ხვალიდან, სახლში დაბრუნებული, მას დავუწყებ ძებნას


– ადო(ლი), ყველაზე ძალიან დედა უფრო გიყვარს თუ მამა?

– დედა!

ყოველთვის მარტო ცხოვრებაზე ვოცნებობდი და ვოცნებობ. მაგრამ ჩემი ოჯახის გარეშე რომ ვერ გავძლებ ეგეც ძალიან კარგად ვიცი. განსაკუთრებით, დედას დანახვის გარეშე. მისი დანახვა, მხოლოდ რამდენიმე წამითაც საკმარისია და დღე პოზიტიურია. “როცა იმის ტრაკი მექნება, გამომუშავებული თანხით საკუთარი თავი შევინახო, აუცილებლად გადავალ საცხოვრებლად ცალკე, მაგრამ კვირაში ერთხელ მაინც გამოვივლი, დედას დავხედავ და დავუბრუნდები ჩვეულ ცხოვრებას.” ამ სიტყვებს დღემდე ვამბობდი, მაგრამ არ ვიტყვი ხვალიდან. მოვიდა დრო, როცა საკუთარი სიტყვების და ოცნების რედაქტირებას მოვახდენ. ხვალიდან ასეთი იქნება ჩემი ოცნება – “როცა იმის ტრაკი მექნება, გამომუშავებული თანხით საკუთარი თავი და დედა უზრუნველვყო, აუცილებლად დავაბრუნებ მას საქართველოში!”

დედა საზღვარგარეთ მიდის. ძალიან ემოციური დღე მაქვს, არ მინდა წავიდეს. მხლოდ მასთან შემიძლია სახლში მოსულმა დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსემ პოზიტივი მას გავუზიარო და იგივე ემოცია ცუდად ყოფნისას მისგან შევისრუტო.

ისეთ განწყობაზე ვარ, თითქოს ვეღარასდროს ვნახავ. თითქოს სამყაროს აღსასრულია და დღეს მთავრდება ჩემი ცხოვრება. მეშინია უცხო ქვეყანაში რამე რომ გაუჭირდეს პატრონი არავინ ეყოლება.

ვიცი ხვალ 9:00 საათიდან, ყველაზე საშინელ ხასიათზე ვიქნები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.

ხვალ 9:00 საათიდან, დედას დანახვით პოზიტიურად ვეღარ განვეწყვები.

ხვალ 9:00 საათიდან, დედა გულწრფელად მომენატრება.

ხვალ 9:00 საათის შემდეგ, სახლში დაბრუნებული მას დავუწყებ ძებნას.

ხვალ 9:00 საათიდან, ხურმა ვიქნები, რომელიც შეხედვისთანავე შეჭმის სურვილს გგვრის და ჩაკბეჩისთანავე მწკლარტე გემო აქვს.

ხვალ 9:00 საათიდან, დედას გაკეთებული კერძები მომენატრება.

ხვალ 9:00 საათიდან, ქუჩაში მისი ასაკის ხალხის დანახვისას დედა გამახსენდება.

ხვალ 9:00 საათიდან, წარმოსახვითი ბუშტი, რომელიც ყელში მაქვს გაჩხერილი და დედასთან დასამშვიდობებლად სიტყვებს არ უშვებს ბაგემდე წარმოსათქმელად, გასკდება.

ხვალ 9:00 საათიდან, ვიცი ყველაზე სენტიმენტალური ადამიანი გავხდები.

ხვალ 9:00 საათიდან, მის დაბრუნებას დაველოდები.

ხვალ 9:00 საათიდან, ყველაფერს გავაკეთებ რომ სამშობლოში დავაბრუნო.

ეს ძალიან მწარე რეალობაა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის. თითქმის ყველა ოჯახის ერთი წევრი საზღვარგარეთაა. ოჯახს ის ენატრება.

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი მშობლების თაობა ჩარეცხილად ითვლება და საკუთარი თავის რეალიზაციას სამშობლოში ვერ ახდენენ. ხვალ დედაჩემი საზღვარგარეთ მიდის. მიდის, იმიტომ რომ იქ გაცილებით მაღალ ანაზღაურებადი სამსახური ექნება, ვიდრე საქართველოში. იქ უფრო დააფასებენ მის შრომას ვიდრე თავის სამშობლოში. 

