწორად მიწოდებული იმიტომ ჩავიხვიე, ჰანი.

  6. razmua says:

    და იმ დღეს მე გამიცანი ან მე გავიცანი ადო🙂 რა მნიშვნელობა აქვს რაღაცა ძან შემიყვარდა ეს კეთილთვალება❤❤❤❤ :*

    • ადო says:

      კეთილთვალება, როგორც ეთერი იტყოდა კაკულია – ძროხის თვალება :დ
      მეც შემიყვარდი თამრო ♥

  7. zichii says:

    ის სასიამოვნო გაუგებრობა მე მოვაწყე ლოლ :დ
    მერე ჩემი ჭიქა ლურიც შენ დალიე მგონი ხო? :დ

    • ადო says:

      ჰო😐 ეგ სულ დამავიწყდა, საბოლოოდ 3 კათხა შემხვდა. 2 კათხა და ნახევარი :დ
      მაპატიე ^^

      • zichii says:

        მე მაინც ვერ დავლევდი მეტს, ვიტამინები მქონდა დალეული -_-
        აი ხვალ დავწერ პოსტს და ყველაფერს ჩავატევ^^
        ხოდა ისა, ეხლაც შენი ტატუს შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ❤

  8. presgeo says:

    biliardi ratom shegdzulda es ketusi damsaxurebaa?:D:D:D

    • ადო says:

      ქეთუსისა და მისნაირებისაც🙂 არ მიმაკარეს ბილიარდთან. ბოლოს რუსული ბილიარდის თამაში მომიწია, ვერცერთი ვერ ჩავაგდე და საბოლოოდ შემძულდა

  9. Pingback: სამნაირი ბურთი და ერთი დიდი გული « Ketusi's Blog

  10. დღეს მივხვდი, რომ მომენატრე, ადო❤

  11. Crazy Lady says:

    ახლა აღმოვაჩინე ეს ბლოგი და დზალიან მომეწონა ველოდები სიახლეებს❤

  12. FXdausa says:

    კარგი შერჩევა გაზეთები და ჟურნალები დამწყებთათვის საფონდო ბაზარზე.
    დღეს დაემატა ახალი საკითხი ჟურნალი “Currency Trader” March 2012, Volume 9, No. 3
    Download (7.69Mb)

  13. Pingback: სამნაირი ბურთი და ერთი დიდი გული | Ketusi's Blog

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s