ვირი რომ ხეზე ავა


   წიგნს რომელსაც ამჟამად ვკითხულობ და ძალიან მომწონს  დათო ტურაშვილის “ამერიკული ზღაპრებია”  (მხოლოდ დიდებისთვის).  ძალიან საინტერესო ინფორმაციით გადაჭედილი რომანია, რომლიდანაც საინტერესო მონათხრობებს  (ფაქტების შესახებ) ბლოგზე განვათავსებ, თუ ჩემი აღფრთვოვანება ვერ დავმალე და თუ აქამდეც არ მქონდა გაგონილი.

ამერიკელმა ასტრონავტმა ნილ არმსტრონგმა მთვარეზე ფეხის დადგმისას მთელი სამყაროს გასაგონად თქვა ფრაზა, რომელიც ჯერ კიდევ ვაშინგტონში, მთვარეზე გაფრენამდე კარგა ხნით ადრე, სპეციალურად ამ მომენტისთვის წინასწარ მოუმზადეს. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად, ეთერში გაისმა დედამიწასთან შეუთანხმებელი ტექსტიც, რომლითაც არმსტრონგმა ვიღაც თანამოქალაქეს მიმართა:
– Good luck mister Gorsky!..

   მათ შორის, ვინც ქვემოდან გაფაციცებით ადევნებდა თვალყურს მთვარეზე მოვლენების განვითარებას, ვერავინ გაიგო, თუ რას ნიშნავდა ასტრონავტის ბოლო სიტყვები, ვინ იყო მისტერ გორსკი და რატომ უსურვებდა მას არმსტრონგი მთვარიდან წარმატებას.

 დედამიწაზე დაბრუნებისთანავე, პირველივე პრესკონფერენციაზე ასტრონავტს სწორედ ამ მოულოდნელი ფრაზის ახსნა სთხოვეს, მაგრამ ნილ არმსტრონგმა ბოდიში მოიხადა – ჯერ მისტერ გორსკი ცოცხალია და ვერაფერს გეტყვითო. ამის შემდეგ ყოველ ინტერვიუში ისევ იმავეს ეკითხებოდნენ, მაგრამ ლეგენდარული ასტრონავტი ისევ ჯიუტად დუმდა და როგორც იქნა, რამდენიმე წლის შემდეგ (მისტერ გორსკი რომ ცოცხალი აღარ იყო), ამსტრონგმა მთვარეზე წარმოთქმული მოულოდნელი ფრაზის საიდუმლოც ახსნა.

   თურმე გორსკები არმსტრონგების მეზობლები იყვნენ ბავშვობაში და ერთხელ, თამაშისას, ბურთი რომ გორსკების ეზოში გადავარდა, პატარა არმსტრონგი ღობეზე გადაძვრა და ფარდაჩამოუფარებელი ფანჯრიდან სახლის ოთახში უცნაური სცენა დაინახა – მისტერ გორსკი ცოლს ორალურ სექსზე დათანხმებისკენ უბიძგებდა (რომ გავიზარდე, ამას მერე მივხვდიო – არმსტრონგმა), ცოლი კი ღიმილით პასუხობდა – მაგაზე მაშინ დამითანხმებ, მეზობლის ბავშვი მთვარეზე რომ ფეხს დაადგამსო (ამ გამოთქმას ჩვენშიც აქვს შესატყვისი – ვირი რომ ხეზე ავაო).

   პატარა არმსტრონგს იმდენად კარგად დაამახსოვრდა ბავშვობაში მოსმენილი ფრაზა, რომ მთვარეზე  დადგა თუ არა ფეხი, მაშინვე გაახსენდა გაწამებული მეზობელი და წარმატებაც ამიტომ უსურვა:

– Good luck mister Gorsky!..

მთხრობელი: დათო ტურაშვილი

About ადო

მოგესალმები, მე ადო ვარ! რატომ ადო (იგივე Ado Doodlez) და არა ლადო, ჩადო, ღადო ან გადო? ბავშვობაში ჩემი სახელის სწორად წარმოთქმა არ შემეძლო ამიტომ ჩლიფინით და მიკიბვ-მოკიბვით ვამბობდი ადოლის, როცა გავიზარდე შემრჩა და ყველა მეძახის ადოს.
This entry was posted in მთხრობელი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to ვირი რომ ხეზე ავა

  1. შიო says:

    მიყვარს ეს ზღაპრები🙂

  2. Marie says:

    ვაჰ, დაიწყეს უკვე მაგათმაც ხეზე ასვლა? ;დ

  3. Ibi says:

    ჰაჰა, მაგარია )) საინტერესო წიგნი ჩანს ))

  4. wissner says:

    ყურებამდე გამეღიმა, რა მაგარია !

  5. siyvarulovna says:

    ლოოოოოოოოოოოოლ :დდდდდდდდდდდდდდ

  6. agatako says:

    კარგი წიგნია ))
    მისტერ გორსკიზე ძალიან ვიხალისე :დ

    ადო “ქრონიკაში” სტატია ხომ არ გინახავს ჩახუტების დღის შესახებ? ^_^

    • ადო says:

      ქრონიკაში სტატია, WTF? ალბათ ქრონიკაში გასული რეპორტაჟი იგულისხმე. კი ვნახე, აქაა ყველა ტელევიზიის მიერ გადაღებული კადრები

  7. CreaTive says:

    მეც ვკითხულობ,მაგარია🙂

  8. orange says:

    მაგარია :დ

  9. წიგნა says:

    წიგნი დამიბრუნე ბიჯო :)))

  10. ეს ისტორია მონამენი მქონდა, ჩემი მეგობარი სერჟანტისგან :დ
    საღოლ :დ :*

  11. Butterfly says:

    სღ სღ ^.^ კარგი იყოოოოოო რაა :დ

  12. Pingback: 2 წლის ბლოგი და ანგარიში მკითხველს |

დატოვე კვალი! ♥ გამოთქვი შენი მოსაზრება კომენტარის სახით

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s