გამარჯობა, ეს ყველაზე ემოციური პოსტია ჩემს ბლოგზე. მე ვტირი. ნუ მიყურებ!

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in About Me and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

33 Responses to ხვალიდან, სახლში დაბრუნებული, მას დავუწყებ ძებნას

  1. “ხვალ 9:00 საათიდან, ვიცი ყველაზე სენტიმენტალური ადამიანი გავხდები ”❤
    არ გაუშვა

  2. siyvarulovna says:

    მე მესმის შენი…

  3. ninnaka says:

    მეც სენტიმენტალურ განწყობაზე დავდექი :(( დედაჩემის გარეშე ვერც მე გავძლებ, მისი ხმა რომ არ მესმოდეს და რომ ვიცოდე რომ გვიან, სახლში მოსულს თბილად აღარ ჩამეხუტება და თბილ სიყვებს აღარ მეტყვის შეიძლება გული გამისკდეს. :((

  4. Applepie says:

    ფაქ, ადო, რა საყვარელი ხარ შჩ❤

  5. orange says:

    მიყვარხარ, ძალიან, ძალიან მიყვარხარ❤ ბურთი მომებჯინა ყელში😦

  6. lasha says:

    :/ დამგრუზე ბლიად დილაადრიან

  7. დედაჩემიც აპირებდა წასვლას და წარმოდგენაც კი ისეთი მტკივნეული იყო…
    რა თბილი ხარ, ადო❤

  8. Ibi says:

    ადო, გითანაგრძნობ.. არ ვიცი დედაჩემმაც რომ დააპიროს წასვლა რა დამემართება.. დეიდაჩემზე ისეთები გადავიტანე..
    ყველანაირად რომ შეეცდები მის დაბრუნებას ესეც ბევრს ნიშნავს❤

  9. დედაჩემი არასოდეს არ წავა…😦 ნუ მართალია მას სამუშაო აქვს აქ მაგრამ რომც არ ჰქონდეს მაინც არ წავა, 100 წლისაც რომ გავხდე მაინც დედაზე ვიქნები დამოკიდებული, მატერიალურად კი არა, ისე უბრალოდ… მესმის-თქო ვერ გეტყვი, მაგრამ წარმომიდგენია რას გრძნობ

  10. Tammrii says:

    ავტირდი… დედაჩემი სულ ჩემ გვერდით იყო. და ახლა რომ წარმოვიდგინე, რომ სადმე სხვაგა ნიყოს და არა აქ…. მართლა ავტირდი…

  11. Ana says:

    ერთ დღეში ვართ… მეც ვტირი. მე უკვე ყოველ ღამე ვტირი. შენც ეცადე ჩემზე ძლიერი იყო. :*
    დედაჩემი მინდა!!!!!!!!!!!

  12. anibani says:

    ყველაფერი კარგად იქნება! შეეჩვევი, ადამიანები ხომ განსაკუთრებული არსებები ვართ:) მჯერა, რომ მალე ასე აღარ იქნება🙂 მინდა რომ ასე აღარ იყოს, ყოველ შემთხვევაში :))))))

  13. saocrad mesmis sheni 25 dekembers sami weli gaxda rac dedachemi saqartvelodan wavida da sashinlad menatreba is yvelaferi rac shen dawere ukve sami welia
    sagamoti saxlshi mosvla da misi gaketebuli sachmlis chama
    an ubralod kitxva: “ar gshia? ras shecham?”

  14. ეეეჰა : )…ყველაფერი ხდება ამ ცხოვრებაში.. : )…და გვინდა თუ არა მაინც გვიწევს შეგუება.. : ).. რაც უფრო განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს დედასთან მით უფრო გიჭირს მასთან ნებისმიერი მიზეზის გამო დაშორება..თუნდაც დროებით…: )))… არ ვიცი კიდევ სხვა რა უნდა ვთქვა.. : )…მაგ საკითხში დილეტანტი ვარ…: )
    არსებობენ ადამიანები ვინც დედებს უბრალოდ ვერ შორდებიან, იმიტომ რომ არც არასდროს ყოფილან მათთან…მაგალითად მე… : ))))))….
    ნუ მოიწყენ ავტორ..;)))…დიდი ბიჭი ხარ უკვე.. : )

  15. mariami ... says:

    ბოლოს დედა რომ ვნახე 10 წლის ვიყავი, მას შემდეგ ესე ვარ… ქუჩაში მისი ასაკის ხალხის დანახვისას დედა მახსენდება, სითბოს ვეძებ მსგავსს მაგრამ ვერსად ვპოულობ… ეხლა 20 წლის ვარ და მის დაბრუნებას აგარ ველი მხოლოდ იმიტომ რომ აგარ არსებობს ამქვეყნად… ძალიან ძნელია დედის გარეშე ცხოვრება😦 .. შენ არ იდარდო, ცუდზე არ იფიქრო შეეცადეე… მთავარია რომ ის არსებობს და არდე თუ გვიან ისევ ერთად იქნებით, ისევ იგრდძნობ მის სითბოს, სიყვარულს…🙂 დაფიქრდი ყველას არ აქვს მაგის შანსი…❤

  16. დავიგრუზე.იცი აქამდე მარტო საცოხვრებლად რატომ არ გადავდივარ?იმიტომ რომ დედა და მამა სანამ მყვანან მანამდე არ მოვიკლო მათთან ყოფნის ბედნიერება და ახლა ეს პოსტი გულგრილად ვერ წავიკითხე.არც კი ვიცი რა გითხრა(

  17. marishkalia says:

    აუ ძაან ცუდ ხასიათზე დავდექი..😦 წავალ დედაჩემს ჩავეხუტები!😦

  18. lady19 says:

    guli damewva((

  19. goingtohellforthis says:

    რა გატირებს, კაცი არა ხარ? ….Oh wait!

  20. Pingback: Hug Day 21.01.2012 ჩახუტების დღე « Till the End…

  21. vajelski says:

    გამარჯობათ ბმულის გაცვლა მინდა http://www.siaxleebi.com ზე თუ დაინტერესდებით იქნებ მაილზე მომწეროთ დიდი მადლობა წინასწარ

  22. მე მესმის შენი ვერ გეტყვი, რადგან უკვე რამოდენიმე წელია დედაჩემთან ერთად არ ვცხოვრობ, და თითქოს გავუცხოვდით… უბრალოდ მინდა გაგიზიაო ჩემი ახზრები… როცა წამოვედი სახლიდან მაშინ რა განცდა მქონდა აღარ მაზსოვს, ალბათ მეც ბევრი ვიტირე, ვიდარდე, ვინერვიულე. ახლაც ვნერვიულობ ხანდახან… ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ხშირად ვნახულობ, მაგრამ ხანდახან მეჩვენება რომ სულ სხვა ადამიანთან ვკონტაკტობ. დედა დღემდე მიყვარს და ვაფასებ ამ დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა, უბრალოდ რაღაც სხვა ეტაპი და ხარისხია ურთერთობის ვგრძნობ.

  23. Anonymous says:

    vaimee……guli amichuyda… didi xani ar aris rac shens blogs vkitxulob, magram ukve dzalian momwons🙂🙂🙂

  24. Anonymous says:

    shen namdvilad erterti didi magaliti xar imisa tu rogor sheidzleba adamians namdvilad uyvardes deda

  25. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

  26. Anonymous says:

    რა გაწუწუნებთ შვილებო… განა იმიტომ არ გაუშვით დედები საზგვარგარეთ რომ მათი სიმწრით ნამუშევარი ფულებით მუცლები ამოივსოთ, მობილურების უზარმაზარი ხარჯები დაფაროთ, რესტორნებში ძმაკაცებთან გაიჭიმოთ, ბოთლი ბოთლზე დაცალოთ და სიგარეტებიც არ მოიკლოთ? რა გგონიათ დედები ქუჩაში გვიან ულებს? თუ ეგრე ძალიან დარდობთ და გიყვართ მშობლები, ადექით და თქვენ აკეთეთ ის, რასაც თქვენი მშობლები აკეთებენ საზგვარგარეთ და შეინახეთ საკუთარი თავიც და დედაც …მაგარმ აბა სადა გაქვთ მაგის ტრაკი

  27. Pingback: …. « G O R E L I

  28. მართალია არ გიცნობ მაგრამ შენი კარგად მესმის ;( სამწუხაროდ მე დედიკოს გვერდით არ გავზრდილვარ და მუდამ დიდ ტკივილადაა სიტყვა დედა ჩემს გულში ;(

  29. :) says:

    Ado, dzalian miyvarxar tundac am postis wakitxvis shemdeg.❤

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s